You are on page 1of 1

კორუფცია

კორუფცია არის “საჯარო მოსამსახურის მიერ თანამდებობის ან მასთან


დაკავშირებული შესაძლებლობის გამოყენება კანონით აკრძალული
ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით, აგრეთვე მისთვის ამ სიკეთის
გადაცემა ან მის მიღებასა და დაკანონებაში ხელის შეწყობა.”
კორუფციაა, როდესაც სახელმწიფო მოხელე ასაქმებს, ქირაობს და
შესაბამისად, ბიუჯეტის ფულს უხდის ისეთ პირს ან ორგანიზაციას, რომელიც
არა კონკურსის წესით, ობიექტური კონკურენციის პირობებში, არამედ პირადი
სიმპათიებით ან გამორჩენის მიზნით იქნა შერჩეული. ეს შეიძლება იყოს
ნეპოტიზმი, რაც ოფიციალური წესების გვერდის ავლით ან მათი
დამახინჯებით, სახელმწიფო მოხელეების მიერ საკუთარი ოჯახის წევრების
და ახლობლების დასაქმებას ეწოდება, ან სახელმწიფო უწყებების მიერ
პროდუქტის ან მომსახურების მომწოდებლის პირადი ინტერესების
მიხედვით, ხშირად, ქრთამის სანაცვლოდ შერჩევა.
კორუფციის არსებობა ამცირებს საზოგადოებაში არსებულ ნდობის ხარისხს,
ასუსტებს დემოკრატიას, ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას, აღრმავებს
უთანასწორობას, მნიშვნელოვნად ზრდის სიღარიბის დონეს და სოციალური
უთანასწორობას. კორუფციის აღმოფხვრა და მისი უარყოფითი შედეგების
თავიდან აცილება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გააზრებული
იქნება ის სქემები და სისტემები, რომელთა მეშვეობითაც ფუნქციონირებს
კორუფცია. კორუფციას შესაძლოა გააჩნდეს განსხვავებული ფორმები და
მოიცავდეს ისეთ ქმედებებს როგორიცაა: საჯარო მოხელეები, რომლებიც
ითხოვენ გარკვეულ თანხას ან სარგებელს მათი მომსახურების სანაცვლოდ;
სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებიც ბოროტად
იყენებენ მათ ხელში არსებულ ძალაუფლებას, არამიზნობრივად ხარჯავენ
სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებს, თავიანთი გავლენის გამოყენებით
ასაქმებენ, სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობებზე, ოჯახის წევრებსა დ
ახლობლებს, ზეგავლენას ახდენენ სახელმწიფო ტენდერების შედეგებზე.
კორუფცია თავის თავში, ასევე მოიცავს კორპორაციების მხრიდან საჯარო
მოხელეების მოსყიდვას, სასურველი გარიგების გაფორმების მიზნით.
ჩემი აზრით, აუცილებელია კორუფციასთან ბრძოლა, რათა ავიცილოთ ეს
პრობლემები. კორუფციასთან ბრძოლისთვის განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეების დანიშვნის და გათავისუფლების
წესების, ასევე, სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალეობა და ობიექტურობა
და ამ პროცესების კონტროლი შესაბამისი ორგანოების და საზოგადოების
მხრიდან.
ნია ბაჩიაშვილი

You might also like