You are on page 1of 5

1.

დემოკრატიის მიზნები, ღირებულებათა საფუძვლები და პრინციპები

დემოკრატია ბერძნული წარმომავლობის სიტყვაა და ნიშნას ხალხის მმართველობას .


ამ დროს მთელი ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს. დემოკრატია, როგორც მმართველობის
ფორმა, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV-V საუკუნეებში გაჩნდა საბერძნეთში.
დემოკრატიის ძირითადი მიზანი იყო ყველა მოქალაქის უზრუნველყოფა უფლებებითა და
შესაძლებლობებით, რათა მათ ჰქონდათ მმართველობაში მონაწილეობის მიღების
უფლება ამავე პერიოდიდან დემოკრატია ნიშნავდა კანონის უზენაესობას და კანონის
წინაშე თანასწორ პასუხისმგებლობას.

დღევანდელი დემოკრატიული სისტემისთვის ძირითადი მახასიათებელია : კანონის


უზენაესობა, ძალაუფლების დაყოფა, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების დაცვა .
დემოკრატიული ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებები საერთო ფასეულობას
წარმოადგენს.

დემოკრატია შესაძლებლობას აძლევს ხალხს აქტიური მონაწილეობა მიიღოს


ხელისუფლების განხორციელებასა და გაკონტროლებაში. თუმცა დემოკრატიულობის
სიცოცხლისუნარიანობა დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენაადაა ხელისუფლება
შეზღუდული სამართლით, რამდენად მაღალია საზოგადოების კულტურული და
სამართლებრივი შეგნების დონე.

დემოკრატია არ ნიშნავს მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობას. დემოკრატიის


ძირითადი მახასიათებელი ისაა, რომ მოქალქეებს შეეძლოთ მათი ინტერების
კოლექტიური გამოხატვა ისეთი ფორმებით როგორიცაა: პოლიტიკური პარტიები ,
საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პროფესიული კავშირები და ა.შ

დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნიშანია ის, რომ ხალხს ეძლევა შესაძლებლობა


გავლენა მოახდინოს ხელისუფლების საქმიანობაზე, მიიღოს მონაწილეობა
გადაწყვეტილების მიღებაში სხვადასხვა გზით. დემოკრატიული მმართველობა ხალხს
აძლევს ხელისუფლების კონტროლის ეფექტურ შესაძლებლობებს. მაგალითად,
ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფით.

ინფორმაციის თავისუფლება ადამიანის უფლებების და თავისუფლების


ჩამონათვალში ერთ-ერთი ძირითადია. ინფორმაციის თავისუფლება ნიშნავს
ინფორმაციის ძებნას, მოპოვებას და მიღებას, ინფორმაციის გადაცემას და გავრცელებას .
ინფორმაციის თავისუფლება აზრის გამოხატვის წინაპირობაა, რადგან იმისთვის , რომ
ჩვენ ჩამოგვიყალიბდეს რაღაც მიდგომა კონკრეტული საკითხისადმი , აუცილებელია რომ
ვფლობდეთ შესაბამის ინფორმაციას.

სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან ინფორმაციის გავრცელების ხარისხზე


მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სახელწიფო მმართველობის გამჭვირვალობა და
საჯაროობა. ხალხის მიერ ხელისუფლების კონტროლი ვერ განხორციელდება და ვერც
ხელისუფლება იგრძნობს თავს ვალდებულად საზოგადოების წინაშე , თუ საზოგადოებას
არ ექნება შესაბამისი ინფორმაცია. მაშასადამე, გამჭვირვალობა გულისხმობს ღიაობას ,
საზოგადოების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ჩვენ შეგვიძლია სახელმწიფო ორგანოებიდან გამოვითხოვოთ ყველა ინფორმაცია ,


რომელიც არის საჯარო. საჯაროა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც კანონით არ არის
მიჩნეული საიდუმლო ინფორმაციად. ასეთი შეიძლება იყოს სახელმწიფო , კომერციული
ან პირადი საიდუმლოების შემცველი მონაცემი.

საჯაროობა/საქვეყნოობა, როგორც დემოკრატიის პრინციპი, მოქმედებს ასევე


სასამართლოებშიც. ამიტომ სასამართლოს სხდომები არის საჯარო (გარდა კანონით
გათვალისწინებული გამონაკლისებისა) და მისი ყველა გადაწყვეტილება ცხადდება
საქვეყნოდ.

საჯაროობისა და საქვეყნოობის პრინციპებთან ერთად ჩვენ უნდა ვიცოდეთ კანონის


უზენაესობის, კანონის წინაშე ყველას თანასწორობის და კანონიერების პრინციპები ,
რომლებსაც უზრუნველყოფს დემოკრატიული მმართველობა.

დემოკრატიის მახასიათებელი ნიშნებია პოლიტიკური და იდეოლოგიური


შემწყნარებლობა (არ ხდება მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის და იდეოლოგიის
გავრცელება), პოლიტიკური პარტიების სიმრავლე ( ანუ მრავალპარტიულობა ,
პოლიტიკური პლურალიზმი); ხელისუფლების დანაწილების პრინციპი; ხალხის
მონაწილეობა გადაწყვეტილებაში და არჩევნებში; ხელისუფლების ცვალებადობა
არჩევნების გზით.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, დემოკრატიის მიზანია ხალხის აქტიური ჩართვა
სახელმწიფო მმართველობაში, შეძლებისდაგვარად ყველას ინტერესის აქტიური ჩართვა
სახელმწიფო მმართველობაში, შეძლებისდაგვარად ყველას ინტერესის გათვალისწინება ,
ცალკეული ადამიანის უფლებების დაცვა, კონსენსუსუნარიანი საზოგადოების შექმნა ანუ
საზოგადოების, რომლის წევრებსც შეუძლიათ მივიდნენ შეთანხმებამდე , პლურალისტური
გარემოს ჩამოყალიბება (რაც ნიშნავს განსხვავებული აზრის წახალისებას
საზოგადოებაში), უმცირესობის ინტერესები გათვალისწინება, და სამართლიანი
გადაწვეტილების მიღება

2.თანამედროვე დემოკრატიის განვითარების ტენდეციები,

წარმომადგენლობით დემოკრატია

დემოკრატია განვითარების საკმაოდ გრძელი გზა განვლო. მეცნიერებაში არსებობს


მოსაზრება, რომლის თანახმათაც დემოკრატიის ნიშნები ჯერ კიდევ პირველყოფილ
თემურ წყობილებაში შეიმჩნეოდა. თუმცა თანამედროვე დემოკრატიისგან განსხვავებით
ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი იყო ის, რომ ადამიანები ხელისუფლების
განხორციელებაში პირდაპირი გზით მონაწილეობდნენ.

დემოკრატიის განვითარების შემდგომი ეტაპია ანტიკური ხანა . ანტიკურ პერიოდში ძველ


საბერძნეთში ყველა მნიშვნელოვანი საკითხი ხალხთა კრებაზე (ე .წ _აგორა )-ზე წყდებოდა .
საქართველოს ისტორიიდან ამ კუთხით ცნობილია საერთო სახალხო თუ კერძო
საკითხების
გადაწყვეტა თემის, ან გვარის კრებაზე.
ძველი ბერძნული ქალაქ სახელმწიფოსაგან განსხვავებით, ხალხის უშუალო
მონაწილეობა დემოკრატიულ მმართველობაში ძალინ რთული იყო დიდ ქალაქებში .
ამიტომ საჭირო გახდა წარმომადგენლობითი ინსტიტუტების შექმნა სადაც ხალხთა
ინტერესებს ერთი ან რამდენიმე.· ადამიანი დაიცავდა. თავიდან ასეთი წარმომადგენლები
იყვნენ მიწათმფლობელები და ის მემკვიდრეობით გადადიოდა.

ძვ.წ. 509 წელს რომში ჩამოყალიბდა რესპუბლიკა, სადაც მოქალაქეები ირჩევდნენ


წარმომადგენლებს, რომლებიც მართავდნენ ქვეყანას და იღებდნენ კანონებს.
ხელისუფლების უმაღლესი ორგანო იყო სენატი და სახალხო კრება.
თანამედროვე დემოკრატიის განვითარებას რესპუბლიკა, სადაც მოქალაქეები ირჩევდნენ
წარმომადგენლებს, რომლებიც მართავდნენ ქვეყანას და იღებდნენ კანონებს .
ხელისუფლების უმაღლესი ორგანო იყო სენატი და სახალხო კრება.
თანამედროვე დემოკრატიის განვითარებას საფუძველი ჩაეყარა
ინგლისში ,,თავისუფლების დიდი ქარტიით“, რომელიც 1215 წელს იქნა მიღებული.
ევროპაში დემკრატიული სახელმწიფოს იდეა 1789 წლის რევოლუციის დროს
ჩამოყალიბდა. ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მე-19 საუკუნიდან ,
როდესაც ევროპაში აქტიურად დაიწყო კონტიტუციების შექმნა, რომლითაც გაკეთდა
აქცენტი ადამიანის უფლებებზე, ჩამოყალიბდა ხელისუფლების დანაწილების პრინციპი
და განვითარდა არჩევითი დემოკარტიის იდეა. დემოკრატიული მმართველობა
ორიენტირებულია ხალხის მაქსიმალურ ჩართვაზე სახელმწიფო მმართველობაში .
სახელმწიფო მართვაში ხალხი შეიძლება იყოს ჩართული პირდაპირი ან არაპირდაპირი
გზით უშუალო მონაწილეობა სახელმწიფო მმართველობაში გამოიხატება:
რეფერენდუმში, პლებისციტში და სხვა მეთოდებში ჩართვით , ხოლო ამისგან
განსხვავებით, წარმომადგენლობითი დემოკრატია ნიშნავს სახელმწიფო მმართველობის
განხორციელებას ქვეყნის მოსახლეობის მიერ არჩეული რამდენიმე პირის საშუალებით .
ამომრჩეველი, ანუ ხალხი არჩევნების გზით ამ პირებს უცხადებს ნდობას , რათა მათ
მართონ სახელმწიფო და მიიღონ ხალხისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები .
არაპირდაპირი დემოკრატიის მნიშვნელოვანი ინსტურმენტია - არჩევნები და არჩევნების
სამართლიანი წარმართვა.

3. დემოკრატიული ინსტიტუტები და მათი მნიშვნელობა


საზოგადოების განვითარებაში
საზოგადოების განვითარებაში დიდ როლს ასრულებს დემოკრატიული ინსტუტების
წახალისება სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან. რაც “მეტი” “შესაძლებლობა აქვთ
დემოკრატიულ ინსტიტუტებს თავისუფლად არსებობისა და მოქმედებისათვის , მით მეტია
სახელმწიფოში დემოკრატიის ხარისხი დემოკრატიული ინსტიტუტი შეიძლება იყოს
ნებისმიერი სახის გაერთიანება, კავშირი, ასოციაცია, რომელიც იზიარებს დემოკრატიის
ძირითად ღირებულებებს და მიზნად ისახავავს დემოკრატიული პრინციპების
გაძლიერებას, “პლურალისტური გარემოს ხელშეწყობას, სახელმწიფოს კონტროლს
სხვადასხვა გზით, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.
ამ კუთხით ძალიან დიდ როლს ასრულებენ არასამთავრებო ორგანიზაციები,
პროფკავშირები, ბიზნეს ორგანიზაციები, მედია და სხვა სახის გაერთიანებები . ამასთან ,
ორგანიზაციების სტრუქტურა, მიზნები, საქმიანობა, ღია და საზოგადოების ინტერესების
შესაბამისი უნდა იყოს.
დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი მახასიათებელი, სხვა ძირითად წიშნებთად
ერთად, არის ინფორმაციის მიღების გავრცელებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება.
ამ კრიტერიუმების არსებობის გარეშე წარმოუდგენელია მედია საშუალებების
ნორმალური ფუნქციონირება. მედიის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
დემოკრატიულ სახელმწიფოში, ვინაიდან ის აწვდის მოსახლეობას რეალურ
ინფორმაციას სახელმწიფოში მიმდინარე პროცესების შესახებ, მედიის საშუალებით
ხალხი აანალიზებს რამდენად სწორად, მათთვის მისაღებად და მათი ინტერესების
დასაკმაყოფილებლად მოქმედებს მათ მიერ არჩეული ხელისუფლება. ამიტომ ძალიან
დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფომ მედიას შეუქმნას საშუალება , რომ მათ იმუშაონ
თანაბარ პირობებში, მიიღონ და გაავრცელონ ობიექტური ინფორმაცია.
რაც შეეხება პროფკავშირს, ეს არის მოსამსახურეთა ასოციაცია და მისი მთავარი
მიზანია წარმოადგინოს მოსამსახურეთა უფლებები დამსაქმებელთან წინაშე .
პროფკავშირების შექმნის და მასში გაწევრიანების უფლება არის ადამიანის ძირითადი
უფლება. კარგად ფუნქციონირებადი და პრესტიჟული პროფკავშირები ხშირად არის
დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა სტანდარტების კარგი მაჩვენებელი .
ბიზნეს ორგანიზაციები (საწარმო ან ფირმა), ახორციელებენ სამეურნეო (ეკონომიკურ )
საქმიანობას და საქმიან ურთიერთობებში შედიან ბიზნესის სხვა სუბიექტებთან , ბიზნესის
ობიექტების(დოვლათის, მოგების მიღება) გამო. ბიზნეს ორგანიზაციაში შემავალი
თითოეული სუბიექტი უფლებებისა და პასუხისმგებლობის მატარებელია .
სახელმწიფოში შესაძლებელია, რომ არსებობდეს სხვადასხვა სახის გაერთიანებები ,
რომელთა მიზნებიც შეიძლება განსხვავებული იყოს. მაგალითად, საზოგადოებრივი ,
რელიგიური, საქველმოქმედო ორგანიზაციები და მეცნიერების , კულტურის , განათლების ,
ჯანდაცვის, სპორტის განვითარებისა და დახმარების ფონდები , ასოციაციები და
კავშირები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ დემოკრატიის განვითარებაში .

4. დემოკრატიის განვითარების ისტორიული ეტაპები საქრთველოში

საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები XII საუკუნიდან გვხდება. საქართველოს


ისტო იიდან დემოკრატიის განვითარების თვალსაჩინო მაგალითია 1178—1213 წლებში
ყუთლუ- -არსლანის დასის დაარსება, რაც გულისნხმობდა სამეფო ძალაუფლების
შეზღუდვას და პარლამენტის ტიპის ორგანოს შექმნას. იგი ორი პალატისაგან შედგებოდა
- „დარბაზი“, რომელიც არისტოკრატებისა და გავლენიანი მოქალაქეების საკრებულო
იყო „კარავი“, რომელსაც მუდმივად უნდა ემუშავა. საქართველოს ისტორიის მანძილზე
დემოკრატიული პრინციპების გატარების არაერთი მაგალითი არსებობს, მაგრამ ყველაზე
მწიშვნელოვანი ეტაპი ამ კუთხით იყო 1918–1921 წლებში მომხდარი ცვლილებები. 1918
წლის 26 მაისს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ამავე წელს დაფუძნდა
პირველი ეროვნული პარლამენტი. 1921 წლის 21 თებერვალს მიღებულ იქნა
საქართველოს პირველი კონსტიტუცია. პირველმა კონსტიტუციამ სულ რამდენიმე დღე
იარსება, რადგანაც 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია
მოახდინა.
დემოკრატიის განვითარების შემდგომი ეტაპი საქართველოში 1990 წლიდან იწყება . 1990
წლის 28 ოქტომბერს გაიმართა პირველი მრავალპარტიული არჩევნები და
დემოკრატიული გზით არჩეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ,
რომელმაც 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე 1991 წლკის 9 აპრილს
აღადგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.
1995 წლის 24 აგვისტოს საკანონმდებლო ორგანომ მიიღო საქართველოს კონსტიტუცია.
ამ კონსტიტუციით პოლიტიკური წყობილების ფორმად გამოცხადდა დემოკრატიული
რესპუბლიკა და ხალხი აღიარებულ იქნა ხელისუფლების წყაროდ. ამავე კონსტიტუციით
საქართველო დამოუკიდებელ, ერთიან და განუყოფელ სახელმწიფოდ იქნა მიჩნეული .
რაც დადასტურებულია, 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის
აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული
რეფერენდუმითა და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით. საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია
განისაზღვრა 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით და აღიარებულ იქნა
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრების
ხელშეუხებლობა.

You might also like