You are on page 1of 8

ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი

ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი


I შუალედური გამოცდა
II ვარიანტი

ჯგუფი: 9 კახა ჭამიაშვილი


ღია კითხვები ( თითოეული 5 ქულა)

(შეგიძლიათ უპასუხოთ ლაკონურადაც)

1. გთხოვთ ჩამოთვალოთ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიენობის ყველა


სამართლებრივი ფორმა. განმარტეთ მხოლოდ იმ ფორმების მნიშვნელობა რომლებიც
თქვენ უკვე ნასწავლი გაქვთ სასწავლო კურსის ფარგლებში (ანუ ჩამოაყალიბეთ
ცნება), ჩამოთვალეთ თითოეული ამ საქმიანობის ფორმების მაგალითები.
2. ადმინისტრაციული სამართლის განსაკუთრებული ნაწილიდან (მაგ: განათლების
სამართალი, საგადასახადო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალდაღვევები,
სამშენებლო სამართალი, მუნიციპალური სამართალი, საპოლიცო სამართალი და სხვ.)
რომელია თქვენთვის საინტერესო სფერო? რომელ მათგანში გააგრძელებდით
კარიერას? რა სიახლეს შეიტანდით დარგის განვითარებაში?

(გთხოვთ არ გადაიწეროთ ერთმანეთისაგან, მაღალი ქულით შეფასდება მხოლოდ


ორიგინალური ნაშრომი, ხოლო გადაწერილი ნაშრომი განულდება)

1) ადმინისტრაციული ორგანის სამართლებრივი ფორმებია: ინდივიდუალური


სამართლებრივი აქტი, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რელაქტი და ნორმატიული
ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი.

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტია: ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული


სამართლებრივი აქტი, რომლიც მიმართული უნდა იყოს ერთი ან შეზღუდული რაოდენობის
პირის მიმართ. იგი უნდა ცვლიდეს, აწესებდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს.
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი იყოფა 4 ნაწილად ესენია: ადმინისტრაციული
ორგანო, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველი, ინდაქტი და ცვლის, აწესებს,
წყვეტს და ადასტურებს.

ადმინისტრაციულ ორგანოში ითვლება ყველა სახელმწიფო მმართველობის ან


თვითმმართველობის ორგანო ასევე ნებისმიერი პირი, რომელიც კანონის საფუძველზე
ასრულებს საჯარო სამსახურს.

ადმინისტრაციული კანონმდებლობა არის იმ კანონთა ერთობლიობა, რომლის


საფუძველზეც ფუნქციონირებს ადმინისტრაციული ორგანოების და მისი შესრულება
სავალდებულოა.

ინდაქტი არის ერთგვარი ადმინისტრაციული ღონისძიება, რომელიც მიმართულია


გარკვეულ პირთა მიმართ
ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი
ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი
I შუალედური გამოცდა
II ვარიანტი
ცვლის, აწესებს, წყვეტს და ადასტურებს კი ნორმატიული აქტის შინაარსში მდგომარეობს
რომლიც ერთ პირს ან მცირე ჯგუფს ანიჭებს ან უზღუდავს უფლებას.

მაგალითი: პოზიციის ჯარიმა, საჯარო რეესტრში საკუთრების გაფორმება,

ნორმატიული სამართლებრივი აქტია: უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ


გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც არის მუდმივი ან დროებითი. მისი
გამოცემის უფლება აქვს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც არის
სახელმწიფო ან ადგილობრივი თვით მმართველობა, ან ნებისმიერი პირი, რომელიც კანონის
ფარგლებში ასრულებს საჯარო ინტერესებს. მისი გამოცემის წესი კი მოცემული გავქვს
საქართველოს კონსტიტუციასა და საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული სამართლის
კოდექსში.

მაგალითი: სამინისტრის ნებისმიერი ბრძანება, პრეზიდენტის ბრძანებულება.

ადმინისტრაციული ხელშეკრულება: არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო


უფლებების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან დადებული ხელშეკრულება,
რომელიც ემსახურება საჯარო ინტერესებს. ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რათა
კანონიერად ჩაითვალოს სახეზე უნდა გვქონდეს სსკ-ით გათვალისწინებული
ხელშეკრულების დადებისთვის აუცილებელი ყველა ასპექტი.

მაგალითად: სიტი პარკთან დადებული ხელშეკრულება, საქართველოს რკინიგზასთან


დადებული ხელშეკრულება, თელასსთან.

რეალაქტი: არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ისეთი საჯარო-


სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის
წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგების დადგომისაკენ და
სწორედ ეს განასხვავებს მას სხვა ნორმატიული აქტებისგან.

მაგალითი: სკვერების მოპირკეთება, დასუფთავება, ნაგებობების რესტავრირება და სხვა.

2) ჩემთვის საინტერესო სფეროა სამშენებლო სამართალი. დღეს საქართველოში ამ მხრივ


უამრავი პრობლემა არსებობს. ყველასთვის ცნობილია ალბათ რომ ამ საქმეში დიდი ფული
ტრიალებს, ამიტომ კორუფციაც ძლიერია ამ დარგში.

დავიწყოთ თბილისით, დედაქალაქში დამახინჯებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა


არასწორი სამშენებლო საქმიანობებით, ძველი და ახალი ქალაქი ვერ ერწყმის ერთმანეთს
სრულყოფილად და ლამაზად. ნაკლებია გამწვანებაც, რადგან ბოლო წლებში საგრძნობლად
იმატა ჰაერის დაბინძურებამ თბილისში და კიდევ სხვა.

გარდა შენობების ცუდი შეხამებისა და გამწვანების ნაკლებობისა, კორპუსები იგება ისეთ


ადგილებში რომლიც აზიანებს ბუნებას და კომპანიას უწევს მწვანე საფარის გაჩეხვა.

დიდძალ ზიანს აყენებს ასევე არასრულფასოვნად შესრულებული მშენებლობები და


მსგავსი შემთხვევები ხშირად შეგხვდა ამ რამდენიმე წლის განმავლობაში. მაგალითისთვის
ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი
ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი
I შუალედური გამოცდა
II ვარიანტი
შემიძლია მოვიყვანო შუახევის ჰესი, რომელიც აშენებიდან 2 თვეში დაინგრა. ზუგდიდის
სტადიონი რომელშიც 20 მილიონი გადავიხადეთ რომელიც არ ფუნქციონირებს და კიდევ
მრავალი სხვა.

ამ ყველაფრის მოგვარება არც ისე მარტივია, ჩემი აზრით უნდა შეიქმნას დემოკრატიული
ხელისუფლება, შეიქმნას თავისუფალი სასამართლო, რათა ადგილი არ ჰქონდეს არანაირ
კორუფციას და სამართალდარღვევის შემთხვევაში კომპანიას ჰქონდეს სასამართლოს იმედი.
ამის შემდეგ უნდა შექმნას ერთგვარი ზედამხედველი ორგანო, რომლიც გააკონტროლებს
სამშენებლო საქმიანობებს და ასევე გააკონტროლებს ტენდერებს რათა ისინი ჩატარდეს
კეთილსინდისიერად და კონკურენტულ გარემოში.

პს. შესაძლოა ამ ნაწილში ჩემი პოლიტიკური შეხედულებები გამოვახატე , მაგრამ მიმაჩნია


რომ ამ ნაბიჯების გარეშე ამ დარგის განვითარება შეუძლებელი იქნება.

კაზუსი (15 ქულა)

მოქალაქე არამ კარაპეტიანი 2020 წლის 10 ნოემბერს ავტომობილით მოძრაობდა


წყნეთში საკმაოდ ფართო ქუჩაზე. მან ვერც კი შეამჩნია ისე დაარღვია საგზაო მოძრაობის
წესები და გადაკვეთა ღერძულა ხაზი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციამ
ის დააჯარიმა 50 ლარით. ჯარიმის ქვითარი არამს იმწუთასვე გადაეცა. არამი დიდ
პროტესტს გრძნობდა, რადგანაც ქუჩაზე არსებული ღერძულა ხაზი ალბათ 10 წლის
დახაზული იყო და იმდენად გადაცრეცილი იყო რომ მისი დანახვა ფაქტობრივად
შეუძლებელი იყო. ეს ვითარება მან საპატრულო პოლიციის თანამშრომელს მიშიკოსაც
აუხსნა, თუმცა პოლიციელი საკმაოდ შეუვალი ჩანდა. მან ყურად არ იღო არამის პრეტენზია.
ჯარიმა მაინც დაწერა და ჯარიმის ქვითარი ხელში გადასცა არამს.

არამმა გადაწყვიტა ადმინისტრაციული საჩივრით მიემართა შინაგან საქმეთა


სამინისტროსათვის და მოეთხოვა საპატრულო პოლიციის თანამშრომლის გადადგომა.
ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი
ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი
I შუალედური გამოცდა
II ვარიანტი

 გთხოვთ განსაზღვროთ, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის რომელი


სამართლებრივი ფორმა გვაქვს სახეზე. რა სახის აქტია ჯარიმა? (იდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ნორმატიული აქტი, რეალაქტი თუ ადმ.
ხელშეკრულება) პასუხი დაასაბუთეთ;

ინდივიდუალური რადგან იგი კონკრეტული პირისკენაა მიმართული და ერთჯერადი


გამოყენებისაა.

 შეაფასეთ არამის სამართლებრივი მოთხოვნა;

არამის მოთხოვნა არა კანონიერია, რადგან საპატრულო პოლიცია მოქმედებდა მისი


უფლებამოსილების ფარგლებში და სახეზე არ გვქონია არანაირი კანონ გადაცდომა.

 დაეხმარეთ მას ჩამოაყალიბოს სამართლებრივი მოთხოვნა, რა უნდა მოითხოვოს მან?

არამ კარაპეტიანს შესაძლოა ჰქონდეს ჯარიმის გაუქმების მოთხოვნის უფლება, რადგან ეს


საუკეთესო ვარიანტს წამოადგენს ამ დავიდან.

 იმსჯელეთ საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ქმედების კანონიერებაზე.


შესაბამისად, გთხოვთ იმსჯელოთ ჯარიმის კანონიერების თაობაზე?

ჩემი აზრით, საპატრულო პოლიცია მოქმედებდა კანონიერების ფარგლებში. მართალია


არამ კარაპეტიანის თქმით, ღერძულა ხაზი არ ჩანდა და ფოტოშიც ვხედავთ, რომ ხაზი
დაზიანებულია, მაგრამ მხედველობაშია მისაღები ის ფაქტიც, რომ ორი ღერძულა ხაზი
გვაქვს, ხოლო ორმაგი წყვეტილი ხაზი არ გვხვდები, ასევე წყვეტილი ხაზები ასე და ასეთი
დიდი მანძილით არ არიან დაშორებული.

შესაბამისად პოლიციის მოქმედებას იგი სრულიად სამართლებრივია ჯარიმა


შეესაბამებოდა მუხლს. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ასევე დაჯარიმებულ პირს
გააცნო ვითარება და იმწამსვე გადასცა ქვითარი.

 თქვენ, როგორ გადაწყვეტდით ამ დავას?

არამ პეტიანის სარჩელს არ დავაკმაყოფილებდი და ძალაში დავტოვებდი ჯარიმას რადგან


როგორც უკვე ავხსენი ყველაფერი სამართლებრივი ნორმების დაცვით მოხდა.
ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი
ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი
I შუალედური გამოცდა
II ვარიანტი

დანართი 1
ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი
ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი
I შუალედური გამოცდა
II ვარიანტი

დანართი 2

საჯარიმო ქვითრის მეორე გვერდი

ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს


ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით
გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები:
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს
გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს
მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის
განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით;
გამოვიდეს მშობლიურ ენაზე; თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა,
ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო
მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება) მისი გამოტანიდან 10
დღის ვადაში ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის
პირთან) ან სასამართლოში.
საქართველოს ასკ-ის 290-ე მუხლის პირველი ნაწილის
შესაბამისად, დამრღვევმა ჯარიმა ნებაყოფლობით უნდა გადაიხადოს
საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან (გაცნობიდან) 30 დღის
განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის
შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაერიცხება საურავი
დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 500
ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში
ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება
ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით
შეჩერებით.
სატრანსპორტო საშუალების მძღოლი სპეციალურ
უფლებაშეჩერებულად ჩაითვლება ამ უფლების შეჩერების შესახებ
დადგენილების გამოტანის დღიდან.
ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა ალკოჰოლური
სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესები.
ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი
ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი
I შუალედური გამოცდა
II ვარიანტი

ფოტო მტკიცებულება
ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი
ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი
I შუალედური გამოცდა
II ვარიანტი

კაზუსის ნორმატიული დანართი:

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი:

  მუხლი 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს


კანონმდებლობის ამოცანები
 

ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის


ამოცანაა საკუთრების, მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და პირადი
უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა
უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, მმართველობის დადგენილი წესის, სახელმწიფო
და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილების
უზრუნველყოფა, მოქალაქეთა აღზრდა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს
კანონების ზუსტი და განუხრელი დაცვის, სხვა მოქალაქეთა უფლებების, პატივისა და
ღირსების, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის, დაკისრებულ მოვალეობათა
შესრულების სულისკვეთებით.
ამ ამოცანის განსახორციელებლად საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსი განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა
წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული
სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს

მუხლი 23. ადმინისტრაციული სახდელის მიზნები


ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის,
საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით
სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის
აცილების მიზნით.

 მუხლი 125. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების


დარღვევა

71. შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა –


გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

You might also like