You are on page 1of 7

1.

მტკიცებულების ამოღების თაობაზე


2. განსჯადობა

რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სასამართლოსადმი


უწყებრივად დაქვემდებარებულ სამოქალაქო საქმეებს. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს
შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს მაგისტრატი მოსამართლე. მაგისტრატი
მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: ქონებრივ დავებს, თუ
სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს; უდავო და გამარტივებული წარმოების საქმეებს,
გარდა შვილად აყვანის, აგრეთვე გამარტივებული წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის
და ქონების უპატრონოდ ცნობის საქმეებისა, თუ მოთხოვნის ან ქონების ღირებულება
აღემატება 5000 ლარს; საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს,
გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და
განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების
თაობაზე. სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის
მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული
პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. არასასარჩელო წარმოების დროს განსჯადობა
განისაზღვრება იმ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის წინააღმდეგაც
მიმართულია განცხადება (საჩივარი). თუ მოპასუხეს არა აქვს საცხოვრებელი ადგილი,
სარჩელი განიხილება სასამართლოში საქართველოს ტერიტორიაზე მისი ადგილსამყოფლის
მიხედვით, ხოლო თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია, მაშინ სარჩელი შეიძლება
აღიძრას მისი უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი რამდენიმე
მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი
ადგილის მიხედვით. ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს
წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც
ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო. სარჩელი, რომელიც გამომდინარეობს
იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან, სასამართლოს წარედგინება მხოლოდ
ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით. სარჩელები კანონისმიერ ან ანდერძისმიერ
მემკვიდრეობასთან დაკავშირებით სასამართლოს წარედგინება მამკვიდრებლის
გარდაცვალებამდე მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ მამკვიდრებელი
საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ გარდაცვალების მომენტისათვის იგი საზღვარგარეთ
ცხოვრობდა, სასამართლოში სარჩელი შეიძლება აღიძრას საქართველოში მისი უკანასკნელი
საცხოვრებელი ადგილის ან სამკვიდრო ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით. სარჩელი იმ
მოპასუხის მიმართ, რომელსაც საქართველოში არა აქვს საცხოვრებელი ადგილი,
სასამართლოს შეიძლება წარედგინოს მოპასუხის ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით,
ხოლო თუ მოთხოვნა უზრუნველყოფილია რაიმე ნივთით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ამ
ნივთის ადგილსამყოფლის მიხედვით. სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების
უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე
ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა
ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს
სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით. ნივთობრივ განსჯადობას
განეკუთვნება სარჩელი, რომელიც მიმართულია უძრავი ნივთის მესაკუთრის ან
მფლობელის წინააღმდეგ, აგრეთვე სარჩელი, რომელიც აღძრულია უძრავი ნივთის
დაზიანების ან ზარალის ანაზღაურების გამო. სარჩელი ქორწინების შეწყვეტის, ქორწინების
ბათილად ცნობის, აგრეთვე ქორწინების არსებობისა თუ არარსებობის დადგენის შესახებ
შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში მეუღლეების ერთობლივი საცხოვრებელი
ადგილის მიხედვით. თუ სარჩელის შეტანის დროისათვის ასეთი ადგილი არ არსებობს,
მაშინ სარჩელი შეიძლება შეტანილ იქნეს მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით,
ხოლო თუ მას არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი საქართველოში, მაშინ საქმეს განიხილავს
სასამართლო მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ მოსარჩელესთან
ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რაც აძნელებს მის გამოცხადებას სასამართლოში
მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საქმე შეიძლება მოსარჩელის თხოვნით
გაირჩეს სასამართლოში მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი მამობის
დადგენის შესახებ შეიძლება წარდგენილ იქნეს სასამართლოში ბავშვის საცხოვრებელი
ადგილის მიხედვით. სარჩელი ალიმენტის გადახდევინების შესახებ შეიძლება წარდგენილ
იქნეს სასამართლოში მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ბავშვის შვილად
აყვანის შესახებ სარჩელი შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში მშვილებლის ან
გასაშვილებელი ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით. სასამართლოს არჩევის უფლება, თუ
საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს. თუ არ არის დადგენილი
ერთმნიშვნელოვნად განსჯადი სასამართლო, მაშინ მხარეებს შეუძლიათ შეთანხმების გზით
დაადგინონ სასამართლოს განსჯადობა. შეთანხმება ფორმდება წერილობით.

2. არაგანსჯადი სასამართლო შეიძლება განსჯადი გახდეს იმ შემთხვევაშიც, თუ მოპასუხე


წინააღმდეგი არ არის, რომ საქმე განიხილოს არაგანსჯადმა სასამართლომ და თანახმაა
მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, ამასთან, თუ მოპასუხე წარმოდგენილი იქნება
ადვოკატით ან მიეცემა განმარტება სასამართლოს არაგანსჯადობისა და მისი შედეგების,
აგრეთვე იმის შესახებ, რომ მას უფლება აქვს წამოაყენოს შესაგებელი არაგანსჯადობის
წინააღმდეგ. სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის ასეთი განმარტების მიცემის შესახებ უნდა
აღინიშნოს სასამართლო ოქმში . სასამართლომ განსჯადობის წესების დაცვით თავის
წარმოებაში მიღებული საქმე უნდა განიხილოს და არსებითად გადაწყვიტოს, თუნდაც ეს
საქმე შემდგომში სხვა სასამართლოს განსჯადი გახდეს.

1. სასამართლო საქმეს განსახილველად სხვა სასამართლოს გადასცემს, თუ:

ა) მოპასუხე, რომლის საცხოვრებელი ადგილიც წინათ არ იყო ცნობილი, მოითხოვს, რომ


საქმე გადაეცეს სასამართლოს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

ბ) ერთი ან რამდენიმე მოსამართლის აცილების გამო ამავე სასამართლოში შეუძლებელია


მათი შეცვლა. თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, იგი გადაეცემა სასამართლოს
მოსარჩელის არჩევით. საქმის სხვა სასამართლოში გადაცემის შესახებ სასამართლოს გამოაქვს
განჩინება, რომელიც არ გასაჩივრდება. ერთი სასამართლოდან მეორეში გადაგზავნილ საქმეს
წარმოებაში განსახილველად იღებს ის სასამართლო, რომელსაც იგი გადაეგზავნა. დავა
სასამართლოებს შორის განსჯადობის შესახებ არ დაიშვება.
3) მედიაცია

სარჩელის სასამართლოში წარდგენის შემდეგ სასამართლო მედიაციისადმი


დაქვემდებარებული საქმე შეიძლება დავის მხარეთა შეთანხმებით დასრულების მიზნით
მედიატორს გადაეცეს. მედიატორისთვის საქმის გადაცემის შესახებ განჩინება არ
გასაჩივრდება.

4) თუ აღძრულია საქმე იმ პრისი მიერ ვისაც არ აქვს უფლება

5) სათანადო/არასათანდო მოპასუხე/მოსარჩელის ჩანაცვლებაზე

სასამართლო, რომელიც საქმის განხილვის დროს დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ
პირის მიერ, რომელსაც მოთხოვნის უფლება აქვს, შეუძლია მოსარჩელის თანხმობით საქმის
შეუწყვეტლად შეცვალოს თავდაპირველი მოსარჩელე სათანადო მოსარჩელით. თუ ასეთი
თანხმობის მიუხედავად, სათანადო მოსარჩელე არ არის თანახმა შეცვალოს არასათანადო
მოსარჩელე, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს იმ მოტივით, რომ არასათანადო მხარემ
უარი თქვა მის მიერ აღძრულ სარჩელზე. თუ არასათანადო მოსარჩელე არ არის თანახმა
შეიცვალოს სათანადო მოსარჩელით, ეს უკანასკნელი შეიძლება ჩაებას საქმეში მესამე პირად,
რომელიც განაცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე, რის შესახებაც
სასამართლო აცნობებს ამ პირს. თუ ეს პირი თანახმაა ჩაებას საქმეში მესამე პირად,
სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის არასათანადო მოსარჩელეს სარჩელზე
მისი დაუსაბუთებლობის გამო, ხოლო მესამე პირად საქმეში ჩაბმული სათანადო
მოსარჩელის მიმართ სარჩელს დააკმაყოფილებს საერთო საფუძველზე. თუ მესამე პირად
საქმეში ჩასაბმელად ნავარაუდები სათანადო მოსარჩელე უარს იტყვის ჩაებას ამ საქმეში,
სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის არასათანადო მოსარჩელეს სარჩელის
დაკმაყოფილებაზე.

თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის


წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით
შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა
თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი
გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

6) უწყების ჩაბარების საკითხები

სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის


(ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის,
სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით
გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. თუ მოსარჩელეს მის მიერ
მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა სასამართლოს შეუძლია უწყება გაგზავნოს
ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა
შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. სასამართლოს შეუძლია
გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტხობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ თუ
მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სხვაგვარად ვერ ხერხდება სასამართლო
შეტყობინების ჩაბარება. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის
მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის
განუხილველად დატოვების შესახებ. თუ საზღვარგარეთ გაგზავნილი სასამართლო უწყების
ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული არ არის, აღნიშნული უწყება
ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ ის გაიგზავნა „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე
სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ 1965
წლის 15 ნოემბრის ჰააგის კონვენციის მიზნებისთვის, იმავე კონვენციით დადგენილი წესით
და მის ჩასაბარებლად ყველა გონივრული მცდელობა განხორციელდა, ამასთანავე, თუ ამ
უწყების პირველად გაგზავნის თარიღიდან გასულია არანაკლებ 6-თვიანი ვადა და საქმის
განმხილველმა მოსამართლემ ეს ვადა საკმარისად მიიჩნია. თუ სასამართლო უწყების
ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ
მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს,
ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის
ადმინისტრაციას. უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, ასეთ შემთხვევაში უწყება
ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე. თუ
მხარეებს, მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და
თარჯიმნებს ამ კოდექსით დადგენილი წესით ვერ ეცნობათ სასამართლო სხდომის ან
ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი, მოსამართლეს შეუძლია
აღნიშნული პირებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება განჩინებით დაავალოს
მუნიციპალიტეტის ორგანოს ანდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურებს (უბნის ინსპექტორებს).
მუნიციპალიტეტის ორგანო ანდა უბნის ინსპექტორები ვალდებული არიან, განჩინებით
დადგენილ ვადაში უზრუნველყონ მხარეებისათვის, მათი წარმომადგენლებისათვის,
აგრეთვე მოწმეებისათვის, ექსპერტებისათვის, სპეციალისტებისა და თარჯიმნებისათვის
სასამართლო უწყების ჩაბარება და მისი ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან
ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აცნობონ მოსამართლეს. თუ სასამართლოში დასაბარებელი
პირი სხვა მუნიციპალიტეტშია (რაიონშია, ქალაქშია) და მისთვის სასამართლო უწყების
დროულად ჩაბარება ვერ ხერხდება, საქმის განმხილველ სასამართლოს შეუძლია
ადრესატისათვის უწყების ჩაბარება დაავალოს შესაბამის სასამართლოს, რომლის
ტერიტორიაზედაც იმყოფება დასაბარებელი პირი.

7) განმეორებითი ან დამატებითი ექსპერტიზა

თუ ექსპერტის დასკვნა არ არის სრული ან გაურკვეველია, სასამართლოს შეუძლია თავისი


ინიციატივით დანიშნოს დამატებითი ექსპერტიზა, თუ არსებობს საქმის განხილვასთან
დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს
შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ
სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი
მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა
შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
თუ სასამართლო არ ეთანხმება ექსპერტის დასკვნას დაუსაბუთებლობის მოტივით, აგრეთვე
თუ რამდენიმე ექსპერტის დასკვნა ეწინააღმდეგება ერთმანეთს, სასამართლოს შეუძლია
თავისი ინიციატივით დანიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა და მისი ჩატარება დაავალოს
სხვა ექსპერტს ან ექსპერტებს.

8) ბაჟის საკითხის გადაწყვეტა საქმის ეტაპების მიხედვით

სახელმწიფო ბაჟის ოდენობა:

ა) პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს:

ა.ა) ფიზიკური პირისათვის – 3 000 ლარს;

ა.ბ) იურიდიული პირისათვის – 5 000 ლარს;

ბ) სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს:

ბ.ა) ფიზიკური პირისათვის – 5 000 ლარს;

ბ.ბ) იურიდიული პირისათვის – 7 000 ლარს;

გ) საკასაციო ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს:

გ.ა) ფიზიკური პირისათვის – 6 000 ლარს;

გ.ბ) იურიდიული პირისათვის – 8 000 ლარს.

9)მინდობილობის ანუ რწმუნებულის საკითხი

10) საპროცესო ვადის დენის დაწყება

საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. თუ საპროცესო ვადა


კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის
ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო
მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა. საპროცესო ვადის
დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან,
რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

11) მაგისტრ და არამაგისტრ მოსამართლეს შორის საქმის განსჯადობა

მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს:


ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს; უდავო და გამარტივებული
წარმოების საქმეებს, გარდა შვილად აყვანის, აგრეთვე გამარტივებული წესით ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნის და ქონების უპატრონოდ ცნობის საქმეებისა, თუ მოთხოვნის ან
ქონების ღირებულება აღემატება 5000 ლარს; საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან
გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის
დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის
მიკუთვნების თაობაზე;

12)რომელი ფაქტები არ საჭიროებს მტკიცებას

მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების


დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი,
მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ფაქტები, რომლებსაც სასამართლო
საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს; ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო
საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო
საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.

13) აცილების საკითხის გასაჩივრება

აცილების შესახებ სასამართლო განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო


გადაწყვეტილებასთან ერთად.

14) ვინ შეიძლება არ იყოს წარმომადგენელი რაოდენობრივი შეზღუდვა. წარმომადგენელთან


ერთად მიიღონ მონაწილეობა

მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით.


საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც
პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. სასამართლოში წარმომადგენელი არ შეიძლება იყოს
პირი, რომელიც იმავე საქმეში ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეში
მონაწილეობდა მედიატორად. სასამართლოში წარმომადგენლებად არ შეიძლება იყვნენ
მოსამართლე, გამომძიებელი და პროკურორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი
პროცესში გამოდიან მშობლებად (მშვილებლებად), მეურვეებად, მზრუნველებად ან
შესაბამისი ორგანოს წარმომადგენლებად.

15) ხარჯები

საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია: მოწმეების, სპეციალისტებისა და


ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები; თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი
თანხები; ადგილობრივ დათვალიერებებზე გაწეული ხარჯები; სასამართლოს დავალებით
ფაქტების კონსტატაციაზე გაწეული ხარჯები; მოპასუხის მოძებნის ხარჯები; სასამართლო
გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები; ადვოკატისათვის
სახელმწიფო სალაროდან გადახდილი თანხები ; საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო
ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები.

16)ბაჟი საქმის განუხილველად დატოვების შემთხვევაში

სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს


სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ,
ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,
სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო
ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული
სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის
პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. თუ ორივე მხარე
განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ
საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

You might also like