You are on page 1of 2

10.

განსჯადობის ცნება და სახეები

სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ გადაწყვეტილების მიმღებმა


სასამართლომ სხვა საკითხებთან ერთად უნდა გადაწყვიტოს განსჯადობის საკითხის,
ე.ი უნდა განსაზღვროს მოცემული საქმე არის თუ არა მოცემული კონკრეტული
სასამართლოს განსჯადი, შეუძლია თუ არა ამ სასამართლოს მისი განხილვა-
გადაწყვეტა. განსჯადობის მომწესრიგებელი ნორმები განსაზღვრავენ ერთიან
სასამართლო სისტემის შიგნით ამ სისტემის კონკრეტული სასამართლოების
კომპეტენციას სამოქალაქო საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტის საკითხში, ანუ
განსჯადობის ინსტიტუტის მეშვეობით გამიჯნულია კომპეტენცია თვითონ
სასამართლოებს შორის. ამრიგად, განსჯადობა ეს არის პროცესის ინსტიტუტი,
რომელიც აწესრიგებს სასამართლოებისადმი უწყებრივად ქვემდებარე საქმეების
კონკრეტული სასამართლოს გამგებლობისადმი მიკუთვნების საკითხს.

განასხვავებენ გვარეობით ანუ საგნობრივ და ტერიტორიულ განსჯადობას. ეს


უკანასკნელი თავის თავში მოიცავს ტერიტორიული განსჯადობის რამდენიმე სახეს.

გვარეობითი (საგნობრივი) განსჯადობა: საქართველოს საერთო სასამართლოთა


სისტემას ქმნიან: რაიონული (საქალაქო) სასამართლოები, სააპელაციო
სასამართლოები (თბილისისა და ქუთაისის), საქართველოს უზენაესი სასამართლო.
გვარეობითი განსჯადობა განსაზღვრავს საერთო სასამართლოების ამ სხვადასხვა
რგოლის სასამართლოთაგან, თუ კონკრეტულად რომელი რგოლის სასამართლომ
უნდა განიხილოს დავა არსებითად. გვარეობითი განსჯადობის მეშვეობით
ხორციელდება რაიონული (საქალაქო) სასამართლოების, სააპელაციო
სასამართლოების, უზენაესი სასამართლოს კომპეტენციათა გამიჯვნა. გვარეობითი
განსჯადობის ზოგადი წესი მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლოსადმი
უწყებრივად დაქვემდებარებული ყველა საქმე განიხილება რაიონული(საქალაქო)
სასამართლოების მიერ პირველი ინსტანციით.

ტერიტორიული განსჯადობა: ტერიტორიული განსჯადობა ეწოდება


სასამართლოებისადმი საქმეთა განსჯადობას იმ ტერიტორიის მიხედვით,
რომელზედაც ვრცელდება მოცემული სასამართლოს საქმიანობა. ტერიტორიული
განსჯადობის მიხედვით შეიძლება განისაზღვროს ერთგვაროვან სასამართლოებს
შორის კომპეტენცია, კერძოდ ამ ერთგვაროვანი სასამართლოებისაგან თუ რომელი
მათგანის განსჯადია მოცემული საქმე. ტერიტორიულ განსჯადობას რამდენიმე
ქესახედ ყოფენ, კერძოდ:

სამოქალაქო საქმეთა საერთო განსჯადობა განისაზღვრება მოპასუხის საცხოვრებელი


ადგილით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება
იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. მოპასუხის საცხოვრებელი
ადგილი განისაზღვრება სარჩელის წარდგენის მომენტში. სარჩელის წარდგენის
შემდეგ მოპასუხის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა არ ცვლის საქმის
თავდაპირველ განსჯადობას. თუ მოსარჩელისათვის მოპასუხის ადგილსამყოფელი
უცნობია, მაშინ სარჩელი შეიძლება აღიძრას მოპასუხის უკანასკნელი საცხოვრებელი
ადგილის მიხედვით. მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯად საქმეებზე სარჩელები
სასამართლოში შეიტანება მაგისტრატი მოსამართლის სამოქმედო ტერიტორიის
მიხედვით, ხოლო იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში სადაც არ
მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე - რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.

ალტერნატიული განსჯადობა, გულისხმობს როცა საქმე შეიძლება განხილულ იქნეს


კანონში მითითებული რამდენიმე სასამართლოდან ერთ-ერთ სასამართლოში
მოსარჩელის არჩევით. განსჯადობა მოსარჩელის არჩევით ნიშნავს, რომ საქმე არა
მხოლოდ მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის სასამართლოს განსჯადია, არამედ
სხვა სასამართლოს განსჯადიც შეიძლება გახდეს. სასამართლოს არჩევის უფლება,
როცა საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს.

განსაკუთრებული განსჯადობა, უშვებს განსაზღვრული კატეგორიის საქმეთა


განხილვას მხოლოდ ერთ რომელიმე, კანონით ზუსტად განსაზღვრულ
სასამართლოში. განსაკუთრებული განსჯადობის სამოქალაქო საქმეებზე
სასამართლოს არჩევა არ არის დამოკიდებული მოსარჩელის ნებაზე, არამედ
განსჯადი სასამართლო ზუსტად არის კანონით დადგენილი. ამიტომ, ამ საქმეებიდან
გამომდინარე სარჩელების აღძვრა კანონით დადგენილი სასამართლოების გარდა
სხვა სასამართლოებში დაუშვებელია.

სახელშეკრულებო (ანუ ნებაყოფლობითი) განსჯადობა ეწოდება მხარეთა


შეთანხმებით დადგენილ განსჯადობას. სახელშეკრულებო განსჯადობა ნიშნავს, რომ
მხარეებს ურთიერთშეთანხმებით შეუძლიათ დაადგინონ მოცემული კონკრეტული
სამოქალაქო საქმის ტერიტორიული განსჯადობა. სახელშეკრულებო განსჯადობას
მრავალი უპირატესობა გააჩნია მხარეთათვის, უფრო მოსახერხებელი და
ხელსაყრელია მათთვის, რადგან კანონით გათვალისწინებულია მათი უფლება
თვითონ აირჩიონ ტერიტორიულად უფრო ხელსაყრელი სასამართლო.

You might also like