You are on page 1of 4

საერთაშორისო კომპეტენცია

საქართველოს შინასახელმწიფოებრივი (ეროვნული) სამოქალაქო საპროცესო


სამართალი იცნობს ორ ცნებას: უწყებრივ ქვემდებარეობას და განსჯადობას.
უწყებრივი ქვემდებარეობა იმ უფლებათა ერთობლიობაა, რომელთა ფარგლებში
სასამართლოს შეუძლია მიიღოს და განიხილოს საქმეები. უწყებრივი ქვემდებარეობა
უპასუხებს კითხვაზე განეკუთვნება თუ არა საქმე სასამართლო ორგანოებს, შედის
თუ არა საქმის განხილვა სასამართლოების უფლებამოსილებაში.

ამის შემდეგ წამოიჭრა საკითხი, რომელმა სასამართლომ უნდა განიხილოს საქმე-


ამას კი უპასუხებს განსჯადობა. ამრიგად, განსჯადობა უწყებრივი
ქვემდებარეობისაგან განსხვავებით აწესრიგებს სასამართლოსადმი ქვემდებარე
საქმეების განაწილებას ცალკეულ სასამართლოების მიხედვით.

საერთაშორისო სამოქალაქო პროცესში გვაქვს ერთი ინსტიტუტი, რომელსაც


კომპეტენცია, უფრო ზუსტად საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო
კომპეტენცია ეწოდება. ეს ინსტიტუტი თავისი შინაარსითა და დანიშნულებით არ
განსხვავდება განსჯადობისგან. განსხვავება მათ შორის მხოლოდ მასშტაბშია:
განსჯადობა მოწოდებულია განსაზღვროს მაგ: საქართველოში რომელმა
სასამართლომ განიხილოს საქმე. საერთაშორისო კომპეტენცია მოწოდებულია
განსაზღვროს სასამართლოებისადმი ქვემდებარე საერთაშორისო დავა რომელი
ქვეყნის სასამართლომ უნდა განიხილოს. შესაბამისად, საქართველოს
სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენცია მოწოდებულია განსაზღვროს
საქართველოს სასამართლოების განსჯადია თუ არა საერთაშორისო ელემენტით
დატვირთული საქმე, მაგრამ იგი არ ეხება საქ-ოს რომელმა სასამართლომ უნდა
განიხილოს. საერთაშორისო კომპეტენცია ცალსახად განსაზღვრავს მხოლოდ
საქართველოს სასამართლოების კომპეტენციას, იმას, თუ რომელი კატეგორიის
საქმეები განეკუთვნება საქართველოს სასამართლოებს.

საქართველოს საერთაშორისო კერძო სამართლის კანონმა გაიზიარა საერთაშორისო


კომპეტენციის გერმანული სისტემა. ამ კანონის მე-8 მუხლის თანახმად,
საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხეს
საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი
ადგილსამყოფელი. ეს არის საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო
კომპეტენციის პრინციპი. ამ ძირითადი პრინციპის დაკონკრეტება მოცემულია მე-9
მუხლში. ამის თანახმად, 1. მოპასუხე რამდენიმე პირია და ერთ-ერთ მათგანს აქვს
საცხოვრებელი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში.

აქ, თუ მოპასუხე ფიზიკური პირია და ცხოვრობს საქ-ში ან არ ცხოვრობს და აქვს


ადგილსამყოფელი. ამ შემთხვევაში აღძრული სარჩელი შესაძლოა განიხილოს
საქართველოს სასამართლომ იურიდიულ პირებზეც- თუ რეზიდენცია აქვს
საქართველოში, ანუ მმართველობას ახორციელებს საქართველოდან და
იურიდიული მისამართი არის საქართველოს. ამრიგად, ეს სარჩელი შევა
საქართველოს სასამართლოების კომპეტენციაში.
2. ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ადგილი
საქართველოა. ვიცით, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად,
კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. შესაბამისად, სადაც მოხდება
ვალდებულების შესრულება, და თუ ეს ყოველივე მოხდა საქართველოში, მაშინ
საქართველოს ექნება საერთაშორისო კომპეტენცია და შეუძლია განიხილოს საქმე.
ძირითადად, ვალდებულების შესრულების ადგილს ხელშეკრულებაშივე
განსაზღვრავენ.

3. სარჩელი ეხება მართლსაწინააღმდეგო ან მასთან გათანაბრებული ქმედებით


მიყენებულ ზიანს და ასეთი ქმედების ჩადენა ან ზიანის მიყენება საქართველოში
მოხდა. - სარჩელის განხილვა შედის საქართველოს კომპეტენციაში ტუ ზიანის
გამომწვევი ქმედება საქ-ში მოხდა, თვითონ ზიანი დადგა სხვა ქვეყანაში; ან თუ
ზიანი გამოიწვია სხვა ქვეყანაში, ხოლო დადგა საქართველოში; ან თუ ქმედებაც და
შედეგიც საქართველოში მოხდა.

4. დავა ეხება იმ საწარმოს ფილიალს, რომლის რეზიდენციაც საქართველოშია. ჩვენ


ვიცით, რომ საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე
მუხლის თანახმად, იურიდიული პირის ფილიალის უფლებაუნარიანობა და
ქმედუნარიანობა განისაზღვრება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც იურიდიული პირის
ფილიალს (ადმინისტრაციას) აქვს ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, ანუ
რეზიდენცია. შესაბამიდან თუ ფიალის იურიდიული მისამართი საქართველოშია,
აქვს რეზიდენცია და აქედან ახორციელებს მმართველობას, მაშინ საქართველოს აქვს
საერთაშორისო კომპეტენცია.

5. მამობის დადგენის ან ალიმენტის გადახდის საქმეზე ბავშვის ან ალიმენტის


მიმღების საცხოვრებელი ადგილი ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი
საქართველოშია.

6. თუ სარჩელი აღძრულია სამემკვიდრეო უფლების დადგენის შესახებ ან


სამკვიდრო ქონების გაყოფის შესახებ. ასეთი სარჩელების განხილვა შედის
საქართველოს სასამართლოების კომპეტენციაში, ოღონდ ერთი პირობით,
მამკვიდრებლის გარდაცვალებისას საცხოვრებელი ადგილი, ჩვეულებრივი
ადგილსამყოფელი ან სამკვიდრო ქონება საქართველოში ჰქონდა.

ამასთანავე სკს-ის კანონი ითვალისწინებს სხვა კრიტერიუმებსაც, როგორიცაა


მოქალაქეობა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება და ა.შ (11-17 მუხლები).

განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია

აღსანიშნავია, განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია, რომლის ცალკეულ


შემთხვევებსაც ითვალისწინებს საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ
საქართველოს კანონის მე-10 მუხლი. განსაკუთრებული კომპეტენცია- ეს ისეთია,
რომელიც უშვებს სარჩელის აღძრას ერთი ქვეყნის სასამართლოში. მაშასადამე, მე-10
მუხლით გათვალისწინებულ სარჩელებზე საქართველოს სასამართლოებს აქვთ
განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია, ანუ მხოლოდ საქართველოს
სასამართლოებს შეუძლიათ მიიღონ და განახორციელონ ამ კატეგორიის საქმეები.

ესენია, რომლებიც ეხება: 1. უძრავ ქონებას, თუ ეს ქონება


სარჩელები,
საქართველოშია. ნებისმიერი დავა რომელიც უძრავ ნივთს უკავშირდება,
ყევლაფრისდა მიუხედავად ქართული სასამართლოსია (იქნება ეს სანივთო თუ
სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე). 2. იურიდიული პირის ან
მისი ორგანოს გადაწყვეტილებათა ნამდვილობას ან შეწყვეტას, როცა ამ
იურიდიული პირის ან მისი ორგანოს რეზიდენცია საქ-შია. 3. საქართველოს
სასამართლოების ან სხვა ორგანოების მიერ იურიდიული პირების რეგისტრაციას.
ადრე სასამართლოები არეგისტრირებდნენ იურიდიულ პირებს, დღეს იუსტიცია.
შესაბამისად, რეგისტრაცია მოხდა საქ-ში, იქნება საქართველოს განსაკუთრებული
კომპეტენცია. 4. პატენტის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა უფლების რეგისტრაციას, როცა
ამ უფლებათა რეგისტრაციის მოთხოვნა განხორციელდა საქ-ში. 5. იძულებითი
აღსრულების ღონისძიებებს, როცა მათი მოთხოვნა ან განხორციელება საქ-ში მოხდა.

შეთანხმებები საერთაშორისო კომპეტენციის თაობაზე (მე-18 მუხლი)

სკს-ის მე-18 მუხლი განსაზღვრავს მხარეთა შეთანხმებას საქ-ოს სასამართლოების


საერთაშორისო კომპეტენციაზე და მხარეთა შეთანხმებას უცხო ქვეყნის
სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენციაზე.

აღსანიშნავია, რომ საქ-ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 210ე მუხლის თანახმად,


თუ არ არის დადგენილი ერთმნიშვნელოვნად განსჯადი სასამართლო, მაშინ
მხარეებს შეუძლიათ შეთანხმების გზით დაადგინონ სასამართლოს განსჯადობა.

რაც შეეხება საერთაშორისო კომპეტენციას, აქ მხარეთა შეთანხმება შეიძლება შეეხოს


მთლიანად რომელიმე ქვეყანას, მაგ: საქართველოს, საფრანგეთს, ჰოლანდიას და ა.შ.

მხარეთა შეთანხმებას საერთაშორისო კომპეტენციის თაობაზე, რომლითაც ხდება


განსჯადი სასამართლოს არჩევა- უწოდებენ პროროგაციულ შეთანხმებას.

მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საქართველოს სასამართლოს საერთაშორისო


კომპეტენციაზე, მაში როდესაც იგი კომპეტენტური არ არის ასეთი კატეგორიის
საქმეებზე. თუმცა ასეთი შეთანხმება უნდა დაიდოს წერილობით ან სიტყვიერად,
წერილობითი დადასტურებით; ბ) საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებისას იმ
ფორმით, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სავაჭრო ჩვეულებებს და რაც
მხარეებისთვის ცნობილია ან ცნობილი უნდა ყოფილიყო- (მე-18 მუხლის 1 ნაწილი).
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ არის მე-10 მუხლის შემთხვევები, რომელიც
იმპერატიულია, განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენციაა და მაინც
შეთანხმდნენ სხვა სასამართლოზე, მაშინ ეს ბათილი იქნება, ხოლო 8-9 მუხლი არის
ალტერნატივა, შეიძლება იყოს საქართველოს კომპეტენციაც და სხვა ქვეყნისაც,
ამიტომ შესაძლოა არჩევა.
რაც შეეხება უცხო ქვეყანას, მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ უცხო ქვეყნის
საერთაშორისო კომპეტენციაზე, მაშინ როდესაც ერთ-ერთ მათგანს საცხოვრებელი
ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი აქვს უცხო ქვეყანაში.- მე-
18 მუხლის მე-3 ნაწილი.

სკს-ის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი მოიცავს მნიშვნელოვან დებულებას, რომელსაც


შეიძლება პირობითად ვუწოდოთ კომპეტენციაზე მოპასუხის დუმილით თანხმობა.

ამ დებულების თანახმად, საქართველოს სასამართლოებს, აგრეთვე უცხო ქვეყნის


სასამართლოებს, აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხე არ გამოხატავს
თავის უარყოფით დამოკიდებულებას ამ ქვეყნის სასამართლოს მიერ საქმის
განხილვაზე და თანახმაა მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, ანუ
სასამართლო არა განსჯადია, და ხდება განსჯადი თუ მოპასუხე რეაგირებას არ
გააკეთებ, ოღონდ ორი პირობის დაცვით: ერთი- მოპასუხე წარმოდგენილი
ადვოკატით (წარმოდგენილია ადვოკატით, თუმცა ადვოკატმა არ უთხრა რომ იყო
არა განსჯადი); და მეორე- მოსამართლემ განუმარტა მოპასუხეს იმის შესახებ, რომ
მას შეუძლია განაცხადოს პროტესტი საქმის ამ სასამართლოში განხილვის
წინააღმდეგ (ესე იგი მოსამართლემ განუმარტა, თუმცა მოპასუხემ არ გამოთქვა
წინააღმდეგობა).

მე-18 მუხლის მე-4 ნაწილი- როგორც უკვე ვთქვით, შესაძლოა შეთანხმება იყოს
ბათილი. შეთანხმებები ამ კანონის მე-10-16 მუხლებით გათვალისწინებულ
კომპეტენციის თაობაზე ბათილია. პროგორაციულ შეთანხმებას, რომელიც არღვევს
აღნიშნულ წესს, არ გააჩნია იურიდიული ძალმოსილება.

You might also like