You are on page 1of 5

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

ლექტორი: ზურაბ ძლიერიშვილი


სტუდენტი: თინათინ ხატოიანი

პოსტსემინარი
სამოქალაქო სამართლის პროცესი

კაზუსი N1
თბილისში მცხოვრებმა ირაკლიმ 2019 წლის 22მარტს წერილობითი
სესხის ხელშეკრულების საფუძველზებათუმში მცხოვრებ კახას სესხად
გადასცა 5000 ლარი ექვსი თვისვადით. სესხის ხელშეკრულებით
დათქმული ვადის გასვლის შემდეგ კახამ ვერ შეძლო ვალის
დაბრუნება. ირაკლიმ გადაწყვიტა სარჩელით მიემართა
სასამართლოსათვის, მაგრამ გაირკვა, რომ კახას შეუცვლია
საცხოვრებელი ადგილი და სარჩელის შეტანის დროისთვის ვერ
დადგინდა მოპასუხე კახას ახალი საცხოვრებელი ადგილი. რომელ
სასამართლოში უნდა იქნეს შეტანილი ამ შემთხვევაში სარჩელი
ირაკლის მიერ? (20%)

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15


მუხლის თანახმად თუ მოპასუხეს არა აქვს საცხოვრებელი ადგილი,
სარჩელიგანიხილება სასამართლოში, საქართველოს ტერიტორიაზე
მისი ადგილსამყოფლის მიხედვით, ხოლო თუ მოპასუხის
ადგილსამყოფელი უცნობია, მაშინ სარჩელი შეიძლება აღიძრას მისი
უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. შესაბამისად
ირაკლის შეუძლია სარჩელის შეტანა ბათუმის რაიონულ
სასამართლოში.

კაზუსი N2
სანდრო ცხოვრობს გორში. მას წარმოეშვა დავა მცხეთაში
მცხოვრებ კახასთან გორის რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთის ნაწილზე
საკუთრების უფლების შესახებ. რომელ სასამართლოში უნდა იქნეს ამ
შემთხვევაში სანდროს მიერ სარჩელი შეტანილი?(20%)

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18


მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სარჩელი საკუთრების უფლების ,
ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან
განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან,
განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა
ეხება უძრავ ნივთებზე . მათ შორის მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება
შეტანილი იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის
მიხედვით. ასევე მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად
სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი
ადგილის მიხედვით . სარჩელი იურიდიული პირის მიმართ
სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის
მიხედვით. არასასარჩელო წარმოების დროს განსჯადობა
განისაზღვრება იმ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით,
რომლის წინააღმდეგაც მიმართულია განცხადება . ამ ორი მუხლის
შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ რომ სანდრომ სარჩელი უნდა
შეიტანოს გორის რაიონულ სასამართლოში.

კაზუსი N3
სანდრო ცხოვრობს გორში. მას წარმოეშვა დავა მცხეთაში მცხოვრებ
კახასთან გორის რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთის ნაწილზე
საკუთრების უფლების შესახებ. რომელ სასამართლოში უნდა იქნეს ამ
შემთხვევაში სანდროს მიერ სარჩელი შეტანილი?(20%)

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15


მუხლისთანახმად სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სარჩელი იურიდიული პირის
მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის
ადგილსამყოფლის მიხედვით. არასასარჩელო წარმოების დროს
განსჯადობა განისაზღვრება იმ პირის საცხოვრებელი ადგილის
მიხედვით, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია საჩივარი, ამ მუხლის
თანახმად სარჩელი შეტანილი უნდა იქნეს თელავის რაიონულ
სასამართლოში .

კაზუსი N4
მცხეთაში მცხოვრებ ირაკლის, რომელიც არის შრომისუუნარო და
საჭიროებს მატერიალურ დახმარებას, ჰყავს სამი სრულწლოვანი და
შრომისუნარიანი შვილი - ლელა, გია და ლია. ლელა ცხოვრობს
თბილისში, გია ცხოვრობს გორში, ხოლო ლია კი- თელავში. ირაკლიმ
გადაწყვიტა სამივე შვილისაგან მოითხოვოს სარჩოს (ალიმენტის)
გადახდა. რომელ სასამართლოში უნდა იქნეს შეტანილი ამ
შემთხვევაში სარჩელი ირაკლის მიერ?(20%)

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით


სარჩელი შეტანილი უნდა იყოს მცხეთის რაიონულ სასამართლოში,
რადგან ირაკლი რომელიც არის შრომისუუნარო და საჭიროებს
მატერიალურ დახმარებას ცხოვრობს მცხეთაში .

კაზუსი N5

გიორგი ცხოვრობს ქუთაისში. მას წარმოეშვა დავა მცხეთაში მცხოვრებ


კახასთან და თელავში მცხოვრებ ლაშასთან ბათუმში მდებარე
საცხოვრებელი სახლის ნაწილზე საკუთრების უფლების შესახებ.
რომელ სასამართლოში უნდა იქნეს ამ შემთხვევაში გიორგის მიერ
სარჩელი შეტანილი? (20%)

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16


მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სარჩელი რამდენიმე მოპასუხის
მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთ მოპასუხი
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით . ამ შემთხვევაში გიორგიმ თავად
უნდა გადაწყვიტოს რომელ რაიონულ სასამართლოში შეიტანს
სარჩელს თელავში თუ ბათუმში .

You might also like