You are on page 1of 5

მეორე შუალედური გამოცდა - სანივთო სამართალი 26.01.

2022
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტუდენტი:

სახელი: _______დიანა________

გვარი: __________გოგოლაძე____

ჯგუფი: _____5_________

კაზუსი N1 (15 ქულა)

ქეთიმ მემკვიდრეობით მიიღო მიწის ნაკვეთი და მოძრავი ქონება, რომლის


შემადგენლობაში შედიოდა გუდიაშვილის ფერწერული ტილო. ამავე პერიოდში მან
იყიდა ბინა ძველი ნაცნობისგან. სამკვიდროს მიღებიდან 2 წლის შემდეგ ქეთის მიმართა
უცხოეთიდან ჩამოსულმა მეზობელმა და მოითხოვა კუთვნილი ფერწეული ტილო,
რომელიც მან ქეთის მამკვიდრებელს მიაბარა შესანახად, რის შესახებაც ქეთიმ არაფერი
იცოდა. მალევე ქეთისთან მივიდნენ ირმა და გვანცა, რომლებმაც განაცხადეს პრეტენზია
მიწის ნაკვეთსა და ბინაზე. ირმამ მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა მას, ხოლო
ქეთის მამკვიდრებელი, რომელიც 13 წელი ფლობდა ნაკვეთს, არასწორად იყო
დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში. რაც შეეხება გვანცას, მან განაცხადა, რომ ბინა
მიაქირავა ქეთის ნაცნობს ექსპედიციაში წასვლამდე, მან კი შეძლო ბინის თავის
საკუთრებად დარეგისტრირება და შემდეგ გასხვისება ქეთიზე.

კითხვა: შეუძლიათ თუ არა უეცრად გამოჩენილ მეზობელს, ასევე ირმას და გვანცას


საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილება?

ამოხსნა

შესაძლოა მეზობლის მოთხოვნილება დაკმაყოფილდეს, კერძოდ მას გადაეცეს


ფერწერული ტილო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172ე მუხლიდან გამომდინარე.

იმისათვის რომ მოთხოვნა წარმოიშვას სახეზე უნდა იყოს მეზობლლის საკუთრებაში


მყოფი ნივთი თუმცა ეს ნივთი მას მფლობელობაში არ უნდა გააჩნდეს, არამედ ეს ნივთი
იმყოფება სხვასთან. მოცემულ შემთხვევაში ნამდვილად ფერწერული ტილო ეკუთვნოდა
მეზობელს თუმცა იგი გადაეცა მიწასთნ ერთდ ქეთის, შესაბამისად მეზობელი ვერ
განკარგავს ამ ტილოს ისე როგორც უნდა.

172ე მუხლის მიხედვით მესაკუთრეს უფლება აქვს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება
გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს ამ ნივთის ფლობის უფლება ჰქონდა. უნდა განვიხილოთ
ჰქონდა თუ არა ქეთის ტილოს ფლობის უფლება. საქართველოს სამოქალაქოს 157ე
მუხლის მიხედვით მფლობელობა მემკვიდრეებზე გადადის იმავე სახით, როგორც იყო
მამკვიდრებელის შემთხვევაში. ქეთის მამას მოცემული ნივთი ჰქონდა შესანახად
მიბარებული მეზობლის მიერ, მისი გარდაცვალების შემდეგ კი უკვე ქეთიზე გადავიდა ეს
მოვალეობა და სწორედ ამ მუხლიდან გამომდინარე ქეთის ტილო ჰქონდა მიბარებული
მეორე შუალედური გამოცდა - სანივთო სამართალი 26.01.2022
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შესანახად და არ იყო მის მფლობელობაში. ამავდროულად საკუთრების შესაძენად მოძრავ


ნუვთზე უნდა არსებობდეს ნამდვილი მესაკუთრის მიერ შემძენზე ნივთის გადაცემის
ფაქტი სსკის 186ე მუხლის მიხედვით. მეზობელმა მართალია ნივთი გადასცა ქეთის მამას
თუმცა მისი ნება არ ყოფილა ის რომ ნივთი მისთვის საკუთრებაში გადაეცა, არამედ მას
მხოლოდ დროებით უნდა მიეხედა ნივთისთვის. 157ე მუხლიდან გამომდინარე კი ქეთიც
ვერ გახდება ამ ნივთის მესაკუთრე რადგან მამამისი არ იყო მესაკუთრე. ამ შემთხვევაში
ქეთიმ არ იცოდა ამ ყველაფრის შესახებ, რის გამოც იგი გამოდის არაუფლებამოსილი
კეთილსინდისიერი მფლობელი, რადგან მას მიაჩნდა რომ ნივთი იყო მისი მამის და
მიიღო მემკვიდრეობით. მას წარმოდგენა არ ქონდა რომ ნივთის მესაკუთრე თავად არ
გახლადთ. ხოლო კეთილსინდისიერმა არამართლზომიერმა მფლობელმა ნივთის
მესაკუთრეს უნდა დაუბრუნოს ნივთი. რადგან მას თავიდანვე არ ჰქონია ამ ნივთის
ფლობის უფლება. სწორედ საქართველოს საქმოქალაქო კოდექსის 163ე მუხლის
მიხედვით ქეთის არ ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება და აამავე მუხლით ფერწერული
ტილო მან უნდა დაუბრუნოს მეზობელს. რაც შეეხება 187ე მუხლის მეორე ნაწილს
კეთილსინდისიერადაც ვერ ჩავთვლით ქეთის რადგან მან ეს ტილო მიიღო
უსასყიდლოდ.

მეზობლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მას უნდა გადაეცეს ფერწერული ტილო


საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172ე მუხლიდან გამომდინარე.

შესაძლოა ირმას მოთოვნა დაკმაყოფილდეს, კერძოდ მას გადაეცეს მიწის ნაკვეთი სსკის
172ე მუცლის მიხედვით.

პირველ რიგში უნდა განვიხილოთ რამდენად აქვს ირმას რაიმეს მოთხოვნის უფლება. იგი
ამტკიცებს, რომ მიწის ნაკვეთი იყომის საკუთრებაში და საჯარო რეესტრში არასწორად
იყო სხვა მესაკუთრე გაფორმებული. კერძოდ ქეთის მამა. ირმა თუ ამ მიწის ნაკვეთის
მესაკუთრე იყო, მაშინ მას არ გამოუთქვამს თავისი ნამდვიი ნება ნაკვეტს სხვის
საკუთრებაში გადასაცემად, მან კი ამ მიწის ნაკვეთის უკან დაბრუნება უნდა მოითხოვოს
სავინდიკაციო სარჩეის მეშვეობით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312 მუხლი მიგვითითებს საჯარო რეესტრში


არსებული ჩანაწერების უტყუარობის შესახებ. რაც გულისხმობს იმას რომ ქეთის არ
შეიძლებოდა სცოდნოდა ის, რომ საჯარო რეესტრში მამამისი მესაკუთრედ არასწორად
იყო დარეგისტრირებული. აქედან გამომდინარე ქეთი ხდება არამართლზომიერი მაგრამ
კეთილსინდისიერი შემძენი. უფრო კონკრეტულად კიი მას შესაძლოა ქონდეს მიწის
ნაკვეთის უკან დაბრუნების ვალდებულება რადგან არამართლზომიერი მფლობელია
შეიძლება იყოს. თუმცა სსკის 185ე მუხლის იცავს შემძენის ინტერესებს. კერძოდ
გამსხვისებეი ითვლება ნივთის მესაკუთრედ თუ იგი საჯარო რეესტრში ასეთდ იყო
რეგისტრირებული. მოცემულ შემთხვევაში ფაქტი სახეზეა რადგან ქეთის მამა
რეგისტრირებული იყო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ. ამ მუხლში არსებობს ასევე ერთი
დათქმა, რომ შემძენს არ უნდა სცოდნოდა ამ ფაქტის შესახებ რომ ნამდვილი მესაკუთრე
ის არ გახლად, ქეთიმ კი ამის შესახებ ნამდვილად არაფერი იცოდა. შესაბამისად ამ
შემთხვევაში ქეთის მამა ჩაითვლება მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ხოლო ქეთის სრული
უფლება ექნება ამ მიწის ნაკვეთზე.
მეორე შუალედური გამოცდა - სანივთო სამართალი 26.01.2022
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასევე შესაძლებელია ქეთის მამა მესაკუთრე ყოფილიყო იმის გამო რომ 13 წელი იყო
გაფორმებული ნივთის მესაკუთრედ და ფლობდა მას . თუმცა 167ე მუხის მეშვეობით
ხანდაზმულობის ვადა გვაქვს 15 წელი. ირმამ კი მათ მიმართა 2 წლის შემდეგ. აქედან
გამომდინარე საბოლოო ჯამში გასულია 15 წელი მაგრამ მიუხედავად ამისა ქეთის მამა
მხოლდო 13 წელი ფლობდა ამ მიწას და 13 წელი იყოს მის მესაკუთრედ გაფორმებული
რის შემდეგ გარდაიცვალა დანარჩენი ორი წელი კი ფლობდა ქეთი. შესაბამისად ამ
მუხლის კვალიფიკაციით ვერ დავუტოვებთ ქეთის მიწის ნაკვეთშ.

როგორც ზემოთ ვიმსჯელეთ 185ე მუხლიდან გამომდინარე, როგორც ქეთის მამა ასევე
ქეთი არის მართლზომიერი მფლობელი და სსკის 162ე მუხლის მიხედვით შეუძლებელია
მართლზომიერ მფლობელს მოეთოვოს ნივთის უკან დაბრუნება.

ირმას მოთოვნა ვერ დაკმაყოფილდება, კერძოდ ის ვერ დაიბრუნებს მიწას უკან სსკის 172ე
მუხლის მიხედვით.

შესაძლოა გვანცას ჰქონდეს ქეთისგან ბინის მოთხოვნის უფლება სსკის 172 ე მუხლის
მიხედვით.

პირველ რიგში უნდა ითქვას რომ გვანცას თქმით ბინის მესაკუთრე იყო ის და მოტყუებთ
ბინა გადაიფორმა სხვამ და გაასხვისა იგი. შესაბამისად ბინა მის საკუთრებასა და
მფლობელობაში აღარ არის. აქედან გამომდინარე გვანცას მოთხოვნის უფლბა იქნება ისევ
სავინდიკაციო სარჩელის მეშვეობით განმტკიცებული.

312 მუხი განამტკიცებს საჯარო რეესტრის უტყუარონის პრეზუმციას რაც გულისხმობს


იმას რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ყველა დოკუმენტი და საბუთი მართალია
და კანონიერ. გამომდინარე აქედან არ შეიძლებოდა ქეთის სცოდნოდა რომ ბინი
მესაკიუთრე რალურად გვანცა იყო. აქედან გამომდინარე ქეთი გახლავთ
კეთილსინდისიერი შემძენი სსკის 187ე მუხლის მიხედვიტ. შეგვიძ₾ია რომ სსკის 187ე
მუხლის მეორე ნაწილი გამოვიყენოთ ანალოგიით უძრავ ნუვთებთან მიმართებითაც, რაც
გვეუბნება რომ კეთილსინდისიერი შემძენიც კი ვერ გახდება ნივთის მესაკუთრე თუ ეს
ნივთი თავის დროზე ნამდვილი მესაკუთრისგან მოიპარეს ან მოტყუებით მოიპოვეს. ამ
შემტვევაში ფაქტი სახეზეა, რადგან გვანცას ბინა ჰქინდა გაქირავებული სხვა ადამიანზე,
მოქირავნემ კი მოტყუებით გადაიფორმა ბინა თავის სახელზე და შემდეგ გაყიდა.
გამომდინარე აქედან მართალია ქეთიმ არ იცოდა ეს ყველაფერი თუმცა ბინა მისი
საკუთრებიდან სხვაგვარად გავიდა თავისივე ნების საწინააღმდეგ. ასეთ შემთვევაში კი
ნივთი უკან უნდა გადაეცეს მესაკუთრეს.

გვანცა მოთხოვნა დაკმაყოფილდება სსკის 172ე მუხლის მიხედვით სავინდიკაციო


სარჩელით და ის დაიბრუნებს თავის ბინას.

კაზუსი N2 (10 ქულა)


მეორე შუალედური გამოცდა - სანივთო სამართალი 26.01.2022
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლუკა მისეირნობს მშრალი ხიდის ტერიტორიაზე. მის ყურადღებას იქცევს ვერცხლის


ზარდახშა, რომელიც ძალიან ძველი ჩანს. ლუკა ანტიკვარიატის შემგროვებელია და
მცირე შევაჭრების შემდეგ იძენს ზარდახშას 180 ლარად.

იქვე იგივე გამყიდველი ყიდის ძველებურ ვერცხლის ფულის მონეტებსა და მედლებს.


ლუკას ძმა – ბესო გატაცებულია ნუმიზმატიკით და ლუკა გადაწყვეტს მას დაბადების
დღეზე რამდენიმე საინტერესო მონეტა აჩუქოს. იგი ყიდულობს ორ მონეტას 150 ლარად
და კმაყოფილი ტოვებს იქაურობას.

1 წლის შემდეგ ლუკა იგებს გამაოგნებელ ამბავს: ნივთების მესაკუთრე არის დავითი,
რომელმაც ეს ნივთები, თავის სახლში რემონტის გამო, შესანახად გადასცა მეზობელ
გიგოს. ამ უკანასკნელმა საკუთარი ფინანსური სირთულეების მოსაგვარებლად, ეს
ნივთები გასაყიდად გაიტანა მშრალ ხიდზე და მიჰყიდა მას. დავითი ითხოვს ლუკასაგან
ვერცხლის ზარდახშისა და მონეტების დაბრუნებას, მაგრამ ლუკა, რომელიც
გაოგნებულია მოვლენების ამგვარი განვითარებით, უარს აცხადებს მის მოთხოვნაზე.
მაშინ დავითი ლუკასთან მიდის და ძალის გამოყენებით მიაქვს მისი სახლიდან
ზარდახშა, რომელიც შესასვლელის პატარა მაგიდაზე დევს. ლუკა ასეთი მოქმედებით
შეურაცხუოფილი და ითხოვს მისგან ვერცხლის ზარდახშის უკან დაბრუნებას და ამ
ნივთზე მისი საკუთრების უფლების ცნობას. თავის მხრივ, დავითი უარს აცხადებს
ლუკას მოთხოვნაზე და მოითხოვს ასევე ფულის მონეტების დაბრუნებას ლუკას ძმა
ბესოსაგან.

კითხვა: როგორ გადაწყდება დავა?

ამოხსნა

შესაძლებელია რომ დავითს ჰქონდეს ბრსოსგან ვერცხლის მონეტების დაბრუნების


უფლება სსკის 172 ე მუხლის მიხედვით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187ე მუხლის მიხედვით კეთილსინდისიერი


შემძენი ვერ გახდება ნივთის მესაკუთრე თუ მან მიიღო ნივთი უსასყიდლოდ რაც ფაქტი
სახეზეა რადგან მოცემული ნივთი ბესოს აჩუქა ლუკამ. მაგრამ ყურადრება უნდა
მივაქციოთ იმას რომ ლუკა ამ მომენტსი უკვე გახლდათ მოცემული მონეტებისა და
ზარდახშის მესაკუთრე. ამ ის შესახებ ქვემოთ უკეთესად ვიმსჯელებთ . ლუკას მიერ
ჩუქების შემდეგ მონეტებზე საკუთრება გადავიდა ბესოზე და იგი გახდა ნივთის
მართლზომიერი მფლობელი სსკის 159ე მუხლის მიხედვით ასევე გახლავთ
კეთილსინდისიერი მფლოები. კეთილსინდისიერი და მართლზომიერი მფლოების
მიერ ნივთის დაბრუნება კი შეუძლებელია. მან ყოველგვარი წესების და კანონის
დაცვით მიიღო მონეტები, შესაბამისად დავითი ვერც ვინდიკაციური სარჩელით
მოითხოვს ამ მონეტების უკან დაბრუნებას რადგან მონეტების მესაკუთრე ბესოა .

დაითი ვერ მოითხოვს ვერცხლის მონეტებს ბესოსგან სსკის 172ე მუხლის მიხედვით.

რაც შეეხება ლუკას მას შესაძლოა ჰქონდეს ზარდახშის დაბრუნების მოხოვნის უფლება
სსკის 172ე მუხლის მიხედვით.

ამისთვის კი საწიროა რომ ლუკა იყოს ზარდახშის მესაკუთრე და იგი უკანონო


მგლობელობაში უნდა ჰქონდეს დავითს. ზარდახშა გახლავთ მოძრავი ნივთი, ლუკამ
ზარდახშაზე საკუთრება მოიპოვა მაშინ როდესაც მან ეს ნივთი იყიდა გიგოსგან .
შესაბამისად მათ შორის დაიდო 477ე მუხლის მიხედვით ნასყიდობის ხელშეკრულება .
მეორე შუალედური გამოცდა - სანივთო სამართალი 26.01.2022
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეს ხელშეკრულება კი იყო ნამდვიი რადგან გიგოსა და ლუკას ანამდვილი ნებიდან


გამომდინარე დაიდო. ლუკამ გიოს გადაუხადა თანხა რის შემდეგადაც გიგო
ვალდებუი იყო მისთვის ზარდახშა გადაეცა სსკის 477ე მუხლის მიხედვით. აქვე უნდა
ვახსენო\ტ რომ მფლობელობა არ არის უფლება, არამედ არის პირის მიერ
ფაქტობრივი ბატონობა ნივთძე. იმისთვის რომ ლუკა გამხდარიყო ამ ნივთის
მფლოებლი მას ბატონობა უნდა დაემყაებინა ზარდახშაზე. ნივთის გადაცემის
პარალელურად კი საკუთრება გადადის შემძენზე. ნივთის გადაცემა კი ფაბულაში
გამოკვეთილია. თუმცა იკვეთება ერთი პრობლემა. გიგო რეალურად არ იყო ამ
ზარდახშის თავდაპირველი მფლობელი ამიტომ სსკის 186ე მუხლით საკუთრებას ვერ
მოიპოვებდა ლუკა. თუმცა შეგვიძლია გამოვიდეთ კეთილსინდისიერების პრინციპიდან
გამომდინარე სსკის 186 და 187 ე მუხლების პირველი ნაწილების მიხედვით. სსკის 158ე
მუხლი მიგვითითების ნივთის საკუთრების პრეზუმფციაზე რაც გულისხმობს იმას რომ
ვინც ნივთს ფლობდ იდ ითვლება მის მესაკუთრედაც. ლუკას არ შეიძლებოდა
სცოდნოდა რომ ამ შემთხვევაში გიგო არ იქნებოდა მესაკუთრე. აქედან გამომდინარე
ლუკა გახდა მოცემული ზარდახშის კეთილსინდისიერი მესაკუთრე და ამავდროულად
მართლზომიერი. გამომდინარე იქიდან რომ ნივ\ტის მესაკუთრე გახდა ლუკა დავითს
არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთით მფლობელობით სარგებლობის უფლება. დავითს უკვე
აღარ აქვს ზარდახშის ფლობის შესაძლებლობა.

ლუკას აქვს დავითისგან სსკის 172ე მუხლის მიხედვით ვინდიკაციური სარჩელით


დავითისგან ზარდახშის გადაცემა.

ერთადერთი გამოსავალი ამ შემტვევაში გახლავთ ის რომ დავითმა მოითხოვოს


გიგოსგან ზიანის ანაზღურება. კერძოდ გიგომ უნდა დაუბრუნოს ანალოგიური ნივთები
დავითშ თუ ამის შესაძლებლობა არსებობს თუ არა და უნდა მოხდეს ფულადი
ანაზღაურება იმის მიხედვით თუ რაც ღირდა მოცემული ზარდახშა და მონეტები .

You might also like