You are on page 1of 11

გოდერძი ნოზ აძემ 30 წლიანი სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით 2 მიწის

ნაკვეთი , ერთ -ერთი მიწის ნაკვეთზ ე არსებული შენობა ნაგებობით და ორი


სატ ვირთო ფურგონით გადასცა ანგელინა ბალახაძეს კანონმდებლობით
დადგენილი წესის თანახმად . Ანგელინას სურდა ძროხის ფერმის აშენება ,რაც
განახორციელა კიდევაც .ანგელინამ 25 წლის შემდეგ 10 წლიანი სესხი გამოიტ ანა
ბანკიდან ,რის უზ რუნველსაყოფადაც იპოთეკით დატ ვირთა თავისი აღნაგობის
უფლება .აღნაგობის ვადის დასრულების შემდეგ ანგელინამ მოითხოვა შენობა -
ნაგებობის ღირებულება ნახევარი მილიონის სახით ,რაც მთელი ნაგებობის ½-ს
შეადგენდა,რაც გოდერძიმ კატეგორიულად გააპროტესტა.ანგელინა გაბრაზდა
გოდერძის პროტ ესტ ზ ე ,დაშალა ფერმა და ნაწილები სახლში წაიღო .ამავე დროს
გაბრაზ ებულმა გოდერძიმ ,რომ ანგელინამ ნახევარი მოლიონი მოსთხოვა ბანკს
შეატყობინა აღნაგობის შეწყვეტის ამბავი ანგელინასთან დაკავშირებით,მაგრამ
ბანკი მშვიდად არის .

1.სამართლებრივად სწორად არის თუ არა აღნაგობით დატვირთული?


2.აქვს თუ არა ანგელინას ფერმის დაშლის უფლება?
3.რამდენად მართებულია გოდერძის პროტესტი?
4.რატომ არის ბანკი მშვიდად?

ჰიპოთეზა
1.შესაძლოა სამართლებრივად არ იყოს მართებული სკ 233(1)
2.შესაძლოა ანგელინას არ ჰქონდეს დაშლის უფლება სკ 239(3)
3.შესაძლოა გოდერძის პროტესტი არ იყოს მართებული სკ 239(1)
4.შესაძლოა ბანკი მშვიდად იმიტომაა რომ მას შეიძლება ჰქონდეს ანაზღაურების
მოთხოვნაზე გირავნობის უფლება სკ 240(2)

ოცემულ კაზ უსში სუბიექტ ები ,კერძოდ მესაკუთრე არის გოდერძი ნოზ აძე ,ხოლო
მეაღნაგე არის ანგელინა ბალახაძე.გოდერძიმ ანგელინას გადასცა აღნაგობის
უფლებით 2 მიწა,30 წლის ვადით, რაც იმას ნიშნავს,რომ სკ 233(3) მიხევით ის
არის აღნაგობის უფლება ვადიანი, სკ 236 (1)-ის მიხედვით არის სასყიდლიანი და
ამასთანავე სკ 234(1)-ის და სკ 183(1) -ის მიხედვით დაცულია კანონმდებლობით
გათვალისწინებული წესები.

სკ 233(1) მიწის ნაკვეთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს ვადიან სარგებლობაში ისე, რომ
მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება, ასევე ამ
უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის, თხოვების, გაქირავების უფლება
(აღნაგობის უფლება).ფაქტობრივი გარემოებიდან ვხედავ რომ,ანგელინას გოდერძიმ
გადასცა ორი მიწის ნაკვეთი აღნაგობის უფლებით.ერთ მიწის ნაკვეთზე,რომელზეც
არაფერია და ცარიელია გოდერძის ჰქონდა აღნაგობის უფლების გადაცემის
უფლება,მაგრამ მეორეზე რომელზეც ნაგებობა და ორი სატვირთოა არ შეუძლია
დატვირთოს აღნაგობის უფლებით,ვინაიდან აღნაგობის უფლებით პირს შეიძლება
გადაეცეს ცარიელი მიწა ან მიწა რომელზეც დაუმთავრებელი ან დანგრეული შენობაა .
სკ 239(1) სასყიდლიანი აღნაგობის უფლების ვადის გასვლის შემთხვევაში, თუ მხარეთა
შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ
აღნაგობის უფლების მქონეს უნდა მისცეს ანაზღაურება ამ ნაკვეთზე აღმართული
ნაგებობის ღირებულების ორი მესამედის ოდენობით.ფაქტობრივი გარემოებებიდან
ვხედავთ,რომ აღნაგობის უფლების ვადა გასულია და ვინაიდან მხარეთა შეთანხმებით
არ იყო გათვალისწინებული ეს საკითხი,ანგელინას მოთხოვნა შენობის ფასის ½ ის
მოთხოვნის შესახებ მართებულია,ხოლო გოდერძის არ აქვს მისი გაპროტესტების
უფლება.
სკ 234(2) აღნაგობის უფლების საფუძველზე აშენებული ნაგებობა ითვლება აღნაგობის
უფლების არსებით შემადგენელ ნაწილად და რეგისტრირდება აღნაგობის უფლების
მქონე პირის საკუთრებად.ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ ანგელინას უნდოდა
ფერმის აშენება,რაც მან განახორციელა.აქედან გამომდინარე ფერმა ითველა
აღნაგობის უფლების ასებით შემადგენელ ნაწილად და ასევე მის მესაკუთრედ
დარეგისტრირდებოდა ანგელინა.
სკ 239(3) აღნაგობის უფლების შეწყვეტისას აღნაგობის უფლების მქონეს არა აქვს
უფლება წაიღოს ნაგებობა ან მისი შემადგენელი ნაწილები.ფაქტობრივი
გარემოებებიდან ვხედავთ,რომ აღნაგობის უფლების შეწყვეტის შემდეგ გაბრაზებულმა
ანგელინამ დაშალა ფერმა და ნაწილები წაიღო,რისი უფლებაც მას არ გააჩნდა.
სკ 234(3) აღნაგობის უფლების შეწყვეტისას აღნაგობის უფლების საფუძველზე აშენებული
ნაგებობა ხდება მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი.ფაქტობრივი
გარემოებიდან ვხედავთ,რომ აღნაგობის უფლება შეწყვეტილია,რაც იმას ნიშნავს,რომ
ფერმა გახდებოდა გოდერძის მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილი.
სკ 150(2) მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი
და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული
დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს.
ერმა წარმოადგენს მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს ვინაიდან ის მყარადაა
დაკავშირებული მიწასთან და ამასთანავე არ არის განკუთვნილი დროებითი
სარგებლობისათვის ,ანუ ის აკმაყოფილებს არსებითი შემადგენელი ნაწილის
წინაპირობებს .
სკ 171 ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ ნივთის არსებით შემადგენელ
ნაწილებზედაც.ვინაიდან ფერმა წარმოადგენს მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს ,მისი
მესაკუთრე გახდებოდა გოდერძი და ანგელინას არ ჰქონდა დაეშალა ის და წაეღო .
სკ 237 აღნაგობის უფლება საჯარო რეესტრში შეიტანება მიწის ნაკვეთზე არამესაკუთრეთა
სანივთო უფლებებს შორის მხოლოდ პირველი რიგის უფლებად. ეს რიგი არ შეიძლება
შეიცვალოს.ფაქრობრივი გარემებიდან ჩანს,რომ აღნაგობის უფლება აქვს ანგელინას ,
აქედან გამომდიანრე მისი ეს უფლება საჯარო რეესტრში ადგილს დაიკავებს ,როგორც
პირველი რიგის უფლებას.
სკ 240(1) აღნაგობის უფლების შეწყვეტის შემდეგ აღნაგობიდან წარმოშობილი
ანაზღაურების მოთხოვნის უფლება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო რეესტრში
აღნაგობის უფლების ადგილს იკავებს და იმავე რიგით ცვლის მას.ფაქტობრივი
გარემოებიდან ვხედავთ,რომ აღნაგობის უფლება შეწყვეტილია,ამიტომაც იმ შემთხვევაში
თუ იარსებებს ანაზღაურების მოთხოვნის უფლება,იგი საჯარო რეესტრში ჩაანაცვლებს
აღნაგობის უფლებას.
სკ 239(1) სასყიდლიანი აღნაგობის უფლების ვადის გასვლის შემთხვევაში, თუ მხარეთა
შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ
აღნაგობის უფლების მქონეს უნდა მისცეს ანაზღაურება ამ ნაკვეთზე აღმართული
ნაგებობის ღირებულების ორი მესამედის ოდენობით.ფაქტობრივი გარემოებიდან
ვხედავთ,რომ შეთანხმებით არაფერი არ იყო ამ საკითხის შესახებ
გათვალისწინებული,ამიტომ გოდერძი ვალდებულია გადაიხადოს შენობის ღირებულების
⅔ ,ანუ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნის უფლება,რაც იმას ნიშნავს,რომ ეს უფლება სკ-
ის 240 (1) ის მიხედვით საჯარო რეესტრში ჩაანაცვლებს აღნაგობის უფლებას.
სკ 240(2) თუ აღნაგობის უფლება მისი ვადის გასვლის დროისათვის ჯერ კიდევ
დატვირთულია იპოთეკით, იპოთეკარს აქვს ანაზღაურების მოთხოვნაზე გირავნობის
უფლება.ფაქტობრივი გარემოებიდან ვხედავთ,რომ აღნაგობის უფლების დროის
გასვლის მიუხედავად იპოთეკით ჯერ კიდევ არ ის დატვირთული,აქედან გამომდინარე
იპოთეკარს ანუ ბანკს აქვს ანაზღაურების მოთხოვნაზე ანუ ანგელინას მიერ მოთხოვნილ
ნახევარ მილიონზე გირავნობის უფლება.

დასკვნა:
1.სამართლებრივად არ არის მართებული სკ 233(1)
2.ანგელინას არ ჰქონდა ფერმის დაშლის უფლება სკ 239(3)
3.გოდერძის პროტესტი არ არის მართებული სკ 239(1)
4.ბანკი მშვიდად იმიტომაა რომ მას აქვს ანაზღაურების მოთხოვნაზე გირავნობის უფლება
სკ 240(2)

ქაიხოსრო და პელაგია არიან მეზობლები. ქაიხოსრო და პელაგია შეწუხებულნი იყვნენ

საკმაოდ შორს მდებარე ნავთობის ჭაბურღილებიდან მოსულიყო კვამლისა და ხმაურის

გამო. მათ არაერთხელ მიმართეს კომპანიას, რომელიც ახორციელებდა ნავთობის

მოპოვებას, მაგრამ უშედეგოდ, კომპანიიდან პასუხიც კი არ იყო. ბოლოს შეწუხებულმა

მეზობლებმა მიმართა სასამართლოს და მოითხოვეს მეზობლად არსებული ნავთობის

მოპოვების შეწყვეტა და კომპენსაცია. სასამართლომ დაადგინა რომ ხმაური და კვამლი

აღემატებოდა მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და

ეკონომიკური დასაშვებ ფარგლებს, მაგრამ რადგან ნავთობის მოპოვება სტრატეგიულ

ობიექტს წარმოადგენდა, ვერც ნავთობის მოპოვების პროცესს შეწყვეტა და ამასთან ,

ქაიხოსრო და პელაგია ვალდებულები იყვნენ ეთმინათ და არანაირი კომპენსაცია არ

ეკუთვნოდათ, ამასთან ჭაბურღილების საკმაოდ შორს იყო განლაგებული და მათ ამ


საფუძვლით ( მეზობლად არსებული ნავთობის მოპოვება) სარჩელის შეტანის უფლებაც

კი არ ჰქონდათ.

რამდენად მართებულია სასამართლო გადაწყვეტილება?

ჰიპოთეზა:
შესაძლოა სასამართლო გადაწყვეტინება არ იყოს სწორი სკ-ის 175 (2), 175(3)

კ 174 (1-2 წინად ) მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც
შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.ფაქტობრივი
გარემოებიდან ვხედავთ,რომ პელაგია და ქაიხოსრო არიან მეზობლები,რომლებსაც
აწუხებთ ნავთობის ჭაბურღილიდან მოსული კვამლი.მიუხედავად იმისა რომ ჭაბურღილი
შედარებით მოშორებითაა მათი მიწის ნაკვეთიდან,ჩანს ზემოქმედება,აქედან
გამომდინარე ისინი არიან მეზობლები.
სკ 174(1-1 წინად) მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა
კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ
ერთმანეთს.ვინაიდან ვხედავთ,რომ ისინი არიან მეზობლები,საჭიროა რომ მათ
ერთმანეთს სცენ პატივი და ითმინონ გარკვეული მოქმედებები.
სკ 175(1) მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს
მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის,
ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი , თუკი ისინი ხელს
არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ
მის უფლებას და სკ 175(2) იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა ზემოქმედება
არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით
ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით ,
რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა .
ქაიხოსროს და პელაგიას არ შეუძლიათ აკრძალონ ხმაური და კვამლის გადმოსვლა მათ
მიწის ნაკვეთზე და ვალდებულნიც არიან ითმინონ ეს ყველაფერი,ვინაიდან არაარსებითი
ზემოქმედება თმენადია,მაგრამ ვინაიდან ხმაური და კვამლი აღემატებოდა მოცემულ
ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკური დასაშვებ ფარგლებს
ქაიხოსროს და პელაგიას არ აქვთ მოთმენის ვალდებულება.
სკ 175(3) თუ მესაკუთრე მოვალეა ითმინოს ასეთი ზემოქმედება, მას შეუძლია
ზემოქმედების გამომწვევი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ფულადი
კომპენსაცია იმ შემთხვევაში, როცა ზემოქმედება აღემატება მოცემულ ადგილას
ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ
ფარგლებს.ფაქტობრივი გარემოებიდან ვხედავთ,რომ ზემოქმედება აღემატება
ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ
ფარგლებს,ამიტომაც თმენადი ხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება,თუ ნავთობის კომპანია
მათ გადაუხდის შესაბამის ფულად კონპენსაციას.

დასკვნა: სასამართლო გადაწყვეტილება არ არის სწორი სკ 175(2),175(3)


სოფო გოგოლაძე 1 წლის ვადით ქეთი ჩარკვიანს ასესხა 1000 დოლარი შესაბამისი
პროცენტებით. ამ ვალის უზრუნველსაყოფად ქეთი ჩარკვიანს თავდებში ჩაუდგა მისი
მეგობარი გიორგი ღვედაშვილი. ქეთიდ პრობლემები შეექმნა და იგი შეუთანხმდა თავის
მეორე მეგობარს მარიამ დურგლიშვილი იმის თაობაზე, რომ მარიამი გადაუხდიდა ვალს
სოფო გოგოლაძეს მის მაგივრად, ამასთან შეატყობინეს სოფელ გოგირდის, რომელსაც
წინააღმდეგობა არ გამოუხატავს. გიორგი ღვედაშვილისთვის არ შეუტყობინებიათ ან ამის
შესახებ. დადგა ვალის დაბრუნების ვადა, მარიამ დურგლიშვილი აგვიანებდა ვალის
დაბრუნებას, რის თაობაზეც სოფო გოგოლაძე მიმართა გიორგის, მაგრამ მისგან უარი
მიიღო. სოფო გოგოლაძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გიორგი ღვედაშვილის
წინააღმდეგ და მოითხოვდა ძმისგან დაბრუნებას. სასამართლომ დაუკმაყოფილა
სარჩელი და გიორგი ღვედაშვილი, როგორც თავდებს დააკისრა სოფო გოგოლაძისთვის
ვალის გადახდა.

1.იმსჯელეთ რა სამართლებრივ ურთიერთობაზეა საუბარი კაზუსში და ვინ წარმოადგენდა


ამ ურთიერთობის სუბიექტებს

2. ნამდვილია თუ არა კაზუსში აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობა ბათილი ხომ


არ არის

3. უნდო გადაუხადოს თუ არ ვალი გიორგი ღვედაშვილმა სოფო გოგოლაძეს?

ჰიპოთეზა:

1.შესაძლოა საუბარი იყოს ვალის გადაკისრებაზე სკ 204

2.შესაძლოა ნამდვილი იყოს გარიგება სკ 204

3.შესაძლოა გიორგი ვალდებული იყოს გადაუხადოს ვალი სოფოს სკ 206

სკ 204 თუ ვალის გადაკისრებაზე მესამე პირი და მოვალე შეთანხმდნენ, მისი


გადაკისრების ნამდვილობა მოთხოვნის მფლობელის თანხმობაზეა დამოკიდებული .
ვალის გადაკისრების ნამდვილობისათვის მოთხოვნის მფლობელის თანხმობა საჭირო
არ არის „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით ,
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საგადახდო
სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევებში.ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს ,რომ ქეთი და
მარიამი შეთანხმდნენ ვალი გადაკისრებაზე,რაზე სოფოც არ იყო წინააღმდეგი ,აქედან
გამომდინარე ვალის გადაკისრება ნამდვილია.

სკ 206 ვალის გადაკისრებისთანავე წყდება მოთხოვნის უზრუნველსაყოფად


გათვალისწინებული თავდებობა ან გირავნობა, თუ თავდები ან დამგირავებელი არ
განაცხადებს თანხმობას ამ ურთიერთობის გაგრძელებაზე. თავდების ან დამგირავებლის
თანხმობა საჭირო არ არის „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ “
საქართველოს კანონით, „მიკროსაფინანსო ორგანიზ აციების შესახებ “
საქართველოს კანონითა და „საგადახდო სისტ ემისა და საგადახდო
მომსახურების შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ
შემთხვევებში.ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ ვალის გადაკისრების შესახებ
გიორგისათვის არავის უცნობებია,აქედან გამომდინარე გადაკისრების მომენტიდან ის
აღარ არის თავდები და შესაბამისად სოფო ვერ მოსთხოვს მას თანხის დაბრუნებას .

დასკვნა:

1.საუბარი იყო ვალის გადაკისრებაზე სკ 204

2.ვალის გადაკისრების გარიგება იყო ნამდვილი სკ 204

3.გიორგი არ არის ვალდებული გადაუხადოს თანხა სოფოს სკ 206

ლიკა ბახტაძემ 2 წლით ასესხა ათასი დოლარი ანა ბასილაშვილს.ანა პროფესიით


დიზაინერი იყო. აღმოჩნდა რომ ანას ლიკასთვის 300 დოლარის ღირებულების სამუშაო
ჰქონდა შესრულებული ლიკას თავის დროზე არ ჰქონდა გადახდილი. ლიკა და ანი
შეთანხმდნენ რომ გაქვითავდნენ ურთიერთ მოთხოვნებს და ანის ლიკასთვის ათასი
დოლარის ნაცვლად უნდა დაებრუნებინა 700 დოლარი. ანა ბასილაშვილის პირადი
ფინანსური ანგარიში მქონდა მირანდა კარასთან, რომელთანაც შეთანხმდა ,რომ ანის
მაგივრად ლიკა ბახტაძეს ვალს დაუბრუნებდა მირანდა კარა,რის თაობაზეც აცნობეს
ლიკას.ლიკას პროტესტი არ გამოუხატავს.

ვალის დაბრუნების დროს მირანდამ ლიკას დაუბრუნა 700 დოლარი,რაზეც ლიკამ


პროტესტი გამოთქვა,რადგან ვალი შეადგენდა 1000 დოლარს.

1.რა სამართლებრივ ურთიერთობაზეა საუბარი?

2.ნამდვილია თუ არა კაზუსში აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობა ანუ ბათილი


ხომ არ არის?

3.იმსჯელეთ რამდენად მართებულად მოითხოვა ლიკამ 700 დოლარის ნაცვლად 1000


დოლარის გადახდა.

იპოთეზ ა :

1.შესაძლოა საუბარი იყოს ვალის გადაკისრებაზე სკ 204

2.შესაძლოა ნამდვილი იყოს სამართლებრივი ურთიერთობა სკ 204

3.შესაძლოა მართებულად მოითხოვა სკ 205


Მუხლი 204 თუ ვალის გადაკისრებაზე მესამე პირი და მოვალე შეთანხმდნენ, მისი
გადაკისრების ნამდვილობა მოთხოვნის მფლობელის თანხმობაზეა დამოკიდებული .
ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ ანა და მირანდა შეთანხმდნენ ვალის
გადაკისრებაზე,რაზეც უარი არ უთქვამს ლიკას,აქედან გამომდინარე მოხდა ვალის
გადაკისრება.
Მუხლი 205 ახალ მოვალეს შეუძლია მოთხოვნის მფლობელის წინააღმდეგ
წამოაყენოს ყველა ის შესაგებელი, რომლებიც გამომდინარეობს მოთხოვნის
მფლობელსა და თავდაპირველ მოვალეს შორის არსებული ურთიერთობიდან.
მას არა აქვს უფლება გაქვითოს ის მოთხოვნები, რომლებიც თავდაპირველ
მოვალეს ეკუთვნოდა.ფაქტობრივი გარემოებიდნ ჩანს,რომ ვალის რაოდენობა
შეადგენდა 1000 ლარს თავდაპირველად,აქედან გამომდინარე მირანდაც
ვალდებული იყო გადაეხადა 1000 ლარი და არა 700.

Მამალაძემ გააფორმა გადაზიდვის ხელშეკრულება საექსპედიციო


ფირმა ,,ტვირთმზიდავთან”,რომლის საფუძველზეც მამალაძეს გადამზიდველი
კომპანიისგან უნდა მიეღო მარტის თვეში ერთი ვაგონი სამშენებლო
მასალა.ტვირთის ჩამოსვლამდე სხვა სახის საქონლის შესაძენად მამალაძეს
სასწრაფოდ დასჭირდა თანხა და მან საექსპედიციო ფირმასთან მოთხოვნის
უფლება თანხის სანაცვლოდ გადასცა ჩაჩნიძეს .ტ ვირთის ჩამოსვლამდე მხარეთა
შორის შედგა ზეპირი შეთანხმება,ასევე მამალაძემ ჩაჩანიძე გადასცა
გადაზიდვის ხელშეკრულება.ტვირთის დანიშნულების ადგილზე ჩამოსვლისას
ჩაჩანიძემ გააპროტესტა 1კგ-მ ტვირთზე მომსახურების მაღალი საფასური,ხოლო
საექსპედიციო ფირმამ უარი განაცხადა მისთვის ტვირთის გადაცემაზე ვინაიდან
ის არ იყო მისი შემკვეთი და არც დოკუმენტები ადასტურებდა აღნიშნულ ფაქტს.

1.რა სახის სამართლებრივი პრობლემა გვაქვს სახეზე?

2.რა ფორმით უნდა გადაეცა მამალაძეს ,,ტვირთმზიდავის” მიმართ მოთხოვნა


ჩაჩანიძსთვს?

3.წარმოეშვა თუ არა ჩაჩანიძეს მოთხოვნის უფლებაზე საკუთრების უფლება?

4.რა წესების დაცვით უნდა გადაეცა მამალაძეს ჩაჩანიძისთვის ტვირთის მიღების


მოთხოვნის უფლება?

ჰიპოთეზა

1.შესაძლოა სახეზე იყოს მოთხოვნის დათმობა198(1),199(1)


2.შესაძლოა გადასცეს ხელშეკრულების საფუძველზე 199(2)
3.შესაძლოა წარმოეშვა 198(1),199(1)
4.შესაძლოა ხელშეკრულების შედეგად გადაცემოდა 199(2)
სკ 198(1) მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია,
მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს.ფაქტობრივი
გარემოდებიდან ჩანს,რომ თანხის საფუძველზე მამალაძემ ჩაჩანიძეს გადასცა
უფლება,რაც კანონით ნებადართულია.

სკ 199(1) მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე


მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს ,
მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან
შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ , თუ არსებობს
მოვალის პატივსადები ინტერესი.ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს ,არ ეწინააღმდეგება
ვალდებულების აზრს, იმიტომ რომ არც ალიმენტია,არც პირადია, არც მოვალესთან
შეთანხმება არ ჩანს და არც კანონს ეწინააღმდეგება.აქედან გამომდინარე დათმობა
ნამდვილია.

სკ 198(2) ძველი მფლობელი ვალდებულია ახალ მფლობელს გადასცეს მის


მფლობელობაში არსებული ყველა საბუთი, რომლებიც ეხება მოთხოვნებსა და
უფლებებს, და ყველა ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია ამ მოთხოვნებისა და
უფლებების გამოყენებისთვის.ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ მამალაძემ
ხელშეკრულება გადაზიდვის შესახებ გადასცა ჩაჩანიძეს.

სკ 199(2) მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის


დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს
იკავებს მესამე პირი.ფაქტობრივიდან ჩანს შეთანხმება შედგა ჩაჩანიძესა და მამალაძეს
შორი.მათ შორის ზეპირი შეთანხმებით მოხდა მოთხოვნის დათმობა.

სკ 198(1-2 წინად) მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე


მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. ჩაჩანიძესთან ისე
გადავიდოდა მოთხოვნები და უფლებები,როგორც ეს თავიდან იყო მამალაძის ხელში ,
აქედან გამომდინარე ის ვერ მოითხოვს ფასის დაკლებას.

დასკვნა:

1.სახეზე არის მოთხოვნის დათმობა სკ 198(1),199(1)

2.უნდა გადაეცა ხელშეკრულების საფუძველზე სკ 199(2)

3.ჩაჩანიძეს წარმოეშვა მოტხოვნის უფლებაზე საკუთრების უფლება სკ 198(1),199(1)

4.ხელშეკრულების შედეგად სკ 199(2)

8 სართულიანი ნაგებობის წინ მდებარე მიწის ნაკვეთზე, მაცხოვრებლების


ინფორმაციით, იგეგმებოდა ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა. კორპუსის
ამხანაგობის თავმჯდომარესა და მიწის მესაკუთრეს შორის გაფორმდა სერვიტუტის
ხელშეკრულება, რომლის შინაარსიც ითვალისწინებდა აღნიშნული მიწის ნაკვეთზე
მსგავსი ობიექტის აკრძალვას. სამი წლის გასვლის შემდეგ მიწის მესაკუთრე
აღნიშნული მიწის ნაკვეთი გამიჯნა ერთი ნახევარი აღნაგობის უფლების დაუთმო
კომპანია პეტროლს მასზე გაზგასამართი სადგურის აშენებისა და სარგებლობს
მიზნით. აღნიშნული ინფორმაციის შეტყობისთანავე რვასართულიანი შენობა -
ნაგებობის ამხანაგობის თავმჯდომარემ მოითხოვა აღნაგობის ხელშეკრულების
გაუქმება, ვინაიდან მესაკუთრის მიწის ნაკვეთი დადგენილი სერვიტუტი არ აძლევდა
მას მსგავსი უფლებით ნაკვეთის გადაცემის შესაძლებლობას.

როგორ გადაწყდება მხარეთა შორის არსებული დავა?

სკ 247(1)მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა
უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული ),
რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს, ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ
ნაკვეთით, ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება , ანდა
გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა
ნაკვეთის მიმართ (სერვიტუტი).ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ კორპუსის
ამხანაგობის თავმჯდომარესა და მიწის მესაკუთრეს შორის გაფორმდა სერვიტუტის
ხელშეკრულება, რომლის შინაარსიც ითვალისწინებდა აღნიშნული მიწის ნაკვეთზე
ბენზინგასამართის მშენებლობის აკრძალვას,აქედან გამომდინარე სერვიტუტით
დატვირთულ მიწაზე არ შეიძლება აშენდეს მსგავსი ნაგებობა.

სკ 247(1-2 წინად) სერვიტუტის დადგენის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთის


შეძენისათვის გათვალისწინებული წესები. თავმჯდომარესა და მიწის მესაკუთრეს შორის
გაფორმებული ხელშეკრულება უნდა დადებულიყო უძრავი ნივთის შეძენისას
გათვალისწინებული წესების დაცვით.

სკ 183(1) უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით


დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო
რეესტრში რეგისტრაცია.ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ სერვიტუტის
ხელშეკრულება გაფორმებულია,მაგრამ არ არის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული .

სკ 247(2) საზღაური შეიძლება განისაზღვროს პერიოდული გადასახდელის


სახით.ფაქტობრივი გარემოებიდან არ ჩანს,რომ მხარეები შეთანხმებულიყვნენ რაიმე
პერიოდულ გადასახდელზე.

სკ 248(1) სერვიტუტი შეიძლება არსებობდეს მხოლოდ მაშინ, როცა იგი უფლებამოსილ


პირს უქმნის თავისი მიწის ნაკვეთით სარგებლობის შეღავათს.ფაქტობრივი
გარემოებიდან არ ჩანს,რომ სერვიტუტის უფლება უფლებამოსილ პირს უქმნის საკუთარი
მიწის სარგებლობის შეღავათს,ამიტომაც სერვიტუტი არსებობა ნამდვილია .

Სკ 251 თუ დატვირთული მიწის ნაკვეთი გაიყო და სერვიტუტი მხოლოდ ერთ


ნაწილზე ვრცელდებოდა, მაშინ გაყოფის შემდეგაც მიწის ნაკვეთის ის ნაწილი,
რომელზედაც არ იყო სერვიტუტი, მისგან თავისუფალი დარჩება.ფაქტობრივი
გარემოებიდან ჩანს,რომ სერვიტუტი ვრცელდებოდა მთლიან ნაწილზე,ამიტომ
გაყოფის შემდეგაც ის გავრცელდება ორივე ნაწილზ ე ,აქედან გამომდინარე მიწის
მესაკუთრე ვერ გაასხვისებდა პეტროლზე ერთ ნაწილს.
შპს ,, სარგებელმა"მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული
სამსართულიანი შენობა-ნაგებობა, სამი სატვირთო და ორი მსუბუქი ავტომობილი და
ასევე მისი პროდუქციის სასაქონლო ნიშანი ,, წარმატება" 15 წლის ვადით ,
უზუფრუქტის უფლებით გადასცა კოოპერატივ ,, მარცვლეულს", რომლის საქმიანობის
მიზანსაც წარმოადგენს სასასუქე მეურნეობის განვითარება . რის შესახებაც მხარეებმა
სათანადო წესის დაცვით გააფორმეს უზუფრუქტის ხელშეკრულება. ასევე რამდენი
უზუფრუქტის ქირაზეც. ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 წლის შემდეგ,
უზუფრუქტუარმა მესაკუთრის თანხმობის გარეშე მიწის ნაკვეთი იჯარით გადასცა
ინდმეწარმე გიორგი ნანობაშვილი 15 წლის ვადით. მოგვიანებით უზუფრუქტუარმა
შეცვალა თავისი სამართლებრივი ფორმა და კოოპერატივი მარცვლეული გახდა შპს
მარცვლეული. მიწის მესაკუთრე გაიგო რა ამის შესახებ, მოითხოვე უნებართვო
იჯარისა და უნებართვოდ სამართლებრივი ფორმის შეცვლის გამო უზუფრუქტის
ხელშეკრულების შეწყვეტა.

1. სამართლებრივად მართებულია თუ არა უზუფრუქტი დატვირთვა

2. აქვს თუ არა აღნიშნული საფუძვლებით მიწის მესაკუთრეს ხელშეკრულების


შეწყვეტის მოთხოვნის უფლება

3. რა ბედი ეწევა უზუფრუქტუარის მიერ დადებული იჯარის ხელშეკრულებას

სკ 242 უძრავი ნივთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს სარგებლობაში ისე, რომ იგი
უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე
პირთა მიერ მისით სარგებლობა, მაგრამ მესაკუთრისაგან განსხვავებით , მას არა აქვს ამ
ნივთის გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება
(უზუფრუქტი). ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ შპს ,, სარგებელმა"მის
საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული სამსართულიანი შენობა -
ნაგებობა, სამი სატვირთო და ორი მსუბუქი ავტომობილი და ასევე მისი პროდუქციის
სასაქონლო ნიშანი ,, წარმატება" 15 წლის ვადით, უზუფრუქტის უფლებით გადასცა
კოოპერატივ ,, მარცვლეულს",რაც არასწორია ვინაიდან უზუფრუქტის უფლებით
შესაძლებელია დაიტვირთოს მხოლოდ უძრავი ნივთები.

სკ 243 უზუფრუქტის დადგენის დროს გამოიყენება იგივე წესები, რაც უძრავი ნივთების
შეძენის დროს და სკ 183 უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების
წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების
შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმებისას
უნდა იყოს დაცული უძრავი ნივთების შეძენისას გამოყენებული წესები .ფაქტობრივი
გარემოებიდან ჩნს რომ წესების დაცვით იყო უზუფრუქტის ხელშეკრულება დადებული .

სკ 244 უზუფრუქტი შეიძლება იყოს სასყიდლიანი და უსასყიდლო.ფაქტობრივი


გარემოებიდან ჩანს,რომ მხარეები შეთანხმდნენ ქირაზე,ანუ უზუფრუქტი სასყიდლიანია .

Სკ 244(2-1 წინად) უზუფრუქტი შეიძლება არსებობდეს დროებით ან მისი მიმღების


(უზ უფრუქტ უარის ) სიცოცხლის ხანგრძლივობის მანძილზ ე .ფაქტ ობრივი
გარემოებიდან ჩანს,რომ უზუფრუქტის ხელშეკრულება გაფორმებულია 15 წლის
ვადით,ანუ უზუფრუქტი დორებითია.
სკ245(2) უზუფრუქტუარს მესაკუთრის თანხმობის გარეშე არა აქვს უფლება შეცვალოს
სარგებლობის მიზანი.ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ უზუფრუქტუარმა
მესაკუთრის თანხმობის გარეშე მიწის ნაკვეთი იჯარით გადასცა ინდმეწარმე გიორგი
ნანობაშვილი 15 წლის ვადით,რისი უფლებაც მას არ გააჩნდა.

Სკ 244(2-2წინ) უზუფრუქტი უქმდება იმ ფიზიკური პირის გარდაცვალებით ან იურიდიული


პირის ლიკვიდაციით, რომლის სასარგებლოდაც იყო უზუფრუქტი
დადგენილი.ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ უზუფრუქტუარმა შეცვალა თავისი
სამართლებრივი ფორმა და კოოპერატივი მარცვლეული გახდა შპს მარცვლეული ,
ანუ მოხდა იურიდიული პირის ლიკვიდაცია,შესაბამისად უქმდება უზუფრუქტი

სკ 246(2) უზუფრუქტი ისპობა, თუ იგი საკუთრებასთან ერთად ერთი პირის ხელში


აღმოჩნდება.ვინაიდან იურიდიული პირის ლიკვიდაციით უზუფრუქტი აღმოჩნდა
მესაკუთრის ანუ შპს,,სარგებელის,, ხელში,უზუფრუქტი შეწყდებოდა

სკ 242 (2წინ) ამ ნივთის გაქირავების ან იჯარით გადაცემისათვის საჭიროა მესაკუთრის


თანხმობა. უზუფრუქტის გაუქმების შემდეგ მესაკუთრე ხდება არსებული ქირავნობის ან
იჯარის ურთიერთობების მონაწილე.სარგებელს თავიდანვე არ ჰქონდა თანხმობა
გაცემული იჯარაზე,მაგრამ ვინაიდან უზუფრუქტი გაუქმებულია ახლა ის იქნება იჯარის
მონაწილე გიორგი ნანობაშვილტან ერთად

You might also like