You are on page 1of 7

სასფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ცნება

მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოში 1992 წლიდან, როცა მოპოვებული იქნა


დამოუკიდებლობა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ნაწილზე
გამოცხადდა კერძო საკუთრება საქართველოს მინისტრთა კაბინეტის სამი
დადგენილებით: 1992 წლის 18 იანვრის, 7 თებერვლის და 10 მარტის. ხოლო მეორე
ნაწილი დარჩა სახელმწიფო საკუთრებაში და დაიწყო ამ მიწების იჯარით გაცემა. 1996
წლის 22 მარტს მიღებული იქნა საქართველოს კანონი: „სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ აღნიშნულის საფუძველზე 1992 წლიდან
საქართველოს მოქალაქეთა კომლებისათვის(ოჯახებისათვის გაცემული
სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, აგრეთვე 1992 წლამდე მათ
კანონიერ სარგებლობაში არსებული საბაღე, საბოსტნე, საკარმიდამო, სააგარაკე,
სამოსახლო ნაკვეთები გამოცხადდა მათ კერძო საკუთრებად. გაყიდვის, გაჩუქების და
მემკვიდრეობის უფლებით. 2019 წლის 25 ივნისამდე სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწების საკითხებს არეგულირებდა ზემოთ აღნიშნული 1996 წლის 22
მარტის კანონი: „სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“. 2019
წლის 25 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ორი კანონი: “სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების
განსაზღვრისა და სასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის
შესახებ“. პირველი კანონი აწესრიგებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთის საკუთრებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. მეორე კანონი ხელს უწყობს
მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას,ეროვნული
უსაფრთხოების დაცვის და ადგილობრივი მეურნეობის განვითარებას. არეგულირებს
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კერძო საკუთრების საკითხებს, რაზედაც
შემდგომ ლექციებზე გვექნება საუბარი. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურენეობის სამინისტროში შეიქმნა „მიწათსარგებლობის მონიტორინგის, მიწის
მდგრადი მართვის ეროვნული სააგენტო“ ძალადაკარგულად გამოცხადდა 1996 წლის 22
მარტის კანონი.სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად ითვლება საჯარო რეესტრში
სასოფლოსამეურნეო მიწის ნაკვეთად რეგისტრირებული მიწა, რომელიც გამოიყენება
მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებისათვის – მასზე არსებული
სამეურნეო და დამხმარე ნაგებობებით ან მათ გარეშე. სასოფლო-სამეურნეო მიწის
ნაკვეთად ითვლება ასევე: ა) კომლის (ოჯახის) საკუთრების წილი სოფლის, თემის,
იურიდიული პირების საძოვრების, სათიბების, ტყეების ტერიტორიებზე; ბ) სასოფლო-
სამეურნეო მიწის ის ნაწილი, რომელიც შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებია:

სახნავი, მრავაწლიანი ნარგავები, სათიბი, საძოვარი საკარმიდამო.

1
ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: -
სახნავი - მათ შორის მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული - სასოფლოსამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება სასოფლოსამეურნეო
კულტურების მოსაყვანად, მასზე არსებული სამეურნეო ნაგებობით ან/და დამხმარე
ნაგებობით ან მის გარეშე, ან მიწის ნაკვეთი, რომელიც, მისი ნიადაგურკლიმატური
პირობებისა და ბინებრივ-გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით,შეიძლება ამ
მიზნით იქნეს გამოყენებული.

- სათიბი - ბალახოვანი მცენარით ან/და ბუჩქოვანი მცენარით (ბუნებრივი ან


გაკულტურებული) დაფარული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი,
რომელიც გამოიყენება თივის, სენაჟის, სილოსის, ბალახეული ფქვილის ან ცხოველის
სხვა დამატებითი საკვების დასამზადებლად, მასზე არსებული სამეურნეო ნაგებობით
ან/და დამხმარე ნაგებობით ან მის გარეშე, ან მიწის ნაკვეთი, რომელიც, მისი ნიადაგურ-
კლიმატური პირობებისა და ბუნებრივ-გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით,
შეიძლება ამ მიზნით იქნეს გამოყენებული.

- საძოვარი - ბალახოვანი მცენარით ან/და ბუჩქვანი მცენარით (ბუნებრივი ან


გაკულტურებული) დაფარული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი,
რომელიც გამოიყენება ცხოველის საძოვებლად (გამოსაკვებად), მასზე არსებული
სამეურნეო ნაგებობით ან/და დამხმარე ნაგებობით ან მის გარეშე, ან მიწის ნაკვეთი,
რომელიც, მისი ნიადაგურ-კლიმატური პირობებისა და ბუნებრივ-გეოგრაფიული
მდებარეობის გათვალისწინებით, შეიძლება ამ მიზნით იქნეს გამოყენებული.

- საკარმიდამო - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც


გამოიყენება საკარმიდამოს ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად, მასზე არსებული
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული),
სამეურნეო ნაგებობით ან/და დამხმარე ნაგებობით ან მის გარეშე;

- საოჯახო მეურნეობა - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე


არსებული საცხოვრებელი სახლის, სამეურნეო ნაგებობის, გადამამუშავებელი
მრეწველობის ობიექტების ან/და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც
უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას.

- არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - მიწა, რომელიც არ არის


სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწა.

- მიწის ნაკვეთი - ტერიტორია, რომელსაც აქვს გეომეტრიული ერთიანობა და რომელიც


მოქცეულია ერთიან საზღვრის კონტურსა და ერთიან უფლებრივ სივრცეში.

აღნიშნული კანონის მიზანია:

2
ა) სამართლებრივად უზრუნველყოს მიწის რაციონალური გამოყენების საფუძველზე
ორგანიზებული მეურნეობა და გააუმჯობესოს აგრარული სტრუქტურა.

ბ) თავიდან იქნეს აცილებული მიწის ნაკვეთების დაქუცმაცება და არარაციონალური


გამოყენება. კანონი განსაზღვრავს.

გ) სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებისა შეძენისა და გასხვისების წესს.

დ) სახელმწიფოს მონაწილეობას სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან


დაკავშირებულ ურთიერთობათა მოსაწესრიგებლად. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება
სასოფლო-სამეურნეო მიწებზე. კანონი მოქმედებს აგრეთვე.

ე) ნაკვეთებზე და ნაკვეთის ნაწილებზე, თუ ისინი მდებარეობენ დასახლებულ


პუნქტებში და გამოიყენებიან სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისათვის და
საჯარო რეესტრში რეგისტრირებულნი არიან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად.

ვ) განაშენიანების ზონაში მდებარე ნაკვეთებზე, რომელთა მიზნობრივი დანიშნულება


არ შეცვლილა.

ზ) ტყის ფონდის იმ მიწებზე, რომლებითაც შეივსო სოფლის მოსახლეობის მიწის


ნაკვეთები.
3

მიწების გაცემა საკუთრების, მფლობელობასა და სარგებლობის


უფლებით
საქართველოში მოქმედი კანონების შესაბამისად სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწა შეიძლება გაიცეს კერძო საკუთრებაში, მფლობელობაში და
სარგებლობაში. ვის შეიძლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა კერძო
საკუთრებაში ქონდეს ზემოთ ავღნიშნეთ. კიდევ გავიმეოროთ კერძო საკუთრებაში მიწა
შეიძლება ქონდეს სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტს, ფიზიკურ პირს და კერძო
სამართლის იურიდიულ პირს, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით აღიარებულია და უზრუნველყოფილია
მოქალაქეთა კრძო საკუთრების უფლება მიწაზე. მიწის მფლობელობის უფლება ნიშნავს
მიწის ფიზიკურად ფლობას, მიწა შეიძლება ქონდეს არაკანონიერადაც, თვითნებურად,
მიტაცებით, რაზედაც შეიძლება გავრცელდეს იურიდიული პასუხისმგებლობა.
მიწათსარგებლობის უფლება იძლევა შესაძლებლობას მიწით სარგებლობას. მიწა
შეიძლება გაიცეს იჯარით, უზურფუქტით და აღნაგობით. შემდეგ ლექციაზე ჩვენ
დაწვრილებით განვიხილავთ მიწაზე კერძო საკუთრების, იჯარის, უზურფუქტის,
აღნაგობისა და სერვიტუტის საკითხებს.
4

სახელმწიფოს რეგულირება მიწის გამოყენებაში


სახელმწიფო ახორციელებს კონტროლს მიწების დაცვასა და გამოყენებაზე.
მთავრობის დაქვემდებარებაში 2004 წლამდე იყო საქრთველოს მიწის მართვის
სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელის შემადგენლობაში იყო მიწების დაცვის ინპექცია,
რომელიც ახორციელებდა მიწების გამოყენებისა და დაცვის ფუნქციებს. ამასთანავე
აკონტროლებდა მიწების უკანონო დატაცებისა და ამ მიწებზე უნებართვო სახლების
მშენებლობას. სამწუხაროდ ყოვეგვარი დასაბუთების გარშე 2004 წელს ლიკიდირებული
იქნა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი და მის
დაქვემდებარებაში მიწათმოწყობისა და მიწათსარგელობის საპროექტო-სამეცნიერო
ინსტიტუტი, ნიადგმცოდნეობის ლაბარატორით. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ 2019 წლის
25 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ორი კანონი: “სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების
განსაზღვრისა და სასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის
შესახებ“. მეორე კანონის საფუძველზე საქართველოს გარემოს დაცვისა სოფლის
მეურნეობის სამისტროში მართველობის სფეროში შეიქმნა: საჯარო სამართლის
იურიდიული პირი „მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის
ეროვნული სააგენტო“.

სააგენტოს უფლებამოსილებანი:

• სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის,


საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სააგენტოს დებულების
საფუძველზე.

• სააგენტოს ძირითადი უფლებამოსილებებია:

o მიწის ბალანსის შედგენა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიზნობრივი


გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო პოლიტიკისა და შესაბამისი სახელმწიფო
მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა.

o სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო


პოლიტიკის შემუშავება და განხორციელებაში მონაწილეობა.

o სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების მიზნობრივი გამოყენებისა


და დაცვის სახელმწიფო პოლიტიკისა და შესაბამისი სახელმწიფო მიზნობრივი
პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა.

o გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ნიადაგის


ნაყოფიერების აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა.
5

o ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების


დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა.

o კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან


დაკავშირებული საინვესტიციო გეგმის თაობაზე განცხადების მიღება და განხილვა,
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისთვის წარსადგენად
შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და საინვესტიციო გეგმის შესრულების
ზედამხედველობა.

o მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული თემატური რუკების მომზადება.

o ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების დადგენაში მონაწილეობა.

o საქრთველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების


განხორციელება.

სახელი/გვარი: გიორგი ჩუბინიძე

ჯგუფი: 112740
6

You might also like