You are on page 1of 2

#___________ _______________ 2019w.

ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრს
ბატონ გიორგი ქობულიას

ბატონო გიორგი,
თქვენთვის ცნობილია რუსთავის მოსახლეობაზე ადრეულ წლებში განაწილებული მიწის ნაკვეთების
პრობლემები, მაგრამ საკითხის მასშტაბურობის გამო, გვინდა დეტალურად გაგაცნოთ ამ პრობლემების არსი.
შედარებისთვის გაცნობებთ, რომ დღევანდელი მდგომარეობით რუსთავში ცხოვრობს დაახლოებით 40 000
ოჯახამდე, ხოლო იგივე მოსახლეობაზე განაწილებული იყო 22 000-ზე მეტი ნაკვეთი, რომელთა
მნიშვნელოვანი ნაწილი პრობლემატურია და რის შესახებაც გვინდა დამატებით გაცნობოთ.
1968 წლიდან 1993 წლამდე პერიოდში რუსთავის მოსახლეობაზე გასანაწილებლად, საქართველოს
მინისტრთა საბჭოს შესაბამისი დადგენილებებით, გარდაბნის და მარნეულის რაიონების მიწებიდან
გამოყოფილი იყო საბაღე და რეფორმის ფონდის მიწები. კერძოდ, გარდაბნის რაიონიდან სულ-1918,42 ჰა მ.შ.
: 1) დღევანდელ სოფელ ფოლადაანთკარში-250,9 ჰა; 2) ახალი სამგორის მ/ტ-12,34 ჰა; 3) არხაშენის
ტერიტორიაზე-292,5 ჰა; 4) რუსთავის ახალი სასაფლაოს მ/ტ-70 ჰა; 5) რუსთავში წყონდიდელის დასახლების
გოგოლის ქუჩის მ/ტ-30 ჰა; 6) რუსთავის შესასვლელში-724,37 ჰა; 7) ჯანდარის ტერიტორიაზე-538,31 ჰა.
მარნეულის რაიონიდან სულ-1334,3 ჰა იაღლუჯის მთის ფერდობებზე.
მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით რუსთავის მერიამ 1997 წელს 11 ნოემბრის #17-1629
წერილით, ხოლო 1999 წელს 15 მარტის #94 წერილით მიმართა შესაბამისად გარდაბნის და მარნეულის
გამგეობებს, რათა ამ რაიონებზე დაქვემდებარებული მიწებიდან რუსთავის მოსახლეობაზე
გასანაწილებლად გამოყოფილი მიწის ფართობები, ბალანსიდან ბალანსზე გადაცემულიყო რუსთავის
მერიაზე. მათ მიერ გათვალისწინებული იყო რუსთავის მერიის თხოვნა და გარდაბნის რაიონის გამგეობის
1998 წლის 1მაისის #67 დადგენილებით რუსთავის მერიას ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა სულ -1380,11 ჰა
მიწის ფართობი ჯანდარის მიწების გარდა (538,31ჰა)(იხილეთ დანართი #1), ხოლო მარნეულის გამგეობის
1999 წლის 30 მარტის #3/6 დადგენილებით გადაეცა სულ-1334,3 ჰა (იხილეთ დანართი #2).
ამის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის
სახელმწიფო კომისიის 1998 წლის 19 ნოემბრის #99/30 და 1999 წლის 11 აგვისტოს #61/10
გადაწყვეტილებებით (იხილეთ დანართი #3;#4), რუსთავის მერიას იგივე დანიშნულებით დაუქვემდებარა
შესაბამისად გარდაბნის და მარნეულის რაიონებიდან რუსთავის მერიაზე ბალანსიდან ბალანსზე
გადაცემული მიწის ფართობები.
გარდა ამისა, 1996 წელს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის
ამოქმედების თაობაზე საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის #166-IIს დადგენილებით კერძო
საკუთრებად გამოცხადდა 1992 წლის შემდეგ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის შესაბამისი
დადგენილებებით საქართველოს მოქალაქეთა ოჯახებისათვის გაცემული მიწის ნაკვეთები, აგრეთვე 1992
წლამდე მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული საბაღე, სამოსახლო და საკარმიდამო ნაკვეთები, რომელთა
მიმართ შესაბამისად გამოიყენებოდა აღნიშნული კანონი (იხილეთ დანართი #5).
ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით რუსთავის მერიის მიერ 2004 წლის და 2005 წლის ქალაქ
რუსთავის მიწათსარგებლობის ბალანსში ჩართულ იქნა გარდაბნის და მარნეულის რაიონებიდან რუსთავის
მერიაზე ბალანსიდან ბალანსზე გადაცემული მიწის ფართობები, როგორც ქალაქ რუსთავის მოსახლეობის
საკუთრებაში მყოფი ფართობი, მდებარე რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ გარდაბნის და
მარნეულის რაიონების ტერიტორიაზე (იხილეთ დანართი #6;#7).
სამწუხაროდ 2005 წლის შემდეგ საქართველოში მიწათსარგებლობის ბალანსი აღარ შედგენილა და სწორედ
აქედან იწყება რუსთავის მოსახლეობის საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთების პრობლემები. კერძოდ,
2006-2008 წლებში მარნეულის გამგეობამ ორ კერძო პირზე ფაქობრივად გაასხვისა (სსიპ-სახელმწიფო
ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ) იაღლუჯის მთის ფერდობებზე მდებარე 87 ჰა და 88 ჰა ფართობები,
ხოლო ეკონომიკის სამინისტრომ 2011 წლამდე სახელმწიფოს საკუთრებაში დაირეგისტრირა ჯამში 1 400 ჰა-
ზე მეტი ფართობი. ამ ფართობების დიდი ნაწილი მოიცავს რუსთავის მოსახლების საკუთრებაში
გადაცემულ მიწის ნაკვეთებს, შესაბამისად საჯარო რეესტრის მიერ ფიქსირდება ზედდება და შედეგად
ათასობით ოჯახი ვერ ახერხებს თავიანთი საკუთრების დარეგისტრირებას და დანიშნულებით გამოყენებას,
რის გამოც იზღუდება მათი უფლებები და ირღვევა სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციით აღიარებული კერძო
საკუთრების ხელშეუხებლობის გარანტიები. მართალია 2013 წელს ეკონომიკის სამინისტრომ, მოსახლეობის
კოლექტიური მიმართვის შემდეგ, გააუქმა 87 ჰა ფართობის პრივატიზების ოქმი, ხოლო საჯარო რეესტრმა
ნაკვეთის საკუთრების რეგისტრაცია, მაგრამ ამ ნაკვეთის თაობაზე დავა ამჟამადაც მიმდინარეობს
სასამართლოში.
ჩვენ არ ვაფასებთ იკვეთება თუ არა მარნეულის რაიონის გამგეობის ქმედებებში დანაშაული, რაც
სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა, ჩვენთვის მთავარია მოსახლეობის მიწის ნაკვეთები
დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მესაკუთრეებს, შეძლონ მათი საკუთრებაში დარეგისტრირება და საოჯახო
მეურნეობის მოწყობა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოსახლეობის თვითდასაქმებას, ამ ტერიტორიების
ათვისებას და ადრე არსებული დასახლებების კვლავ აღორძინებას.
ჩვენი აზრით ასეთივე საჩოთირო მდგომარეობაში იმყოფება საელმწიფო, რადგან ოფიციალური
სტრუქტურების მიერ გრძელდება კერძო საკუთრებაზე ძალადობა, რის გამოც საშველი არ დაადგა ამ
საკითხის მოგვარებას. ამ მიზნით ჩვენ 2013 წლიდან არაერთი წერილი მივწერეთ როგორც ეკონომიკის
სამინისტროს, ასევე პრემიერ-მინისტრს, რომელთა უმრავლესობა პასუხგაუცემლად ინახება სახელმწიფო
ქონების ეროვნული სააგენტოს რთული საქმეების დეპარტამენტში. მხოლოდ 2016 წელს იუსტიციის
მინისტრის დავალებით მოხდა ჩვენთან შეხვედრა საჯარო რეესტრის და ეკონომიკის სამინისტროს
წარმომადგენლებთან, რაც სამწუხაროდ მათივე მიზეზით აღარ გაგრძელებულა. ბოლო წერილი 251
ნაკვეთის მესაკუთრეთა ხელმოწერით ჩვენს მიერ გაგზავნილ იქნა 2018 წლის თებერვალში პრემიერ-
მინისტრ კვირიკაშვილის სახელზე, რომელზეც ჯერაც არ მიგვიღია პასუხი და ასევე ინახება სახელმწიფო
ქონების ეროვნულ სააგენტოში.
ზემოთმოყვანილი, დოკუმენტალურად დასაბუთებული, დეტალური ანალიზის და ფაქტობრივი
მდგომარეობიდან გამომდინარე, ვითხოვთ იაღლუჯის მთის ფერდობებზე მდებარე მიწის ნაკვეთები
დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მესაკუთრეებს, ხოლო რუსთავის მერიაზე გარდაბნის და მარნეულის
რაიონებიდან გადაცემული მიწის ფართობების ის ნაწილი, რომელიც არ შედის ქალაქის ადმინისტრაციულ
საზღვრებში, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, კვლავ დაექვემდებაროს რუსთავის
მუნიციპალიტეტს, მათ შორის ჯანდარის ტერიტორიაზე მდებარე ნაკვეთები.
დანართი : 11(თერთმეტი) ფურცელი.
პატივისცემით,

ააიპ „ჩვენ და სოფელი“-ს გამგეობის თავმჯდომარე /მ .ჩაფიჩაძე/

You might also like