You are on page 1of 15

ას-1591-1589-2011 6 იანვარი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ჩ-ა, სს «მ-ის» დირექტორი ბ. გ-ა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო


საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და


საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ჩ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: მ. მ-ისა და ბ. გ-ას
მიმართ და მოითხოვა დაყადაღებული ქონების აღწერის სიიდან მის პირად
საკუთრებაში არსებული ნივთების ყადაღის სიიდან ამორიცხვა, ვინაიდან
აღმასრულებელმა დააყადაღა არა მოვალე ბ. გ-ას, არამედ მოსარჩელის კუთვნილი
ქონება, რითაც დაირღვა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული საკუთრების
უფლება და ასევე «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის მე-17,
44-ე მუხლები.

მოპასუხე ბ. გ-ამ სარჩელი ცნო და განმარტა, რომ დაყადაღებული ნივთები


ეკუთვნოდა ლ. ჩ-ას, რომელიც მისმა მშობლებმა რამდენიმე ათეული წლის წინ
მოსარჩელეს, მზითვის სახით, გადასცეს.

მოპასუხე მ. მ-ემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა რაიმე


მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ დაყადაღებული ქონება ლ. ჩ-ას
საკუთრებას წარმოადგენდა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 აპრილის


გადაწყვეტილებით ლ. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, სამეგრელოსა და ზემო
სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2006 წლის 7 ივნისის მოვალე ბ. გ-ას ქონების
აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამოირიცხა და ყადაღისაგან გათავისუფლდა
შემდეგი დასახელების ნივთები: საძინებელი გარნიტური, მისაღები ოთახის
გარნიტური, ფერადი ტელევიზორი, მაცივარი, ელექტროღუმელი, წიგნების კარადა,
კედლის წიგნების კარადა და სამზარეულოს გარნიტური.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ, მოითხოვა


მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე
უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთაA პალატის 2010


წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ
დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21
აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სამეგრელოსა და ზემო სვანეთის
სააღსრულებო ბიუროს 2006 წლის 7 ივნისის მოვალე ბ. გ-ას ქონების აღწერისა და
დაყადაღების აქტიდან ამოირიცხა და ყადაღისაგან გათავისუფლდა შემდეგი
დასახელების ნივთები: ელექტროღუმელი, წიგნების კარადა და კედლის წიგნების
კარადა, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, მ. მ-ეს სახელმწიფო
ბაჟის სახით დაეკისრა 156.60 ლარის, ხოლო ლ. ჩ-ას - 150 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ


ძალაში საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 20 იანვრის განჩინებით მ.მ-ის საკასაციო
საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო.

2011 წლის 23 მაისს და 27 ივნისს მ. მ-ემ განცხადებებით მიმართა ქუთაისის


სააპელაციო სასამართლოს და კვლავ ამავე სასამართლოს 2010 წლის 27 აგვისტოს
გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა იმ
საფუძვლით, რომ მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟი აქვს უკანონოდ
დაკისრებული და სააპელაციო სასამართლომ უკან გაითხოვოს მის მიერ გაცემული
სააღსრულებო ფურცელი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011


წლის 18 ივლისის განჩინებით მ. მ-ის განცხადებებს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა
გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის
27 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების
თაობაზე წარმოებაში მიღებაზე ეთქვა უარი შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ მიუთითა დადგენილად მიჩნეულ გარემოებაზე, რომ


ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით, ლ.
ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო
ბიუროს 2006 წლის 7 ივნისის მოვალე ბ. გ-ას ქონების აღწერისა და დაყადაღების
აქტიდან ამორიცხულ იქნა და გათავისუფლდა ყადაღისაგან შემდეგი დასახელების
ნივთები: საძინებელი გარნიტური, (კარადა, ტრილიაჟი, 2 ცალი ტუმბო, 2 ცალი
საწოლი), მისაღები ოთახის გარნიტური (მაგიდა, 4 ცალი სკამი, გასაშლელი დივანი, 2
ცალი სავარძელი, პატარა მაგიდა, კარადა), ფერადი ტელევიზორი, მაცივარი,
ელექტრო ღუმელი, წიგნების კარადა, კედლის წიგნების კარადა, სამზარაულო
გარნიტური. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 აგვისტოს
გადაწყვეტილებით, მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ,
გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 აპრილის
გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სამეგრელოსა და ზემო სვანეთის
სააღსრულებო ბიუროს 2006 წლის 7 ივნისის მოვალე ბ. გ-ას ქონების აღწერისა და
დაყადაღების აქტიდან ამორიცხულ იქნა და გათავისუფლდა ყადაღისაგან შემდეგი
დასახელების ნივთები: ელექტროღუმელი, წიგნების კარადა და კედლის წიგნების
კარადა; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, მ. მ-ეს დაეკისრა
სახელმწიფო ბაჟის 156 ლარისა და 60 თეთრის გადახდა სააპელაციო ინსტანციის
სასამართლოში საქმის წარმოებისათვის, ლ. ჩ-ას _ სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის
ოდენობით სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისათვის,
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 20 იანვრის განჩინებით მ. მ-ის
საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად. 2011 წლის 17
თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განცხადება შეიტანა მ. მ-ემ
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილების
ბათილად ცნობაზე და განმარტა, რომ ის ბაჟისგან გათავისუფლებულია,
შესაბამისად, ქუთაისის საააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას დაეკისრა
ბაჟი გადასახდელად, ამის გამო მასთან მივიდა აღმასრულებელი და მიმდინარეობს
სააღსრულებო წარმოება. ვინაიდან ის გათავისულებულია სახელმწიფო ბაჟის
გადახდისგან, მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27
აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა», ,,გ» და ,,ვ»
ქვეპუნტებით, შესაბამისად, მოითხოვა ამ საქმის გამო დაწყებული იძულებითი
აღსრულების შეწყვეტა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 7 მარტის
განჩინებით მ. მ-ის განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ
სამოქალაქო საქმეზე ¹2/ბ-617-10წ. 2010 წლის 27 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესულ
გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
2011 წლის 7 მარტის განჩინება კერძო საჩივრით იქნა გასაჩივრებული მ. მ-ის მიერ,
რომელმაც მოითხოვა განჩინების გაუქმება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს
2011 წლის 13 ივნისის განჩინებით მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა,
უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 7
მარტის განჩინება. 2011 წლის 23 მაისს და 27 ივნისს, მ. მ-ემ განცხადებები
წარმოადგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და კვლავ ამავე სასამართლოს
2010 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
ითხოვა, იმ საფუძვლით, რომ მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟი აქვს
უკანონოდ დაკისრებული და რომ სააპელაციო სასამართლომ უკან გამოითხოვოს მის
მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი. პალატის განმარტებით, მ. მ-ის მიერ
წარმოდგენილი განცხადებების ირგვლივ სააპელაციო სასამართლოს, ასევე
აღნიშნულ გარემოებათა (27 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკისრებული
სახელმწიფო ბაჟის თაობაზე, მაშინაც იგი იმავე საფუძვლებით ითხოვდა
გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას, რასაც ახლა
უთითებს) ირგვლივ უზენაეს სასამართლოს უკვე ნამსჯელი აქვს, რის გამოც
განცხადება დაუშვებელია და მას მიღებაზე უნდა ეთქვას უარი.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდქესის 372-ე, 186-ე, მე-7,


187-ე მუხლებით და ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, ჩათვალა, რომ არ
არსებობდა მ.მ-ის განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი. სააპელაციო
სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გამოხმობის მოთხოვნასთან
მიმართებით კი პალატამ აღნიშნა შემდეგი: ასეთი მოთხოვნის წაყენება სააპელაციო
სასამართლოს მიმართ დაუშვებელია და არ არსებობს ამ ურთიერთობის
მარეგულირებელი სამართლის ნორმა, შესაბამისად მის მიმართ ვერც კანონის და
ვერც სამართლის ანალოგია იქნება გამოყენებული, რის გამოც აღნიშნული მოთხოვნა
განხილული ვერ იქნება პალატის მიერ.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ.მ-ემ. მოითხოვა


გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი განცხადების დაკმაყოფილება შემდეგი
დასაბუთებით:

გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა


სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლით და არასწორად უთხრა მხარეს
უარი მისი 2011 წლის 17 თებერვლისა და 23 მაისის განცხადებების წარმოებაში
მიღებაზე, რომლითაც მ.მ-ე მოითხოვდა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების
გაუქმებას სახელმწიფო ბაჟის _ 156 ლარისა და 60 თეთრის დაკისრების, ასევე ლ.ჩ-ას
სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებას, სააღსრულებო
ფურცლის გამოთხოვასა და მოვალეთა რეესტრიდან მისი გვარის ამოშლას.
დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება ანალოგიის წესის გამოყენებაზე,
ამასთანავე სასამართლოს განცხადებაში მითითებული მოთხოვნა _ სახელმწიფო
ბაჟის დაკისრებისაგან გათავისუფლების თაობაზე ერთდროულად უნდა განეხილა,
რადგანაც მ.მ-ე 156.60 ლართან ერთად მოითხოვდა 50 და 150 ლარის გადახდისაგან
გათავისუფლებასაც.

არასწორია სასამართლოს მითითება საქმის წარმოების განახლებისათვის


დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევაზე, რადგანაც მხარემ სასამართლოს ამ
მოთხოვნით ჯერ კიდევ მაშინ მიმართა, როდესაც არაოფიციალურად გახდა მისთვის
ცნობილი სააღსრულებო წარმოების დაწყების თაობაზე, ამდენად, სასამართლოს
ზემოაღნიშნული მითითება უსაფუძვლოა. 2010 წლის 27 დეკემბრიდან ერთი თვის
ვადაში სასამართლოსათვის მიმართვა შეუძლებელი იყო, რადგანაც საკასაციო
პალატის 2011 წლის 20 იანვრის განჩინება მხარეს ჩაბარდა 7 თებერვალს, მან კი
სასამართლოს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მიმართა 2011 წლის 17
თებერვალს, რადგანაც უკანონობას წარმოადგენდა მ.მ-ისათვის სახელმწიფო ბაჟის
დაკისრების ფაქტი, რასაც ადასტურებს საკასაციო პალატის განჩინება მხარის
სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე მისი სოციალურ-
ეკონომიკური მაჩვენებლის გათვალისწინებით. ამასთან, საკასაციო პალატის
განჩინებით დადასტურებული, რომ მ.მ-ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან
გათავისუფლებულია, რასაც სააპელაციო სასამართლო სადავო გადაწყვეტილებით არ
იზიარებს, აღნიშნული გარემოება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში
გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ამ ნაწილში გაცემული სააღსრულებო
ფურცლის გამოთხოვის საფუძველია.

მ.მ-ის განმარტებით, არასწორია ასევე ლ.ჩ-ას სარჩელის დაკმაყოფილება,


რადგანაც სასამართლომ მიკერძოებით არასწორად ჩათვალა ქონება ბ.გ-ას მეუღლე
ლ.ჩ-ას საკუთრებად და არასწორად გაათავისუფლა ქონება ყადაღისაგან. სააპელაციო
პალატის განჩინება, რომლითაც საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს
დაუბრუნდა ორიენტირებული იყო ლ.ჩ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ხოლო
მოგვიანებით კვლავ მიკერძოებით იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლის
გაუქმებასაც კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვდა. სააპელაციო პალატამ არ
გაიზიარა მ.მ-ის მითითებანი, რომლითაც მან დაადასტურა, რომ ქონება ლ.ჩ-ას
მზითვს არ წარმოადგენდა. არასწორია ასევე საკასაციო სასამართლოს განჩინება,
სადაც აღნიშნულია, რომ ლ.ჩ-ამ სარჩელი აღძრა მ.მ-ისა და ბ.გ-ას მიმართ, რადგანაც
სარჩელში მოპასუხეებად მითითებული არიან მ.მ-ე და სამეგრელო-ზემო სვანეთის
სააღსრულებო ბიურო. საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის
სასამართლოსათვის დაბრუნებისას კი საქმიდან ჯერ აღმასრულებელი ამოირიცხა
არასწორად, ხოლო შემდგომ მოწმეთა ცრუ ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნა
გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩვრის საფუძვლები, შეამოწმა


გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ მ. მ-ის კერძო
საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ივლისის განჩინება უნდა დარჩეს
უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების


განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ
სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე
მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს
საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად
სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს
შესაბამის დასაბუთებას.

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადასტურებულად


მიიჩნევს შემდეგ გარემოებებს: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო
საქმეთაA პალატის 2010 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. მ-ის სააპელაციო
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული
სასამართლოს 2010 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც
სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2006 წლის 7 ივნისის
მოვალე ბ. გ-ას ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამოირიცხა და
ყადაღისაგან გათავისუფლდა შემდეგი დასახელების ნივთები: ელექტროღუმელი,
წიგნების კარადა და კედლის წიგნების კარადა, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება
დარჩა უცვლელად, მ. მ-ეს სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისრა 156.60 ლარის, ხოლო
ლ. ჩ-ას - 150 ლარის გადახდა.

სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით


გაასაჩივრა მ.მ-ემ.

საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის პრეტენზიების შესწავლით


დასტურდება შემდეგი: კასატორი მ. მ-ე 2010 წლის 19 ოქტომბრის საკასაციო
საჩივრით მოითხოვდა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ
ფარგლებში, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის
სასამართლოს გადაწყვეტილება ლ.ჩ-ას სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე და მ.მ-
ისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში. ამ მოთხოვნას კასატორი
ამყარებდა შემდეგ საფუძვლებს: გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო
სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ აპელანტმა ვერ დაადასტურა
დაყადაღებული ნივთების ნაწილის ლ. ჩ-ას საკუთრება. სასამართლომ არასწორად
გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება _ მტკიცებულებების
შინაგანი რწმენით შეფასების უფლება. საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება არ
ეფუძნება სასამართლო სხდომაზე განხილული მტკიცებულებების ყოველმხრივ,
სრულ და ობიექტური განხილვის შედეგად გამოტანილ დასკვნას. სასამართლომ
არაობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და გადაწყვეტილება
მიიღო მხოლოდ გაყალბებული სხდომის ოქმზე დაყრდნობით. სახელმწიფო ბაჟის
დაკისრებისაგან გათავისუფლების თაობაზე კასატორი მოთხოვნას ასაბუთებდა მისი
ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლით (იხ.
საკასაციო საჩივარი).

სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საკასაციო სასამართლოს 2011


წლის 20 იანვრის განჩინებით მ.მ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა
მიჩნეული.

საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის


მოსაზრებას გასაჩივრებული განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე
მუხლის მითითებასთან დაკავშირებით და განმარტავს შემდეგს:
კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები
უტყუარია და მათი ხელმეორედ სადავოდ გახდის უფლება მხარეს
კანონმდებლობით არ აქვს მინიჭებული. გადაწყვეტილება წარმოადგენს ქვეყნის
სახელით გამოტანილ აღსრულებაუნარიან აქტს, რომელსაც გამოსცემს სასამართლო
ხელისუფლება და ეს აქტი ორიენტირებულია მხარის სადავო უფლების დაცვაზე. ის
გარემოება, რომ მხარე არ ეთანხმება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ამა
თუ იმ ნაწილსა თუ მთლიანად გადაწყვეტილებას, მისი გაუქმების საფუძველი არაა
თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლისა. ერთადერთი შემთხვევა,
როდესაც მხარეს შეუძლია, სადავოდ გახადოს გადაწყვეტილებით დადგენილი
სამართლებრივი შედეგი, რეგლამენტირებულია ამავე კოდექსის LII თავით, რომელიც
წარმოადგენს სამართალწარმოების საგამონაკლისო წესს და დასაშვებია კანონით
პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,


კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის
წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს
გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ
გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების
წანამძღვრები. ამასთან, კანონმდებლობა 422-ე და 423-ე მუხლებით ამომწურავად
აყალიბებს თუ რა შეიძლება იქნას მიჩნეული ახლად აღმოჩენილ გარემოებად თუ
გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად. მნიშვნელოვანია მითითება ასევე
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიულ
დანაწესზე, რომ აღნიშნული საფუძვლებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ
შეიძლება, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას,
შესაბამისად პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის
სასამართლოში.

როგორც უკვე აღინიშნა, მხარე იმ პრეტენზიებს, რის საფუძველზეც


მოითხოვდა საქმის წარმოების განახლებას, აყალიბებდა საკასაციო საჩივარშიც, იმავე
სახითა და იმავე ფარგლებით, რაც მოგვიანებით არაერთხელ წარდგენილ
განცხადებაში აქვს მოყვანილი, რაც თავისთავად გამორიცხავს მათ საქმის წარმოების
განახლების საფუძვლად მიჩნევის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ უზენაესი სასამართლოს


2011 წლის 13 ივნისის განჩინებაზე, სადაც საქმის მასალების კვლევაზე დაყრდნობით
დადასტურებულია ის გარემოება, რომ მხარე საქმის წარმოების განახლებას
თავდაპირველად სწორედ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში მოითხოვდა და
არა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილშიც, ამასთან, საწინააღმდეგო შემთხვევაშიც
კი, თუნდაც ფორმალური თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია მხარის პრეტენზია,
რომ სააპელაციო სასამართლოს მ.მ-ის განცხადების დასაშვებობის სხვა პირობების
არსებობის შემთხვევაშიც კი უნდა განეახლებინა საქმის წარმოება ლ.ჩ-ას სარჩელის
დაკმაყოფილების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების
ნაწილობრივ უცვლელად დატოვების ნაწილში, რადგანაც საქმის წარმოების
განახლების თაობაზე განცხადება ექვემდებარება განსჯად სასამართლოში
წარდგენას, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლით დადგენილია
საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების განსჯადობის საკითხი და
დაწესებულია, რომ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად
აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა
იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას
განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც
არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად
დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში
განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად
აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის
მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება. თუ განცხადება გადაწყვეტილების
ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების
განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლო
ინსტანციის გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილ უნდა იქნეს მათ
შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.

განსახილველ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის


27 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ შეიცვალა რა რაიონული
სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილება მიიღო
სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმის ნაწილში, რაიონული
სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში
გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოა,
რადგანაც სააპელაციო პალატას ამ ნაწილში ახალი ურთიერთობა არ დაუდგენია, არ
გადაუწყვვეტია დავა, რაც გამორიცხავდა ლ.ჩ-ას სარჩელის დაკმაყოფილების
ნაწილში მ.მ-ის განცხადების დაშვების შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე


მუხლის დებულებაზე, რომლის თანახმადაც სასამართლომ თავისი ინიაციტივით
უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ
არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი
განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს
კერძო საჩივრით. მითითებული ნორმისა და ზემოაღნიშნული მსჯელობის
გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით
სააპელაციო პალატას უნდა ეხელმძღვანელა არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის
186-ე, არამედ სწორად 429-ე მუხლით და ნაცვლად განცხადების წარმოებაში
მიღებაზე უარის თქმისა, დაუშვებლად უნდა ეცნო მ.მ-ის განცხადებები, თუმცა,
მიუხედავად მითითებულისა, აღნიშნულით საქმეზე უსწორო სამართლებრივი
შედეგი არ დამდგარა.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას 2011 წლის 27 ივნისის


განცხადების ნაწილობრივ განხილვის თაობაზე, საკასაციო პალატა საქმის მასალების
შესწავლის საფუძველზე თვლის, რომ კერძო საჩივარი ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა,
რადგანაც საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული განცხადებითვე დასტურდება,
რომ სახელმწიფო ბაჟი: 50; 150; 156.60 ლარი მხარეს დაკისრებული ჰქონდა
სხვადასხვა საქმეზე, კერძოდ, მ.მ-ე 2011 წლის 27 ივნისის განცხადებაში თავადვე
ადასტურებს, რომ სახელმწიფო ბაჟი, რომელიც მას არასწორად დაეკისრა, შეეხება
საქმეებს: ¹2/ბ-529 და ¹2/ბ-617-2010. მითითებულის გათვალისწინებით, საკასაციო
პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლო არ არის უფლებამოსილი ერთი
განცხადების არსებობის პირობებში, რომელიც სხვადასხვა საქმიდან გამომდინარე
მოთხოვნებს შეეხება ერთდროულად განიხილოს და ერთი ნომრით
რეგისტრირებული საქმის ფარგლებში იმსჯელოს ერთდროულად, რადგანაც
სამართალწარმოების ზოგადი წესიდან გამომდინარე, სასამართლო
გადაწყვეტილებას ამყარებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. აღნიშნული კი
გამორიცხავდა მოცემულ საქმზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის
შესაძლებლობას იმგვარად, რომ მხარის მიერ უსაფუძვლოდ მიჩნეული
გადაწყვეტილება საქმის მასალებში არ ყოფილიყო განთავსებული.

საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად თვლის კერძო საჩივრის ავტორის


მოსაზრებას, უზენაესი სასამართლოს მიერ განჩინებაში საქმის ფაქტობრივი
გარემოებების არასწორად მითითების თაობაზე, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის 249-ე მუხლისა და 285-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ზემდგომი
სასამართლო განჩინებისა თუ გადაწყვეტილების შესავალ და აღწერილობით
ნაწილებს ამყარებს საქმეში არსებულ მასალებსა თუ სასამართლოს მიერ უკვე
მიღებულ შემაჯამებელ აქტებს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შედავებული
არ ყოფილა მოპასუხეთა წრე, რომელთა მიმართაც მიღებულია გადაწყვეტილება,
საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს ამ ნაწილში მ.მ-ის კერძო საჩივრის
არგუმენტის დასაბუთებულად მიჩნევის წინაპირობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო


მიიჩნევს, რომ მ.მ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი
დაკმაყოფილების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე,


420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. დარჩეს უცვლელად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა


პალატის 2011 წლის 18 ივლისის განჩინება.

3. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან


გათავისუფლებულია
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

=============================================================

ას-1776-1754-2011 9 იანვარი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ბ. ქ-ა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო


საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 13 ივლისს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს განცხადებით
მიმართა ბ. ქ-ას წარმომადგენელმა მ. მ-ემ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 ივლისის განჩინებით


განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს, სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, დაევალა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად
შედგენილი განცხადების წარმოდგენა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011
წლის 1 აგვისტოს განჩინებით ბ. ქ-ას წარმომადგენელ მ. მ-ის განცხადება საქმის
წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად განმცხადებლის მიერ 2011
წლის 18 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ბ. ქ-ას წარმომადგენელმა


მ. მ-ემ, რომელმაც მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 1
აგვისტოს განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 6 სექტემბრის განჩინებით ბ.


ქ-ას წარმომადგენელ მ. მ-ეს კერძო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ბ. ქ-
ას ხელმოწერილი კერძო საჩივრის წარმოდგენა, ან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის
440-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, დაედასტურებინა წარმომადგენლის
უფლებამოსილება საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარმოებაზე, ასევე
სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის
წარდგენა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011


წლის 21 სექტემბრის განჩინებით ბ. ქ-ას წარმომადგენელ მ. მ-ის კერძო საჩვარი
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 1 აგვისტოს განჩინებაზე დარჩა
განუხილველად მხარის მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედებების
არასრულყოფილად განხორციელების გამო.

2011 წლის 6 ოქტომბერს ბ. ქ-ამ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო


სასამართლოს, მოითხოვა ამავე სასამართლოს მიერ კერძო საჩივარზე დადგენილი
ხარვეზის გამოსწორებულად მიჩნევა და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება, ასევე
წარადგინა მ.მ-ის განცხადება, სადაც პრაქტიკულად იმავე მოთხოვნაზეა
მითითებული.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011


წლის 11 ოქტომბრის განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 414-ე და
419-ე მუხლების შესაბამისად, ბ.ქ-ასა და მ.მ-ის განცხადებები კერძო საჩივრის
დასაშვებად ცნობის შესახებ განუხილველად იქნა დატოვებული.

2011 წლის 4 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაეცა ბ. ქ-ასა


და მ. მ-ის განცხადება, რომლითაც მხარეებმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე
მუხლს «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვეს დამატებითი გადაწყვეტილების
გამოტანა მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011
წლის 25 ნოემბრის განჩინებით ბ. ქ-ასა და მისი წარმომადგენლის _ მ.მ-ის განცხადება
დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა შემდეგი
დასაბუთებით:

პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველ


ნაწილზე და ჩათვალა, რომ განცხადებაში მითითებული გარემოებები არ შეიძლება
დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გამხდარიყო, ვინაიდან
განცხადება არ შეიცავს მითითებული ნორმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ბ. ქ-ამ და მისმა


წარმომადგენელმა მ.მ-ემ, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მათი
2011 წლის 13 ივლისის განცხადების დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

მოსამართლე ი.აბშილავამ უკანონოდ განიხილა ბ.ქ-ას განცხადება,


მოსამართლე დაინტერესებული იყო საქმის შედეგით, რასაც მოწმობს მისი 2011 წლის
22 აგვისტოს განჩინება, რომლითაც სასამართლო მხარეს მიუთითებს უფლების
ბოროტად გომოყენებაზე და უკრძალავს სასამართლოსათვის მიმართვას სამოქალაქო
საქმეზე _ ვ.ც-ას სარჩელის გამო, ბ.ქ-ას მიმართ გამოსახლების თაობაზე. მოცემულ
საქმეზე გაურკვეველია ბქ-ას «საგიჟეთში» მოთავსება, როდესაც ბ.ქ-ა «გიჟი» არაა,
აღნიშნული განპირობებული იყო ბ.ქ-ასათვის ბინის წართმევით. კერძო საჩივრის
ავტორებმა ასევე მოითხოვეს სახაზინო ადვოკატის დანიშვნა და სახელმწიფო ბაჟის
გადახდისაგან გათავისუფლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012


წლის 6 იანვრის განჩინებით ბ.ქ-ას წარმომადგენელ მ.მ-ის კერძო საჩივარი მიღებულ
იქნა განსახილველად, ამავე განჩინებით არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა
სახაზინო ადვოკატის საქმეში ჩართვის თაობაზე უსაფუძვლობის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩვირის საფუძვლები, შეამოწმა


გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ მ. მ-ეს უარი
უნდა ეთქვას ბ. ქ-ას წარმომადგენლად დაშვებაზე, ხოლო ბ.ქ-ას კერძო საჩივარი არ
უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების


განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ
სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე
მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს,
თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო
სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა გ)
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა,
რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საკასაციო პალატა გასაჩივრებული განჩინებისა და კერძო საჩივრის


მოთხოვნის ანალიზის შედეგად ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებაზე:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25
ნოემბრის განჩინებით, რომლის თაობაზეც წარმოდგენილია მოცემული კერძო
საჩივარი, არ დაკმაყოფილდა მხარის მოთხოვნა წარმოდგენილი მტკიცებულებების
საფუძველზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. განსახილველი
კერძო საჩივრით კი მხარე სასამართლოსაგან მოითხოვს ზემოაღნიშნული განჩინების
გაუქმებას და 2011 წლის 13 ივლისის განცხადების დაკმაყოფილებას.

საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 13 ივლისის განცხადების შესწავლის


შედეგად კი დასტურდება, რომ მხარემ ზემოაღნიშნული განცხადებით მიმართა
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე


მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება
სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით
გათვალისწინებულ შემთხვევებში. დასახელებული ნორმა წარმოადგენს კანონის
სპეციალურ დანაწესს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LI თავით
გათვალისწინებული წარმოების მიმართ და ადგენს, რომ კერძო საჩივრის
განმხილველი ზემდგომი სასამართლოს მსჯელობის საგანი შეიძლება მხოლოდ და
მხოლოდ გახდეს ის საკითხი, რომლის მიმართაც კანონმდებლობა პირდაპირ
ითვალისწინებს კერძო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას.

იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის


სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ნოემბრის
განჩინების გაუქმებასთან ერთად მოთხოვნილია იმ განცხადების განხილვა, რაც
საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს არ წარმოადგენს, სასამართლო თვლის, რომ
მითითებული კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უმთავრესი
საფუძველია, შესაბამისად, პალატა ვერ შეაფასებს კერძო საჩივრის იმ არგუმენტებს,
რომლებშიც გადმოცემულია მხარის მოსაზრება პირველი ინსტანციის
სასამართლოში საქმის განხილვისას დაშვებული დარღვევების თაობაზე.

რაც შეეხება განსახილველ კერძო საჩივარს სააპელაციო პალატის 2011 წლის 25


ნოემბრის განჩინების ფარგლებში, პალატა სავსებით ეთანხმება გასაჩივრებული
განჩინების დასკვნას, რომ არ არსებობდა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის
აუცილებლობა, რადგანაც საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 4 ნოემბრის
განცხადებით კონკრეტულად არც მოთხოვნაა ჩამოყალიბებული და არც ის
მტკიცებულებებია ნათლად განსაზღვრული, რომელიც სასამართლომ არ
გამოიკვლია და რომელთა მიმართაც უნდა ყოფილიყო დამატებითი
გადაწყვეტილება გამოტანილი, შესაბამისად, სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც ამომწურავადაა
განსაზღვრული საკითხთა წრე, რის თაობაზეც შესაძლებელია დამატებითი
გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს
შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი
გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა
წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ
გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ
მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება,
რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია
სასამართლო ხარჯების საკითხი. დასახელებული ნორმის დებულებებისა და საქმეში
დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ განცხადების ანალიზის
საფუძველზე, პალატა თვლის, რომ ქვემდგომმა სასამართლომ მხარეს სწორად
უთხრა განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი რადგანაც განცხადება შემოიფარგლება
მხოლოდ სასამართლოს კრიტიკით, და მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის
261-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტზე მითითება მოთხოვნის
დასაბუთებაზე არ მიანიშნებს.

რაც შეეხება მოცემულ საქმეზე ბ. ქ-ას წარმომადგენლად მ.მ-ის მითითებას,


საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე
მუხლის თანახმად მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში
პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის
პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული
პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე
აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება
წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად
მიიღონ მონაწილეობა საქმეში. ამავე კოდექსის 440-ე მუხლით დადგენილია, რომ
პირებს, რომლებსაც არ გაუვლიათ ადვოკატთა ტესტირება და არ არიან
გაწევრიანებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალებათ
წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო
ინსტანციების სასამართლოებში. მითითებული ნორმების შინაარსიდან
გამომდინარე, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში მხარის
ინტერესების დაცვის უფლებას კანონმდებელი ანიჭებს მხოლოდ იმ პირებს, ვინც
გაწევრიანებული არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, რაც უნდა
დადასტურდეს საადვოკატო საქმიანობის მოწმობის ასლის წარმოდგენით. მოცემულ
შემთხვევაში, მ.მ-ე თავადვე ადასტურებს რა რომ არ არის ადვოკატი, აღნიშნული მის
წარმომადგენლად დაშვებაზე უარის თქმის საფუძველია, ამასთანავე
მნიშვნელოვანია შეფასდეს ისიც, რომ საქმის წარმოების განმავლობაში მ.მ-ემ ვერ
უზრუნველყო მისი, როგორც მხარის ინტერესის დადასტურება მოცემულ დავაზე,
არამედ შემოიფარგლა მხოლოდ ზემოაღნიშნულის მითითებითა და
შუამდგომლობით დავაში მესამე პირად ჩაბმის თაობაზე.

პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ სოციალურად


დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ამონაწერს, სადაც ბ.ქ-ას ოჯახის
სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლის განმსაზღვრელ სარეიტინგო ქულად
მითითებულია 56330. «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5
მუხლის პირველი პუნქტის «მ1» ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის
გადახდისაგან თავისუფლდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა
ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური
მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ
ზღვრულ ქულაზე, აღნიშნული ნორმისა და მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი
მტკიცებულების ანალიზის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ ბ.ქ-ა მოცემულ
კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, ხოლო
მისი კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების
საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე,


420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. მ-ეს უარი ეთქვას ბ. ქ-ას წარმომადგენლად დაშვებაზე.

2. ბ. ქ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

3. დარჩეს უცვლელად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა


პალატის 2011 წლის 25 ნოემბრის განჩინება.

4. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან


გათავისუფლებულია.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

============================================================

You might also like