You are on page 1of 4

ნინო ოტიაშვილი 28.

1.მოდავე მხარეების ვინაობა - მოსარჩელე - მოსარჩელე გახლავდათ


ლ.კ .

მოპასუხე - მოპასუხე , რომელიც წარმოადგენდა მოწინააღმდეგე მხარეს


გახლავთ სს „ს.რ.“
2. საქმეში ჩაბმული მესამე პირი --- დამოუკიდებელი სასარჩელო
მოთხოვნით და მოთხოვნის გარეშე - არ
3.მოსარჩელის მოთხოვნა -- მოსარჩელის მოთხოვნა გახლდათ
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი
გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
4. მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები ---როგორც ფაქტობრივი, ისე
სამართლებრივი - მოსარჩელე ითხოვდა კომპანიის დირექტორის 2019
წლის 26 ოქტომბრის დასაქმებული ლ.კ ის სამსახურიდან
გათავისუფლების შესახებ ბრძანების, ბათილად ცნობას , ლ.კ -ის ,
კომპანიის მცხობელის პოზიციაზე აღდგენას 2018 წლის 31 დეკემბრის
ხელშეკრულების პირობებით და ასევე    კომპანიისთვის, იძულებითი
განაცდურის სახით 2019 წლის 26 ოქტომბრიდან სასამართლოს
გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე, ყოველთვიური კუთვნილი
ხელფასის - 750 ლარის დაკისრებას.
5.მოპასუხის შესაგებლის მოტივები- მოპასუხემ წარდგენილი
შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
6. შეგებებული სარჩელი თუ არის წარდგენილი და ვის მიერ ვის მიმართ;
ასევე შეგებებული სარჩელის მოთხოვნა და მისი საფუძვლები; არ არის
წარდგენილი.

7.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგი


-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა
კოლეგიის 2020 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი
დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სადავო
ბრძანება, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების
შესახებ, მოპასუხე კომპანიას, მოსარჩელის სასარგებლოდ
დაეკისრა კომპენსაციის - 6 000 ლარის გადახდა. სასარჩელო
მოთხოვნა, იმავე თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი
განაცდურის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

8.მიუთითეთ ვინ არის აპელანტი- თბილისის საქალაქო


სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 9 ივლისის
გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მოპასუხე - სს „ს.რ“

9.მიუთითეთ ვინ შეიტანა შეგებებული სააპელაციო საჩივარი ( ასეთის


არსებობის შემთხვევაში)- ფაქტობრივი გარემოებებიდან არ იკვეთება
მსგავსი ფაქტი.

10. სააპელაციო სასამართლოს შედეგი- თბილისის სააპელაციო


სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივნისის
გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით
სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ან განჩინების
მოტივაცია- სააპელაციო სასამართლომ, საქმეზე დადგენილი
ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დაადგინა, რომ
მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა შრომითი ხელშეკრულებისა და
თანამდებობრივი ინსტრუქციის უხეშ დარღვევას, კერძოდ
დასაქმებულის სამუშაო ადგილზე არაფხიზელ მდგომარეობაში
გამოცხადებასა და სამუშაო ადგილის უშუალო ხელმძღვანელის
ნებართვის გარეშე ე.წ. „სპეც-ფორმით“/უნი-ფორმით დატოვებას.

12. მიუთითეთ ვინ არის კასატორი და ასეთი საჩივრების მოტივები-


თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის
2021 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო
წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოტივი გახლდათ გასაჩივრებული
გადაწყვეტილების გაუქმება, სადავო ბრძანების ბათილად ცნობა და
კომპანიისთვის კომპენსაციის დაკისრება. კასატორი - ლ.კ .
13. მიუთითეთ ვინ შეიტანა შეგებებული საკასაციო საჩივარი ( ასეთის
არსებობის შემთხვევაში) და მისი მოტივები- მსგავსი ფაქტობრივი
გარემოება არ იკვეთება .

14. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ან განჩინების შედეგი-1.


ლ.კ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. გაუქმდეს
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის
2021 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი
გადაწყვეტილება: 2.1. ლ.კ–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2.1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სს „ს.რ–ის“ დირექტორის 2019 წლის 26
ოქტომბრის ბრძანება ლ.კ–ის თანამდებობიდან გათავისუფლების
შესახებ; 2.1.2. სს „ს.რ–ს“ ლ.კ–ის სასარგებლოდ დაეკისროს
კომპენსაციის სახით 6 000 ლარის (ხელზე ასაღები) ანაზღაურება; 3. სს
„ს.რ–ს“ ლ.კ–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ
გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 400 ლარი; 4. სს „ს.რ–ს“სახელმწიფო
ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი - 480 ლარის
გადახდა; 5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

15. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ან განჩინების


მოტივაცია-საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამო
ქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით,  53-ე, 408-ე, 410-ე, 411-
ე მუხლებით.
16. ბოლოს მიუთითეთ თქვენი დასაბუთებული მოსაზრება
სასამართლოს მსჯელობებთან და გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით-
ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე და საქმეში არსებული
მტკიცებულებების საფუძველზე : სადავო ბრძანების მიხედვით
დასაქმებულის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია სშკ-
ის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი. ლ.კ ის სჩივარი დაკმაყოფილდა
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ და
გაუქმებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს საქმეთა პალატის 2021 წლის
14 ივნისის გადაწყვეტილება. ასევე ბათილად იქნა ცნობილი , სს „ს.რ–ის“
დირექტორის 2019 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება ლ.კ–ის
თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამავდროულად . სს „ს.რ–
ს“ ლ.კ–ის სასარგებლოდ ეკისრება კომპენსაციის სახით 6 000ლარი.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე, 408-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით.

You might also like