You are on page 1of 6

№ას-13-13-2014 11 მაისი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა


შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)


მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს „ს.რ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ. ჯ.“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება –
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთაპალატის 2013 წლის 21 ნოემბრის
განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით


სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უსაფუძვლოდ გაწეული ხარჯის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:
2012 წლის 14 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას
სარჩელით მიმართა შპს „ბ. ჯ.-მა“ მოპასუხე შპს „ს. რ-ს“ მიმართ და მოითხოვა:
მოპასუხე ორგანიზაციისათვის შპს „ბ. ჯ.-ის“ სასარგებლოდ 4839 ლარის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 აპრილის
გადაწყვეტილებით:
1. შპს „ბ. ჯ. -ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა;
2. სს „ს. რ-ს“ მოსარჩელე შპს „ბ. ჯ. -ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 4839 ლარის გადახდა;
3. სს „ს. რ-ას“ შპს „ბ. ჯ.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 145.17 ლარი, სარჩელზე გადახდილი
სახელმწიფო ბაჟის, ხოლო 100 ლარი – ექსპერტიზის ხარჯის ასანაზღაურებლად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა
მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ნოემბრის
განჩინებით:
1. სს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2011 წლის 12 აგვისტოს, შპს „ბ. ჯ.-ს“ (მიმწოდებელს) და შპს „ს. რ-ას” (შემსყიდველი) შორის
გაფორმდა ხელშეკრულება საქონლის ნასყიდობის შესახებ, რომლითაც შპს „ს.რ-ამ" შეიძინა 16
ერთეული მაღალი გამავლობის, ბრიგადების გადასაყვანი ავტომანქანა;
ხელშეკრულების 11.1 მუხლის შესაბამისად, მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ
მიწოდებული საქონელი მისი ექსპლოატაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში არ გამოავლენს
დეფექტებს. ამავე ხელშეკრულების 11.3 მუხლის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია
შეტყობინების მიღებისთანავე განახორციელოს წუნდებული საქონლის ან მისი ნაწილის შეკეთება ან
შეცვლა შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე;
ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-5 მუხლის 5.2 პუნქტის მიხედვით,
მიმწოდებელი იძლევა გარანტიას მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 3 წლის განმავლობაში ან
100000 კმ გარბენზე (მათ შორის, რომელიც პირველი დადგება) ავტომანქანის ძირითად აგრეგატებზე
(ძრავა, სიჩქარეთა გადაცემი კოლოფი, წამყვანი ღერძის რედუქტორი და ელექტრომოწყობილობები);
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების
შესაბამისად, მიმწოდებელი იძლეოდა გარანტიას, რომ მიწოდებული საქონელი მისი
ექსპლოატაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში არ გამოავლენდა დეფექტებს. გარანტიის
მოქმედების პერიოდად განისაზღვრა მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 3 წელი ან 100000 კმ
გარბენი. გარანტია გაიცა ავტომანქანის ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, სიჩქარეთა გადამცემი
კოლოფი, წამყვანი ღერძის რედუქტორი და ელექტრომოწყობილობები);
ავტომანქანების გადაცემის თაობაზე მხარეებს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტები;
2012 წლის 25 იანვარს, შპს „ბ. ჯ.-ს“ და შპს „ს. რ-ას” შორის გაფორმდა ხელშეკრულება
მომსახურების შესყიდვის შესახებ, რომლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია,
ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში უზრუნველყოს საგარანტიო
პირობების მქონე 16 ცალი მუშა ბრიგადების გადასაყვანად, სპეციალური დანიშნულების, მაღალი
გამავლობის ავტო-სატრანსპორტო მანქანის ტექნიკური მომსახურება და აღნიშნული
მომსახურებისათვის საჭირო საცხებ-საპოხი მასალებისა და სათანადარიგო ნაწილების მიწოდება;
მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 4.3 მუხლის მიხედვით, მიმწოდებელი
წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გაწეულ მომსახურებაზე იძლევა გარანტიას, რომ
მის მიერ შემსყიდველის სასარგებლოდ გაწეული მომსახურება ექსპლოატაციის ნორმების დაცვის
შემთხვევაში, არ გამოავლენს დეფექტებს. ამასთან, მიმწოდებლის ბრალეულობის შემთხვევაში,
წუნდებული საქონლის ან მომსახურების შეცვლა განხორციელდება შემსყიდველის დამატებითი
დანახარჯების გარეშე, მხარეთა შორის შეთანხმებულ ვადებში;
სადავო არ იყო და საქმის მასალებითაც დგინდებოდა, რომ ექსპლოატაციის პროცესში,
სამტრედიაში ერთ ავტომანქანაზე (გაზ-..., სახელმწიფო №.....) მწყობრიდან გამოვიდა
გამანაწილებელი კოლოფი, რომელიც შპს „ბ. ჯ.-მა” შეცვალა 2012 წლის 8 მარტს. გამანაწილებელი
კოლოფის შეცვლაზე მოსარჩელემ გაიღო 4839 ლარის ოდენობით ხარჯი.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი
გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ ავტომანქანის გამანაწილებელი კოლოფის დაზიანების
მიზეზს წარმოადგენდა მისი არასწორი ექსპლოატაცია. აღნიშნული საკითხის შეფასებისას
სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე
მუხლები და განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც
მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო
მოვალეობებს, მათი შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ
შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს
თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის
დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა
იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები,
რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც
ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების
წარდგენით უნდა განახორციელოს.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოების – არასწორი
ექსპლოატაციის მიზეზით გამანაწილებელი კოლოფის დაზიანების – დასადასტურებლად,
მოსარჩელემ წარადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნული ბიუროს 2012 წლის 26 მარტის დასკვნა, რომლის თანახმად, ავტომობილის
გამანაწილებელი კოლოფის დაზიანება განპირობებული იყო მისი არასწორი ექსპლოატაციით.
დასახელებული დასკვნის მიხედვით, გამანაწილებელ კოლოფზე გატეხილი იყო კორპუსი,
დაზიანებული იყო გადამრთველი ბერკეტის ჩანგალი, გადამრთველ ქუროზე აღინიშნებოდა
ლითონის თერმული გადახურებისათვის დამახასიათებელი კვლები, დაზიანებული იყო წამყვანი
და ამყოლი კბილანები. ამავე დასკვნის შესაბამისად, გადამრთველ ქუროზე განვითარებული
დაზიანება განვითარდებოდა, თუ მოხდებოდა გამანაწილებელი კოლოფის არასრული ჩართვა, რაც
შეიძლებოდა გამოეწვია გამანაწილებელი კოლოფის იძულებით ჩართვას ავტომობილის მოძრაობაში
ყოფნის დროს. კოლოფის იძულებით ჩართვას შესაძლებელი იყო ასევე გამოეწვია გადამრთველი
ბერკეტის ჩანგლის დაზიანება. კონკრეტულ შემთხვევაში, დაზიანებული ჩანგლის ნაწილმა
დააზიანა წამყვანი და ამყოლი კბილანები და გამოიწვია გამანაწილებელი კოლოფის კორპუსის
გატეხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტმა დაასკვნა, თუ ავტომობილის ექსპლოატაცია
მოხდებოდა ექსპლოატაციის პირობების სრული დაცვით, ანუ გამანაწილებელი კოლოფის ჩართვა
მოხდებოდა ავტომობილის სრულად გაჩერებულ მდგომარეობაში და მოხდებოდა გადამრთველი
ქუროს სრული ჩართვა, გამანაწილებელი კოლოფის დაზიანება გამორიცხული იქნებოდა. ამდენად,
გამანაწილებელი კოლოფის დაზიანების მიზეზად, ზემოხსენებული კვლევის შედეგად ექსპერტმა
დაადგინა, ავტომანქანის არასწორი ექსპლოატაცია.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012
წლის 2 ოქტომბრისა და 2013 წლის 8 იანვრის დასკვნების შემთხვევაში, ექსპერტმა გამანაწილებელი
კოლოფის დაზიანების სხვა მიზეზის, კერძოდ, ქარხნული დეფექტის არსებობა ვერ დაადგინა იმის
გამო, რომ საჭირო იყო უკანა ხიდის გადამრთველი ჩანგლის დეტალური მეტალოგრაფიული
გამოკვლევა. წარდგენილი 2012 წლის 22 ოქტომბრის №... წერილიდან გამომდინარე, აღნიშნული
გამოკვლევის ჩატარება მოპასუხე სს „ს. რ-ამ” ვერ უზრუნველყო.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი
ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებით,
კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნით, დასტურდებოდა ავტომანქანის გამანაწილებელი კოლოფის
დაზიანების მიზეზი – არასწორი ექსპლოატაცია.
სააპელაციო სასამართლომ, საქმის განხილვისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 385-
ე მუხლით, რომლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი,
შეიძლებაუსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვნილი. ამავე
კოდექსის 991-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა
სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას
მიღებული. ამდენად, კანონი ადგენს კონდიქციური ვალდებულების არსებობას ყველა იმ
შემთხვევაში, როცა ერთი პირი მდიდრდება მეორის ხარჯზე.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად
მიიჩნია, რომ შპს „ბ. ჯ.-სა” და სს „. რ-ას” შორის შეთანხმებული 2011 წლის 12 აგვისტოს
ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს არ ეკისრებოდა ავტომანქანის
დაზიანებული გამანაწილებელი კოლოფის საგარანტიო შეკეთების ვალდებულება (საქონლის
შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 11.1 და ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების
5.2. მუხლები).
სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს
ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. განსახილველ შემთხვევაში,
გამყიდველს, შპს „ბ. ჯგუფ-ს” არ დაურღვევია ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე
ვალდებულება, კერძოდ, მას არ გადაუცია გამყიდველისათვის ნაკლის მქონე ავტომანქანა.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან
გამომდინარე, გამყიდველს არ წარმოშობია ნაკლის გამოსწორების ვალდებულება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე,
რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს
რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,
ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ
შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების
(დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს „ბ. ჯ.-მა” სს „ს. რ-ის” სასარგებლოდ
სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გაიღო ხარჯი 4839 ლარის ოდენობით, მისი კუთვნილი
ავტომანქანის შეკეთებაზე. ამის გამო, სს „ს.რ-ას” წარმოეშვა შპს „ბ. ჯ.-ისათვის” 4839 ლარის
დაბრუნების ვალდებულება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სს „ს. რ-ამ“.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
მოცემულ საქმეზე, მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მოსარჩელემ სარჩელში
დაასახელა სამოქალაქო კოდექსის 969-ე მუხლი. ამ მუხლის მიხედვით, პირი (შემსრულებელი),
რომელიც დავალების ან სხვა საფუძვლის გარეშე ასრულებს სხვა პირის (მეპატრონის) საქმეებს,
ვალდებულია შეასრულოს ისინი კეთილსინდისიერად. ამდენად, კანონმდებლობის თანახმად,
დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების საფუძველია ის, რომ შემსრულებელი პირი
(კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე) ასრულებს მეპატრონის (კონკრეტულ შემთხვევაში სს „ს. რ-
ა“) საქმეებს, ამ უკანასკნელის დავალების ან სხვა საფუძვლის გარეშე. რეალურად, მოსარჩელემ
ავტომანქანა შეაკეთა არა ნებაყოფლობით, არამედ მოპასუხის მოთხოვნით, მისი დავალებით.
სხვაგვარად, კერძოდ, მოპასუხის მითითების გარეშე, მოსარჩელე ელემენტარულად ვერ შეძლებდა
მწყობრიდან გამოსული გამანაწილებელი კოლოფის მოპასუხის კუთვნილი მანქანიდან ამოღებას და
ახლით შეცვლას. გარდა ამისა, „დავალების ან სხვა საფუძვლის გარეშე შესრულება“ გულისხმობს,
რომ შემსრულებელი სხვის საქმეებს წარმართავს, სხვის ქონებრივ სფეროში ერევა ისე, რომ საამისოდ
არც მოვალეობა აკისრია და არც უფლებამოსილება გააჩნია. მოცემულ შემთხვევაში, სს „ს. რ-ის“
კუთვნილი ავტომანქანის შეკეთების ვალდებულება მოსარჩელეს გააჩნდა მხარეებს შორის 2011 წლის
12 აგვისტოს დადებული საქონლის შესყიდვის შესახებ №...... ხელშეკრულებისა და სამოქალაქო
კოდექსის 490-ე მუხლის საფუძველზე, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა;
ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 5.2 მუხლის მიხედვით, მიმწოდებელი
(მოსარჩელე) იძლევა გარანტიას მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 3 წლის განმავლობაში ან
100000 კმ. გარბენზე (მათ შორის, რომელიც პირველი დადგება), ავტომანქანის ძირითად
აგრეგატებზე (ძრავა, სიჩქარეთა გადაცემის კოლოფი, წამყვანი ღერძის რედუქტორი და
ელექტრომოწყობილობები). ვინაიდან ნასყიდობის საგანს აღმოაჩნდა ნაკლი, სს „ს. რ-ამ“ ისარგებლა
კანონით მინიჭებული უფლებით და სამოქალაქო კოდექსის 487-ე, 488-ე, 490-ე მუხლების, აგრეთვე,
ხელშეკრულების 5.2 მუხლის საფუძველზე, მოსარჩელეს მოსთხოვა ნაკლის გამოსწორება. დავა
შეეხება გაყიდული ქონების ნაკლის გამოსწორებას, სამოქალაქო კოდექსის მოხმობილი ნორმებიდან
გამომდინარე, მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია,
რადგან გამოვლენილი ნაკლის გამყიდველის ხარჯებით გამოსწორება წარმოადგენს მოსარჩელის,
როგორც მიმწოდებლის კანონისმიერ ვალდებულებას;
კასატორი არ იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) მიერ წარდგენილ სსიპ ლევან
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 26 მარტის
დასკვნას იმის თაობაზე, რომ ავტომობილის გამანაწილებელი კოლოფის დაზიანება გამოწვეულია
მისი არასწორი ექსპლოატაციით. მოპასუხემ შესაგებელში სასამართლოს ყურადღება გაამახვილა იმ
გარემოებაზე, რომ მანქანის აღნიშნული ნაწილი არის თუჯის, ქარხნული ჩამოსხმის კვანძის
კორპუსი, იგი არ არის პლასტმასის ნაკეთობა ან სხვა ადვილად მტვრევადი მასალა. ამიტომ,
მოპასუხეს მიაჩნდა, რომ გამანაწილებელ კოლოფს გააჩნდა ფარული ქარხნული ნაკლი, რაც
ვიზუალური დათვალიერებით შეუმჩნეველი იქნებოდა და გამოვლინდა მანქანის ექპლოატაციის
დროს, თუმცა აღნიშნული სასამართლომ არ გაითვალისწინა;
გამანაწილებელი კოლოფის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზის დასადგენად, სს „ს. რ-ის“
ინიციატივით ჩატარდა დამატებითი ექსპერტიზა. ექსპერტიზის 2012 წლის 2 ოქტომბრის დასკვნის
მიხედვით, გამანაწილებელი კოლოფის დაზიანება მოხდა კოლოფში უკანა ხიდის გადამრთველი
ჩანგლის დაბოლოვების მთლიანობის დარღვევის შედეგად ლითონის ნატეხის წამყვან და ამყოლ
კბილანებს შორის მოქცევით. ექსპერტიზის ამავე დასკვნის მიხედვით, გამანაწილებელი კოლოფის
დაზიანება შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო ჩანგლის სიმეტრიის დარღვევით ან ლითონის
სტრუქტურის რღვევით, რაც სწორედ ქარხნულ დეფექტზე მიუთითებს და აღნიშნულ არ შეიძლება
გამოწვეული ყოფილიყო მძღოლის მიერ ექსპლოატაციის წესების დარღვევით, როგორც ეს
მოსარჩელის მიერ წარდგენილ დასკვნაშია მითითებული. ექსპერტიზის 2012 წლის 2 ოქტომბრის
დასკვნის თანახმად, საბოლოოდ იმის დასადგენად, გამანაწილებელი კოლოფის დაზიანება იყო თუ
არა გამოწვეული ქარხნული ნაკლით, საჭიროა უკანა ხიდის გადამრთველი ჩანგლის დეტალური
მეტალოგრაფიული გამოკვლევა, რომელსაც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო
ექსპერტიზის ბიურო არ ატარებს. მათი მითითებით, მეტალოგრაფიული გამოკვლევის
ჩასატარებლად მოპასუხემ მიმართა ფ.თავაძის სახელობის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის
ინსტიტუტს, რომელმაც 2012 წლის 22 ოქტომბრის წერილით აცნობა, რომ დაზიანებული
გამანაწილებელი კოლოფის დეტალებიდან ერთ-ერთს ამჩნევია ცვეთის ზედაპირები და ნახვრეტის
აცდენილი მდგომარეობა (ასიმეტრიულობა) ამ დეფექტების მიხედვით, ექსპერტიზის ჩატარება
მოითხოვს სპეციალურ ცოდნას მანქანების, კერძოდ, ავტომანქანების მექანიკის დარგში და
საჭიროებს ექსპერტ-ტრასოლოგს, რომელიც ინსტიტუტს არ ჰყავს. სააპელაციო სასამართლომ
მითითებული გარემოება ასევე არ გაითვალისწინა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების


შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსის 391ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემ
დეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო
საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია
სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპ
ელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ)
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელ
საც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია
სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი
გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს
იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის
დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი
ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო
დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც
საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების
საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელა
ციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი
სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი
გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა
დაერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის
საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ს. რ-ის“ საკასაციო
საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი
დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა
დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის(300 ლარი) 70% –
210 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესოკოდექსის 39


1-ე, 401-ე მუხლებით და

დაადგინა:
1. სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს – სს „ს. რ-ას“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის
მიერ გადახდილისახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადახდო დავალება №...., გადახდის თარიღი –
2014 წლის 22 იანვარი) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე

You might also like