You are on page 1of 6

1973 წლის კონვენცია მინიმალური ასაკის შესახებ (#138)*

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა კონფერენციამ,

რომელიც მოწვეულ იქნა ჟენევაში შრომის საერთაშორისო ოფისის აღმასრულებელი


ორგანოს მიერ და შეიკრიბა 1973 წლის 6 ივნისს თავის ორმოცდამეთექვსმეტე
სესიაზე,

გადაწყვიტა, მიიღოს დასაქმებაში დაშვების მინიმალური ასაკის შესახებ


წინადადებები, რომლებიც წარმოადგენს სესიის დღის წესრიგის მეოთხე პუნქტს,

გაითვალისწინა მრეწველობაში მინიმალური ასაკის შესახებ 1919 წლის კონვენციის,


ზღვაში მუშაობის მინიმალური ასაკის შესახებ 1920 წლის კონვენციის, სოფლის
მეურნეობაში მინიმალური ასაკის შესახებ 1921 წლის კონვენციის, ფლოტში
ნახშირის მტვირთავებისა და ცეცხლფარეშთათვის მინიმალური ასაკის შესახებ 1921
წლის კონვენციის, არასამრეწველო სამუშაოებზე მინიმალური ასაკის შესახებ 1932
წლის კონვენციის, ზღვაში მუშაობის მინიმალური ასაკის შესახებ (შესწორებული)
1936 წლის კონვენციის, მრეწველობაში მინიმალური ასაკის შესახებ (შესწორებული)
1937 წლის კონვენციის, არასამრეწველო სამუშაოებზე მინიმალური ასაკის შესახებ
(შესწორებული) 1937 წლის კონვენციის, მეთევზეების მინიმალური ასაკის შესახებ
1959 წლის კონვენციის და მიწისქვეშა სამუშაოებზე მინიმალური ასაკის შესახებ
1965 წლის კონვენციის პირობები,

გაითვალისწინა, რომ დადგა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთო აქტის


მიღების დრო, რომელიც ეტაპობრივად შეცვლის შეზღუდული ეკონომიკური
სექტორების მიმართ მოქმედ აქტებს, იმ მიზნით, რომ მიღწეულ იქნეს ბავშვთა
შრომის სრული გაუქმება,

დაადგინა, რომ ამ წინადადებებს მიეცეს საერთაშორისო კონვენციის ფორმა,

ათას ცხრაას სამოცდაცამეტი წლის ივნისის ოცდამეექვსე დღეს მიიღო წინამდებარე


კონვენცია, რომელიც შეიძლება მოხსენიებულ იქნეს, როგორც 1973 წლის კონვენცია
მინიმალური ასაკის შესახებ:
მუხლი #1
თითოეული წევრი, რომლისთვისაც ძალაშია წინამდებარე კონვენცია, კისრულობს
ვალდებულებას განახორციელოს ეროვნული პოლიტიკა, რომლის მიზანია ბავშვთა
შრომის ეფექტური გაუქმების უზრუნველყოფა და დასაქმებასა ან სამუშაოზე
დაშვების მინიმალური ასაკის პროგრესული ზრდა, ახალგაზრდა პირების სრული
ფიზიკური და გონებრივი განვითარების დონის შესაბამისად.

*
რატიფიცირება რეგისტრირებულია 1996 წლის 23 სექტემბერს.
მუხლი #2
1. თითოეული წევრი, რომელიც მოახდენს წინამდებარე კონვენციის
რატიფიცირებას, რატიფიცირების შესახებ დოკუმენტებზე თანდართულ
დეკლარაციაში ვალდებულია დააზუსტოს თავის ტერიტორიის ფარგლებში და
თავის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე დასაქმებასა
ან სამუშაოზე დაშვების მინიმალური ასაკი; წინამდებარე კონვენციის მე-4-მე-8
პუნქტების დებულებების გათვალისწინებით, მითითებულ ასაკზე უმცროსი პირი
არ უნდა იქნეს დაშვებული დასაქმებასა ან სამუშაოზე, ნებისმიერ საქმიანობაზე.
2. თითოეულ წევრს, რომელმაც მოახდინა წინამდებარე კონვენციის რატიფიცირება,
შეუძლია შემდგომი დეკლარაციით შეატყობინოს შრომის საერთაშორისო ოფისის
გენერალურ დირექტორს, ადრე დადგენილ ასაკთან შედარებით გაზრდილი
მინიმალური ასაკის დაწესების შესახებ.
3. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული
მინიმალური ასაკი არ შეიძლება იყოს სავალდებულო სასკოლო განათლების
დასრულების ასაკზე ნაკლები, და ნებისმიერ შემთხვევაში, იგი არ შეიძლება იყოს
თხუთმეტ წელზე ნაკლები.
4. წინამდებარე მუხლის მესამე პუნქტის დებულებების მიუხედავად, წევრს,
რომლის ეკონომიკა და განათლების სისტემა არასაკმარისადაა განვითარებული,
დამსაქმებელთა და დასაქმებულთა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან, ასეთის
არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციის შემდეგ, შეუძლია დასაწყისშივე
დაადგინოს თოთხმეტი წელი, როგორც მინიმალური ასაკი.
5. თითოეული წევრი, რომელსაც ზემოაღნიშნული დებულებების თანახმად
დაწესებული აქვს თოთხმეტი წელი, როგორც მინიმალურ ასაკი, შრომის
საერთაშორისო ორგანიზაციის კონსტიტუციის 22-ე მუხლის თანახმად წარდგენილ
წინამდებარე კონვენციის გამოყენების შესახებ თავის ანგარიშებს ვალდებულია
დაურთოს განცხადება:
ა) რომ ასეთი გადაწყვეტილების გამომწვევი მიზეზი კვლავ არსებობს, ან
ბ) რომ იგი უარს ამბობს თავის უფლებაზე გამოიყენოს მითითებული დებულებები,
დაწყებული განსაზღვრული თარიღიდან.

მუხლი #3
1. მინიმალური ასაკი არ შეიძლება იყოს 18 წელზე ნაკლები ნებისმიერი
დასაქმებისთვის ან სამუშაოსთვის, რომელმაც მისი შესრულების ხასიათის ან
გარემოებების გათვალისწინებით შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ახალგაზრდა
პირის ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას ან ზნეობას.
2. დასაქმების ან სამუშაოს ის ფორმები, რომელთა მიმართაც გამოიყენება
წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტი, განისაზღვრება ეროვნული
კანონმდებლობით ან რეგულაციებით ან ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოს
მიერ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან,
ასეთის არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციის შემდეგ.
3. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის დებულებების მიუხედავად, ეროვნულ
კანონმდებლობას ან რეგულაციებს ან ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოს,
დამსაქმებელთა და დასაქმებულთა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან, ასეთის
არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციის შემდეგ, შეუძლიათ არანაკლებ 16 წლის
ასაკის პირებს მიანიჭონ დასაქმების ან მუშაობის უფლება იმ პირობით, რომ
ახალგაზრდების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და ზნეობა სრულად იქნება
დაცული და რომ ახალგაზრდები მიიღებენ სათანადო სპეციალურ სწავლებას ან
პროფესიულ სწავლებას საქმიანობის შესაბამის დარგში.
მუხლი #4
1. რამდენადაც ეს აუცილებელია, ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოს,
დამსაქმებელთა და დასაქმებულთა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან, ასეთის
არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციის შემდეგ, შეუძლია წინამდებარე
კონვენციის გამოყენების სფეროდან გამორიცხოს დასაქმების ან სამუშაოს
შეზღუდული კატეგორიები, რომელთა მიმართაც წამოიჭრება კონვენციის
გამოყენების განსაკუთრებული და არსებითი პრობლემები.
2. თითოეული წევრი, რომელიც მოახდენს წინამდებარე კონვენციის
რატიფიცირებას, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონსტიტუციის 22-ე
მუხლის თანახმად წარდგენილი წინამდებარე კონვენციის გამოყენების შესახებ
თავის პირველ ანგარიშში ვალდებულია ჩამოთვლოს ყველა კატეგორია, რომელიც
შეიძლება გამოირიცხა წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ასეთი
გამორიცხვის მიზეზების მითითებით, ხოლო შემდგომ ანგარიშებში ვალდებულია
განაცხადოს მისი კანონმდებლობის და პრაქტიკის პოზიცია ასეთ გამორიცხულ
კატეგორიებთან დაკავშირებით და იმის შესახებ, თუ წინამდებარე კონვენციის
დებულებები რა ფარგლებში გამოიყენება ან იგეგმება რომ გამოყენებული იქნეს
ასეთ კატეგორიების მიმართ.
3. დასაქმება ან სამუშაო, რომელიც გათვალისწინებულია წინამდებარე კონვენციის
მე-3 მუხლით, წინამდებარე მუხლის ძალით არ შეიძლება გამოირიცხოს
წინამდებარე კონვენციის მოქმედების სფეროდან.
მუხლი #5
2. თითოეული წევრი, რომელიც იყენებს წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის
დებულებებს, რატიფიცირების შესახებ დოკუმენტზე თანდართულ დეკლარაციაში
ვალდებულია ჩამოთვლოს ეკონომიკური საქმიანობის ის დარგები ან იმ
საწარმოების კატეგორიები, რომელთა მიმართაც იგი გამოიყენებს კონვენციის
დებულებებს.
3. კონვენციის დებულებები გამოიყენება სულ მცირე შემდეგი სამუშაოების მიმართ:
მაღაროები და კარიერები; დამმუშავებელი მრეწველობა; მშენებლობა; ელექტრო,
გაზის და წყლის მომარაგება; სანიტარული მომსახურება; ტრანსპორტი, საწყობი და
კავშირგაბმულობა; აგრეთვე პლანტაციები და სხვა სასოფლო-სამეურნეო
საწარმოები, რომლებიც აწარმოებენ პროდუქციას ძირითადად კომერციული
მიზნებისათვის, მაგრამ ოჯახური ან წვრილი მეურნეობების გამოკლებით,
რომლებიც აწარმოებენ პროდუქციას ადგილობრივი მოხმარებისათვის და არ
იყენებენ რეგულარულად დაქირავებულ დასაქმებულებს.
4. ნებისმიერი წევრი, რომელმაც წინამდებარე მუხლის თანახმად შეზღუდა
წინამდებარე კონვენციის მოქმედების სფერო -
ა) შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონსტიტუციის 22-ე მუხლის შესაბამისად
წარდგენილ თავის მოხსენებებში ვალდებულია მიუთითოს წინამდებარე
კონვენციის მოქმედების სფეროდან გამორიცხული საქმიანობის დარგებში
დასაქმებასა ან სამუშაოებზე ახალგაზრდების და ბავშვების შრომის გამოყენების
საერთო მდგომარეობის შესახებ და წინამდებარე კონვენციის დებულებების უფრო
ფართოდ გამოყენებისკენ განხორციელებული ნებისმიერი წინსვლის შესახებ.
ბ) შეუძლია ნებისმიერ დროს ოფიციალურად გააფართოოს კონვენციის გამოყენების
სფერო, შრომის საერთაშორისო ოფისის გენერალური დირექტორის სახელზე
გაგზავნილი დეკლარაციის საფუძველზე.

მუხლი #6
წინამდებარე კონვენცია არ მოქმედებს სამუშაოს მიმართ, რომელიც სრულდება
ბავშვების და ახალგაზრდების მიერ ზოგადი, პროფესიული ან ტექნიკური
განათლების სკოლებში ან სხვა სასწავლო ინსტიტუციებში ან სამუშაოს მიმართ,
რომელიც სრულდება არანაკლებ თოთხმეტი წლის ასაკის პირების მიერ
საწარმოებში, თუ ასეთი სამუშაო სრულდება ხელისუფლების კომპეტენტური
ორგანოების მიერ, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა დაინტერესებულ
ორგანიზაციებთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციის შემდეგ
დაწესებულ პირობებში და წარმოადგენს განუყოფელ ნაწილს:
ა) განათლების ან სწავლების კურსის, რომლისთვისაც სკოლა ან სასწავლო
დაწესებულება პირდაპირაა პასუხისმგებელი;
ბ) სწავლების პროგრამის, რომელიც ძირითადად ან მთლიანად ხორციელდება
საწარმოში და რომელიც დამტკიცებულია ხელისუფლების კომპეტენტური
ორგანოს მიერ; ან
გ) საორიენტაციო ან სახელმძღვანელო პროგრამის, რომელიც მიზნად ისახავს
საქმიანობის ან სასწავლო ხაზის არჩევის ხელშეწყობას.

მუხლი #7
1. ეროვნული კანონმდებლობით ან რეგულაციებით დასაშვებია მსუბუქ სამუშაოზე
ცამეტიდან თხუთმეტ წლამდე ასაკის პირების დასაქმება ან სამუშაოზე მიღება,
რომელიც:
ა) შესაძლებელია არ იყოს ზიანის მომტანი მათი ჯანმრთელობისათვის ან
განვითარებისათვის.
ბ) არ მიაყენებს ზიანს სკოლაში მათ დასწრებას, მათ მონაწილეობას ხელისუფლების
კომპეტენტური ორგანოების მიერ დამტკიცებულ პროფესიული ორიენტაციის ან
სასწავლო პროგრამებში ან მათ შესაძლებლობას გამოიყენონ მიღებული ცოდნა.
2. ეროვნული კანონმდებლობით ან რეგულაციით შეიძლება ნებადართულ იქნეს
არანაკლებ თხუთმეტი წლის პირების, რომლებსაც ჯერ კიდევ არ დაუმთავრებიათ
სავალდებულო სასკოლო განათლება, დასაქმება ან მუშაობა სამუშაოზე რომელიც
შეესაბამება წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის (ა) და (ბ) ქვეპუნქტების
მოთხოვნებს.
3. ხელისუფლების კომპეტენტური ორგანო ვალდებულია განსაზღვროს
საქმიანობის ის დარგები, სადაც წინამდებარე მუხლის პირველ და მეორე პუნქტის
შესაბამისად ნებადართულია დასაქმება ან მუშაობა, და ვალდებულია დაადგინოს
სამუშაო დროის ხანგრძლივობა და პირობები, რომლის ფარგლებშიც შეიძლება
ასეთი დასაქმება ან სამუშაო შესრულდეს.
4. მიუხედავად წინამდებარე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის დებულებებისა,
წევრი, რომელიც იყენებს მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის დებულებებს, შეუძლია
მისთვის აუცილებელი ვადით წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში
მითითებული ასაკი ცამეტი და თხუთმეტი წელი, შეცვალოს თორმეტი და
თოთხმეტი წლის ასაკით, ხოლო წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული
ასაკი თხუთმეტი წელი - თოთხმეტი წლით.
მუხლი #8
1. ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოს, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა
დაინტერესებულ ორგანიზაციებთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში,
კონსულტაციის შემდეგ, ინდივიდუალურ შემთხვევებზე ნებართვის გაცემის გზით,
შეუძლია დაუშვას გამონაკლისი წინამდებარე კონვენციის მე-2 მუხლით
გათვალისწინებულ დასაქმების ან სამუშაოს აკრძალვებთან დაკავშირებით, ისეთი
მიზნებისათვის, როგორიცაა სახელოვნებო წარმოდგენებში მონაწილოება.
2. ასეთი სახით გაცემულმა ნებართვებმა უნდა შეზღუდოს სამუშაო დროის
ხანგრძლივობა და განსაზღვროს პირობები, რომელთა ფარგლებშიც დასაშვებია
ასეთი დასაქმება ან სამუშაო.
მუხლი #9
1. ხელისუფლების კომპეტენტური ორგანო ვალდებულია მიიღოს ყველა
აუცილებელი ზომა, მათ შორის განსაზღვროს შესაბამისი სასჯელები, წინამდებარე
კონვენციის დებულებების ეფექტური აღსრულებისათვის.
2. ეროვნულმა კანონმდებლობამ ან რეგულაციებმა ან ხელისუფლების
კომპეტენტურმა ორგანომ უნდა განსაზღვროს პირები, რომლებიც პასუხიმგებლები
იქნებიან კონვენციის განმახორციელებელი დებულებების შესრულებაზე.
3. ეროვნულმა კანონმდებლობამ ან რეგულაციებმა ან ხელისუფლების
კომპეტენტურმა ორგანომ უნდა დაადგინოს სარეგისტრაციო ან სხვა დოკუმენტები,
რომლებიც უნდა აწარმოონ და გახადონ ხელმისაწვდომი დამსაქმებლებმა;
სათანადოდ წესით დამოწმებული, ასეთი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში,
რეესტრები ან დოკუმენტები უნდა შეიცავდეს დამსაქმებლის მიერ დაქირავებული
ან მის სასარგებლოდ მომუშავე თვრამეტ წლამდე ასაკის პირების სახელსა და გვარს
და ასაკს ან დაბადების თარიღს.

You might also like