You are on page 1of 16

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების მომზადება და მიღების წესი

დღემდე საერთაშორისო შრომის ორგანიზაციას 190-ე მეტი კონვენცია აქვს მიღებული. ამას
ემატება ცალკეული რეკომენდაციები და ოქმები (პროტოკოლები)

პირველი კონვენციები მიღებული იქნა 1919 წელს, მაგალითად, საწარმოებში სამუშაო


დროის შესახებ #1 კონვენცია, უმუშევრობის შესახებ #2 კონვენცია, დედობის დაცვის შესახებ
#3 კონვენცია და ა.შ.

კონვენციები, ცალკეული სახელმწიფოს მიერ რატიფიკაციის შემთხვევაში, მიეკუთვნებიან


საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს და ამდენად მათი შესრულება იურიდიულად
სავალდებულო ხდება. როგორც აღვნიშნეთ კონვენციების გარდა შსო იღებს შეიმუშავებს
ასევე რეკომენდაციებსაც, მაგალითად, საყოველთაოდ ცნობილი 198-ე რეკომენდაცია
დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შესახებ. ასეთ რეკომენდაციებს რატიფიცირება არ
ჭირდება. ისინი შეიძლება გამოყენებული იქნეს კანონმდებლობაში ან პრაქტიკაში.

საინტერესო და მნიშვნელოვანია კონვენციებისა და რეკომენდაციების მომზადებისა და


მიღების წესი. შეიძლება ითქვას რომ ეს ერთგვარი უნიკალური საკანონმდებლო პროცესია,
რომელშიც მონაწილეობს წევრი ქვეყნების მთავრობის, დასაქმებულებისა და
დამსაქმებლების წარმომადგენლები.

ზოგადად, შსო -ის კონფერენციის დღის წესრიგს ადგენს შსო-ის წესებით


გათვალისწინებული ადმინისტრაციული საბჭო (მუხ. 14). კონფერენციამ შეიძლება ერთი ან
ორი განხილვით მიიღოს გადაწყვეტილება. ერთი განხილვით გადაწყვეტილების მიღება
ხდება განსაკუთრებულ და აუცილებელ შემთხვევაში, ძირითადად მაინც საკითხის ორჯერ
განხილვა ხდება კონფერენციის ორ სესიაზე (რეგლამენტი, მუხ. 34.4.).

საკითხის ორ სესიაზე განხილვის პროცესი:

შრომის საერთაშორისო ბიურო (შსბ) ამზადებს სხვადასხვა ქვეყნების კანონმდებლობასა და


პრაქტიაზე მოხსენებას, ასევე კითხვარს. ეს მოხსენება და კითხვარი ხელისუფლების მიმართ
შეიცავს თხოვნას ჩაატაროს კონსულტაციები დამსაქმებელთა და დასაქმებულთა
ორგანიზაციებთან კითხვარებზე პასუხების მისაღებად. იმისათვის რომ ხელისუფლების
პასუხები აისახოს მოხსენებებში ისინი უნდა გადაეცეს შსბ 11 თვით ადრე კონფერენციის
სესიის დაწყებამდე.

თუ საუბარია ფედერაციულ სახელმწიფოზე ან იმ ქვეყნებზე სადაც უნდა მოხდეს ეროვნულ


ენაზე გადათარგმნა, მაშინ ხელისუფლების თხოვნით შეიძლება გაგრძელედეს გაცემა კიდევ
8 თვით.
შსბ მიღებული პასუხების საფუძველზე ამზადებს ახალ მოხსენებას რომელთა ძირითადი
საკითხებიც უნდა იქნეს განხილული კონფერენციაზე. ეს მოხსენება ეგზავნება
ხელისუფლებებს სესიის დაწყებამდე 4 თვით ადრე.

ეს მოხსენებები განიხილება კონფერენციაზე - ჩვეულებრივ კომიტეტებზე, და თუ


კონფერენცია ჩათვლის რომ კონკრეტული საკითხი შეიძლება გახდეს კონვენციის ან
რეკომენდაციის საგანი, მაშინ ის ღებულობს შესაბამის დასკვნას ან წყვეტს სესიაზე მისი
ჩართვის საკითხს.

მიღებული პასუხებისა და კონფერენციაზე პირველივე განხილვის შედეგების


გათვალისწინებით შსბ ამზადებს კონვენციისა და რეკოემნდაციის პროექტს და უგზავნის
ხელისუფლებებს კონფერენციის დახურვიდან 2 თვის მანძილზე.

ხელისუფლებებს კვლავ სთავაზობენ ჩაატარონ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა


წარმომადგენლობით ორგანიზაციებთან კონსულტაციები და აძლევენ 3 თვეს იმისათვის
რომ მათ წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები და შენიშვნები.

ახალი პასუხების გათვალისწინებით ხელისულებებს ეგზავნებათ საბოლოო მოხსენება,


რომელშიც ჩართულია ჩასწორებებით გათვალისწინებული კონვენციისა და რეკომენდაციის
ტექსტები. გაგზავნა ხდება საკონფერენციო სესიის დაწყებამდე 3 თვით ადრე. ამ სესიაზე
ხდება მათი განხილვა.

კონფერენცია წყვეტს მიიღონ თუ არა განსახილველად შსბ-როს მიერ შემუშავებული


კონვენციის ან რეკომენდაციის პროექტები. ამასთან თუ როგორ განიხილონ ისინი.
საერთოდ მათი განხილვა ხდება კომიტეტებში. კონვენციის ან რეკომენდაციის ყოველი
დებულება წარედგინება კონფერენციას დასამტკიცებლად და ამის შემდეგ ეგზავნება
სარედაქციო კომიტეტს, რომელიც მოამზადებს საბოლოო ტექსტს. მომზადებული ტექსტები,
მათი მიღების მიზნით ეგზავნება კონფერენციას თანახმად წესდების მე-19 მუხლისა.

თუ კონფერენცია უარყოფს კონვენციას მაშინ ის უბრუნებს კომიტეტს მის


გადასამუშავებლად ან რეკომენდაციის სახის მისანიჭებლად.

თუ კონვენციის დამტკიცებისას არ შეიკრიბა 2/3 ხმა, მაგრამ ღებულობს უბრალო


უმრავლესობა, მაშინ კონფერენცია წყვეტს გაუგზავნოს თუ არა სარედაქციო კომიტეტს მის
რეკომენდაციად გადამუშავების მიზნით.

ერთჯერადი განხილვის პროცესი თითქმის იგივეა როგორიც ორჯერადი განხილვის.


განსხვავება მხოლოდ იმაშია რომ ერთხელ განიხილება კონვენციის პროექტის ტექსტი.
საერთაშორისო შრომის ნორმების გადასინჯვა

2015 წელს შეიქმნა სამხრივი სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანი იყო ნორმების ანალიზი. ეს
ჯგუფი იყო უფლებამოსილი გადაესინჯა შრომის საერთაშორისო ნორმები რათა
უზრუნველყო მათი კარგად, გამართულად ფუნქციონირება და დასაქმებულთა დაცვა.

მათი თავდაპირველი სამუშაო პროგრამა მოიცავდა 235 ნორმას, აქედან 68 გადაეცა


სამხრივ სპეციალურ კომიტეტს.

სამუშაო ჯგუფის მიზანია გაანალიზოს ნორმები იმისათვის რომ ადმინისტრაციულ საბჭოს


მისცეს რეკომენდაციები შემდეგ საკითხებზე, კერძოდ:

1. განსახილველი ნორმების სტატუსზე, გადასსასინჯ ნორმებზე და მოძველებულ


ნორმებზე
2. ნორმებში ხარვეზების გამოვლენაზე დსა მატ სემდეგომ დამუშავებაზე.

კონვენციებისა და რეკომენდაციების გადასინჯვა

1997 წელს, 85-ე სესიაზე კონფერენციამ შეიტანა ცვლილებები და დამატებები შრომის


საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებაში, ასევე შრომის საერთაშორისო კონფერენციის
რეგლამენტში.

გადასინჯვის შედეგად კონვენციები და რეკომენდაციები რომლებიც არ შესულა ძალაში და


არ ყოფილა გამოყენებული -- გაუქმდა.

კონფერენცია ტექსტების ენად იყენებს ფრანგულ და ინგლისურ ენებს.

შრომის საერთაშორისო ბიუროს შეუძლია ოფიციალურად თარგმნოს აღნიშნული ტექსტები


რომელიმე წევრი ქვეყნის ენაზე.

წესდების მე-19 მუხლის თანახმად, საყოველთად გამოსაყენებელი კონვენციის ან


რეკომენდაციის შემუშავებისას საჭიროა კონფერენციამ გაითვალისწინოს ბუნებრივი
გარემო-კლიმატი, ეკონომიკური განვითარების დონე და სხვა ფაქტორები რომლებმა
შესაძლოა ხელი შეუშალოს კონკრეტულ ქვეყანაში ნორმების გამოყენებას. ასეთ
შემთხვევაში კონფერენციამ უნდა შესტავაზოს ისეტი ნორმები რომლებიც მისაღები იქნება
ამათუიმ სდახელმწიფოსთვის, მაგალიტად შუადრეზე გარეტ მუშაობა ეგვიპტის მცხუნვარე
მზეზე უფრო რთული იქნება ვიდრე ნორვეგიაში.
ამიტომაც სახელმწიფოების მიერ კანონმდებლობაზე და პრაქტიკაზე მოხსენებებში,
კითხვარებში, რომლებცი შრომის საერთაშორისო ბიუროს მიერაა მომზადებული,
ხერლისუფლებას უნდა შესთავაზონ მიუთითონ ის ეროვნული თავისებურებები რამაც
შეიძლება გარკვეული სიძნელეები შეუქმნას საერთაშორისო ნორმების დანერგვას და
გამოყენებას. ამ მითითებების საფუძველზე ბიურომ, ნორმების დანერგვის მიზნით
ხელისუფლებას უნდა დაეხმაროს და უჩვენოს პრობლემების დაძლევის გზები.
ნორმების მოქნილობის მიზნით, შესაძლებელია კონვენციები დაიყოს ალტერნატიულ
ნაწილებად რომელიც მოიცავს სხვადასხვა ხასიათისა და დონის ვალდებულებებს. ეს
შესაძლებლობას აძლევს ხელისუფლებებს მათთვის მისაღები ვალდებულება იკისრონ.
შესაძლებელია შემუშავდეს ნორმები ფართო ფორმულირებებით, მაგალითად
სოციალური პოლიტიკის მიზნების განსაზღვრით, რაც შესაძლებლობას აძლევს
სახელმწიფოს აირჩიოს გამოყენების მეთოდი, მაგალითად, კანონი, კოლექტიური
ხელშეკრულება და ა.შ.

კონვენცია ძალაში შედის მხოლოდ მას შემდეგ როდესაც შრომის საერთაშორისო ბიუროს
დირექტორი დაარეგისტრირებს რატიფიკაციას. ამასთან ყველა წევრი ქვეყანა
ვალდებულია კონვენციები და რეკომენდაციები წარუდგინოს ხელისუფლების
კომპენტენტურ ორგანოებს. შსო წესდებით (მუხ.19)

კონვენცია ეგზავნებათ ორგანიზაციის ყველა წევრ სახელმწიფოს რატიფიკაციისათვის.

ორგანიზაციის ყოველი წევრი ვალდებულია კონფერენციის ყრილობის დახურვიდან 18


თვის განმავლობაში წარუდგინოს კონვენცია განსახილველად ხელისუფლების იმ ორგანოს
რომლის უფლებამოსილებაშიც შედის კონვენციების განხილვის საკითხი. განხილვის
მიზანია კონვენციის საფუძველზე კანონის ან სხვა დოკუმენტის მიღება.

ორგანიზაციის წევრები აწვდიან ინფორმაციას შრომის საერთაშორისო ბიუროს დირექტორს


იმ გატარებული ღონისძიებების შესახებ რომლებიც უკავშირდება კონვენციის განხილვას.

ასეთივე წესი მოქმედებს რეკომენდაციების მიმართაც.

ადმინისტრაციული საბჭოს მემორანდუმი


სახელმწიფოების მხრიდან ინფორმაციების წარმოდგენის ერთგვაროვნების
უზრუნველსაყოფად ადმინისტრაციულმა საბჭომ მიიღო მემორანდუმი რომელიც ეხება
ხელისუფლებების მიერ კონვენციებისა და რეკომენდაციების განხილვას სახელმწიფოს
კომპენტენტური ორგანოს მიერ.

განხილვის ძირითად მიზანს წარმოადგენს ეროვნულ დონეზე კონვენციებისა და


რეკომენდაციების მიღება და დაცვა.

ხელისუფლება ინარჩუნებს უფლებას, განახორციელოს ნებისმიერი ქმედება კონვენციასთან


და რეკომენდაციასთან მიმართებაში.

ზემოთ ნახსენები კომპენტენტურ ორგანოდ ითვლება ის ორგანო, რომელიც ეროვნული


სახელმწიფო კონსტიტუციის თანახმად აღჭურვილია კანონმდებლობის დამუშავების
უფლებამოსილებით ან სხვა რონისძიებების გატარებით რომლითაც შესაძლებელი იქნება
კონვენციისა და რეკომენდაციის გამოყენება და დაცვა.

ზოგადად, კომპენტენტურ ორგანოდ მოიაზრება საკანონმდებლო ორგანო.

შრომის საერთაშორისო ბიუროს პროცედურები

კონვენციებისა და რეკომენდაციების ტქსტები, კონფერენციაზე მათი მიღებისთანავე


წერილობითი ან ელექტრონული შეტყობინებებით ეგზავნება ხელისუფლებებს.
შეტყობინებებში მითითებულია იმ ვალდებულებებზე რაც მათ უნდა განახორციელონ
წესდების მე-19 მუხლიდან გამომდინარე და რაზედაც ზევით უკვე გვქონდა საუბარი. აქ
დავუმატებთ იმას რომ ამავე მუხლის მე-5 პუნქტის ‘d’ ქვეპუნქტით, თუ ორგანიზაციის წევრი
მიიღებს თანხმობას თავისი კომპენტენტური ორგანოსგან, ის ატყობინებს რატიფიკაციის
შესახებ დირექტორს და ატარებს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც აუცილებელია კონვენციის
დებულებების ეფექტური გამოყენებისათვის.

როგორი ფორმით უნდა მოხდეს რეტიფიკაციის შესახებ შეტყობინება? ამის თაობაზე


წედებაში არაფერია ნათქვამი. ყოველ სახელმწიფოს თავისი პრაქტიკა აქვს. იმისათვის რომ
რატიფიკაციის რეგისტრაცია მოხდეს, საჭიროა:

1. ნათლად და ზუსტად მიეთითოს რომელი კონვენციის რატიფიცირება მოხდა.


2. დოკუმენტზე იყოს იმ პირის ხელმოწერა რომელსაც სახელმწიფოს სახელით აქვს
უფლება აიღოს ვალდებულება, მაგალითად ეს შეიძლება იყოს პრეზიდენტი ან
პრემიერ მინისტრი ან კიდევ ვინმე სხვა.
3. ნათლად და ზუსტად გამოხატოს სახელმწიფოს მიერ ვალდებულების აღების
განზრახვა.

იმისათვის რომ რატიფიკაცია გახდეს საერთაშორისო სამართლის ნაწილი, აუცილებელია


რომ ის გაეგზავნოს შსო-ის დირექტორს. წინააღმდეგ შემთხვევაში რატიფიცირებულ
კონვენციას ექნება მხოლოდ შიდა სახელმწიფოებრივი ძალა.

ზოგიერთი კონვენცია ითვალისწინებს რომ გარკვეული სახის განცხადება შეიძლება


ჩაერთოს რატიფიკაციის დანართში, მაგალითად 1952 წლის 183-ე კონვენციაში რომელიც
ეხება დედობის დაცვას, წერია რომ კონვენციაში აღნიშნული შვებულების ხანგრძლივობა
მიეთითება ყოველი წევრი სახელმწიფოს მიერ რატიფიკაციის თანმხლებ დეკლარაციაში
( მუხლი 4. პუნქტი 2).

ასევე 132-ე ფასიან შვებულებაზე კონვენციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში წერია, რომ
ორგანიზაციის ყოველი წევრი, რომელმაც კონვენციის რატიფიცირება მოახდინა,
სარატიფიკაციო დოკუმენტის დანართ განცხადებაში უთითებს შვებულების ხანგრძლივობას.

კონვენციების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ ღიაა იმისათვის რომ ის რატიფიცირებული


იქნეს რომელიც სახელმწიფოს მიერ.

სახელმწიფომ რომელმაც კონვენციის რატიფიცირებისას დათქვა რომელიმე დებულების


გამოყენების შეზღუდვა, უფლება აქვს ახალი განცხადებით ეს დათქმა გააუქმოს.

პროტოკოლი

კონვენციასთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროტოკოლი. ეს არის აქტი


რომელიც შეიძლება კონვენციასთან იყოს დაკავშირებული. მოქმედებისათვის
სახელმწიფომ მისი რატიფიკაციაც უნდა მოახდინოს. ეს სესაძლებელია კონვენციის
რატიფიკაციისტანავე ან მის შემდეგ. რამდენიმე პროტოკოლი არსებობს, მაგალითად, 1990
წლის პროტოკოლი რომელიც უკავშირდება 1948 წლის 89-ე კონვენციას ღამით ქალთა
მუშაობის შესახებ.

1995 წლის პროტოკოლი რომელიც უკავშირდება 1947 წლის 81-ე კონვენციას შრომის
ინსპექციასთან მიმართებაში.
2014 წლის პროტოკოლი რომელიც უკავშირდება 1930 წლის 29-ე კონვენციას იძულებით და
სავალდებულო შრომის შესახებ.

კონვენციის ძალაში შესვლა

ყოველი კონვენცია შეიცავს ძალაში შესვლის წესს და ფორმას. 1928 წლიდან, იშვიათი
გამონაკლისის გარდა, ძალაში შედის რატიფიკაციიდან 12 თვის შემდეგ. ზოგიერთ
კონვენციას უწერია რომ ძალასი შედის ტუ მას რატიფიცირებას გაუკეთებს მინიმუმ 30
სახელმწიფო.

კონვენცია როგორც ეროვნული ძალის მქონე აქტი

ზოგიერთი ქვეყნის კონსტიტუცია რატიფიცირებულ კონვენციას ანიჭებს ეროვნული კანონის


ძალას. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია:

1. აღმოფხვრას ყველა წინააღმდეგობა კონვენციის დებულებებსა და შიდა კანონებს და


პრაქტიკას შორის.
2. უზრუნველყოს კონვენციის დებულებების გამოყენება
3. აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენოს სანქციები, მაგალითად დებულებების
დარღვევისას.
4. უზრუნველყოს რომ ყველა დაინტერესებულმა პირმა, მაგალითად, დამსაქმებლებმა,
დასაქმებულებმა, შრომის ინსპექტორებმა და სხვა, მიიღოს ინფორმაცია კონვენციის
შიდა კანონმდებლობაში ჩართვის შესახებ.

კონვენციების რატიფიკაციის ან დენონსაციის შესახებ ინფორმაცია იდება შსო-ის ვებ


გვერდზე

https://www.ilo.org/dyn/normlex/en/f?p=NORMLEXPUB:1:0::NO:::

სახელმწიფოების მხრიდან მოხსენებების-ანგარიშების წარმოდგენა


ორგანიზაციის ყოველი წევრი სახელმწიფო ვალდებულია შრომის საერთაშორისო ბიუროს
წარმოუდგინოს ყოველწლიური ანგარიში მათ მიერ რატიფიცირებული კონვენციის
გამოყენების თაობაზე. მოხსენება წარმოდგენილი უნდა იყოს იმ ფორმით რომელსაც
მოითხოვს ადმინისტრაციული საბჭო.

ბოლო წლებია ადმინისტრაციულმა საბჭომ დაამტკიცა მოხსენებების წარდგენის წესი,


კერძოდ:

1. მოხსენებების სახეები - ეს მოხსენებები უნდა შედგეს იმ მოხსენებების ფორმით


რომელიც ადმინისტრაციულმა საბჭომ ცალკეული შემთხვევებისთვის ყოველი
კონვენციისათვის დაამტკიცა, კერძოდ:
ა) პირველი მოხსენება წარდგენილ უნდა იქნეს კონკრეტულ ქვეყანაში
კონვენციის ძალაში შესვლიდან მომდევნო წელს;
ბ) წევრი სახელმწიფოს ინიციატივით - თუ შეიცვლება რატიფიცირებული
კონვენციის გამოყენების წესი, მაგალითად ახალმა კანონმდებლობამ შეცვალა
კონვენციის გამოყენების წესი.
გ) თუ მოხსენებების წარმოდგენას მოითხოვს შსო-ის მაკონტროლებელი
ორგანოები, მაგალითად, კონვენციებისა და რეკომენდაციების გამოყენების
ექსპერტთა კომიტეტი ანდა შრომის საერთაშორისო კონფერენციის ნორმების
გამოყენების კომიტეტი.

მოხსენებერბი შეიძლება წარმოდგენილი იქნეს დეტალური სახით ან შემცირებული სახით.

2. მოხსენებათა წარდგენის პერიოდულობა - მოხსენებები შეიძლება წარდგენილ


იქნეს მაგალითად, სამწლიანი ციკლით.
სამ წელიწადში ერთხელ:
წარდგენილ უნდა იქნეს მოხსენება იმ 12 კონვენციასთან დაკავშირებით
რომლებიც ითვლება ფუნდამენტურ და მითითებით (დირექტიულ)
კონვენციებათ, კერძოდ:
 გაერთიანების თავისუფლებაზე და კოლექტიურ მოლაპარაკებებზე (87 და 98
კონვენციები)
 იძულებითი შრომის გაუქმებაზე (კონვენცია 29, 1930 წლის) და მასთან
დაკავშირებული პროტოკოლი (ასევე კონვენცია 105, 1957 წლის).
 კონვენცია 111 - შრომისა და საქმიანობის სფეროში დისკრიმინაციის შესახებ და
კონვენცია 100 - მამაკაცთა და ქალთა თანასწორი ანაზღაურების შესახებ თანაბარი
ღირებულების შრომისთვის. (ორივე რატიფიცირებულია საქართველოში).
 კონვენცია 138 - სამუშაოზე მისაღები მინიმალური ასაკის შესახებ და კონვენცია 182
- ბავშთა შრომის უკიდურესი ფორმების აკრძალვისა და დაუყოვნებლივ
აღმოფხვრის ღონისძიებების შესახებ
მითითებითი (დირექტიული) კონვენციებია:

- კონვენცია 122-დასაქმების სფეროშიპოლიტიკის შესახებ (რატიფიცირებულია


საქართველოში);
- კონვენცია 81- და მასთან დაკავშირებული პროტოკოლი - შრომის ინსპექციის
შესახებ, ასევე 129-ე კონვენცია-აგრიკულტურის სფეროში შრომის ინსპექციის
შესახებ;
- კონვენცია 144 სამხრივი კონსულტაციის შესახებ;

6 წელიწადში ერთხელ:
მოხსენებები წარდგენილ უნდა იქნეს 6 წელიწადში ერთხელ სხვა კონვენციებთან
მიმართებაში:
- კონვენცია 11, კონვენცია 84 და კონვენცია 1412-ე გაერთიანების თავისუფლების
შესახებ;
- კონვენციები 135; 151 და 154--შრომითი ურთიერთობების შესახებ;
- კონვენციები 5, 6, 10, 33, 59, 77, 78, 79, 90, 123 და 124 ბავშვებისა და
ახალგაზრდების დაცვის შესახებ;
- კონვენციები 2, 88, 96, 159 და 181, დასაქმების შესახებ;
- კონვენციები 140 და 142; პროფესიული ორიენტაციისა და კადრების მომზადების
შესახებ;
- კონვენცია 158, დასაქმების სტაბილურობის შესახებ;
- კონვენცია 82, 94 და 117, სოციალური პოლიტიკის შესახებ;
- კონვენცია 1, 14, 30, 47, 52, 89 101, 106, 132, 153, 171 და 175, სამუშაო დროის
ხანგრძლივობის შესახებ
- კონვენცია 156 - ოჯახური ვალდებულებების მქონე დასაქმებულები
- კონვენცია 97 და 143, მიგრანტი დასაქმებულები;
- კონვენციები 13, 45, 62, 115, 119, 120, 127, 136, 139, 148, 155, 161, 162, 167, 170, 174, 176, 184 და
187, შრომის უსაფრთხოება და ჰიგიენა;
- კონვენციები 12, 17, 18, 19, 24, 25, 42, 102, 118, 121, 128, 130, 157 და 168; სოციალური
უზრუნველყოფის შესახებ;
- კონვენცია 3, 103 და 183, დედობის დაცვის შესახებ;
- კონვენციები 63, 85, 150 და 160; შრომის საკითხების მომწესრიგებელი ორგანოების
შესახებ; და სხვა.

არაპერიოდული მოხსენებები

არაპერიოდული მოხსენებები რატიფიცირებული კონვენციების გამოყენებასთან


დაკავშირებით შეიძლება გამოთხოვილი იქნეს, მაგალითად, ექსპერტთა კომიტეტის ან
კონფერენციის კომიტეტის მიერ;

მოხსენების წარდგენის ვალდებულებისგან განთავისუფლება

გაუქმებული კონვენციები, მაგალითად, 4-ე, მე-15, 51-ე და სხვა; კონვენციები


რომლებიც არ შესულა ძალაში, მაგალითად, 54-ე, 57-ე და სხვა.

ახლა განვიხილოთ დეტალური და შემცირებული მოხსენებების ფორმები და შინაარსი

დეტალური მოხსენებები უნდა შემუშავდეს იმ ფორმით როგორც ამას მოითხოვს


ადმინისტრაციული საბჭო. ეს ფორმა მოიცავს კონვენციის არსებით დებულებებს,
კონვენციის გამოყენების ფარგლებს, ასევე კანონებს, სხვა ნორმატიულ აქტებს, რომელთა
მეშვეობითაც ხდება კონვენციის დებულებების გამოყენება. კონვენციის ყოველ მუხლის
გამოყენებაზე საჭიროა მიეთითოს ის ნორმატიული აქტი რომლის მეშვეობითაც ხდება ამ
დებულების (მუხლის) გამოყენება. მოხსენებაში უნდა მიეთითოს ის სახელმწიფო ორგანოები
რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კონვენციის გამოყენებაზე და მისი დებულებების
დაცვაზე. ასევე უნდა მოხდეს ხელისუფლების მხრიდან კონვენციის გამოყენების შეფასება,
მათ შორის თუ რამდენჯერ დაირღვია მისი დებულებების გამოყენება, რა ღონისძიებები
გატარდა დამრღვევის მიმართ და ა.შ.

მოხსენებას უნდა ახლდეს ასევე კონვენციის გამოყენებასთან დაკავშირებით


დამსაქმებლებისა და დასაქმებულთა გაერთიანებების შენიშვნები, ამ გაერთიანებების
დასახელებები.

შემცირებული მოხსენებები

2018 წელს ადმინისტრაციულმა საბჭომ მიიღო შემცირებული მოხსენების ფორმა.


ისინი უნდა შეიცავდეს, კონვენციების გამოყენებაზე მაკონტროლებელი ორგანოების
კომენტარებზე ხელისუფლების პასუხებს. ასევე განხორციელდა თუ არა და რა სახის
ცვლილებები განხორცილედა კონვენციის გამოყენებასთან დაკავშირებით. აქაც უნდა
ჩაერთოს კონვენციის გამოყენებასთან დაკავშირებით დამსაქმებლებისა და დასაქმებულთა
გაერთიანებების შენიშვნები, ამ გაერთიანებების დასახელებები.

მოხსენებების წარუდგენლობა

როგორც ექსპერტთა კომიტეტი ასევე კონფერენციის კომიტეტი ახორციელებს


მეთვალყურეობას წევრი ქვეყნების მხრიდან მოხსენებების წარდგენის თაობაზე.

კერძოდ:

რატიფიცირებული კონვენციების შესახებ მოხსენებების წარუდგენლობა ორი ან მეტი წლის


განმავლობაში;

ექსპერტთა კომიტეტის კომენტარებზე პასუხების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა და


სხვა.

მოხსენებების წარუდგენლობის შემთხვევაში კონვენციებისა და რეკომენდაციების


გამოყენების კომიტეტმა შეიმუშავა ახალი პრაქტიკა რომელიც სისტემატურად მოუწოდებს
ხელისუფლებას მიაწოდოს მოხსენებები. თუ მაინც ვერ მიიღებს ამ მოიხსენებას მაშინ
კომიტეტი მის ხელთ არსებული ინფორმაციით და საშუალებებით კონკრეტულ წევრ
სახელმწიფოში თავად მოიპოვებს იმ ინფორმაციას რაც მას ესაჭიროება.

შსო-ის წესდებით რატიფიცირებულ კონვენციების გამოყენებასთან დაკავსირებით


გაკეთებული მოხსენებები ეგზავნებათ დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ორგანიზაციებს .

გაგზავნა ხდება ან მოხსენებების შემუშავების წინ, რაც ეხმარება მათ გაითვალისწინონ


მოხსენებებში ის შენიშვნები რასაც ეს ორგანიზაციები მიაწვდიან ანდა შსო-იაში
გაგზავნამდე. ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლებამ უნდა მიუთითოს რომელ
ორგანიზაციებს დაეგზავნათ მათი მოხსენებები. ამ ორგანიზაციებს უფლება აქვთ ნებისმიერი
სახის შენიშვნა გამოთქვან რატიფიცირებულ კონვენციებთან დაკავშირებით.

ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ მოხსენებაში უნდა აღინიშნოს-მიეთითოს იმ


შენიშვნების შესახებ რაც დასახელებულმა ორგანიზაციებმა წარმოადგინეს
რატიფიცირებულ კონვენციებთან მიმართებაში ასევე უნდა მიეთითოს იმ პასუხებზე, თუ
ასეთი იქნება, რაც გასცა ხელისუფლებამ ამ შენიშვნებზე.

დასახელებულ ორგანიზაციებს ასევე შეუძლიათ თავიანთი შენიშვნები პირდაპირ


გადაუგზავნონ შრომის საერთაშორისო ბიუროს რათა მან გადასცეს ექსპერტთა კომიტეტს.

ასეთ სემთხვევაში შრომის საერთაშორისო ბიურო ადასტურებს მათ მიღებას და მიღებულ


შენიშვნებს ექსპერტთა კომიტეტის გარდა უგზავნის ხელისუფლებასაც, რათა მან მოამზადოს
ამ შენიშვნებზე პასუხები.

ექსპერტთა კომიტეტი ამზადებს თავის მოხსენებას და იქ აფიქსირებს თავიანთ მოსაზრებებს


მიღებულ შენიშვნებზე.

როგორ ხდება შსბ-ოს მიერ მოხსენებების გამოთხოვა?

ყოველი წლის დასაწყისსი, ზოგადად ეს ხდება თებერვალ - მარტში, შსბ ყველა ხელისუფლებას
უგზავნის წერილს სადაც ის ითხოვს ყოველწლიურად რატიფიცირებული კონვენციების გამოყენების
შესახებ მოხსენებებს, ასევე როგორი სახის მოხსენება უნდა იქნეს წარმოდგენილი - დატალური თუ
შემცირებული.

ეს წერილები ასევე ეგზავნებათ დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ორგანიზაციებს .

ადმინისტრაციული საბჭოს გადაწყვეტილებებით მოხსენებები უნდა წარმოადგინონ


ყოველწლიურად შსბიუროში 1 ივნისიდან დაწყებული არაუგვიანეს 1 სექტემბრისა .

იმ ხელისუფლებას, რომელმაც დროულად ვერ წარმოადგინა მოხსენება, ეგზავნება ერთგვარი


შემახსენებელი წერილი.

რაც შეეხება არარატიფიცირებულ კონვენციებზე მოხსენებებს.

შსო-ის წესდებით წევრი სახელმწიფოები ასევე ღებენ ვალდებულებას მოამზადოს დასაბუთებული


მოხსენებები კონვენციების არარატიფიცირების შესახებ. ასევე მოხსენებებში მიუთითონ თუ რომელი
რეკომენდაცია ან რეკომენდაციის დებულება იქნა გათვალისწინებული მათ კანონმდებლობაში ან
რატომ არ იქნა გათვალისწინებული რეკომენდაცია ან მისი დებულება .
როგორ ხდება კონვენციებისა და რეკომენდაციების
შესრულებაზე კონტროლი?

ამ კონტროლს მუდმივად ახორციელებს შესაბამისი ორგანო, კერძოდ , 1926 წელს, როდესაც მიიღეს
რეზოლუცია შრომის საერთაშორისო კონფერენციაზე, ექსპერტთა კომიტეტს და კონფერენციის
ნორმების გამოყენების შესახებ კომიტეტს დაეკისრა ვალდებულება გააკონტროლოს წევრი
სახელმწიფოების მიერ ნორმებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება .

1) რა უფლებამოსილებები აქვს ექსპერტთა კომიტეტს?

კომიტეტში 20 წევრია, რომელიც გენერალური დირექტორის წარდგინებით ინიშნება


ადმინისტრაციული საბჭოს მიერ, 3 წლის ვადით. ეს ვადა შეიძლება ყოველი სამი წლის მერე
გაგრძელდეს სამი წლით. არჩევა ხდება დამოუკიდებელი, კომპენტენტური და ზნეობრივად
მტკიცე პირებისგან. ეს პირები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებიდან შეიძლება იყვნენ,
რომელთაც აქვთ განსხვავებულ იურიდიულ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემებში
მიღებული ცოდნა და გამოცდილება.

კომიტეტი უფლებამოსილია განიხილოს:

1. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების 22-ე მუხლის თანახმად სხვადასხვა


სახელმწიფოებიდან მიღებული ყოველწლიური მოხსენებები.
რა წერია 22-ე მუხლში?
ყოველი წევრი ვალდებულია შრომის საერთაშორისო ბიუროში წარადგინოის
ყოველწლიური მოხსენებები იმ კონვენციების გამოყენებაზე გატარებულ
ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელსაც ეს წევრი მიუერთდა (მოახდინა
რატიფიცირება).
ეს მოხსენებები უნდა შედგეს ისეთი ფორმით და შინაარსით როგორიც შეიძლება
მოითხოვოს ადმინისტრაციულმა საბჭომ.

2. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების 22-ე მუხლის თანახმად სხვადასხვა


სახელმწიფოებიდან მიღებული ყოველწლიური მოხსენებები მათ მიერ
რატიფიცირებული კონვენციების დებულებების შესრულების შესახებ ასევე
ჩატარებული შემოწმებების (ინსპექტირების) შედეგების შესახებ.
3. იმ კონვენციებთან და რეკომენდაციებთან დაკავშირებული ინფორმაციას და
მოხსენებებს რომლებიც წესდების მე-19 მუხლის თანახმად ეგზავნებათ წევრ
სახელმწიფოებს.

4. წევრი სახელმწიფოების მიერ წესდების 35-ე მუხლიდან გამომდინარე კონვენციებთან


მიმართებაში გატარებული ღონისძიებების სესახებ ინფორმაციას და მოხსენებებს.

ამ მუხლის მიხედვით რატიფიკაციისას სახელმწიფო შრომის საერთაშორისო ბიუროს


აწვდის ინფორმაციას თუ როგორ აპირებს უზრუნველყოს ამ კონვენციის გამოყენება.

კომიტეტის თავის სხდომებს ატარებს ადმინისტრაციული საბჭოს მიუერ დადგენილ ვადებში.


სხდომები დახურულია და კონფინდენციალურია.
სხდომის შედეგები კი საჯაროა და ქვეყნდება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ვებ-
გვერდზე.

2) კონფერენციის ნორმების გამოყენების შესახებ კომიტეტის


უფლებამოსილებები

კომიტეტი იქმნება კონფერენციის მიერ და უფლებამოსილია განიხილოს ის საკითხები რაც


გათვალისწინებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენციის რეგლამენტის
მე-7 მუხლით, მაგალითად, განიხილოს ის რონისძიებები რომელიც გაატარა წევრმა
სახელმწიფომ კონვენციის დებულებების გამოყენების თაობაზე, ასევე ინფორმაციები
რომელიც წარადგინა წევრმა სახელმწიფომ კონვენციის გამოყენებაზე ინსპექტირების
შედეგების შესახებ.

კომიტეტი სამხრივ ორგანოს წარმოადგენს რადგანაც მასში შედიან ხელისუფლების,


დამსაქმებლებისა და დასაქმებულთა წარმომადგენლები.

კომიტეტი ირცევს თავჯდომარეს, ორ მოადგილეს და ყოველი ჯგუფიდან თითო


მომხსენებელს ანუ სულ სამ მომხსენებელს.

კომიტეტი განიხილავს სახელმწიფოების მიერ რატიფიცირებული კონვენციებიდან და


რეკომენდაციებიდან აღებული ვალდებულებების შესრულებას. ხელისუფლებას უფლება
აქვს წარდგენილ მოხსენებაზე წარადგინოს კიდევ დამატებითი ინფორმაცია, შესრულების
მიმდინარეობაზე ან იმ დაბრკოლებებისა თუ სიძნელეების შესახებ რის გამოც მან სრულად
ან საერთოდ ვერ შესძლო კონვენციის დებულებების შესასრულება. ასევე მიიღოს
კომიტეტიდან რჩევები ამ სიძნელეების აღმოფხვრის გზების შესახებ.

დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ორგანიზაციების როლი და


მნიშვნელობა

წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებების თანახმად, რომლებიც აკისრიათ წევრ


სახელმწიფოებს, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა წარმომადგენლობითმა
ორგანიზაციებმა უნდა მიიღონ შემდეგი სახის დოკუმენტის ასლები:

1. შრომის საერთაშორისო ბიუროს მიერ მიღებული ინფორმაცია რომელიც ეხება


ეროვნული კომპენტენტური ორგანოების მიერ კონვენციებისა და რეკომენდაციების
მიღებასთან დაკავშირებით გატარებულ ღონისძიებებს;
2. რატიფიცირებული კონვენციების სესახებ მოხსენებებს;
3. არარატიფიცირებული კონვენციებისა და რეკომენდაციების შესახებ.

წარმომადგენლობით ორგანოეზაციებთან კონსულტაციების


მნიშვნელობა:

144-ე კონვენციით და 152-ე რეკომენდაციით გათვალისწინებულია სამხრივი კონსულტაციები


შემდეგ საკითხებზე:

1. ხელისუფლების მხრიდან იმ კითხვებზე პასუხების გაცემა და განმარტებების მიცემა


რომლებიც უკავშირდება კონფერენციაზე წარსადგენ ახალ აქტებს.
2. იმ კითხვებზე რომლებიც წარმოიშვება რატიფიცირებული კონვენციების
მოხსენებასთან დაკავშირებით
3. იმ ღონისძიებებზე რომლებიც უკავშირდება არარატიფიცირებულ კონვენციებსა და
რეკომენდაციებს
4. კონვენციის დენონსაციაზე (ანუ უარის თქმა რატიფიცირებულ კონვენციაზე)
კონვენციებისა და რეკომენდაციების განმარტება

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციი წესდების თანახმად საერთაშორისო სასამართლო,


რომელიც არის გაეროს ერთ-ერთი ორგანიზაცია, უფლებამოსილია განმარტოს კონვენცია
და რეკომენდაცია. გარდა ამისა, ადმინისტრაციულ საბჭოს, კონფერენციის ტანხმობის
სემტხვევაში უფლება აქვს შექმნას ტრიბუნალი, რომელიც გადაწყვეტს ნებისმიერ საკითხს
რაც დაკავშირებულია კონვენციის განმარტებასთან.

ხელისუფლებას რომელსაც ეეჭვება კონვენციის აზრის სწორად გაგება შეუძლია შრომის


საერთაშორისო ორგანიზასცის სთხოვოს მისი აზრის გამოთქმა. ამ ბიუროს მოსაზრება
წარმოადგენს არაოფიციალურ მოსაზრებას.

კონვენციებისა და რეკომენდაციების გადასინჯვა-


გადახედვა

ერთი ან რამდენიმე კონვენციის გადასინჯვის სემთხვევაში მიიღება ახალი კონვენცია.


კონფერენციას ასევე შეუძლია კონვენციის ცალკეული დებულებები გადასინჯოს და ოქმის
სახით ცვლილებები შეიტანოს მასში.

თუ უკვე რატიფიცირებული კონვენციის შეცვლა მოხდა, მაშინ ის კარგად ტავის იურიდიულ


ძალას და ავტომატურად ხდება ამ კონვენციის დენონსაცია.

You might also like