You are on page 1of 16

ევროკავშირის კომპეტენციათა

სისტემა

ეკა ქარდავა
2023
ევროკავშირი სამართლის შექმნა და გამოყენება
მოქმედებს 3 ძირითადი პრინციპის დაცვით:
•მინიჭებული ძალაუფლების პრინციპი - ევროკავშირი მხოლოდ
მაშინ არის უფლებამოსილი მიიღოს საკანონმდებლო აქტი, თუ მას
წევრმა ქვეყნებმა ერთხმად მიანიჭეს ეს კომპეტენცია და ასახეს
ევროკავშირის ხელშეკრულებებში (პირველად სამართალში).
•პროპორციულობის პრინციპი - ევროკავშირის მოქმედება ვერ
გასცდება იმას, რაც საჭიროა ხელშეკრულების მიზნების
მისაღწევად.
•სუბსიდიარიზმის პრინციპი - იქ, სადაც ევროკავშირსაც შეუძლია
მოქმედება და წევრ სახელმწიფოსაც, ევროკავშირს მხოლოდ მაშინ
შეუძლია ჩარევა, თუ მას უფრო ეფექტურად შეუძლია იმოქმედოს,
ვიდრე წევრ ქვეყანას.
სუბსიდიარიზმისა და პროპორციულობის პრინციპი წარმოადგენს
ევროკავშირის ძალაუფლების/მოქმედების გაზომვის
სამართლებრივ პრინციპებს. სუბსიდიარიზმის პრინციპი
გამოიყენება ევროკავშირის ექსკლუზიური კომპეტენციების
გარეთ, ხოლო პროპორცილუობის პრინციპი ექსკლუზიური
კომპეტენციების შიგნით.
•იხ.
https://ec.europa.eu/info/about-european-commission/what-european-co
mmission-does/law/areas-eu-action_en
კომპეტენცია - გადაწყვეტილების მიღების უფლება და სფერო

კომპეტენციები იყოფა ევროკავშირსა და წევრ


სახელმწიფოებს შორის.

ევროკავშირს კომპეტენციები გადაეცემა წევრი ქვეყნებისგან.

იმისთვის, რომ ევროკავშირს გაუჩნდეს ან გადაეცეს


კომპეტენცია, საჭიროა პირველად სამართალში
ცვლილებების შეტანა, რასაც სჭირდება ყველა ქვეყნის
თანხმობა.
კომპეტენციათა ევროკავშირისთვის გადაცემას თავისი ისტორია
აქვს. დროთა განმავლობაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები
მეტ და მეტ კომპეტენციებს გადასცემდნენ ევროკავშირს. ეს კი
ნიშნავდა იმას, რომ ევროკავშირს ემატებოდა სფეროები,
რომელშიც ევროკავშირი ღებულობდა სავალდებულო ბუნების
საკანონმდებლო აქტებს.

გადაწყვეტილებები მიიღება იმისდამიხედვით თუ რომელი


კომპეტენციის შემადგენელი ნაწილია:
 თუ საკითხი ევროკავშირის ექსკლუზიური
კომპეტენციაა - ამ შემთხვევაში, ძირითადად, გამოიყენება
კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების
მეთოდი.
 თუ საკითხი ექსკლუზიური კომპეტენციის გარეთ
დგას და ევროკავშირი იღებს გადაწყვეტილებას, - ამ
შემთხვევაში გამოიყენება კონსენსუსის/ერთხმად
გადაწყვეტილების მიღების სისტემა.
ლისაბონის ხელშეკრულების (TFEU) ფარგლებში

ევროკავშირს არ გააჩნია საკუთარი თავისთვის კომპეტენციის


მინიჭების უფლება (სახელმწიფოსგან განსხვავებით).

ევროკავშირის კომპეტენციათა არეალის გაფართოება


შესაძლებელია მხოლოდ დამფუძნებელ ხელშეკრულებებში
ცვლილებების შეტანის გზით.

ერთხელ მინიჭებული კომპეტენციის უკან გამოთხოვაც


შესაძლებელია.
ლისაბონის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ ჩამოყალიბდა
შემდეგი სახის კომპეტენციები:

- განსაკუთრებული (ექსკლუზიური) კომპეტენცია;


- ერთობლივი/გაზიარებული კომპეტენციები;
- მაკოორდინირებელი და მხარდამჭერი კომპეტენციები.
1. როცა ევროკავშირი განსაკუთრებულ კომპეტენციას ფლობს, წევრ
ქვეყანას არ აქვს უფლება დაადგინოს მარეგულირებელი ნორმები,
თუნდაც ევროკავშირის უმოქმედობის შემთხვევაშიც.

ევროკავშირის განსაკუთრებული კომპეტენციების სფეროში წევრ


ქვეყნებს სუვერენული უფლებები არ აქვთ. ის მთლიანად
გადაცემული აქვთ ევროკავშირისთვის.

ევროკავშირის განსაკუთრებული კომპეტენციების სფეროა:

- საბაჟო კავშირი;
- შიდა ბაზრის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი კონკურენციის
წესები;
- იმ ქვეყნების მონეტარული პოლიტიკა, რომელთა ვალუტა არის
ევრო;
- ზღვის ბიოლოგიური რესურსების კონსერვაცია თევზჭერის საერთო
პოლიტიკის ფარგლებში;
- საერთო კომერციული პოლიტიკა;
- საერთაშორისო ხელშეკრულების დადება, როცა დადება
განსაზღვრულია ევროკავშირის სამართლებრივი აქტით ან
აუცილებელია კავშირის შიდა კომპეტენციების აღსასრულებლად
ან დადებამ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს საერთო წესებზე.
2. გაზიარებულ კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან
დაკავშირებით წევრ ქვეყნებს აქვთ საკანონმდებლო აქტის
მიღების უფლებამოსილება იმ დრომდე და იმ მოცულობით,
ვიდრე და რამდენადაც ევროკავშირს არ უსარგებლია ამ
კომპეტენციით.

თუ ევროკავშირი ერთობლივ კომპეტენციაში შემავალ საკითხს


არეგულირებს, წევრ სახელმწიფოებს არ აქვთ ამ საკითხის
დარეგულირების უფლება. ასეთ დროს, ის განსაკუთრებული
კომპეტენციის საკითხის ხასიათს იძენს.

ამრიგად, გაზირებული კომპეტენციის სფეროებში ევროკავშირი


ინარჩუნებს ძალაუფლებას ისე, რომ სახელმწიფოებს მისი
განხორციელების შესაძლებლობა არ აქვთ.
ევროკავშირის გაზიარებული კომპეტენციებია (share
competence):
 შიდა ბაზარი;
 სოციალური პოლიტიკა იმ საკითხებთან მიმართებით, რაც
განსაზღვრულია ხელშეკრულებაში;
 ეკონომიკური, სოციალური და ტერიტორიული ერთიანობა;
 სოფლის მეურნეობა და თევზჭერა (გარდა ზღვის
ბიოლოგიური რესურსების კონსერვაციისა);
 გარემოს დაცვა;
 მომხმარებელთა დაცვა;
 ტრანსპორტი;
 ტრანს-ევროპული ქსელი;
 ენერგეტიკა;
 თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების
სივრცე;
 საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებზე საერთო
უსაფრთხოება;
 კვლევა და ტექნოლოგიური განვითარება;
 თანამშრომლობა განვითარებისა და ჰუმანიტარული
დახმარების სფეროში.
3. მაკოორდინირებელი და მხარდამჭერი კომპეტენციების სფეროში
წევრ სახელმწიფოებს გააჩნიათ კომპეტენციები, თუმცა მათ
შეუძლიათ გამოიყენონ ევროკავშირის დონეზე თანამშრომლობის,
დიალოგის რეჟიმი.

ევროკავშირის მხარდამჭერი და მაკოორდინირებელი


კომპეტენციები:
 ჯანმრთელობის დაცვა და გაუმჯობესება;
 ინდუსტრია;
 კულტურა;
 ტურიზმი;
 განათლება, პროფესიული სწავლება, ახალგაზრდობა და
სპორტი;
 სამოქალაქო დაცვა;
 ადმინისტრაციული თანამშრომლობა.
• ლისაბონის ხელშეკრულება კარგად ასახავს ძალაუფლების
გადანაწილებას ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს შორის.
მისი დახმარებით პასუხი გაეცემა შემდეგ შეკითხვას: ვინ რაზეა
პასუხისმგებელი? ეს კი გადამწყვეტი ელემენტია ევროპის
დემოკრატიზაციაში და პასუხისმებლობების გაძლიერებაში
ძალაუფლების სხვადასხვა დონეზე.

• ლისაბონის ხელშეკრულება იღებს „მინიჭებული ძალის


პრინციპს’’, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი როგორც
სუპრანაციონალური ორგანო თავის კომპეტენციაში ვერ
შეიყვანს ვერანაირ დამატებით სფეროს, რომელზეც თანახმა არ
იქნება ყველა წევრი სახელმწიფო. ანუ, მხოლოდ ყველა წევრი
ქვეყნის თანხმობაა იმის წინაპირობა, რომ რაიმე სფერო
კავშირის სუპრანაციონალური კომპეტენცია გახდეს.

• ლისაბონის ხელშეკრულების მიხედვით არსებობს


შესაძლებლობა იმისა, რომ კავშირის მიერ მიღებული
კომპეტენციის სფერო შეიძლება კვლავ წევრი ქვეყნის
კოპმეტენცია გახდეს.
დაწერილი და ნაგულისხმევი კომპეტენციები:

დაწერილ (ექსპლიციტურ) კომპეტენციებს მიეკუთვნება


ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულებისა და ევროკავშირის
ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების (ლისაბონის)
დებულებებით დადგენილი კომპეტენციები.

ნაგულისხმევია კომპეტენციები, რომლებიც არ არის


განსაზღვრული ხელშეკრულებებით და რომლებიც
დადგენილი და ინტერპრეტირებულია ევროკავშირის
მართლმსაჯულების პრაქტიკის ფარგლებში.
სუბსიდიარიზმისა და პროპორციულობის
პრინციპი
ევროკავშირის კომპეტენციათა ლიმიტირება რეგულირდება
უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპით. კავშირის კომპეტენციათა
გამოყენება რეგულირდება სუბსიდიარიზმისა და პროპორციულობის
პრინციპებით.

უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის თანახმად კავშირი მოქმედებს


მხოლოდ კომპეტენციათა ფარგლებში, რაც შეთანხმებულია წევრი
ქვეყნების მიერ ხელშეკრულებებში, რათა მიღწეულ იქნას მათში
გაწერილი მიზნები. კომპეტენციები, რომლებიც არ ვარდება
ხელშეკრულებების თანახმად კავშირის სფეროში, რჩება წევრი ქვეყნების
გამგებლობაში.

სუბსიდიარიზმის პრინციპის თანახმად, ექსკლუზიური კომპეტენციების


გარეთ დარჩენილ სფეროებში კავშირი ერევა მხოლო მაშინ და იმდენად,
რამდენადაც გასატარებელი ღონისძიება სათანადოდ ვერ იქნება
მიღწეული წევრი ქვეყნის მიერ როგორც ცენტრალურ, ასევე,
რეგიონალურ და ლოკალურ დონეებზე და გასატარებელი ღონისძიების
ეფექტებისა თუ განვითარების მაჩვენებლების მიზეზებით უკეთესად
იქნება მიღწეული კავშირის მიერ.

პროპორციულობის პრინციპის თანახმად, კავშირის ქმედების შინაარსი


და ფორმა არ უნდა გასცდეს იმას, რაც საჭიროა ხელშეკრულებათა
მიზნების მისაღწევად (ექსკლუზიური კომპეტენციების ნაწილში).
სუბსიდიარიზმი

- ჩამოყალიბდა ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულებით; ამჟამად


მოცემულია ლისაბონის ხელშეკრულებაში.
- გამოიყენება იმ სფეროში, სადაც ევროკავშირს არ აქვს ექსკლუზიური
კომპეტენცია.
- გამოიყენება მაშინ ანუ ევროკავშირი იწყებს მოქმედებას მაშინ, თუ წევრ
ქვეყანას არ აქვს საკმარისი შესაძლებლობა გადაჭრას საკითხი.

კრიტერიუმები:

 ქმედება უნდა იყოს აუცილებელი და გამომდინარეობდეს იქიდან, რომ


წევრი სახელმწიფოები ინდივიდუალური ძალისხმევით ვერ მიაღწევენ
მიზნებს. (არასაკმარისობის კრიტერიუმი).
 ქმედებამ უნდა მოიტანოს ისეთივე ღირებულება, როგორიც
შესაძლებელი იყო რომ მიღწეულიყო ინდივიდუალურად წევრი ქვეყნის
მიერ (სარგებლიანობის კრიტერიუმი).
 გადაწყეტილება უნდა იქნეს მიღებული მაქსიმალურად მოქალაქეთა
სასარგებლოდ (მოქალაქეებთან სიახლოვის კრიტერიუმი);
 ქმედება უნდა იყოს უსაფრთხო კერძო პირთა თავისუფლებისთვის
(ავტონომიურობის კრიტერიუმი).
პროპორციულობა

 პროპორციულობის სამართლებრივი კონცეფცია აღიარებულია


ევროკავშირის სამართლის ძირითად პრინციპად ევროგაერთიანების
შექმნის დღიდან. ის პირველად ევროპული მართლმსაჯულების
სასამართლოს მიერ იქნა აღიარებული. გენერალური ადვოკატის მიერ
შეთავზებულ იქნა ტერმინის ასეთი ადრეული ფორმულირება: „კერძო
პირი არ უნდა იზღუდებოდეს ქმედებების თავისუფლებაში იმაზე
მეტად, ვიდრე საჯარო ინტერესების აუცილებლობით არის
გამოწვეული“. ტერმინის არსმა ჰპოვა შემდეგი განვითარება ერთ-ერთი
საქმის დროს, როცა ევროპულმა დირექტივამ აკრძალა ერთ-ერთი
ჰორმონალური ნივთიერების გამოყენება სასაქონლო მეურნეობაში.
ევროპული მართლმსაჯულების სასამართლოს მსჯელობა დირექტივის
კანონიერების შესახებ ეყრდნობოდა შემდეგ კონცეფციას:
- არჩეული ზომა იყო თუ არა აუცილებელი და შესაფერისი იმისთვის რომ
მიღწეულ ყოფილიყო ლეგიტიმური მიზანი იმ საკითხების
გადასაწყვეტად, რაც დააყენა კანონმა?
- იყო თუ არა რამდენიმე ალტერნატიული ზომა და მათ შორის შერჩეულ
იქნა თუ არა ყველაზე ნაკლებად დამაზიანებელი და ინვაზიური
მეთოდი მიზნის მისაღწევად ?
- დამდგარი (არახელსაყრელი) შედეგი კერძო პირისთვის იყო თუ არა
მიზნების პროპორციული?

ხელშეკრულების ფორმულირების თანახმად, კავშირის მხრიდან


ნებისმიერი ქმედება არ უნდა სცილდებოდეს იმას, რაც აუცილებელია
ხელშეკრულების მიზნების მისაღწევად“.
პროპორციულობის კრიტერიუმები:

1.არის თუ არა ზომა/ღონისძიება შესაფერისი იმისთვის, რომ მიღწეულ


იქნეს ლეგიტიმური მიზანი. (შესაფერისობის)
2.არის თუ არა ზომა/ღონისძიება აუცილებელი რომ მიღწეულ იქნას
მიზანი. თუ შესაძლებელია რომ მიზნის მისაღწევად გამოყენებულ იქნას
ნაკლებად მძიმე და შემზღუდველი საშუალება? (აუცილებლობის)
3)აქვს თუ არა ზომას/ღონისძიებას თანაზომიერების ეფექტი თუ იგი
ზღვარგადასულია/გადაჭარბებულია (თანაზომიერების (ვიწრო
გაგებით))
 ლიტერატურა:

- ლექტორის პრეზენტაცია

- ქარდავა ე., ევროკავშირი, ასოცირების შეთანხმება და სამართლებრივი


აპროქსიმაცია, გვ. 28-30, https://gu.edu.ge/uploads/other/14/14341.pdf

- გაგა გაბრიჩიძე, ევროპული კავშირის სამართალი, გვ. 105-114.


https://www.slideshare.net/nvuadmin/gagagabrichidzeeurope

You might also like