You are on page 1of 42

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ვიდრე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე დავიწყებდეთ


საუბარს, აუცილებელია ვახსენოთ ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენცია, რომელიც 1950 წლის 4 ნოემბერს დამტკიცდა. ადამიანის
უფლებათა ევროპული კონვენცია პირველი იურიდიული აქტია, რომელიც
სავალდებულო ძალას აძლევს ადამიანის უფლებათა საყოველთაო
დეკლარაციით გათვალისწინებულ უფლებებს. ყველა სახელმწიფო,
რომელიც ხელს აწერს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას,
ვალდებულია განუხრელად დაიცვას მისი მოთხოვნები. თუმცა, ადამიანის
ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენციით გათვალისწინებული უფლებები შეიძლება დაირღვეს
სახელმწიფოს მიერ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია
სახელმწიფოთა მიერ კონვენციით დაკისრებულ ვალდებულებათა
შესრულების ზედამხედველ ორგანოდ განსაზღვრავს ადამიანის
უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლო შეიქმნა 1959 წელს და ის მდებარეობს საფრანგეთში, ქალაქ
სტრასბურგში. იგი განიხილავს კერძო პირების საჩივრებს სახელმწიფოს
მიმართ ან სახელმწიფოთა შორის დავებს ადამიანის უფლებათა
ევროპული კონვენციის დარღვევასთან დაკავშირებით.
საქართველო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
კონვენციის ხელმომწერი 1999 წლიდან გახდა და სწორედ მას შემდეგ
მოქმედებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისდიქცია.
საქართველოში ხელისუფლების სასამართლო შტოს განეკუთვნება
საერთო სასამართლოების სისტემა და საკონსტიტუციო სასამართლო.
საერთო სასამართლოების სისტემა შედგება სამი ინსტანციის
სასამართლოებისგან: I ინსტანცია - საქალაქო/რაიონული სასამართლო, II
ინსტანცია - სააპელაციო სასამართლო, III ინსტანცია - უზენაესი
სასამართლო. სასამართლოსთვის მიმართვა ხდება პირველი ინსტანციის
სასამართლოდან. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელეს/მომჩივანს მიაჩნია,
რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება
მიიღო, მას შეუძლია ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სააპელაციო
სასამართლოში, ხოლო თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების
გასაჩივრება შესაძლებელია უზენაეს სასამართლოში. უზენაესი
სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ
ექვემდებარება. თუ პირმა სასამართლოს სამივე ინსტანციაში სცადა
თავისი უფლებების დაცვა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მიაჩნია, რომ მისი
უფლებები სათანადოდ არ იქნა დაცული, მას შეუძლია მიმართოს
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს (ვიდრე ადამიანის
უფლებათა დაცვის ეროვნულ დონეზე არსებული ყველა მექანიზმი არ
იქნება გამოყენებული - ანუ სასამართლო ინსტანციები, მანამდე ევროპული
სასამართლო არ მიიღებს დასაშვებად პირის საჩივარს). ასეთი მიდგომა
გამომდინარეობს იქიდან, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების დაცვა, პირველ
რიგში, კონვენციის ხელმომწერ სახელმწიფოთა ვალდებულებაა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო შეიძლება ჩაერიოს
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები
ვერ ასრულებენ კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს.
1950 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია
მოიცავს ადამიანის ფუნდამენტურ და ძირითად უფლებებს, თუმცა, რა თქმა
უნდა, ვერც ერთი კანონი და აქტი ამომწურავად და ყოვლისმომცველად
ვერ მოაწესრიგებს ყველა უფლებასა და მოვალეობას და ვერ მოიცავს
ყველა აქტუალურ კონკრეტულ სფეროსა თუ შემთხვევას, ასევე დროის
გასვლის შემდეგ შესაძლოა გაჩნდეს სრულიად ახალი საკითხები რაც
აქტის ან კანონის შექმნის დროს საერთოდ არ არსებობდა. ამ მხრივ
ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
როლი, ვინაიდან იგი, თავისი გადაწყვეტილებებში ადამიანის ევროპული
კონვენციით განსაზღვრულ უფლებებს დინამიკაში განმარტავს და
უფლებებთან დაკავშირებულ ახალ გამოწვევებზე სათანადოდ რეაგირებს,
რითაც კონვენციას ცოცხალ ინსტრუმენტად აქცევს. ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლო თავისი გადაწყვეტილებებით დადგენილი
სამართლებრივი პრაქტიკით ზოგჯერ ისე აფართოებს კონვენციით
განსაზღვრულ უფლებებს, რომ ის ისეთ სიტუაციებსაც ერგება, რომლებიც
კონვენციის შექმნის პერიოდში საერთოდ არ არსებობდა.
ასევე საინტერესოა, რომ 2018 წლიდან ადამიანის უფლებათა ევროპულ
სასამართლოს დაემატა საკონსულტაციო როლი. კონვენციის ხელმომწერი
სახელმწიფოების უმაღლეს სასამართლოებს საშუალება მიეცათ მათ
წარმოებაში მყოფი მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით მიმართონ
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ადამიანის უფლებათა
ევროპული კონვენციის უფლების განმარტებებთან დაკავშირებულ
საკონსულტაციო დასკვნის მისაღებად. ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია არა
მხოლოდ იმ ინდივიდისთვის, ვინც სასამართლოს მიმართა საკუთარი
უფლებების დასაცავად, არამედ მთელი ქვეყნისა და სამართლებრივი
სისტემისთვის, რადგან ერთმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა გავლენა
იქონიოს ქვეყნის მთელ მოსახლეობაზე. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ
როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ერთი ან
რამდენიმე ინდივიდის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის
უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლების
დარღვევას დაადგენს და თავისი გადაწყვეტილებით სახელმწიფოს
უფლებადარღვეული ინდივიდის მიმართ შესაბამის რეაგირებას
დაავალებს, ეს მკაფიო სიგნალია სახელმწიფოსთვის, რომ სამომავლოდ
გაითვალისწინოს და ამ სახით აღარ დაარღვიოს ადამიანის უფლებები.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სისტემა დგას
სოლიდარობის პრინციპზე. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებმა
არამხოლოდ უნდა აღასრულონ ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულია იმ საქმეებზე,
რომლებშიც თავად ეს სახელმწიფოები ფიგურირებენ, არამედ უნდა
გაითვალისწინონ ის შესაძლო შედეგები, რაც სხვა საქმეებში
გამოტანილმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება გამოიწვიოს მათ
სამართლებრივ სისტემებზე. ამ მხრივ, ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილებები ხშირად ხდება სხვადასხვა სახელმწიფოს
სამართლებრივი სისტემის თუ პრაქტიკის ცვლილების საფუძველი,
მაშინაც კი, როდესაც ამის პირდაპირი ვალდებულება არ არსებობს. აქვე
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში
ევროკომისიის შესასრულებლად სავალდებულო ერთ-ერთი პრიორიტეტი
საქართველოსთვის არის - მიღებული იქნას კანონი, რომლის თანახმადაც
ქართული სასამართლოები პროაქტიულად გაითვალისწინებენ ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენებს თავიანთ
გადაწყვეტილებებში. ამასთან დაკავშირებით, ამჟამად საქართველოს
პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ხელს
შეუწყობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილებების დანერგვას ეროვნული სასამართლოების
პრაქტიკაში და გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის ხარისხის
გაზრდას.

სასამართლოს დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და


მიუკერძოებლობა
სასამართლო ხელისუფლება დემოკრატიული მმართველობის მქონე
სახელმწიფოებში წარმოადგენს ხელისუფლების მესამე შტოს, რომელსაც ევალება
ქვეყანაში საკონსტიტუციო კონტროლი და მართლმსაჯულების აღსრულება −
სხვადასხვა ტიპის დავების განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მათ
გადასაჭრელად.

საზოგადოებრივ ცხოვრებაში ადამიანებს ხშირად აქვთ კონფლიქტები


ერთმანეთთან ან ორგანიზაციებთან, მათ შორის, სახელმწიფოს უწყებებთანაც.
ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს შესაძლებლობა უთანხმოების
მშვიდობიანად და კანონის საფუძველზე გადაწყვეტისა. დემოკრატიულ
სახელმწიფოში სწორედ ასეთი ადგილია სასამართლო, სადაც მიუკერძოებლად და
ძალადობის გამოყენების გარეშე უნდა გადაწყდეს დავები. ამისთვის არსებობენ
მოსამართლეები − სპეციალური განათლებისა და მომზადების მქონე
პროფესიონალები, რომლებიც ობიექტურად განმარტავენ, რას ითვალისწინებს
კანონი კონკრეტული დავის დროს, დაირღვა თუ არა ის და როგორ აგებს პასუხს
კანონის დამრღვევი.

როგორც ცნობილია, დემოკრატიული წესწყობილება ეფუძნება


დემოკრატიულ პრინციპებს, რომელთაგან ერთ-ერთია კანონის უზენაესობა.
საქართველოს, როგორც სახელმწიფოს შემდგომი განვითარება და წინსვლა, მათ
შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით, დიდწილად იმაზეა დამოკიდებული,
რამდენად დაინერგება ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობის პრინციპი.
პრეზიდენტი, მინისტრები, პარლამენტარები, მოსამართლეები, ქალაქები მერები,
სახელმწიფო მოხელეები, ასევე მძღოლები, პურის მცხობლები, დიასახლისები თუ
დარაჯები, ერთი სიტყვით, მაღალი თანამდებობის პირები თუ რიგითი
მოქალაქეები, ყველა ერთნაირად უნდა დაემორჩილოს კანონს. ხოლო თუ მას
დაარღვევენ, ერთნაირად უნდა აგონ კიდეც პასუხი. სასამართლო სწორედ
იმისთვის არის მოგონებული, რომ დაიცვას კანონის უზენაესობა, დაიცვას
კონსტიტუცია და თითოეული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.

აქვე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ იცავს რა საზოგადოების წევრების


უფლებებს, თავად სასამართლოსაც შეიძლება დასჭირდეს დაცვა, თუ რომელიმე
სახელმწიფო ორგანო, მაღალი თანამდებობის პირი ან ნებისმიერი ადამიანი
შეეცდება მისი საქმიანობის შეფერხებას, მის გადაწყვეტილებებში ჩარევას, მისი
დამოუკიდებლობის შეზღუდვას. საზოგადოება მზად უნდა იყოს, რომ ასეთ
შემთხვევაში დაიცვას სასამართლო.
სასამართლო ხელისუფლება ხასიათდება სამი ძირითადი ნიშნით: პირველი
და ძირითადი ნიშანი არის მისი დამოუკიდებლობა. მართლმსაჯულების
აღსრულება მოითხოვს სასამართლოს სრულ დაუინტერესებლობასა და მის
გადაწყვეტილებებში სხვა სახელისუფლებო ინსტიტუტების ჩაურევლობას. დავის
განხილვისას და გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
მხოლოდ სახელმწიფოს კანონმდებლობას, იყოს დამოუკიდებელი,
მიუკერძოებელი და უანგარო. სასამართლო ხელისუფლების მეორე
მნიშვნელოვანი ფუნქციაა კანონმდებლობის, მათ შორის, კონსტიტუციური
ნორმების დაცვის განხორციელება. როგორც წესი, ქვეყნების უმრავლესობაში, მათ
შორის საქართველოშიც ამ ფუნქციას საკონსტიტუციო სასამართლო ახორციელებს.
დაბოლოს, სასამართლო ხელისუფლების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა
აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებზე
ზედამხედველობა.რა გარანტიები არსებობს, რომ მოსამართლე იყოს სწორედ
ასეთი − დამოუკიდებელი, სამართლიანი, მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი,
უანგარო? ასეთ გარანტიებს, როგორც წესი, დემოკრატიული ქვეყნის
კანონმდებლობავე ითვალისწინებს:

 მოსამართლეობას რომ მიაღწიოს, მოქალაქემ უნდა მიიღოს შესაბამისი


უმაღლესი იურიდიული განათლება, ჩააბაროს სპეციალური გამოცდები, მიიღოს
მინიმუმ ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილება მართლმსაჯულების სფეროში,
გაიაროს სპეციალური მოსამზადებელი კურსები და მოსამართლის შესარჩევი
სხვადასხვა პროცედურები. ამ ყველაფერს ბევრი დრო სჭირდება. ამიტომაც არის,
რომ კანონის მიხედვით ადამიანი მოსამართლე რომ გახდეს, სულ მცირე, 30 წლის
უნდა იყოს;
 მოსამართლეს იცავს იმუნიტეტი, ისევე როგორც პარლამენტი
დეპუტატს. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ძალოვანი ორგანოები მას ვერ
დააპატიმრებენ, მასზე ამ მხრივ ზემოქმედებას ვერ მოახდენენ;
 მოსამართლეები თანამდებობაზე ინიშნებიან უვადოდ, სპეციალურ
ასაკის მიღწევამდე (65 წლის ასაკის მიღწევისას მოსამართლე სავალდებულო
წესით ტოვებს თანამდებობას და გადის პენსიაში). ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია,
რადგან მოსამართლეს ვერავინ დაემუქრება თანამდებობიდან გათავისუფლებით
და ამ გზით ვერ იქონიებს ზეგავლენას მის გადაწყვეტილებებზე;
 ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობა მკაცრად
კრძალავს მოსამართლის საქმიანობაში ჩარევას, მისთვის რაიმე მითითებების ან
დავალებების მიცემას, განსაკუთრებით ხელისუფლების სხვა შტოების
(საკანონმდებლო და აღმასრულებელი) წარმომადგენლების მხრიდან;
 მოსამართლეებს აქვთ მაღალი ხელფასები. საქართველოში სხვადასხვა
ინსტანციის მოსამართლეთა ხელფასები 4 000 ლარიდან 7 000 ლარამდეა.
ფინანსურად უზრუნველყოფილი მოსამართლე ნაკლებად გარისკავს, რომ რაიმე
არაკანონიერი ჩაიდინოს, მაგალითად ქრთამი აიღოს. ამისთვის მოსამართლე
თავის კარიერასაც დაასრულებს და ციხეშიც ამოყოფს თავს. როგორც ზემოთ
ითქვა, დანაშაულის ჩადენის/კანონის დარღვევის შემთხვევაში ყველა ერთნაირად
აგებს პასუხს, მათ შორის მოსამართლეც და ამ დროს მას იმუნიტეტიც ვეღარ
დაიცავს;
 შექმნილია მოსამართლეთა კარიერული წინსვლის საშუალება.
წარმატებულ და მაღალპროფესიონალ მოსამართლეებს შეუძლიათ
სამსახურებრივად დაწინაურება, უფრო მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე
გადასვლა. ეს დამატებითი მოტივაციაა იმისთვის, რომ მოსამართლე
მაქსიმალურად კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად აკეთებდეს თავის
საქმეს;
 არსებობს სასამართლო საქმეების ელექტრონული განაწილების სისტემა.
ადრე შესაძლებელი იყო, რომ მოსამართლეებს საქმეები ერთმანეთში
მოლაპარაკებით გაენაწილებინათ. ამ დროს იყო ალბათობა იმისა, რომ
მოსამართლე მისთვის რაიმე ნიშნით სასურველ საქმე აერჩია და ის
მიკერძოებულად წარემართა. ელექტრონული სისტემა ამ შესაძლებლობას
მინიმუმამდე ამცირებს და მოსამართლეები განსჯიან იმ დავებს, რომელიც
შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეხვდებათ. აქვე უნდა ითქვას, რომ საქმეების
ელექტრონული განაწილების სისტემა ჯერ კიდევ სრულყოფილად არ არის
გამართული ჩვენთან. მას აქვს გარკვეული ხარვეზები, რის გამოც პროგრამის
შეფერხებისას საქმეები კანცელარიის თანამშრომლების მიერ ნაწილდება
ხარვეზიანი წესით, რაც დარეგულირებულია თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გადაწყვეტილებით. ამ პრობლემას აღნიშნავენ საქართველოს ევროპელი
პარტნიორებიც და მოგვიწოდებენ მისი გამოსწორებისკენ;
რა თქმა უნდა, ეს გარანტიები აბსოლუტური ვერ იქნება და მაინც რჩება
ალბათობა, რომ უსამართლო, მიკერძოებული გადაწყვეტილება იქნას მიღებული
სასამართლო სხდომაზე. მართლმსაჯულების სისტემა ამასაც ითვალისწინებს.
პირველ რიგში უნდა ვახსენოთ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების
უფლება. საქართველოში არსებობს საერთო სასამართლოების სამი ინსტანცია:
რაიონული/საქალაქო სასამართლო, სააპელაციო სასამართლო და უზენაესი
სასამართლო. დავები ჯერ ქვედა ინსტანციის სასამართლოებში (რაიონული,
საქალაქო) განიხილება. თუ მოქალაქე მიიჩნევს, რომ ამ ინსტანციაში უსამართლო
ან მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღეს, მას შეუძლია მისი გასაჩივრება ზედა
ინსტანციაში − სააპელაციო სასამართლოში. თუ იქაც უსამართლობის განცდა
დარჩება, ადამიანს შეუძლია უკვე უზენაეს სასამართლოს მიმართოს. მისი
გადაწყვეტილება საბოლოოა საქართველოს სახელმწიფოს მასშტაბით. ეს არ
ნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებითაც თუ უკმაყოფილო
დარჩა მოქალაქე, საშველი აღარ არსებობს. საქართველოს (როგორც ევროპის
საბჭოს წევრი სახელმწიფოს) მოქალაქეებს შეუძლიათ თავისი პოზიციები დაიცვან
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომელიც საფრანგეთის ქალაქ
სტრასბურგში მდებარეობს. ამის გამო ხალხში იგი უფრო მეტად სტრასბურგის
სასამართლოს სახელითაა ცნობილი.მოსამართლე რომ უსამართლოდ არ მოიქცეს
და არაობიექტური გადაწყვეტილება არ მიიღოს, ამის საკონტროლებლად
შემოღებულია დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი. ინსპექტორის
სამსახური შეისწავლის პრობლემურ გადაწყვეტილებებს და მისი მიმღები
მოსამართლის მიმართ აწარმოებს დისციპლინურ გამოკვლევას. დისციპლინური
გადაცდომის დადასტურების შემთხვევაში, დამოუკიდებელი ინსპექტორი
მოკვლევის შედეგებს გადასცემს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც იღებს
საბოლოო გადაწყვეტილებას, მათ შორის დისციპლინური წარმოების შეწყვეტის ან
დამრღვევი მოსამართლის დისციპლინურ პასუხისმგებლობაში მიცემის შესახებ.
ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს პარტნიორებმა მოუწოდეს ჩვენ
ქვეყანას, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს ინსპექტორის ინსტიტუტის
დამოუკიდებლობა. პარტნიორები ასევე მიიჩნევენ,
რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილება დისციპლინური
წარმოების შეწყვეტაზე ნაკლებად დასაბუთებულია, რამდენიმე კი საერთოდ და
უსაბუთებელი. დამოუკიდებელი ინსპექტორის დასკვნები კი ხელმისაწვდომი არ
არის, რაც, გამჭვირვალობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოად
გენს.

რაკი ვახსენეთ, საგანგებოდ უნდა შევეხოთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც. ეს


არის მართლმსაჯულების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური ორგანო. სწორედ
იგი ატარებს მოსამართლეთა გამოცდებსა და კონკურსებს. ასევე, იუსტიციის
უმაღლესი საბჭო ნიშნავს თანამდებობებზე კონკურსის წესით შერჩეულ
მოსამართლეებს რაიონული/საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში. უზენაეს
სასამართლოს რაც შეეხება, მის მოსამართლეებს საქართველოს პარლამენტი
ნიშნავს. ჩვენი ქვეყნის ევროპელი პარტნიორები, განსაკუთრებით კი ვენეციის
კომისია, ხშირად მიუთითებს იმაზე, რომ თავად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს
თავისი საკამათო გადაწყვეტილებების გამო, ავტორიტეტი აქვს შელახული. ამის
გამოსასწორებლად საჭიროა, რომ მისი არაკეთილსინდისიერების შესახებ ყოველი
ბრალდება გამოძიებულ იქნას. კომისია მოსამართლეებზე ზეწოლის ბერკეტად
მიიჩნევს იმასაც, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლის სურვილის
წინააღმდეგ შეუძლია მისი გადაყვანა ერთი სასამართლოდან მეორე
სასამართლოში. ვენეციის კომისია ფიქრობს, რომ ასეთი ფართო უფლებამოსილება
საბჭოს არ უნდა ჰქონდეს.

ავტორიტეტი რაკი ვახსენეთ, უნდა ითქვას, რომ როგორც ყველა სფეროს,


მართლმსაჯულებასაც ჰაერივით სჭირდება ავტორიტეტული პიროვნებები და
ავტორიტეტული ინსტიტუტები. ავტორიტეტი კი მაღალი პროფესიონალიზმით,
სამართლიანობით, კეთილსინდისიერებით მოიპოვება, ხოლო იკარგება
დაუსაბუთებელი, უსამართლო, არაობიექტური გადაწყვეტილებებით. ის ფაქტი,
რომ 2023 წელს საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა − აშშ-მ სამ მოქმედ და
ერთ ყოფილ ქართველ მოსამართლეს სანქციები დაუწესა, რაც სასამართლო
სისტემის ავტორიტეტზე არასახარბიელოდ მოქმედებს.

სასამართლოს სისტემის კრიტიკოსები აღნიშნავენ ერთ გარემოებას, რის გამოც


მოსამართლემ შეიძლება არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს, მიუხედავად იმისა,
რომ ეს შეიძლება სულაც არ უნდოდეს. საქმე ისაა, რომ ამჟამად საქართველოში
მოსამართლეთა რაოდენობა მცირეა, განსახილველი საქმეები კი ძალიან ბევრი.
მოსამართლეები ვერ აუდიან ამდენ საქმეს, ვერ ასწრებენ, საფუძვლიანად გაეცნონ
მასალებს, რაც ზრდის მათი მხრიდან გადაწყვეტილების გამოტანის დროს ყველა
მტკიცებულების ვერ გათვალისწინებისა და შესაბამისად შეცდომის დაშვების
რისკს. საქმეების საფუძვლიანად განხილვას კი მეტი დრო სჭირდება და ამ
შემთხვევაში პროცესი ჭიანურდება, რაც ცალკე უკმაყოფილებას იწვევს
საზოგადოებაში. ჩვენ ქვეყანას უფრო მეტი პროფესიონალი სჭირდება სასამართლო
სისტემაში.დაბოლოს, შევეხოთ სასამართლოს ანგარიშვალდებულების საკითხსაც.
ეს აუცილებელი მახასიათებელია დემოკრატიული და სამართლიანი
სასამართლოსი, ავტორიტეტსა და სანდოობას უმაღლებს სისტემას.
რასაკვირველია, მოსამართლემ დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად უნდა
გამოიტანოს გადაწყვეტილებები, თუმცა ის უნდა დაასააბუთოს კანონების
საფუძველზე, მოდავე მხარეებისა და მთელი საზოგადოებისათვის
დამაჯერებლად. მოსამართლე თავისი მოქმედებებით, სიტყვითა და
გადაწყვეტილებებით ეჭვებსა და უნდობლობას არ უნდა იწვევდეს. ამის
დამატებით საშუალებას იძლევა ის, რომ სასამართლო სხდომები ღია და საჯაროა,
რაც ნიშნავს იმას, რომ ყველას შეუძლია დაესწროს მას და თავად ადევნოს თვალ-
ყური პროცესის მსვლელობას. საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საინტერესო
საქმეები ტელევიზიის პირდაპირ ეთერშიც გადაიცემა ხოლმე. გარდა ამისა,
საჯაროა მოსამართლის გადაწყვეტილებიც. ის სასამართლოს ვებ-გვერდზეა
ხელმისაწვდომი და ყველას შეუძლია მისი წაკითხვა და კრიტიკულად შეფასება
გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებულ დეფინიციით გენდერული


თანასწორობა ნიშნავს ქალისა და კაცის, გოგოსა და ბიჭის თანაბარ უფლებებს,
პასუხისმგებლობებსა და შესაძლებლობებს. თანასწორობა არ გულისხმობს, რომ ქალი
და კაცი იდენტურნი უნდა გახდნენ, თანასწორობა გულისხმობს იმას, რომ ადამიანის
სქესი არ უნდა განსაზღვრავდეს მის უფლებებს, პასუხისმგებლობასა და
შესაძლებლობებს. გენდერული თანასწორობა გულისხმობს, რომ როგორც ქალების,
ასევე კაცების ინტერესები, საჭიროებები და პრიორიტეტები მიიღება მხედველობაში
ქალებისა და კაცების ჯგუფების მრავალფეროვნების გათვალისწინებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით დაცულია თანასწორობის უფლება.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ
უფლებებს და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისთვის. სახელმწიფო იღებს
განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცების და ქალების არსებითი თანასწორობის
უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. გარდა ამისა,
საქართველო ადამიანის უფლებათა შესახებ არაერთი საერთაშორისო დოკუმენტის,
მათ შორის, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ
კონვენციის ხელმომწერია და იღებს ვალდებულებას ფაქტობრივად უზრუნველყოს
თანასწორობა მამაკაცებსა და ქალებს შორის. საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები
გადადგა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის. გენდერული
თანასწორობის შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესების ერთ-ერთი ყველაზე
თვალსაჩინო ნიმუშია 2010 წელის მიღებული კანონი გენდერული თანასწორობის
შესახებ, რომელიც ადგენს სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ზოგადი სახის გარანტიებს
გენდერული თანასწორობის სხვადასხვა სფეროში უზრუნველყოფისთვის. ადამიანის
უფლებების (მათ შორის გენდერული თანასწორობის) საკანონმდებლო დონის
საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის
მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 2014 წელს მიღებული საქართველოს კანონი
დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. მიუხედავად საქართველოს
კანონმდებლობის გაუმჯობესებისა გენდერული თანასწორობის კუთხით, ჯერ კიდევ
არაერთი გამოწვევა, პრობლემა და ხარვეზია, როგორც ჩვენს კანონმდებლობაში, ისე
ქცევის ნორმებში.

მსოფლიოში არსებული გენდერული თანასწორობის შესახებ ზოგადი სურათის


დასანახად შეგვიძლია ერთ-ერთ წყაროდ გამოვიყენოთ მსოფლიო ეკონომიკური
ფორუმის ყოველწლიური სტატისტიკა სქესთა შორის განსხვავების შესახებ. ეს
სტატისტიკა 2006 წლიდან ტარდება მსოფლიოს 156 ქვეყნის ფარგლებში და იგი
აღწერს გენდერული თანასწორობის მდგომარეობას სქესთა შორის განსხვავებული
მდგომარეობის მიხედვით ოთხი ძირითადი მიმართულებით: ეკონომიკური
შესაძლებლობები, განათლება, ჯანმრთელობა, პოლიტიკური ლიდერობა. აღნიშნულ
ინდექსში საქართველოს უკანასკნელ წლებში უკანსვლა აქვს - 2021 წელს 49-ე
ადგილი, 2022 წელს 55-ე, ხოლო 2023 წელს 76-ე ადგილი. თუ ძირითადი
მიმართულებების მიხედვით შევხედავთ საქართველოს 2023 წლის
მდგომარეობით საუკეთესო შედეგი განათლების მიღწევების კრიტერიუმში აქვს -
მსოფლიოში 28-ე ადგილი, ხოლო ყველაზე უარესი პოლიტიკური ლიდერობის
კრიტერიუმში - 91-ე ადგილი, თუმცა ამავე წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ
საქართველოში ქალი პრეზიდენტი ხელს უწყობს პროგრესს პოლიტიკურ
ცხოვრებაში გენდერული განსხვავებების შემცირების მიმართულებით.
როდესაც ქვეყანაში არსებულ გენდერულ პრობლემებზე ვსაუბრობთ, ერთ ერთი
უმთავრესი გამოწვევა ბავშვთა ქორწინების პრობლემაა. თუ გენდერული
თანასწორობა შესაძლებლობების გამოყენების თანაბარ შანსებს გულისხმობს, ბავშვთა
ქორწინებით გამოწვეულ უამრავ პრობლემასთან ერთად, ფაქტობრივად
მიუწვდომელი რჩება თანასწორობის შესაძლებლობაც, ვინაიდან ასეთ დროს ბავშვებს
(ძირითადად გოგონებს) თავიანთი ნებისა და შესაძლებლობების რეალიზების
საშუალება ერთმევათ. UNICEF-ის (United Nations International Children’s Emergency
Fund) 2018 წლის კვლევის მიხედვით 20-24 წლის ასაკის ქალების 14%
არასრულწლოვანებაში იყვნენ დაქორწინებულები. ეს პრობლემა დღესაც მწვავედ
დგას და როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების მხრიდან დიდ ძალისხმევას
საჭიროებს.
მსოფლიო მასშტაბით გენდერული თანასწორობის მიღწევის უმთავრესი
პრობლემა ქალთა მიმართ ძალადობაა. სქესობრივი ნიშნით განხორციელებულ
ძალადობას სხვადასხვა სახე შეიძლება ჰქონდეს: ფიზიკური, ფსიქიკური,
სექსუალური, ეკონომიკური და სხვა. ყოველი მესამე ქალი ცხოვრების მანძილზე
ერთხელ მაინც ხდება ძალადობის მსხვერპლი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის
მიერ 2018 წელს ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ
გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოს მონაცემების მიხედვით 15-დან 49-წლამდე
ქალების 10% სიცოცხლეში ერთხელ მაინც ყოფილა ოჯახური ძალადობის
მსხვერპლი, ხოლო 3% ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა უკანასკნელი 12 თვის
განმავლობაში. ამ მონაცემებით საქართველოს რეგიონში საუკეთესო შედეგი აქვს,
თუმცა ქალთა მიმართ ძალადობა ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ერთ-ერთი
მთავარი პრობლემაა. საქართველოში ოჯახური დანაშაულების
შესახებ პროკურატურის ანგარიშის მიხედვით 2014-2022 წლებში ჩადენილია 186
ქალის მკვლელობა, ოჯახური ნიშნით - 92 ქალის მკვლელობა, ხოლო სხვა მოტივით -
94 ქალის მკვლელობა. ამავე პერიოდში ჩადენილია 129 ქალის მკვლელობის
მცდელობა, მათ შორის ოჯახური ნიშნით - 79 ქალის მკვლელობის მცდელობა, ხოლო
სხვა მოტივით - 50 ქალის მკვლელობის მცდელობა. აღსანიშნავია, რომ მკაცრი
სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარების შედეგად, 2014 წლიდან 2020 წლამდე
ქალთა მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის მაჩვენებელი შემცირებული იყო,
2020 წელს ისევ დაფიქსირდა ზრდა, ხოლო 2021 წელს დაფიქსირებულია კვლავ
კლება. სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, კანონმდებლობის
ჰარმონიზაციის პროცესში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, გენდერის ნიშნით ჩადენილი
მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებად განისაზღვრა და მკაცრი სასჯელი დაწესდა.
გენდერის ნიშნით, ასევე ოჯახური ნიშნით ჩადენილი ქალის განზრახ მკვლელობა
ისჯება თავისუფლების აღკვეთით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების
აღკვეთით.
2006 წლიდან საქართველოში მოქმედებს კანონი ქალთა მიმართ ძალადობის
ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და
დახმარების შესახებ. აღნიშნული კანონი მნიშვნელოვანია იმით, რომ იგი აწესებს
სახელმწიფოს ვალდებულებებს ქალთა მიმართ ძალადობის ან და ოჯახში
ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. სახელმწიფო იღებს
ვალდებულებას არამხოლოდ დასაჯოს დამნაშავე, არამედ ძალადობის მსხვერპლს
მიაწოდოს სათანადო სერვისები - თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი (კრიზისული
ცენტრი არის მხარდაჭერის მომსახურებების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელიც
მსხვერპლს ძალადობრივი გარემოსგან თავის დაღწევასა და ძალების აღდგენაში
ეხმარება), მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული
ღონისძიებები. აღნიშნული სერვისების მიღება შეუძლია ძალადობის მსხვერპლს,
ხოლო მსხვერპლის სტატუსი ამავე კანონით არის განსაზღვრული - მსხვერპლი –
ქალი ან ოჯახის წევრი, რომლის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები
დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური ძალადობით, ფსიქოლოგიური
ძალადობით, ეკონომიკური ძალადობით, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები
უგულებელყოფილია. საქართველოს ევროინტეგრაციისთვის განსაზღვრული
ვალდებულებებიდან გენდერული თანასწორობის და ქალთა მიმართ ძალადობის
აღმოფხვრის მიმართულებით ქვეყანას განესაზღვრა ვალდებულებები, რომ მოხდეს
გენდერული თანასწორობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის
გაძლიერება სამართალდამცავი ორგანოების მიერ გენდერული თანასწორობის
შესახებ კანონების უკეთ აღსრულების გზით, მათ შორის ,,მსხვერპლის სტატუსის“,
როგორც სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის წინაპირობის მოხსნა.

თავისუფალი მედია

როგორც ცნობილია, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის მიხედვით,


ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს ხელისუფლება იყოფა სამ შტოდ:
საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად. სამივე შტო
არეგულირებს სახელმწიფოებრივ საკითხებს და ერთმანეთის მიმართ კონტროლს
ახორციელებს.

ამ სამეულის ურთიერთობისა და დამოკიდებულებების გარდა, ცალკე რგოლად


ჩამოყალიბდა და განვითარდა თავისუფალი მედია, რომელსაც საზოგადოებაზე და
სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებზე სერიოზული ზეგავლების გამო სიმბოლურად
მეოთხე ხელისუფლებას უწოდებენ.

დემოკრატიული საზოგადოებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ


საზოგადოებაზე ასეთი დიდი გავლენის მქონე მედია თავად არ მოექცეს ვიწრო
პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების გავლენის ქვეშ. აუცილებელია, რომ მედია
იყოს თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი. ამ
მიმართულებით თავ-თავისი როლი აქვთ როგორც ჟურნალისტებს, ისე
ხელისუფლებას.
ჟურნალისტი თავის პროფესიული საქმიანობის დროს უნდა იყოს
კეთილსინდისიერი, უშიშარი, სამართლიანი და კომპეტენტური მინიმუმ იმ
სფეროში/დარგში, რომელსაც იგი სისტემატურად აშუქებს ხოლმე. ის განუხრელად
უნდა იცავდეს იმ მთავარ ჟურნალისტურ პრინციპებს, რომელიც ჟურნალისტური
ეთიკის ქარტიის სახელით არის ცნობილი. მისი საქმიანობის მთავარი ორიენტირი
უნდა იყოს სიმართლის დადგენა და ზუსტი ინფორმაციის გავრცელება.
ჟურნალისტისთვის დაუშვებელი და მიუღებელი უნდა იყოს რაიმე სარგებლის
მიღების სანაცვლოდ, ასევე ვინმესადმი სუბიექტური დამოკიდებულების ან მუქარისა
თუ იძულების გამო ამ პრინციპებიდან გადახვევა, ფაქტების დამახინჯება, შეცვლა ან
საერთოდ ცრუ ინფორმაციის გავრცელება. ეს რომ არ მოხდეს, ის უნდა იყოს
სრულიად მიუკერძოებელი, თავისუფალი და დამოუკიდებელი, მოქმედებდეს
მხოლოდ საკუთარი სინდისის კარნახით. არის ხოლმე საკითხები, რომელზეც
სხვადასხვა ჯგუფებს განსხვავებული შეხედულება აქვს. ჟურნალისტი ისე უნდა
აშუქებდეს ასეთ საკითხებს, რომ თანაბრად წარმოაჩინოს ის აზრთა
სხვადასხვაობა/მრავალფეროვნება, რაც საზოგადოებაში არსებობს.
იმისათვის, რომ ჟურნალისტები სწორედ ისეთები იყვნენ, როგორც ზედა
აბზაცშია აღწერილი, მნიშვნელოვანი როლი აქვს დემოკრატიული სახელმწიფოს
ხელისუფლებას. საკანონმდებლო ხელისუფლება უნდა გამოსცემდეს ისეთ კანონებს,
რომელიც ხელს უწყობს და იცავს თავისუფალი, დამოუკიდებელი, პლურალისტური
მედიაგარემოს შექმნას. ის არ უნდა აწესებდეს უმართებულო დაბრკოლებებს,
შეზღუდვებს და აკრძალვებს ჟურნალისტებისათვის. ალბათ ყოველთვის იყო, არის
და იქნება ისეთი ადამიანი, ვინ ეცდება დაემუქროს ჟურნალისტს, დააშინოს იგი ან
სხვაგვარად აიძულოს, რომ გადაახვევინოს ჟურნალისტური პრინციპებიდან. სწორედ
ამ დროს უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე უფლებადამცველი სტრუქტურები და
სასამართლო ხელისუფლება, რომ მათ სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ ასეთი
დანაშაული და მკაცრად დასაჯონ ჟურნალისტზე მოძალადე.ამ თვალსაზრისით
აღსანიშნავია 2021 წლის 5 ივლისის მოვლენები, როდესაც თბილისის ქუჩებში
რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები თავს დაესხნენ და ფიზიკურად
იძალადეს საერთო ჯამში 53 ჟურნალისტზე. თავდამსხმელთა ნაწილი
სამართალდამცველებმა დააკავეს და ისინი წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე.
საზოგადოების ნაწილის აზრით მოძალადეების გასანეიტრალებლად პოლიციამ
არასაკმარისი ძალისხმევა გამოიჩინა. ჟურნალისტებზე თავდასხმები მეორე დღეს − 6
ივლისსაც განხორციელდა. ამჯერად სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა
მოახერხეს ჟურნალისტების დაცვა და მოძალადეთა განეიტრალება. სამოქალაქო
საზოგადოებამ და დემოკრატიული სახელმწიფოების ელჩებმა მაშინ მკაცრად დაგმეს
ჟურნალისტებზე თავდასხმის აქტი, ასევე მკაცრი იყო საერთაშორისო საზოგადოების
გამოხმაურებაც. ამ მოვლენებიდან უკვე რამდენიმე წელია გასული და
საზოგადოებაში ახლა ის იწვევს უკმაყოფილებას, რომ იმ დღეებში ჩადენილი
დანაშაულები სათანადოდ არ არის გამოძიებული. ზოგი მიიჩნევს, რომ არც
დამნაშავენი დასჯილან ადეკვატურად სასამართლოს მიერ.

ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან შეგვიძლია გავიხსენოთ უფრო მძიმე ფაქტებიც,


რომელიც შეუთავსებელი იყო თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიაგარემოსთან.
სხვადასხვა დროს ხელისუფლებას აწუხებდა მედია საშუალებების მიერ მისი
სხვადასხვა გადაწყვეტილებისა თუ ნამოქმედარის კრიტიკული გაშუქება, რასაც
ძალადობრივი მოქმედებებით პასუხობდა. ედუარდ შევარდნაძის მმართველობის
პერიოდში მთავრობამ რამდენჯერმე სცადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დახურვა,
რომელიც ხალხის დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა და ამან გადაარჩინა კიდეც
დახურვას. 2007 წლის ნოემბერში პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი შეიჭრა
ტელეკომპანია „იმედში“ და დაარბია მისი შენობა. თავდასხმის დროს
სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებსაც. მალე ხელისუფლებამ
ტელეკომპანია მის დამფუძნებლებსა და მფლობელებს − პატარკაციშვილების ოჯახს
ჩამოართვა და მის დირექტორად მმართველ პოლიტიკურ ძალასთან დაახლოებული
პირი (ეკონომიკის ყოფილი მინისტრი) დანიშნეს, რომელმაც არსებითად შეცვალა
ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა და ის მთავრობისადმი ლოიალური
გახადა.საზოგადოებისთვის ასევე საეჭვოა ის ფაქტები, როდესაც სხვადასხვა მედია
საშუალებები ან სატელევიზიო გადაცემები იხურება სათანადო არგუმენტაციისა და
ხალხისთვის მიზეზის დამაჯერებელი ახსნა-განმარტების გარეშე. ყოველთვის ჩნდება
ეჭვი, რომ ამის უკან გარკვეული პოლიტიკური ინტერესები დგას. ასეთი ფაქტებიც არ
არის იშვიათი საქართველოს ჟურნალისტურ რეალობაში და ასევე ეწინააღმდეგება
თავისუფალი მედიის სტანდარტებს.
ყოველწლიურად მსოფლიოს ქვეყნებში მედიის თავისუფლების დონის
ავტორიტეტულ შეფასებას გვთავაზობს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“.

მის მიერ შემუშავებული პრესის თავისუფლების ინდექსი წარმოგვიდგენს


დაახლოებით 180 სახელმწიფოს რეიტინგულ სიას, სადაც საქართველოს არც თუ
მოწინავე ადგილი უკავია (2021 წელს − მე-60 ადგილი, 2022 წელს − 89-ე, 2023 წელს −
77-ე). ამ ინდექსის მიხედვით ქვეყნები 5 კატეგორიად იყოფიან. პირველ კატეგორიაში
შედიან ის სახელმწიფოები, სადაც კარგი მდგომარეობაა მედიის თავისუფლების
თვალსაზრისით. მეორე კატეგორიაში მედიის თავისუფლების სიტუაცია ფასდება
როგორც საკმაოდ კარგი, მესამე კატეგორიაში − პრობლემატური, მეოთხეში −
რთული, მეხუთეში − ძალიან რთული. საქართველო ჯერჯერობით მესამე
კატეგორიას მიეკუთვნება (Index | RSF).

დემოკრატია და ოლიგარქია თანამედროვე სამყაროში

დემოკრატია კარგად ნაცნობი ბერძნული სიტყვაა და ხალხის მმართველობას


ნიშნავს. დღევანდელ მსოფლიოში თითქმის ყველა ქვეყანა ამა თუ იმ ფორმით
დემოკრატიული განვითარების გზას ადგას ან გაცხადებული აქვს, რომ ასეთ გზას
ადგას. თვით ჩრდილოეთ კორეაც კი, რომელიც ცნობილია თავისი მემკვიდრეობითი
დიქტატურით და რომელსაც წლებია ერთი ადამიანის ძალაუფლების ქვეშ
გაერთიანებული ერთი პარტია მართავს, საკუთარ თავს ოფიციალურად კორეის
სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას უწოდებს.

ამა თუ იმ სახელმწიფოში დემოკრატიის დონის განსასაზღვრად


ჟურნალ ,,ეკონომისტის’’ კვლევითი ჯგუფის მიერ შემუშავებულია დემოკრატიის
ინდექსი. დღესდღეობით დემოკრატიის ინდექსით მოწმდება მსოფლიოს 167 ქვეყანა.
დემოკრატიის დონის განსაზღვრისა დემოკრატიის ინდექსი მოწმდება ხუთი
ძირითადი მიმართულებით: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მთავრობის
ფუნქციონირება, მოქალაქეთა თავისუფლება, პოლიტიკური აქტიურობა და
პოლიტიკური კულტურა. ამავე ინდექსით განისაზღვრება ქვეყნის რეჟიმის ტიპი -
მაგალითად, 2012 წლის მონაცემებით მსოფლიოში სრულად დემოკრატიული რეჟიმის
ტიპის 25 ქვეყანაა, არასრული დემოკრატიის მქონე - 54, ჰიბრიდული რეჟიმის - 37 და
ავტორიტარული რეჟიმის მქონე 51 ქვეყანა.საქართველოს დემოკრატიული
ინდექსის საუკეთესო მაჩვენებელი - 5.95 ქულით (ინდექსის განსაზღვრისას ქვეყანას
ფასდება 0-დან 10-მდე ქულით) 2013 წელს დაფიქსირდა. 2013-2017 წლების პერიოდში
საქართველოს სტაბილურად ეკავა დემოკრატიული ინდექსის თითქმის ერთი დონე
ხოლო 2017 წლის შემდეგ მოცემული გვაქვს დემოკრატიული ინდექსის კლების
ტენდენცია და 2022 წლის მდგომარეობით ქვეყანას მონიჭებული აქვს 5.20 ქულა.
საქართველო დღემდე მოიაზრება როგორც ჰიბრიდული რეჟიმის მქონდე ქვეყანა.
ჰიბრიდული რეჟიმი ნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს დემოკრატიული
პროცესები -ტარდება არჩევნები, ხალხი მონაწილეობს მმართველობით პროცესებში,
ადამიანის უფლებები გარკვეულწილად დაცულია, თუმცა ამასთანავე არსებობს
ავტორიტარული რეჟიმის ნიშნებიც. ჰიბრიდული რეჟიმი დამახასიათებელია
პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, ვინაიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სახელმწიფოებისთვის დემოკრატიულ რელსებზე გადმოსვლას რიგი პრობლემები
უშლის ხელს. ამ პრობლემებიდან ერთ-ერთი სწორედ ოლიგარქიული გავლენები
გვევლინება. თუ დემოკრატია ბევრის მმართველობას ნიშნავს, ოლიგარქია მისი
საპირისპირო - ცოტას მმართველობაა, ანუ ოლიგარქია გულისხმობს ძალაუფლების
კონცენტრაციას ადამიანთა მცირე ჯგუფში. ოლიგარქების ძალაუფლების წყაროს
შეიძლება სხვადასხვა გარემოებებიდან მომდინარეობდეს (წარმომავლობა, უნარები,
ექსკლუზიური ჯგუფის წევრობა და ა.შ) თუმცა ძირითადად გავლენის დამყარებისა
და შენარჩუნებისთვის მატერიალური სიმდიდრე გამოიყენება. ოლიგარქიისთვის
დამახასიათებელია საკუთარი კერძო ინტერესების დასაკმაყოფილებლად
პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, მედია საშუალებების დაფუძნება და
კონტროლი, გადასახადებისგან თავის არიდება, საზოგადოებისთვის ცნობადი და
მნიშვნელოვანი ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვება მატერიალური
მხარდაჭერის სანაცვლოდ. მდიდარი ადამიანები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში
არიან და ოლიგარქიის საკითხი ყველგან დგას, თუმცა იმ ქვეყნებში, სადაც
დემოკრატიის მაღალი ხარისხი, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული
ინსტიტუტები - თავისუფალი სასამართლო, ანტიმონოპოლიური ორგანოები,
თავისუფალი მედია მაღალ დონეზე ფუნქციონირებს, ოლიგარქიის დამკვიდრების
ნაკლები შანსია.

ქართულ რეალობაში ბოლოდროს გაჩნდა ტერმინი ,,დეოლიგარქიზაცია’’, რაც


უკავშირდება ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსის მიღებას და
ევროკომისიის მიერ გაცემულ თორმეტ რეკომედაციას, რომელიც საქართველომ უნდა
შეასრულოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. აღსანიშნავია,
რომ ,,დეოლიგარქიზაცია’’ არ გულისხმობს კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფის
წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს. ,,დეოლიგარქიზაცია’’ და ქვეყბის
დემოკრატიულობის ხარისხის ზრდა უშუალოდაა ერთმანეთთან დაკავშირებული.
ჩვენს შემთხვევაში, ,,დეოლიგარქიზაცია’’ გულისხმობს ქვეყანაში ისეთი
ღონისძიებების და რეფორმების გატარებას, რომლებიც უზრუნველყოფს:
პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების რეგულირებას და
ეფექტიანი კონტროლის მექანიზმს; ძირითადი მარეგულირებელი და
მაკონტროლებელი სახელმწიფო ორგანოების დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხს;
ეფექტური კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბებას; ელიტურ კორუფციასთან
ბრძოლის გაძლიერებას. ამ ყოველივეს სათანადოდ ფუნქციონირებისთვის
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და
მიუკერძოებლობას.

,,დეოლიგარქიზაცია’’ გულისხმობს ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და


საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის
აღმოფხვრას. ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერ მოცემულ მომენტში არიან და იქნებიან
ადამიანები, ვისაც ქონების, წარმომავლობის, უნარების ან სხვა გარემოების გამო აქვთ
საშუალება გავლენა მოიპოვონ სახელმწიფო და საზოგადოებრივ სიკეთეებზე პირადი
ინტერესების დასაკმაყოფილებლად, თუმცა ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები
- როგორიცაა თავისუფალი სასამართლო, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოები,
გამართული საგადასახადო და კონკურენციის პოლიტიკა ამცირებს და აღმოფხვრის
ამგვარი გავლენების წარმოქმნას.

მოწყვლადი ჯგუფები

საქართველოს კანონმდებლობაში და სამოქალაქო საზოგადოებაში


გამოყენებული განმარტების მიხედვით მოწყვლადი ჯგუფი არის ადამიანთა ჯგუფი,
რომელიც მოკლებულია გარკვეულ პრივილეგიებს ან ხელი არ მიუწვდება ისეთ
საზოგადოებრივ ასპექტებზე, რაც სხვებისათვის ადვილად ხელმისაწვდომია. ეს
საზოგადოებრივი ასპექტები შეიძლება იყოს საზოგადოებრივი შეკრებები,
კულტურული ღონისძიებები, სხვადასხვა სიკეთეებზე ხელმისაწვდომობა და სხვა.
მოწყვლად ჯგუფებს შორის უმეტესად გულისხმობენ სოციალურად დაუცველ
პირებს, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს, იძულებით გადაადგილებულ
პირებს (დევნილებს, ლტოლვილებს), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ)
პირებს, მიგრანტებს, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე პირებს.

მოწყვლადი ჯგუფები მნიშვნელოვანი პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე


იდგნენ და დღემდე დგანან. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში
სახელმწიფო პოლიტიკისა და საზოგადოების მიდგომა ამ ჯგუფების მიმართ აშკარად
პროგრესის გზით ვითარდება, მათთვის საზოგადოებრივ სიკეთეებზე
ხელმისაწვდომობა სრულფასოვნად ისევ მიუღწეველია. გარდა ამისა, ცალკეული
მოწყვლადი ჯგუფები ხშირად დისკრიმინაციის მსხვერპლიცაა.
სახელმწიფო პოლიტიკაში ბოლო წლებში სულ უფრო ინტენსიურად არის
წარმოდგენილი მოწყვლადი ჯგუფების პრობლემატიკა, იდგმება კონკრეტული
ნაბიჯები მათ მოსაგვარებლად. უნდა გამოვარჩიოთ ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული
კანონი“. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მას ეწოდება საქართველოს კანონი
დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. იგი საქართველოს
პარლამენტმა 2014 წელს მიიღო. მისი ამოქმედების შემდეგ საჯარო უწყებებმა თუ
კერძო კომპანიებმა გაითვალისწინეს შიდა რეგულაციების და პოლიტიკის
დაგეგმვისას თანასწორობის პრინციპი; გაიზარდა სახალხო დამცველის მიერ
თანასწორობის საკითხებზე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი.
ამ წინსვლის შედეგად, არაერთმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა,
რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის თუ სხვა დაუცველი ჯგუფის
წარმომადგენელმა შეძლო დარღვეული უფლებების აღდგენა.

მნიშვნელოვან მიღწევად უნდა ჩაითვალოს ასევე განათლების სისტემაში


ინკლუზიის პრინციპების მნიშვნელოვანი გათვალისწინება. სხვადასხვა ტიპისა და
საფეხურის განათლების მიღება ამჟამად უფრო მეტ მოწყვლადი ჯგუფის
წარმომადგენელს (შშმ და სსსმ პირები) შეუძლია, ვიდრე ეს ადრე იყო. სკოლამდელი,
ზოგადი, პროფესიული თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
შენობებისა და ინფრასტრუქტურის ადაპტირება შშმ და სსსმ პირების საჭიროებებზე
საყოველთაო მიდგომად არის უკვე აღიარებული. ამას ემატება სასწავლო
პროგრამების ადაპტირება და სპეციალური პროგრამების შეთავაზება შშმ/სსსმ და
ასევე სახელმწიფო ენის არმცოდნე მოქალაქეებისათვის.

ადაპტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ადაპტირებული საგზაო


ინფრასტრუქტურის მხრივ ასევე არის გარკვეული მიღწევები, თუმცა ჯერ კიდევ
ბევრი რამ არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით, რათა ყველა მოქალაქეს თანაბრად
მიუწვდებოდეს ხელი თავისუფლად გადაადგილებაზე.

მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მოწყვლადი ჯგუფების მიმართ საზოგადოების


უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან არატოლერანტული
დამოკიდებულება. ქსენოფობია და ჰომოფობია ჩვენ ქვეყანაში დიდ პრობლემას
წარმოადგენს, რადგან დროდადრო იწვევს ძალადობრივ გამოვლინებებს მოწყვლადი
ჯგუფების წარმომადგენლების მიმართ. განსაკუთრებით გამოსაყოფია მასობრივი
ძალადობის აქტები, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს უახლოეს წარსულში:
 2012 წელს, გურიაში, სოფელ ნიგვზიანში დაპირისპირება მოხდა სოფლის
ძირძველ ქრისტიან მოსახლეობასა და აჭარიდან ჩამოსახლებულ ეკომიგრანტ მუსლიმ
მოსახლეობას შორის. ქართველ მუსლიმები სალოცავად იკრიბებოდნენ ხოლმე ერთ-
ერთ სახლში, რასაც უშლიდნენ ქრისტიანები. ისინი ხშირად ეუბნებოდნენ მუსლიმ
ქართველებს, რომ უნდა გაქრისტიანებულიყვნენ. ბაირამის დღესასწაულზე კი
ქრისტიანები იმ სახლში შეცვივდნენ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მუსლიმ
თანამოქალაქეებს და აფეთქებითაც კი დაემუქრნენ. რელიგიურ ნიადაგზე მსგავსი
დაპირისპირებები მომდევნო წლებშიც მოხდა კახეთის, აჭარის და სამცხის რამდენიმე
დასახლებაში, სადაც გვერდიგვერდ ქრისტიანი და მუსლიმი ქართველები
ცხოვრობენ. ყველა ჯერზე ილახებოდა ადამიანთა რწმენის თავისუფლება.
 2021 წლის 5 ივლისს თბილისში რადიკალურმა დაჯგუფებებმა კიდევ
ერთხელ შელახეს მოწყვლადი ჯგუფებისა და მათი მხარდამჭერების შეკრებისა და
გამოხატვის უფლებები. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ ქუჩაში მშვიდობიან
აქციაზე შეკრებილ ადამიანებს, ასევე ტელევიზიების ჟურნალისტებსა და
ოპერატორებს, რომლებიც ძალადობის ამ ფაქტებს კამერაზე იღებდნენ. იმ დღეს
რადიკალებმა ასევე დაარბიეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისები,
რომლებიც სექსუალური უმცირესობების უფლებებს იცავენ. არეულობის დროს
დაჭრეს უცხოელი ტურისტიც, რომელიც მოძალადეებს უმცირესობის
წარმომადგენელი ეგონათ.
ასეთი არატოლერანტული დამოკიდებულება რაიმე ნიშნით განსხვავებული
ადამიანების მიმართ, ბუნებრივია, ზიანს აყენებს საქართველოს ინტეგრაციას
ევროპულ და დემოკრატიულ ცივილიზაციასთან. ტოლერანტობა ერთ-ერთი
ფუნდამენტური ღირებულებაა, რომელზეც დგას დემოკრატიული სამყარო.
გასაკვირი არ არის, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის დროს
ევროკომისიამ ჩვენ ქვეყანას ადამიანის უფლებების, მათ შორის, მოწყვლადი
ჯგუფების წევრთა უფლებების, აქტიური დაცვისკენ მოუწოდა. ევროკომისიამ
საქართველოს რეკომენდაცია მისცა, რომ სრულყოფილად იქნას გამოძიებული 2021
წლის 5 ივლისს მომხდარი დანაშაულები და არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ
ამ ძალადობის ორგანიზატორებიც (იგულისხმებიან პოლიტიკური პარტიის
„კონსერვატიული მოძრაობა“ ლიდერები, რომლებმაც ამ ძალადობისკენ
რადიკალური ჯგუფების მობილიზება ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ მეშვეობით
მოახდინეს) პასუხისგებაში იქნენ მიცემული.

რაც არ უნდა კარგად იყოს მომზადებული სახელმწიფო ინსტიტუციები


ადამიანის უფლებების დასაცავად, ძალადობის აღსაკვეთად თუ მოძალადეთა
დასასჯელად, გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც საზოგადოების ცნობიერების
ამაღლებას ენიჭება. აუცილებელია, რომ ყოველმა მოქალაქემ გააცნობიეროს, რომ თუ
ნამდვილად გვსურს ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფოს შენება, მაშინ
ძალადობის, განსხვავებული დაჩაგვრის, უფლებების შელახვის ადგილი არ უნდა
იყოს ჩვენს საზოგადოებაში.
კორუფცია

კორუფცია ლათინური სიტყვაა (corrumpere - ვაფუჭებ) და გაუარესებას,


დაზიანებას, გაფუჭებას უკავშირდება. კორუფცია ეწოდება სახელმწიფო
ძალაუფლების ან საჯარო სამსახურებრივი უფლებამოსილების
არადანიშნულებისამებრ გამოყენებას, პირადი კეთილდღეობის ან და გამორჩენის
მიზნით. მმართველობის ყველა ფორმა შეიძლება გახდეს კორუფციის წყარო.
კორუფციის ყველაზე გავრცელებული ფორმებია პატრონაჟი, მოქრთამვა, გამოძალვა,
ზეგავლენით ვაჭრობა, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ამომრჩევლის
მოსყიდვა, გაფლანგვა და ნეპოტიზმი.2014 წლის 3 თებერვალს ბრიუსელში
გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ევროპის საშინაო საქმეების კომისარმა სესილია
მალმსტრომმა, მთავარი დასკვნების წარმოდგენისას განაცხადა, რომ კორუფციისგან
მიყენებული წლიური ზარალი შესაძლოა 120 მილიარდ ევროს, ანუ დაახლოებით 161
მილიარდ დოლარს შეადგენდეს. მან თქვა, რომ ევროკავშირის ეკონომიკური
კრიზისიდან გამოსვლას ეს ზიანს აყენებს.მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიური
ზარალი საერთაშორისო კორუფციიდან 3.6 ტრილიონ დოლარს აღწევს ქრთამებისა
და მოპარული ფულის სახით - ამბობს ანტონიუ გუტერეში, გაეროს გენერალური
მდივანი.ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობის 2017 წელს ჩატარებული
კვლევისას გამოიკითხა 162,136 ადამიანი და მათგან 25% აღნიშნა, რომ
კორუფციასთან შეხება ქრთამის ფორმით ჰქონდათ უკანასკნელი 12 თვის
განმავლობაში.ბოლო დროინდელი ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური შემთხვევა,
რომელიც კორუფციას პირდაპირ უკავშირდება ,,პანამური დოკუმენტების“ საქმეა.
2016 წლის აპრილში პანამურმა იურიდიულმა ფირმამ Mossack Fonseca-მ მსოფლიოს
ყურადღება მიიპყრო გამოქვეყნებული „ოფშორული სამოთხეების“ და კლიენტების
შესახებ ინფორმაციით, როდესაც აურაცხელი რაოდენობის 1970–2015 წლების
დოკუმენტი პრესაში გაიჟონა (ქვეყნის კონკრეტული ტერიტორია, სადაც კომპანიები
განსაკუთრებული, შეღავათიანი პირობებით სარგებლობენ. ასეთი პირობები
შეიძლება იყოს: დაბალი გადასახადები, კომპანიის მფლობელის
კონფიდენციალურობა, ფინანსური ანგარიშგების მარტივი წესები, კომპანიის
რეგისტრაციისა და ოპერაციების განხორციელების სიმარტივე). Mossack Fonseca-ს
ჰქონდა შექმნილი 214 000-მდე კომპანია პირებისთვის, ვისაც სურდათ რომ მათი
ვინაობა დაფარული ყოფილიყო. ამ კომპანიების უკან იდგნენ 140-მდე პოლიტიკოსი
და საჯარო პირი, 12 სახელმწიფო ლიდერი და 33 კომპანია, რომლებიც ამერიკის
შეერთებული შტატების მიერ იყვნენ სანქცირებული ისეთ დანაშაულებში,
როგორიცაა ტრეფიკინგი და ტერორიზმი. ამ სკანდალის შემდეგ 23-მდე ქვეყანამ 1.2
მილიარდი დოლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება დაიბრუნა, 82-მდე
ქვეყანაში კი კორუფციის საქმეებზე გამოძიება დაიწყო. Mossack Fonseca დაიხურა და
რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა პოსტი დატოვა.
კორუფციის სფერო საზოგადოებრივი შედეგები

√ განათლების დაბალი ხარისხი

√ საზოგადოებრივი ცნობიერების დეგრადაცია


განათლება
√ არაპროფესიონალიზმი ყველა დარგში

√ ღირებულებების გაუფასურება

√ პოლიციის მიმართ ნდობის დაკარგვა

√ პოლიციის მუშაობის არაეფექტურობა

სამართალდამცავი √ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მოშლა


ორგანოები
√ კორუმპირებული მოხელეების მატება

√ უსამართლობის განცდა

√ იარაღით უკანონო ვაჭრობა და გავრცელება

სამხედრო საქმე/
თავდა ცვა √ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მოშლა

√ მშენებლობის სტანდარტების დარღვევა

მშენებლობა √ არამდგრადი და უხარისხო მასალები

√ საზოგადოებრივი საფრთხეების მატება

√ კონტრაბანდის შემოდინება

საბაჟო სისტემა √ ეკონომიკის დეგრადაცია

√ ადგილობრივი საწარმოების გაკოტრება

√ ფულის დაკარგვა √ უნდობლობა სისტემის მიმართ


საბანკო სისტემა
კორუფციის ნეგატიური შედეგები სხვადასხვა სფეროში შემდეგნაირად
შეგვიძლია წარმოვიდგინოთ:ცხრილი

ადამიანები ხშირად მიიჩნევენ, რომ კორუფცია ცხოვრების განუყოფელი


ნაწილია, თუმცა ყველა საზოგადოების, სექტორისა და ინდივიდისთვის სასიკეთო
იქნება კორუფციის წინააღმდეგ გაერთიანება.“ - ვკითხულობთ გაეროს
ანტიკორუფციის დღის საინფორმაციო გვერდზე. კორუფციასთან ბრძოლის
საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 9 დეკემბერს აღინიშნება,
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სახელმწიფოებს და სამოქალაქო
საზოგადოებას მთელი რიგი ღონისძიებების გატარებას სთავაზობს, კორუფციის
წინააღმდეგ კონვენციასთან მიერთებისა და ახალგაზრდობასთან მუშაობის
ჩათვლით.
გაეროს ამ ანტიკორუფციულ პროგრამაში ხაზგასმულია ერთი მნიშვნელოვანი
გარემოება - კორუფციასთან ბრძოლა, რასაკვირველია, პირველ რიგში
ხელისუფლების ვალდებულებაა, თუმცა ამასთანავე, ყველა მოქალაქის
პასუხისმგებლობაა, არ დაუშვას კორუფცია, არ მიიღოს მონაწილეობა კორუფციულ
გარიგებებში, ხოლო თუ ასეთის შესახებ შეიტყობს, დაუყოვნებლივ აცნობოს
შესაბამის ორგანოებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში გადამწყვეტი მნიშვნელობა


ენიჭება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. კორუფცია ხელყოფს საჯარო სექტორის
გამართულ ფუნქციონირებას, ასუსტებს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ
საზოგადოების ნდობას, აფერხებს ქვეყნის სტაბილურ და დემოკრატიულ
განვითარებას. კორუმპირებული საჯარო მოხელეები დანაშაულებრივი
დაჯგუფებებისა და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების პოტენციურ სამიზნეებს
წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფო
უსაფრთხოების საკითხია.

კორუფციის აღქმის ინდექსი ემყარება ექსპერტების მოსაზრებებს საჯარო


სექტორში კორუფციის დონის შესახებ. კორუფციის აღქმის ინდექსი
ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე
მზადდება, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ
არსებული მდგომარეობის შეფასებას შეიცავს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ


„კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) 2019 წლის კვლევაში, რომელიც 180 ქვეყანას
მოიცავს, საქართველოს 56 ქულა აქვს და 44-ე ადგილს იყოფს კოსტა-რიკასთან,
ჩეხეთთან და ლატვიასთან.
2019 წლის ინდექსში საქართველოს შედეგი მიუთითებს, რომ გადაუჭრელი რჩება
ის პრობლემები, რაც გასული წლის ანგარიშში იყო ხაზგასმული:

 ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავ უწყებებში


 კორუფცია და პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში
 სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება
 მთავრობის მიერ ორგანიზებული თავდასხმები დამოუკიდებელ
სამოქალაქო საზოგადოებაზე
 დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საგამოძიებო უწყების არარსებობა
საქართველოში უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე კორუფციის წინააღმდეგ
ბრძოლის არაერთი წამოწყება იყო. ჩვენი ქვეყანა ევროპის საბჭოს კორუფციის შესახებ
სისხლის სამართლის კონვენციის და ამავე კონვენციის დამატებითი
ოქმის ხელმომწერიცაა. ეს ორი დოკუმენტი ხელმომწერ სახელმწიფოებს სხვადასხვა
კორუფციული ქმედებების (ქრთამის აღება ან მიცემა, ფულის გათეთრება,
ზეგავლენით ვაჭრობა და ა.შ.) სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადებას
ავალდებულებს.
ნიშანდობლივია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე
კორუფციასთან ბრძოლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ევროკომისიის მიერ
წარმოდგენილი თორმეტ პუნქტიანი გეგმა, რომელიც შესრულება აუცილებელია
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის გზაზე, მოიცავს მეოთხე პუნქტს, რაც
ითვალისწინებს ქვეყანაში ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერებას. ამ
პრიორიტეტის შესრულების მიზნით, 2022 წლის 30 ნოემბერს „კორუფციის
წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული
ცვლილებების საფუძველზე, შეიქმნა დამოუკიდებელი საჯარო სამართლის
იურიდიული პირი - ანტიკორუფციული ბიურო. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში
მოხდა კორუფციის პრევენციული მექანიზმების ერთი უწყების ქვეშ გაერთიანება.
ანტიკორუფციული ბიუროს ამოცანაა, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ხელი
შეუწყოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. საქართველოს კანონმდებლობის
საფუძველზე, ბიურო სარგებლობს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით. ბიუროს
საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი
პოლიტიკის განსაზღვრა, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო
გეგმის შემუშავება და აღნიშნული გეგმის შესრულების მონიტორინგი, საჯარო
დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების, გამოვლენისა და
აღკვეთის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და
ა.შ. ბიურო, ასევე, უზრუნველყოფს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის
დეკლარირებას, მონიტორინგსა და საჯაროობას. კანონის შესაბამისად,
ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს მამხილებლის დაცვისა და ამ
სფეროსთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების
(პოლიტიკური პარტიის), საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული საარჩევნო
მიზნის მქონე პირთა ფინანსური საქმიანობის მონიტორინგსა და კორუფციის
პრევენციის მიმართულებით ბიუროს მანდატს მიკუთვნებულ სხვა
უფლებამოსილებებს. თუმცა, ექსპერტების მიერ არსებობს გარკვეული სახის კრიტიკა,
რადგან ანტიკორუფციულ ბიუროს არ აქვს საგამოძიებო ფუნქცია და მექანიზმები და
კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიება ჯერაც სხვადასხვა
უწყებების მიერ ხორციელდება.

კორუფციასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი ეფექტიან გამოძიებას ენიჭება,


რაც შეიძლება მოიცავდეს სპეციალური საგამოძიებო მოქმედებებს. სწორედ ამ
მიმართულებით ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა ეფექტიანი
საგამოძიებო მოქმედებების შედეგები და ამ საგამოძიებო მოქმედებების კანონიერების
მაღალი ხარისხი. სწორედ ამ მიზნით, 2022 წლის 1 მარტიდან ფუნქციონირება დაიწყო
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა (ამ ფუნქციას 2013-2019 წლებში
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ახორციელებდა, ხოლო 2019-
2022 წლებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური). პერსონალური მონაცემების
დაცვის სამსახურის ფუნქციაა პერსონალური მონაცემების დაცვის და ფარული
საგამოძიებო მოქმედებების კანონიერების კონტროლი.

კორუფციასთან ბრძოლა არ არის მხოლოდ ეფექტიანი საგამოძიებო ორგანოების


ფუნქციონირება და კანონმდებლობის შემუშავება. დიდი მნიშვნელობა აქვს
საზოგადოებაში კეთილსინდისიერების დანერგვას, დაფასებას და შენარჩუნებას.
ინდივიდები და საზოგადოება, რომელსაც მტკიცე პრინციპები და
ურთიერთშეთანხმებით დამყარებული მაღალი სტანდარტები აქვთ,
კორუფციისთვის ნიადაგს არ ტოვებს.

აღსანიშნავია, რომ 2004 წლიდან მოყოლებული საქართველო აქტიურად მუშაობს


კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე, დღემდე არაერთი ინიციატივა და რეფორმა
განხორციელდა ამ მიმართულებით, თუმცა, წინ არაერთი გამოწვევა და შედეგია
მისაღწევი.
საქართველოს და ევროპის კავშირის სტრატეგიული
პარტნიორობა

ევროპის კავშირი (ევროკავშირი) ევროპის დემოკრატიულ სახელმწიფოთა


პოლიტიკურ-ეკონომიკური გაერთიანებაა. ეს არის წარმატებული საერთაშორისო
პროექტი, რომელმაც 70 წლის განმავლობაში უკვე აჩვენა სიცოცხლისუნარიანობა და
მიაღწია იმ ღირებულებებს, რომელიც მრავალი ერისათვის სანატრელია. ესენია
მშვიდობა (ამ დროის მანძილზე ევროკავშირში არ ყოფილა ომი), ეკონომიკური
სიძლიერე, ღირსეული დასაქმება და ხელფასი, დემოკრატიული მმართველობა,
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა,
სამართლიანი სასამართლო, ჯანსაღი ბუნებრივი გარემო, მდგრადი დასახლებები და
ინფრასტრუქტურა, წარმატებული განათლების სისტემა, მაღალგანვითარებული
მეცნიერება და ტექნოლოგიები, ხელოვნებისა და სპორტის სხვადასხვა დარგების
აყვავება. 27 ევროპული ქვეყნის ამ მძლავრ ერთობას არ ახასიათებს კარჩაკეტილობა.
ევროპის კავშირთან შეერთება შეუძლია ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას, თუ იზიარებს
ზემოთ ჩამოთვლილ ღირებულებებს. ამჟამად ევროკავშირის ქვეყნების საერთო
ფართობი 4 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტია, სადაც ნახევარ მილიარდამდე
მოქალაქე ცხოვრობს. საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის საკმაოდ
ინტენსიური ისტორია აქვს და ამჟამად ჩვენ ქვეყანას აქვს შანსი, რომ ამ ერთობის
წევრიც გახდეს.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე, 1991-1992 წლებიდან


დაიწყო ევროკავშირთან ურთიერთობა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სახელმწიფოს
ერთ ერთი მთავარი მიზანი იმ დროიდანვე გახდა ევროკავშირში გაწევრიანება. ეს
მიზანი ამჟამად საქართველოს მთავარ კანონში − კონსტიტუციაშიც არის ჩაწერილი.
მრავალი დაბრკოლება შეექმნა საქართველოს დამოუკიდებლობის 33 წლიან
პერიოდში (ომები, ეკონომიკური კრიზისები, ქვეყნის შიგნით არეულობები და სხვ.),
მაგრამ ამ მიზნისკენ მაინც ურყევად მიისწრაფვის ჩვენი საზოგადოება. საბედნიეროდ,
ეს მისწრაფება ცალმხრივი არ არის. მთელი ამ დროის განმავლობაში ევროკავშირის
ქვეყნები მხარში უდგანან საქართველოს. მრავალნაირ დახმარებას ვიღებთ მათგან,
რათა ჩვენი სახელმწიფო განვითარდეს, გადაჭრას მის წინაშე არსებული პრობლემები,
ჩამოყალიბდეს ძლიერ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ. სულ ცოტა ხნის წინ
საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ერთი ნაბიჯიღა
რჩება ამ გაერთიანების წევრობამდე. ეს ნაბიჯია კონკრეტული მოლაპარაკებების
დაწყება, რომლის ფარგლებშიც საქართველომ უნდა განახორციელოს გარკვეული
რეფორმები, რათა შესაბამისობაში მოვიდეს ევროპულ ნორმებთან და
ღირებულებებთან. როგორც წესი, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების
შემდეგ ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი.
სანამ ეს მოხდება, საინტერესოა თვალი გადავავლოთ იმას, თუ როგორ
განვითარდა საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობა, რა
წარმატებებს მივაღწიეთ და რა სარგებლობა ვნახეთ აქედან.

1990-იან წლებში ჩვენი ქვეყანა ძირითადად ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდა


ევროპიდან. სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ქვეყნისთვის ეს დახმარება
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ამის პარალელურად ევროკავშირი ეხმარებოდა
საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, ასევე სხვადასხვა ტექნოლოგიებით. 1995
წელს საქართველოს პროდუქციისთვის ევროპამ შეამცირა საბაჟო ტარიფები, რაც
ქართველ ბიზნესმენებს უადვილებდა ევროპაში საკუთარი ნაწარმის გაყიდვას.

1996 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაიდო პარტნიორობისა და


თანამშრომლობის შეთანხმება. ამ ხელშეკრულების მთავარი მიზანი იყო ევროპულ
სტანდარტებთან საქართველოს შესაბამისობაში მოყვანა, განსაკუთრებით ქართული
კანონმდებლობისა. ათი წლის შემდეგ (2006 წელს) შემუშავდა სპეციალური
ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა მრავალი
რეფორმა და საქართველოს უფრო მეტად დაუახლოვდა ევროკავშირს ისეთ
სფეროებში, როგორიცაა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, ადამიანის
უფლებების დაცვა, კანონები, ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება,
დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა, ტრანსპორტი, განათლება,
ინფრასტრუქტურა და სხვ.

2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ევროკავშირმა დიდი მხარდაჭერა


აღმოუჩინა საქართველოს. ევროპული სახელმწიფოების ლიდერები საქართველოს
დაეხმარნენ როგორც დიპლომატიურ საკითხებში (რუსეთთან ზავის დადება), ისე
ომისგან დაზარალებული ქვეყნის აღდგენაში. ომის შემდგომ წლებში საქართველომ
ევროკავშირისაგან 4 მილიარდ ევრომდე დახმარება მიიღო.

2014 წელს საქართველომ, ასევე უკრაინამ და მოლდოვამ ხელი მოაწერეს


ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ეს ხელშეკრულება ითვალისწინებდა
ამ ქვეყნების კიდევ უფრო დაახლოებას და ინტეგრაციას ევროპის კავშირში. ამ
ხელშეკრულებით საქართველოს მოქალაქეებმა ხელშესახებ სიკეთეებს მიაღწიეს.
განსაკუთრებით უნდა გამოიყოს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის დაწესება.
საქართველოს მოქალაქეებისათვის ასევე გამარტივდა ევროპაში განათლების მიღება,
სამუშაო ადგილების შოვნა. იმავდროულად ხელმოწერილმა ღრმა და
ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებამ (DCFTA) საქართველოს
ბიზნესმენებს შესაძლებლობა მისცა მნიშვნელოვანი შეღავათებით ესარგებლათ
ევროპაში საკუთარი პროდუქციის გაყიდვისას.
დიდწილად სწორედ ევროკავშირის და ასოცირების ხელშეკრულების
დამსახურებაა ის, რომ საქართველოში შეიქმნა შრომის ინსპექცია, რის შედეგადაც
უკვე სახეზეა ბოლო წლებში სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა რაოდენობის
კლება. თუმცა, შრომის პირობების გაუმჯობესებისთვის ჯერ კიდევ ბევრია
გასაკეთებელი. ევროინტეგრაციის ნაწილი იყო ასევე ანტიდისკრიმინაციული
კანონი. ევროკავშირის ინიციატივით ხორციელდება საქართველოში საგრანტო
პროგრამები სოფლის მეურნეობის დარგისა და ადგილობრივი
ფერმერების მხარდასაჭერად.

პოლიტიკური პოლარიზაცია

სიტყვა პოლარიზაცია თავისი განმარტებით ორ ან მეტ საპირისპირო ჯგუფად


დაყოფას გულისხმობს. დღევანდელ სამყაროში პოლარიზაცია თითქმის ყველა
სოციალურ სფეროსა და სივრცეში გვხვდება. საზოგადოება შესაძლოა ჯგუფებად
დაიყოს და იდეურად დაუპირისპირდეს ერთმანეთს მრავალი საკითხის ირგვლივ,
იქნება ეს ეკონომიკა, კულტურა, რელიგია და ა.შ.

ტერმინი პოლიტიკური პოლარიზაცია გულისხმობს პოლიტიკური


შეხედულებების და განწყობების დაყოფას, რაც შორდება ზომიერების ფარგლებს და
იღებს ექსტრემალურ ან და რადიკალურ სახეს. პოლიტიკური პოლარიზაციის
შედეგად საზოგადოება და პოლიტიკური ლიდერები მკვეთრად იყოფიან და
უპირისპირდებიან პოლიტიკური იდეოლოგიის, შეხედულებების, პარტიული
კუთვნილების და მხარდაჭერის ნიადაგზე.

ბოლოდროინდელ მსოფლიო მოვლენებში არაერთი მასშტაბური პოლიტიკური


პოლარიზაციის მაგალითებია ასახული. პოლიტიკური პოლარიზაცია შეიძლება იყოს
ცივილურობის ფარგლებში და კონკრეტულ შედეგამდე მივიდეს, როგორიც იყო 2016
წლის ,,ბრექსიტის’’ მოვლენები, როდესაც დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობდა
რეფერენდუმი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე, ამ დროს
საზოგადოებრივი ჯგუფები და პოლიტიკური პარტიები უპირისპირდებოდნენ
ერთმანეთს ეკონომიკის, იმიგრაციის, სუვერენულობის და სხვა მნიშვნელოვან
საკითხებზე. ამგვარი დაპირისპირება და შეუთანხმებლობა ოთხი წლის
განმავლობაში არაერთ საკითხზე პოლიტიკური კრიზისის მიზეზი გახდა.
პოლიტიკურმა პოლარიზაციამ გაცილებით რადიკალური სახე მიიღო 2019 წლის
ჰონგ-კონგის პროტესტების პერიოდში. საპროტესტო ტალღის მიზეზი გახდა
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა
ძებნილთა გადაცემას არამხოლოდ ტაივანის არამედ ჩინეთისთვისაც, რაც იმ დროს
არსებული კანონით არ იყო დაშვებული. პროტესტმა გლობალური სახე მიიღო და
საზოგადოებამ იმავდროულად დაიწყო დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნა და
ავტონომიის შენარჩუნებისთვის ბრძოლა. საბოლოოდ ორ მილიონზე მეტი ადამიანი
გამოვიდა საპროტესტო მსვლელობებზე. 2022 წლის მდგომარეობით ათი ათასზე მეტი
ადამიანი დააკავეს და სამი ათასზე მეტი გაასამართლეს აღნიშნულ საპროტესტო
მსვლელობებთან დაკავშირებით.

ზოგ შემთხვევაში პოლიტიკური პოლარიზაცია გროტესკულ სახესაც იღებს -


ბრაზილიაში ქალაქ ბორბას მერსა და ყოფილ მრჩეველთა საბჭოს წევრს შორის
მიმდინარეობდა დავა აკვაპარკის დახურვასთან დაკავშირებით. მრჩეველთა საბჭოს
წევრმა მერი შერეული ორთაბრძოლების ოქტაგონზე გამოიწვია საჩხუბრად და დავის
ამ გზით გადასაწყვეტად. პოლიტიკოსებს შორის ორთაბრძოლა ნამდვილად შედგა,
მას ათასამდე ადამიანი ესწრებოდა და კამერებით გაშუქდა. მუშტი-კრივის შესახებ
მსოფლიოს არაერთ გავლენიან გამომცემლობაში დაიბეჭდა.
პოლიტიკური პოლარიზაციის გამომწვევი მიზეზი სხვადასხვა შემთხვევაში
არაერთი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული - ნდობის დეფიციტი, რასობრივი
დაყოფა, მედია გარემო და ა.შ თუმცა სხვადასხვა კვლევები ადასტურებს, რომ
ყველაზე ხშირად პოლარიზაციის მიზეზი შემოსავლების უთანასწორო განაწილებაა.
მოქალაქეებში კლასობრივი სხვაობის ზრდის განცდა და ეკონომიკური
მდგომარეობის სხვებთან შედარებით უფრო მწვავედ აღქმა და აქედან გამოწვეული
იმედგაცრუების, უსამართლობის და ბრაზის განცდა შესაძლოა გახდეს მათი მხრიდან
რადიკალური პოლიტიკური შეხედულებების მხარდაჭერის მიზეზი.

პოლიტიკური პოლარიზაცია მაღალია ისეთ საზოგადოებაში, სადაც მაღალია


უსამართლობის და უკმაყოფილების განცდა, ერთი ჯგუფის მიერ წარმოდგენილი
მომავლის ხედვა და იდეოლოგია რადიკალურად განსხვავდება მეორისგან და
გამორიცხავს ერთმანეთთან თანამშრომლობასა და ერთმანეთის ინტერესების
გათვალისწინებას.

პოლიტიკური პოლარიზაციის ზომიერი დონე შესაძლოა სასარგებლოც იყოს


დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის, რადგან ასეთ დროს უფრო ადვილი
ხდება პოლიტიკურ პარტიებს შორის განსხვავებების გამოკვეთა, მათი ხედვისა და
იდეოლოგიის დიაგნოსტირება და შესაბამისი არჩევანის გაკეთება, თუმცა როდესაც
პოლარიზაცია მაღალ დონეს აღწევს, საფრთხე ექმნება დემოკრატიის არსებობას
როგორც ასეთს. საქმე ისაა, რომ დემოკრატიული პროცესებისთვის უმთავრესი
მნიშვნელობა ურთიერთშეთანხმებასა და პოზიციების შეჯერებას ენიჭება.
პარლამენტი - ადგილი სადაც დემოკრატიულ ქვეყნებში სახელმწიფოს ძირითადი
პოლიტიკური კურსი განისაზღვრება, მაღალი პოლარიზაციის პირობებში
გამართულად ვერ ფუნქციონირებს, რადგან დაპირისპირებულ მხარეებს, პარტიებს,
პარლამენტარებს არ აქვთ ნება რომ ერთმანეთთან კონსტრუქციული დიალოგი
გამართონ და პოზიციები გაცვალონ, მაშინ როდესაც თავად სიტყვა პარლამენტის
ეტიმოლოგია მოლაპარაკებას, საუბარს ნიშნავს (ძველი ფრანგულიდან Parler,
ლათინურიდან parliamentum). იგივე შეიძლება ითქვას ნებისმიერ სახელმწიფო
ორგანოზე რომელშიც გადაწყვეტილებები ხმათა უმრავლესობით მიიღება.

საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის დონემ 2020 წლის საპარლამენტო


არჩევნების შემდეგ მკვეთრად აიწია, როდესაც ოპოზიციურმა პარტიებმა ბოიკოტი
გამოუცხადეს საპარლამენტო არჩევნებს და უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე.
პოლიტიკური პროცესის დასტაბილურების მიზნით ევროკავშირმა იკისრა
მედიატორის ფუნქცია. აქვე აღსანიშნავი და საინტერესოა, რომ კვლევების მიხედვით
საქართველოს მოსახლეობაში პოლარიზაციის მაღალი დონე არ ვლინდება. NDI-ის
მიერ 2021 წელს ჩატარებული კვლევით - ,,საზოგადოების განწყობა საქართველოში’’,
ვლინდება, რომ მოსახლეობის ეკონომიკურ და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე
შეთანხმების და პოზიციების თანხვედრის დონე საკმაოდ მაღალია - სხვადასხვა
პარტიების მხარდაჭერები თანხმდებიან რომ ქვეყნის მთავარი გამოწვევა და
პრობლემა უმუშევრობაა, ასევე გამოკითხულთა 76% მხარს უჭერს საქართველოს
ევროკავშირში გაწევრიანებას და ა.შ.
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე უდიდეს გავლენას მედია ახდენს.
სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მასობრივი ინფორმაციის
თავისუფლებას. საქართველოში მედიის პოლარიზება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
გამოწვევაა ჩვენი დემოკრატიისთვის. „არჩევნების შემდგომი თვეები საკმაოდ
რთული იყო საქართველოსთვის. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ პოლიტიკური
დაპირისპირება ასაზრდოებდა მედიაში არსებულ პოლარიზებას და პირიქით,
პოლარიზებული მედია პოლიტიკურ დაპირისპირებას აღვივებდა. ამ მანკიერმა წრემ
თავისი გავლენა იქონია საზოგადოებაზე. პოლიტიკა დომინირებდა ბევრი
მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი თემის გაშუქებისას, რაც თავისთავად არაჯანსაღია
და ანგარიშებშიც შესაბამისად აისახა. იმედი გვაქვს, რომ მრავალთვიანი
პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა ჟურნალისტურ საქმიანობაზეც აისახება და
შესაძლებლობას მისცემს მედიას, უკეთ დაიცვას ჟურნალისტური სტანდარტი და
თავისი როლი შეასრულოს პოლარიზების შემცირებაში“, - აღნიშნა ევია კოტანმა,
ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის
განყოფილების უფროსის მოადგილემ.

ნიშანდობლივია, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან პირველი -


დეპოლარიზაცია, გულისხმობს, პირველ რიგში, პოლიტიკური პოლარიზაციის
შემცირებას პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობის გზით. ჩვენს შემთხვევაში
პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების ძირითად მექანიზმად საარჩევნო
ბარიერის დაწევა მოიაზრება, რაც ხელს შეუწყობს ამომრჩეველთა ხმების
დაცულობას, მათი მოტივაციის ზრდას არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და რაც
მთავარია პარლამენტის დაკომპლექტებას უფრო მეტი სხვადასხვა პარტიით, რაც
შექმნის აუცილებლობას და საჭიროებას რომ პარტიებმა ერთმანეთში
ურთიერთშეთანხმების გზით გადაწყვიტონ საკითხები.

სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილებების


მიღებაში „ყველა დონეზე“

დემოკრატიული წესწყობილების შენარჩუნება-განვითარებაში გადამწყვეტი


როლი აქვს სამოქალაქო საზოგადოებას. სამოქალაქო საზოგადოება არის
დემოკრატიული ღირებულებების მაღიარებელი, აქტიური მოქალაქეების, ასევე
აქტიური მოქალაქეების მიერ სახელმწიფოსგან და მისი ფინანსებისგან
დამოუკიდებლად ჩამოყალიბებული გაერთიანებების ერთობლიობა. ისინი
აქტიურად არიან ჩაბმულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მონაწილეობენ
პოლიტიკური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, სოციალური თუ კულტურული
პრობლემების გადაწყვეტაში, გამოდიან სხვადასხვა საკითხების მოგვარების
ინიციატივით. სამოქალაქო საზოგადოება კონტროლს უწევს ხელისუფლებას, რათა
მან არ გადაუხვიოს დემოკრატიის პრინციპებიდან, არ ჩაეფლოს კორუფციაში,
შეასრულოს თავისი ძირითადი ფუნქცია − მართოს ქვეყანა მთელი ხალხის
საკეთილდღეოდ. სამოქალაქო საზოგადოება ასევე ასრულებს საკომუნიკაციო,
ერთგვარი შუამავლის ფუნქციას მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის, ხშირად
მიაქვს ხალხიდან წამოსული იდეები ხელისუფლების ყურამდე, ადვოკატირებას
უწევს მოქალაქეების, ძირითადად მოწყვლადი ჯგუფებისა და უმცირესობების
სადარდებელს.

სამოქალაქო საზოგადოებაში ერთიანდებიან როგორც აქტიური ინდივიდები,


ასევე მათი არაფორმალური თუ ფორმალური გაერთიანებები − საინიციატივო
ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფესიული კავშირები, პოლიტიკური
პარტიები (არასახელისუფლებო!) და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები (მედია).

რამდენადაც სამოქალაქო საზოგადოება იმთავითვე გულისხმობს მის ჩართვას


საზოგადოებისათვის აქტუალური ამა თუ იმ ტიპის პრობლემების მოგვარებაში,
ხშირად ისე ხდება, რომ ამ პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ
სამოქალაქო საზოგადოების მიერვე გადაიჭრება ხოლმე, რაც მნიშვნელოვნად
უმსუბუქებს ხელისუფლებას საქმეს. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების
შემთხვევაში, ყველა პრობლემა მთავრობის თავში საცემი და გადასაწყვეტი აღარაა. ამ
პრაგმატული მოცემულობიდან გამომდინარე, ჭეშმარიტად დემოკრატიული
მთავრობები მაქსიმალურად უწყობენ ხელს მათ ქვეყნებში სამოქალაქო
საზოგადოების განვითარებას და გაძლიერებას, და ამას პირველ რიგში მისი
ხელშემწყობი კანონების შემოღებით ახდენენ.

ჭეშმარიტად დემოკრატიული ხელისუფლება აქტიურად იწვევს და რთავს


სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მათი ინტერესისა და კომპეტენციის
შესაბამისი საკითხების გადაჭრაში.

კანონები, სანამ მას პარლამენტი საბოლოოდ დაამტკიცებს, ჯერ საჯარო


განხილვაზე გამოაქვთ ხოლმე, სადაც ყველაზე მეტად სწორედ სამოქალაქო
საზოგადოება აქტიურებს, გამოთქვამს კანონის პროექტის შესახებ მოსაზრებებს,
აკრიტიკებს მას, ხელისუფლებას სთავაზობს ალტერნატიულ ვერსიებსაც, თუ
მოსაწონია − მხარს უჭერს და ა. შ.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოებას ჰქონდეს


შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს ცენტრალური აღმასრულებელი
ხელისუფლების − მთავრობის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების
საქმიანობის დაგეგმვასა და კონტროლში, რაც სახელმწიფოს მართვის პროცესს მეტ
დემოკრატიულობას, ლეგიტიმურობას და გამჭვირვალობას ანიჭებს. ცენტრალური
ხელისუფლების საქმიანობაში ჩართვა შეიძლება ხორციელდებოდეს როგორც
ცალკეული სამინისტროების, ისე საერთო-სამთავრობო დონეზეც.

დარგობრივი სამინისტროები აყალიბებენ ხოლმე როგორც გრძელვადიან


(მრავალწლიან) სტრატეგიულ გეგმებს, ასევე ყოველწლიურად გეგმავენ, თუ რა
აქტივობები და რეფორმები უნდა განახორციელონ მომდევნო წლის განმავლობაში.
აუცილებელია, რომ ამ სამოქმედო გეგმების (გრძელვადიანის და მოკლევადიანის)
შედგენისას შესაბამისი კომპეტენციის პიროვნებებსა და ორგანიზაციებს ჰქონდეთ
მონაწილეობის საშუალება. მათ არ უნდა უხდებოდეთ თხოვნა, რომ მონაწილეობა
მიაღებინონ დაგეგმვის პროცესში, სამთავრობო უწყება თავად უნდა იწვევდეს ასეთ
პროფესიონალებს. იგივე უნდა ხდებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობების
დონეზეც, სადაც მუნიციპალური ორგანოების (მერია, მისი სამსახურები, საკრებულო)
საქმიანობის დაგეგმვის ფაზიდანვე მასში უნდა მონაწილეობდნენ ადგილობრივ
არასამთავრობო ორგანიზაციები თუ საინიციატივო ჯგუფები.
სამოქმედო გეგმები იქმნება საერთო სამთავრობო დონეზეც, როდესაც
კონკრეტული მასშტაბური გამოწვევის საპასუხოდ თითქმის ყველა სამინისტრო
აერთიანებს ხოლმე ძალისხმევას მის მოსაგვარებლად. ასე იქმნება ხოლმე
უწყებათაშორისო საბჭოები, რომელშიც ჩართულია ყველა (ან თითქმის ყველა,
გააჩნია გამოწვევას) სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირი. ასეთ საბჭოებზე
ხდება კონკრეტული პრობლემის/გამოწვევის გადასაჭრელი სტრატეგიული და
ყოველწლიური სამოქმედო გეგმების შემუშავება. უწყებათაშორისო დონეზე
სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის საყურადღებო პრაქტიკას წარმოადგენს ღია
მმართველობა.
საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოში
ჩართულია 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი, საქართველოში
ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი, ამერიკის შეერთებული შტატების
საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და მისი დაფინანსებული პროექტების
წარმომადგენლები, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი, ამერიკის
სავაჭრო პალატის წარმომადგენელი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
საზოგადოების წარმომადგენელი, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)
წარმომადგენელი. საბჭოს საქმიანობაში მოწვეული სტატუსით ან/და კონკრეტული
ამოცანის განხორციელების მიზნით, ხმის უფლების გარეშე შეიძლება, მონაწილეობას
იღებდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ექსპერტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები. ბოლო
წლებში იზრდება იმ მუნიციპალიტეტების რაოდენობაც, რომლებიც ერთვებიან ღია
მმართველობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში. ღია
მმართველობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო 5 ძირითადი გამოწვევის
საპასუხოდ მუშაობს:

 საჯარო მომსახურების გაუმჯობესება;


 საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება;
 საჯარო რესურსების უკეთესი მართვა;
 უსაფრთხო გარემოს შექმნა;
 კორპორატიული პასუხისმგებლობის გაუმჯობესება.
საბჭოს ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე
და საბჭოს წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი
თანათავმჯდომარე. საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა მუდმივ წევრ
სახელმწიფო უწყებათა ხმების უმრავლესობა და მუდმივ წევრ არასამთავრობო
ორგანიზაციათა ხმების უმრავლესობა.
სამოქალაქო საზოგადოების გადაწყვეტილების მიღების პროცესში
მონაწილეობის კიდევ ერთი საინტერესო საშუალებაა დემოკრატიული ჩართულობის
ცენტრები, რომლებიც საქართველოს 10 რეგიონში 2011 წლიდან ფუნქციონირებენ.
ისინი მოქალაქეებს, მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, მთავრობასა და კერძო
სექტორს საჯარო დისკუსიების გასამართად ნეიტრალურ და მიუკერძოებელ სივრცეს
სთავაზობენ. ცენტრები ღიაა ნებისმიერი მოქალაქისთვის, მიუხედავად მისი
პოლიტიკური თუ სოციალური კუთვნილებისა.

დემოკრატიული ჩართულობის თითოეული ცენტრი აღჭურვილია ყველა საჭირო


თანამედროვე რესურსით, მათ შორის საკონფერენციო დარბაზისა და შეხვედრების
ოთახის ონლაინ დაჯავშნის სერვისით, კომპიუტერებით და ბიბლიოთეკით. აქ
მუშაობენ პროფესიონალები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ფართო
საზოგადოებრივი კონტაქტები რეგიონში. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები
აწყობენ საჯარო განხილვებს რეგიონისთვის მნიშვნელოვან თემებზე და იწვევენ
ისეთ მხარეებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში ერთად სასაუბროდ არ დასხდებოდნენ;
ან საუბრობენ იმ საკითხებზე, რომელზეც დისკუსია სხვა შემთხვევაში არასდროს
დაიწყებოდა. ცენტრები რიგით მოქალაქეებს აძლევენ საშუალებას ჩაერთონ
გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ამით თავიანთ ქალაქებსა თუ სოფლებს
რეალური სარგებელი მოუტანონ.

სახალხო დამცველი

სიტყვა ომბუდსმენი ძველი სკანდინავიური ენიდან მოდის (umboðsmaðr) და


აღნიშნავს წარმომადგენელს, ანუ მას ვინც სხვას, სხვის ნებას, სხვის უფლებებს
წარმოადგენს. ამ ტერმინის დანიშნულებისამებრ გამოყენება პირველად დაიწყო
შვედეთში 1809 წელს, როდესაც შვედეთის პარლამენტის მიერ შეიქმნა ომბუდსმენის
დამოუკიდებელი ინსტიტუტი მოქალაქეთა უფლებების დაცვის მონიტორინგისთვის.
საინტერესოა, რომ შვედეთის პარლამენტის ომბუდსმენის წინამორბედი შვედეთის
უმაღლესი ომბუდსმენი იყო, რომელიც 1713 წელს შვედეთის მერე ჩარლზ XII მიერ
იყო შექმნილი. მეფე ჩარლზი თურქეთში იყო განდევნილი და მას სჭირდებოდა თავის
სამეფოში წარმომადგენელი, ვინც სახელმწიფო მოხელეების და მოსამართლეების
საქმიანობის კანონიერებას დააკვირდებოდა. უმაღლეს ომბუდსმენს სახელმწიფო
მოხელეთა დასჯის უფლებაც ჰქონდა თუ მათ მიერ მოვალეობათა დარღვევას
დაადგენდა.
საპარლამენტო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც სკანდინავიურ ქვეყნებში
განვითარდა და თანამედროვე სახე მიიღო, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის
პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემის ნაწილი გახდა. ამის შესატყვისად
ქართულ რეალობაში დამკვიდრდა ტერმინი - სახალხო დამცველი. სახალხო
დამცველის ინსტიტუტი საქართველოში მოქმედებს 1997 წლიდან. სახალხო
დამცველზე საუბრისას, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გავიაზროთ ტერმინის
სამართლებრივი მნიშვნელობა, რადგან ის დატვირთვა და დანიშნულება, რაც ამ
ინსტიტუტს გააჩნია შესაძლოა ზუსტად არ დაემთხვეს, იმას, რის მოლოდინსაც ეს
ტერმინი შექმნის, თუ კი მას სიტყვასიტყვით გავიგებთ. საქმე ის არის, რომ სახალხო
დამცველი არ არის პირდაპირი გაგებით ,,დამცველი’’. მას არ შეუძლია
უფლებაშელახული ადამიანებისთვის სასამართლოში სარჩელების მომზადება, ან
ადმინისტრაციულ ორგანოებში საჩივრებით მიმართვა მოქალაქეების სახელით. ის
სამართლებრივი მოქმედებები, რაც უფლებების დაცვისთვის მოიაზრება, საერთოდ
არ არის სახალხო დამცველის ფუნქციებში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სახალხო
დამცველის ფუნქცია ნაკლებმნიშვნელოვანია. პირიქით, სახალხო დამცველის
ინსტიტუტის არსებობა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია დემოკრატიის
სათანადოდ ფუნქციონირებისთვის. სახალხო დამცველის მთავარი ფუნქცია
ზედამხედველობის განხორციელების გზით ადამიანის უფლებების კუთხით
კრიტიკული კითხვების დასმა, დაკვირვება და ანალიზია.

საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით


საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობს საქართველოს ტერიტორიისა
და მისი იურისდიქციის ფარგლებში ადამიანის უფლებების დაცვას. საქართველოს
სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის
სახელმწიფოებრივი გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით ზედამხედველობას
უწევს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა, საჯარო
დაწესებულებათა და თანამდებობის პირთა მხრიდან საქართველოს ტერიტორიის
ფარგლებსა და მის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირისთვის სახელმწიფოს მიერ
აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვასა და პატივისცემას,
განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან
სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა,
წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა
თუ სხვა გარემოებისა. საქართველოს სახალხო დამცველი თავის საქმიანობაში
დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით,
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით,
საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და
ნორმებით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით. საქართველოს სახალხო
დამცველი ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი დაკავება ან დაპატიმრება, მისი
საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა საქართველოს
პარლამენტის თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა,
რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს. თუ საქართველოს
პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, საქართველოს სახალხო დამცველი
დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს. საქართველოს პარლამენტი ამ საკითხზე
გადაწყვეტილებას იღებს გენერალური პროკურორის მიმართვიდან არაუგვიანეს 14
დღისა. საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა
ისჯება კანონით.

საქართველოს სახალხო დამცველი დამოუკიდებლად ამოწმებს ადამიანის უფლე


ბათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას, ასევე მათი დარღვევის ფაქტებს როგორც მი
ღებული განცხადებისა და საჩივრის საფუძველზე, ისე საკუთარი ინიციატივით .
საქართველოს სახალხო დამცველი განიხილავს საქართველოს მოქალაქეთა, უცხო
ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა, აგრეთვე კერძო სამართლის
იურიდიულ პირთა, პოლიტიკურ და რელიგიურ გაერთიანებათა განცხადებებსა და
საჩივრებს, რომლებიც ეხება სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის
შესაბამის ორგანოთა, საჯარო დაწესებულებათა და თანამდებობის პირთა ქმედებებს
ან აქტებს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ უფლებათა და
თავისუფლებათა, აგრეთვე იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებებით
დადგენილ უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის შესახებ, რომელთა
მონაწილეც არის საქართველო.

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით,


საქართველოს სახალხო დამცველი:

 საქართველოს პარლამენტს ან სხვა შესაბამის ორგანოს წარუდგენს


წინადადებებს, შენიშვნებსა და რეკომენდაციებს საქართველოს კანონმდებლობასთან
და კანონპროექტებთან დაკავშირებით;
 ადამიანის დარღვეულ უფლებათა და თავისუფლებათა აღსადგენად
სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს,
საჯარო დაწესებულებებსა და თანამდებობის პირებს, მიმართავს წინადადებებითა და
რეკომენდაციებით;
 შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს წინადადებით გამოძიების
ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით;
 წინადადებით მიმართავს შესაბამის ორგანოებს იმ პირთა დისციპლინური
ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ, რომელთა მოქმედებამაც
გამოიწვია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევა;
 ასრულებს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქციას საერთო
სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში;
 კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს;
 წერილობით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს
პრემიერ-მინისტრს, თუ მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის განკარგულებაში
არსებული რეაგირების საშუალებები არასაკმარისია;
 განსაკუთრებულ შემთხვევაში მიმართავს საქართველოს პარლამენტს
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისა და პარლამენტის მიერ საკითხის
განხილვის მოთხოვნით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის მთავარი დანიშნულება
არის განახორციელოს ზედამხედველობა რათა ხელისუფლების წარმომადგენლებმა
ადამიანის უფლებები არ დაარღვიონ, ხოლო დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში
სახალხო დამცველს აქვს მრჩევლის, მონიტორის, დამკვირვებლის ფუნქცია, რომ
ადამიანის უფლებები უკეთ იყოს დაცული და საჭირო ღონისძიებები სათანადოდ
შესრულებული.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის ანგარიშები წარმოადგენს


უმნიშვნელოვანეს დოკუმენტებს, რომლებიც გვაძლევს დასაბუთებულ ინფორმაციას
საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ.
საქართველოს სახალხო დამცველად აირჩევა საქართველოს მოქალაქე.
საქართველოს სახალხო დამცველს ირჩევს საქართველოს პარლამენტი 6 წლის ვადით,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. იქიდან
გამომდინარე, რომ სახალხო დამცველის მთავარი ფუნქცია ძალაუფლების
ზედამხედველობა და ხმის ამაღლებაა მის წინააღმდეგ თუ კი ადგილი აქვს ადამიანის
უფლებათა დარღვევებს, ამ ინსტიტუტის გამართულად მუშაობისთვის
აუცილებელია, რომ პიროვნება, ვინც დაინიშნება სახალხო დამცველის პოზიციაზე,
იყოს დამოუკიდებელი, გამბედავი, ბრძოლისუნარიანი პროფესიონალი, ვისაც ექნება
საზოგადოების ნდობა. ამ მხრივ, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე
საქართველომ მიიღო რეკომენდაცია , რომ სახალხო დამცველის არჩევის პროცესში
უპირატესობა მიენიჭება დამოუკიდებელ პირს და რომ პროცესი წარიმართოს
გამჭვირვალედ; დაცული უნდა იყოს აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური
დამოუკიდებლობა.
სახელმწიფო ინსტიტუტების დემოკრატიზაცია

დემოკრატია სხვა ბევრ სხვა რამესთან ერთად გულისხმობს სახელმწიფო


ინსტიტუტების გამართულად მუშაობას, მათ დამოუკიდებლობას,
ანგარიშვალდებულებას და მათზე დემოკრატიული ზედამხედველობის არსებობას.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით პარლამენტი არის სახელმწიფოს


ცენტრალური მნიშვნელობის ორგანო. სწორედ იგი განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და
საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. პარლამენტი იღებს ყველანაირ
კანონს. ის ნიშნავს მრავალი უმაღლესი თანამდებობის პირს ჩვენ სახელმწიფოში და
მათი გადაყენების უფლებაც პარლამენტსავე აქვს. ბუნებრივია, რომ პარლამენტი
წარმოადგენს მრავალი სახელმწიფო ინსტიტუტის მთავარ მაკონტროლებელ
ორგანოსაც. პარლამენტის წევრებს შეუძლიათ დაიბარონ პრემიერ-მინისტრი,
მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები და დაუსვან კრიტიკული
შეკითხვები ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. მინისტრის საათის ფარგლებში
მინისტრებს ვალდებულება აქვთ, რომ პარლამენტში მისვლამდე 5 დღით ადრე
წერილობითი ანგარიში გაგზავნონ იქ, რათა დეპუტატები წინასწარ მოემზადონ
მასთან შესახვედრად.

გარდა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა, ერთ-


ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომლის დამოუკიდებლად, გამჭვირვალედ და
გამართულად მუშაობა გადამწყვეტია ქვეყნის დემოკრატიულობისთვის, ეს
არის საარჩევნო სისტემა – საარჩევნო ადმინისტრაცია და დემოკრატიული საარჩევნო
კანონმდებლობა, რომელზე დაყრდნობითაც მუშაობს ადმინისტრაცია და ატარებს
სამართლიან არჩევნებს.
საზოგადოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ ხელმძღვანელობს
ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას. რასაკვირველია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარე პროფესიონალიზმის გარდა უნდა გამოირჩეოდეს უმწიკვლო
რეპუტაციით. ის უნდა სარგებლობდეს საზოგადოების, მათ შორის სხვადასხვა
პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მაღალი ნდობით.
ევროკავშირმა ჩვენ ქვეყანას შესთავაზა, რომ ამის ერთ-ერთი გარანტია ყოფილიყო
ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი, რომლის მიხედვითაც მისი არჩევისათვის
საჭირო იქნებოდა პარლამენტის წევრთა 2/3-ის მხარდაჭერა. ამ წესის ამოქმედების
შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად მხოლოდ საპარლამენტო
უმრავლესობის მხარდაჭერა საკმარისი აღარ იქნებოდა. მის ასარჩევად ოპოზიციის
ხმებიც იქნებოდა საჭირო, რაც აუცილებელს გახდიდა, რომ უმრავლესობას და
ოპოზიციას ეთანამშრომლათ ერთმანეთთან და შეთანხმებულიყვნენ ყველასთვის
მისაღებ კანდიდატზე. ამგვარი წესის შემოღება გაზრდის ნდობას საარჩევნო პროცესის
მიმართ და ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციასაც.

რა თქმა უნდა, მაღალი ნდობით აღჭურვილი ცესკოს თავმჯდომარის ყოლა


ერთადერთი გარანტია ვერ იქნება იმისა, რომ საარჩევნო პროცესი აუცილებლად
სამართლიანად ჩაივლის. ჩვენ საზოგადოებაში ჯერ კიდევ მკვიდრად არის
ფესვგადგმული არჩევნების პროცესისადმი უნდობლობა. ყოველი არჩევნებისას დიდი
თუ პატარა მის შესაძლო გაყალბებაზე საუბრობს ხოლმე. ბოლო ხანებში საინტერესო
რეფორმა განხორციელდა საარჩევნო სისტემაში. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ
მომავალში არჩევნები ამომრჩეველთა რეგისტრაციის, ხმის მიცემისა და ხმების
დათვლის სპეციალური აპარატების გამოყენებით ჩატარდეს. 2024 წლის შემოდგომაზე
საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 90% ხმას თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოყენებით მისცემს. სახელმწიფომ ცნობილი კომპანიისგან „Smartmatic“ შეიძინა
ასეთი აპარატები. ამ კომპანიის მიერ შექმნილი საარჩევნო ტექნოლოგიებით
სარგებლობს მრავალი დემოკრატიული ქვეყანა, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, აშშ,
ბელგია, იტალია, გერმანია, ესტონეთი, ავსტრალია, კანადა და სხვ. მისი აპარატები
მაღალი სანდოობით გამოირჩევა, არ არის მიერთებული ინტერნეტზე და მათზე
ჰაკერული ზემოქმედება შეუძლებელია. არჩევნების ფიზიკურად გაყალბების
მოსურნე ადამიანების მცდელობაც ამ აპარატებს მინიმუმამდე დაჰყავს.

არჩევნების ჩატარება ეფუძნება გარკვეულ წესებს/კანონებს. ყოველთვის იყვნენ


და მომავალშიც უთუოდ იქნებიან ადამიანები, ვინც ამ წესების დარღვევას ეცდება.
მთავარია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მზად იყვნენ, რომ დროულად აღკვეთონ
კანონდარღვევები, დროულად და ობიექტურად გამოიძიონ დარღვევის ფაქტები და
პასუხისგებაში მისცენ დამრღვევები. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყოველივე
გამჭვირვალედ ხორციელდებოდეს და საზოგადოებას მიეწოდებოდეს შესაბამისი
ინფორმაცია. ეს ხელს უწყობს როგორც არჩევნებისადმი ნდობის ზრდას, ისე მისი
გაყალბების მცდელობების პრევენციას.

საქართველოში ჩატარებული არჩევნების დროს მრავალ პრობლემას უჩენია თავი.


ერთ-ერთი იყო საუბნო საარჩევნო კომისიებში ხმის დათვლის პროცესის გაჭიანურება
და შემაჯამებელი ოქმის დაგვიანებით გასაჯაროება. ახალი საარჩევნო
ტექნოლოგიების გამოყენებით ხმების დათვლა მომენტალურად განხორციელდება და
არჩევნების დასრულებიდან ერთ საათში ცნობილი იქნება კენჭისყრის შედეგები.
წარსულში ჩატარებული არჩევნებისას პრობლემატური იყო ე.წ. „კარუსელები“ –
ამომრჩევლის მიერ ერთზე მეტჯერ ხმის მიცემა. ამომრჩეველთა ელექტრონული
რეგისტრაციის ტექნოლოგია ამ პრობლემასაც გადაჭრის. ამ ყოველივეს თუ
დავამატებთ არჩევნებზე დაკვირვების/ზედამხედველობის კანონით
გათვალისწინებულ ძველ შესაძლებლობებსაც (ადგილობრივი და საერთაშორისო
დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე, მედიის მიერ არჩევნების აქტიური გაშუქება და
სხვ.), საარჩევნო პროცესი ჩვენ ქვეყანაში კიდევ უფრო გამჭვირვალე და სანდო იქნება.

ორგანიზებული დანაშაული და მასთან ბრძოლა

საქართველოში სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით სისხლის


სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოქმნის
დანაშაული, ესე იგი ამავე კოდექსით განსაზღვრული მართლსაწინააღმდეგო და
ბრალეული ქმედება. დანაშაულს ჩადენის მოტივი, მიზეზი, გარემოება და
საფუძველი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სრულიად განსხვავებული შეიძლება
იყოს, შესაბამისად განსხვავდება დანაშაულის კატეგორიები და სახეებიც. ზოგჯერ
ხდება ისეც, რომ ადამიანები დანაშაულს იყენებენ პირადი სარგებლის მისაღებად.
როდესაც ორი ან მეტი ადამიანი შემოსავლის, ძალაუფლების ან სხვაგვარი სარგებლის
მიღების მიზნით სისტემატურად და ხანგრძლივი პერიოდით მოქმედებს
დანაშაულებრივად - საქმე გვაქვს ორგანიზებულ დანაშაულთან. ორგანიზებული
დანაშაული შეიძლება სხვადასხვა სახით გამოვლინდეს - ადამიანის ან ქონების
გატაცება სარგებლის მიღების მიზნით, ადამიანით ვაჭრობა, ნარკოტიკით,
ცეცხლსასროლი იარაღით უკანონო ვაჭრობა, თაღლითობა, კონტრაბანდა და ა.შ
ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები ჩართულნი არიან კორუფციასა და
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში (ფულის გათეთრება). ჩვენს რეალობაში
ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი გავრცელებული სახეა ,,ქურდული
სამყარო’’, რაც მოიცავს სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობას და საკუთარი
მიზნების მისაღწევად იყენებს მუქარას, იძულებას, დაშინებას და სხვა არაკანონიერ
გზებს.
ორგანიზებული დანაშაული ხელყოფს საზოგადოების ფუნდამენტურ
ღირებულებებს, აფერხებს ეკონომიკურ, სოციალურ, საზოგადოებრივ, კულტურულ
და პოლიტიკურ განვითარებას, ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის პრინციპს და
საფრთხეს უქმნის ეროვნულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ,
ორგანიზებული დანაშაული დიდ გამოწვევას წარმოადგენს არამხოლოდ
საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. საქართველოს პარლამენტის
მიერ დადგენილი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2024
წლის ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტში ასახულია SWAT- ანალიზი, რომელშიც
წარმოდგენილია ორგანიზებულ დანაშაულთან მიმართებაში არსებული
მდგომარეობის ზოგადი აღწერა. ამ აღწერიდან ვხედავთ, რომ ორგანიზებულ
დანაშაულთან ბრძოლაში ქვეყნის ძლიერი მხარეა წარმატებული საერთაშორისო
საპოლიციო თანამშრომლობა, საქართველო გახდა გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის ,,ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ’’
კონვენციის წევრი ქვეყანა, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტში ფუნქციონირებს ორგანიზებულ დანაშაულთან მებრძოლი
სპეციალიზებული დანაყოფები. ხოლო სუსტ მხარედ განსაზღვრულია ისეთი
ფაქტორები, როგორიცაა: ცნობიერების ამაღლების მიმართულებით გასატარებელი
ღონისძიებების ნაკლებობა, ადამიანური რესურსების ნაკლებობა, საჯარო და კერძო
სექტორებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობა და სხვა (SWAT ანალიზი შეგიძლიათ
დეტალურად იხილოთ ორგანიზებული დანაშაულის წინააღნდეგ ბრძოლის 2021-2024
წლის ეროვნული სტრატეგიის მე-14 გვერდზე). ორგანიზებული დანაშაულის
წინააღნდეგ ბრძოლის 2021-2024 წლის ეროვნული სტრატეგიის მიხედვით
გამოკვეთილია სამი ძირითადი მიმართულება და მიზანი ორგანიზებული
დანაშაულის ბრძოლის წინააღმდეგ: მიზანი 1. „კანონიერი ქურდებისა“ და
„ქურდული სამყაროს“ წევრების (მათ მხარდამჭერთა) წინააღმდეგ ბრძოლის
სისტემური გაძლიერება.
მიზანი 2. კიბერდანაშაული და კიბერმეთოდებით ჩადენილი დანაშაულის
წინააღმდეგ ბრძოლა. მიზანი 3. ნარკოტრანზიტის და ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ
ბრძოლა.

დღეისთვის ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის „ქურდული სამყაროს“


წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულია მნიშვნელოვანი წარმატებები. სახელმწიფოს მიერ
აღნიშნული მიმართულებით გატარებულ იქნა მთელი რიგი ღონისძიებები.
განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე დაწესდა
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ე.წ. „კანონიერი ქურდობისა“ და
რეკეტისთვის ისევე, როგორც „ქურდული სამყაროსა“ და რეკეტული დაჯგუფების
წევრობისთვის. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, დანაშაულებრივი გზით
მოპოვებული ქონება ექვემდებარება ჩამორთმევას და მისი კანონიერი
მფლობელისთვის გადაცემას.

აღნიშნულის გარდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დიდი გამოწვევაა


უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, იგივე ფულის გათეთრების შემთხვევებთან
ეფექტიანი ბრძოლის მეთოდების დანერგვა. ფულის გათეთრება ეწოდება პროცესს,
როდესაც ხდება არალეგალური გზებით (მაგალითად ნარკოვაჭრობით,
ტრეფიკინგით, უკანონოდ იარაღით ვაჭრობით და სხვ.) მიღებული ფულის
ლეგალიზებას, მისთვის კანონიერი სახის მიცემას, რათა ამ ფულის თავისუფლად და
ღიად სარგებლობა გახდეს შესაძლებელი. ფულის გათეთრების პროცესში ხდება
ფულის წარმოშობის რეალური წყაროს დამალვა და მისი ფორმალური, არანამდვილი
წყაროთი ჩანაცვლება და ამ გზით მისი ლეგალიზაცია. ეს პროცესი შესაძლოა
მოიცავდეს ისეთ უკანონო მოქმედებებს, როგორიცაა ოფიციალური საშემოსავლო და
სხვა სახის დოკუმენტების გაყალბებას, თვალთმაქცური გარიგებების დადებას,
ოფშორული ზონების გამოყენებას ფულადი გადარიცხვებისთვის და სხვ.
საქართველოში ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტმა
(MONEYVAL) 3 2020 წლის 2 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც მოუწოდებს
საქართველოს ხელისუფლებას, გააძლიეროს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის
დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა.
MONEYVAL-ის ანგარიშის მიხედვით საქართველომ ეფექტიანობის საშუალო
დონეს მიაღწია FATF-ის სტანდარტებით დაფარულ ყველა სფეროში გარდა შემდეგი
სფეროებისა:

1. საერთაშორისო თანამშრომლობა - ეფექტიანობის მაღალი დონე;

2. ტერორიზმის დაფინანსების გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა -


ეფექტიანობის მაღალი დონე;

3. ტერორისტების, ტერორისტული ორგანიზაციებისა და მათი


დამფინანსებლების მიერ დაფინანსების მოძიების, გადატანისა და გამოყენების ისევე,
როგორც არაკომერციული სექტორის ბოროტად გამოყენების პრევენცია -
ეფექტიანობის დაბალი დონე.

საქართველოს პარლამენტმა MONEYVAL-ის მეხუთე რაუნდის შეფასების


შედეგად იდენტიფიცირებული ნაკლოვანებების გამოსწორების მიზნით,
საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო კანონებში „ლატარიების, აზარტული და
მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის
დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ და სხვა საკანონმდებლო აქტებში;

აღსანიშნავია რომ სახელმწიფო ორგანოების და საერთაშორისო კავშირების


გარდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ შედეგების მიღწევაში დიდ როლს
თამაშობს ინფორმირებული საზოგადოება. ამრიგად, ისეთი დისციპლინების
დანერგვა და განვითარება, როგორიც სამოქალაქო განათლებაა, ამცირებს
ორგანიზებული დანაშაულის გავრცელების შანსებს, ვინაიდან პასუხისმგებლობიანი
მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ფინანსური განათლება, ფლობს
კიბერუსაფრთხოებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს და იცის თუ როგორ მუშაობს
სახელმწიფო სამართალდამცავი უწყებები, არამხოლოდ იცავს თავს რომ არ გახდეს
ორგანიზებული დანაშაულის მსხვერპლი, არამედ შეუძლია დაეხმაროს სახელმწიფოს
ამგვარი დანაშაულის გამოვლენასა და პრევენციაში.

You might also like