You are on page 1of 7

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015.

წინამდებარე თარგმანი
შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით
(www.coe.int/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული
დოკუმენტის ბოლოს.
 Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of
the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the
Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
 Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le
soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund).
Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du
présent document.

სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საინფორმაციო ბიულეტენი №176

ივლისი 2014

ს.ა.ს. საფრანგეთის წინააღმდეგ [დპ] – 43835/11


გადაწყვეტილება 1.7.2014 [დპ]

მუხლი 8

მუხლი 8-1

პირადი ცხოვრების პატივისცემა

რელიგიური მიზნებიდან გამომდინარე, სახის საჯაროდ დაფარვის აკრძალვა: დარღვევას


ადგილი არ ჰქონია

მუხლი 9

მუხლი 9-1

რელიგიის ან მრწამსის გაცხადება

რელიგიური მიზნებიდან გამომდინარე, სახის საჯაროდ დაფარვის აკრძალვა: დარღვევას


ადგილი არ ჰქონია

მუხლი 14

დისკრიმინაცია

რელიგიური მიზნებიდან გამომდინარე, სახის საჯაროდ დაფარვის აკრძალვა: დარღვევას


ადგილი არ ჰქონია

ფაქტები - მომჩივანი გახლავთ მორწმუნე მუსლიმი და აღნიშნულის საფუძველზე, იგი


ატარებს ბურქასა და ნიქაბს, რომელიც ფარავს მის მთელ სხეულს, თვალების გარდა, რათა
იცხოვროს მისი რელიგიური მრწამსის, კულტურისა და პირადი შეხედულების შესაბამისად.
მომჩივანმა ასევე მიუთითა, რომ იგი ამგვარ სამოსს საკუთარი სურვილისამებრ ატარებს
საჯაროდ, ისევე როგორც კერძოდ, თუმცა ამას სისტემატიური ხასიათი არ აქვს. შესაბამისად,
იგი თანახმა გახლდათ რიგ გარემოებებში არ ჩაეცვა ამგვარი სამოსი, მაგრამ სურდა ჰქონოდა
არჩევანი, ემოქმედა საკუთარი სურვილის შესაბამისად. დაბოლოს, მომჩივნის მიზანი არ
გახლდათ სხვათა განაწყენება, არამედ საკუთარ თავთან პირნათელობა. 2011 წლის 11
აპრილს, მაშინ როდესაც მთელი საფრანგეთის ტერიტორიაზე ძალაში შევიდა 2010 წლის 11
ოქტომბრის კანონი, აიკრძალა საჯარო ადგილებში სახის დაფარვა.

სამართალი - მე-8 და მე-9 მუხლები: საჯარო ადგილებში სახის დამფარავი სამოსის ჩაცმა
ეხება იმ ქალების პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას (კონვენციის მე-8 მუხლი),
რომელთაც სურდათ ეტარებინათ სახის სრულიად დამფარავი ვუალი მათი რწმენის გამო;
ამასთანავე, მომჩივნის მიერ გასაჩივრებული აკრძალვის შედეგად, სხვა, მსგავს ვითარებაში
მყოფ ქალებს არ ეძლეოდათ საშუალება საჯარო ადგილებში ჩაეცვათ ის სამოსი, რომლის
ტარებასაც მათი რელიგია მოითხოვდა, რაც წამოჭრიდა რელიგიისა თუ მრწამსის
გაცხადების თავისუფლების უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2010 წლის 11 ნოემბრის კანონი მომჩივანს დილემის წინაშე აყენებდა: ან უნდა


დამორჩილებოდა აკრძალვას და, შესაბამისად, თავი შეეკავებინა მისი რელიგიით
მოთხოვნილი სამოსის ტარებისაგან ან, უარი უნდა განეცხადებინა კანონის მორჩილებაზე და
აღმოჩენილიყო სისხლისსამართლებრივი სანქციების წინაშე.* შესაბამისად, ადგილი ჰქონდა
კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლებით დაცული უფლებებით სარგებლობაში კანონით
განსაზღვრულ „ჩარევას“ ან „შეზღუდვას“.

მთავრობა აცხადებდა, რომ ჩარევა ორ ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა:


„საზოგადოებრივი უსაფრთხოება“ და „ღია, დემოკრატიული საზოგადოების
ღირებულებების მინიმუმის პატივისცემას“. თუმცა, კონვენციის არც მე-8 და არც მე-9
მუხლის მეორე პარაგრაფები პირდაპირ არ მიუთითებენ მეორე მოხმობილ მიზანზე ან
მთავრობის მიერ ციტირებულ სამ ღირებულებაზე.

სასამართლომ გაიზიარა პოზიცია, რომ კანონმდებელი, მოცემული აკრძალვის მიღებისას,


მიზნად ისახავდა „საზოგადოებრივი უსაფრთხოების“ დაცვას კონვენციის მე-8 და მე-9
მუხლებით.

რაც შეეხება მეორე მიზანს „ღია, დემოკრატიულ საზოგადოებაში მინიმალური


ღირებულებების პატივისცემა“**, სასამართლომ არ გაიზიარა მთავრობის არგუმენტი,
რომელიც ეფუძნებოდა გენდერულ თანასწორობას. წევრი სახელმწიფო არ არის
უფლებამოსილი მოიხმოს გენდერული თანასწორობა რათა აკრძალოს ქცევა, რომელსაც
ქალები - მსგავსად მომჩივნისა- იცავენ მოცემული მუხლებით გათვალისწინებული
უფლებების კონტექსტში, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი დადგინდება, რომ ამ საფუძველზე
შესაძლებელი გახლდათ ინდივიდების დაცვა მათი ფუნდამენტური უფლებებისა და
თავისუფლებებით სარგებლობისაგან. რაც შეეხება მთავრობის მიერ იმის მტკიცებას, რომ
სახის სრულიად დამფარავი ვუალის ტარება ქალთა გარკვეული წრის მიერ აძრწუნებდა
საფრანგეთის მოსახლეობის უმრავლესობას იმის გამო, რომ არღვევდა საფრანგეთში
მიღებული გენდერული თანასწორობის აღქმას, სასამართლომ მოიხმო მისი არგუმენტაცია
(ქვემოთ) მოხმობილ ორ ღირებულებასთან მიმართებაში.

მეორე, ადამიანის ღირსების პატივისცემა ლეგიტიმურად ვერ გაამართლებს საჯარო


ადგილებში სახის სრულიად დამფარავი ვუალის ტარების სრულ/ერთიან აკრძალვას.
მოცემული ჩაცმულობა მრავალთა მიერ შესაძლოა უცნაურად იქნეს მიჩნეული, მაგრამ იგი
წარმოადგენდა კულტურული იდენტობის ნაწილს, რაც თავისთავად ხელს უწყობს
დემოკრატიისაგან განუყოფელ პლურალიზმს.

მესამე, რიგ შემთხვევებში, ის რაც მთავრობამ აღწერა როგორც „საზოგადოების ცხოვრების


მინიმალური მოთოვნების პატივისცემა“ - ან „თანაცხოვრება“, კანონპროექტის განმარტებით
ბარათში მოხმობილი ტერმინის მიხედვით - შესაძლოა დაკავშირებულ იქნას „სხვათა
უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის“ კანონიერ მიზანთან. მოპასუხე სახელმწიფომ
განაცხდა, რომ სახე სოციალურ ურთიერთობებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
შესაბამისად, სასამართლომ გაიზიარა, რომ სხვათა მიმართ შექმნილი ბარიერი სახის
ვუალით დაფარვით მოპასუხე სახელმწიფოს მიერ აღქმულ იქნა როგორც სხვათა უფლების
დარღვევა იცხოვრონ სოციალიზაციის იმგვარ სივრცეში, სადაც თანაცხოვრება უფრო
მარტივია. მოცემულისა და „თანაცხოვრების“ არსის საფუძველში არსებული მნიშვნელობის,
ისევე როგორც მისი ბოროტად გამოყენების საფრთხის გათვალისწინებით, სასამართლო
შეუდგა გასაჩივრებული შეზღუდვის აუცილებლობის შეფასებას.

პირველი, კანონპროექტის თანმხლები განმარტებითი ბარათიდან ნათლად იკვეთება, რომ


აკრძალვის მთავარი მიზანი არ გახლდათ ქალების დაცვა იმ ქმედებებისაგან, რომელიც
მათზე იყო იძულებით დაკისრებული ან მათივე საწინააღმდეგო გახლდათ.

რაც შეეხება აუცილებლობის საკითხს საზოგადოებრივი უსაფრთხოების ჭრილში,


კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლების მნიშვნელობით, სასამართლო იაზრებს, რომ
სახელმწიფომ შესაძლოა დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს ინდივიდების იდენტიფიცირების
საშუალებას, რათა ამით თავიდან აიცილოს ადამიანებისა და ქონებისათვის საფრთხე და
დაამარცხოს პიროვნების გაყალბება. თუმცა, იმის გათვალისწინებით თუ რა გავლენა ჰქონდა
მოცემულ აკრძალვას იმ ქალების უფლებებზე, რომელთაც სურდათ რელიგიის გამო სახის
სრულად დამფარავი ვუალის ტარება, მაშინ სრული/ერთიანი აკრძალვა საჯარო ადგილებში
სახის დამფარავი სამოსის ტარებაზე პროპორციულად მხოლოდ მაშინ შეიძლება მივიჩნიოთ,
როდესაც არსებობს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისადმი ზოგადი საფრთხე. მთავრობამ
ვერ დაადასტურა, რომ 2010 წლის 11 ოქტომბრის კანონით დაწესებული აკრძალვა ამგვარ
კონტექსტში იქნა მიღებული. რაც შეეხება ქალებს, რომლებზეც გავრცელდა აკრძალვა, ისინი
ვალდებულნი იყვნენ სრულად ეთქვათ უარი მათთვის მნიშვნელოვანი საკუთარი
იდენტობის ნაწილზე და მათ მიერ არჩეული რელიგიისა თუ მრწამსის არჩული ფორმით
გაცხადებაზე, მაშინ როდესაც მთავრობის მიერ დასახული მიზანი მიღწევადი გახლდათ
მარტივი ვალდებულების დადგენით - ეჩვენებინათ სახე და მოეხდინათ საკუთარი თავის
იდენტიფიცირება მაშინ, როდესაც დადგინდებოდა ადამიანებისა თუ ქონებისათვის
საფრთხის ალბათობა ან, როდესაც კონკრეტული გარემოებები მიუთითებდნენ პიროვნების
ვინაობის სავარაუდო გაყალბების შესახებ. შესაბამისად, სასამართლომ ვერ გაიზიარა
პოზიცია, რომ 2010 წლის 11 ოქტომბრის დადგენილი ერთიანი/სრული აკრძალვა
აუცილებელი გახლდათ დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი
უსაფრთხოებისათვის კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლების მნშვნელობით.

სასამართლო ამის შემდეგ შეუდგა „სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად“


საზოგადოების ცხოვრების მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების საჭიროების
განხილვას. მან მიიჩნია, რომ განხილული აკრძალვა შესაძლებელია გამართლებული
ყოფილიყო არსობრივად მხოლოდ იმდენად, რამდენადაც იგი მიზნად ისახავდა
„თანაცხოვრების“ პირობების უზრუნველყოფას.

იმის გათვალისწინებით თუ რამდენ ქალს ეხებოდა მოცემული აკრძალვა, კერძოდ კი


საფრანგეთის 65 მილიონიანი მოსახლეობიდან და მასში მცხოვრები მუსლიმებიდან
მხოლოდ 1,900, შესაძლოა გადაჭარბებულად მივიჩნიოთ ამგვარი ერთიანი/სრული
აკრძალვის დაწესება. ამასთანავე, უდავოა, რომ აკრძალვას ჰქონდა მნიშვნელოვანი
ნეგატიური გავლენა იმ ქალებზე, რომლებმაც, მომჩივნის მსგავსად, აირჩიეს სახის
სრულიად დამფარავი ვუალის ტარება რელიგიური მიზნებიდან გამომდინარე.
ფუნდამენტური უფლებების დაცვის სფეროში მოქმედმა მრავალმა მხარემ,
როგორც საერთაშორისომ, ისე ეროვნულმა, ერთიანი/სრული აკრძალვა
არაპროპორციულად მიიჩნიეს. 2010 წლის 11 ოქტომბრის კანონმა, მისი შექმნის
თანმხლებ გარკვეულ დებატებთან ერთად, დიდი ალბათობით, გააღიზიანა
მუსლიმური წრე, მათ შორის ის წევრებიც, რომლებიც თავისთავად არ არიან სახის
სრულიად დაფარვის მომხრენი.ამ მხრივ, სასამართლო წუხს, რომ 2010 წლის 11
ოქტომბერს მიღებულ კანონს წინ უძღვოდა გარკვეული ისლამოფობიური
კომენტარები. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლო არ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას თუ რამდენად სასურველია
მსგავსი კანონდება ასეთ საკითხებზე. მაგრამ მან მაინც აღნიშნა, რომ სახელმწიფო,
რომელიც ამ ტიპის კანონდებას მიყოფს ხელს, დგება მოსახლეობის რიგი
კატეგორიების მიმართ სტერეოტიპების შექმნისა და შეუწყნარებლობის
ხელშეწყობის საფრთხის წინაშე, მაშინ, როდესაც მას, სწორედ რომ პირუკუ,
შემწყნარებლობისაკენ მოწოდება ევალება. კომენტარები, რომლებიც
წარმოადგენენ ზოგად, მძლავრ თავდასხმას რელიგიურ ან ეთნიკურ ჯგუფზე
შეუსაბამოა შემწყნარებლობის, სოციალური მშვიდობისა და დისკრიმინაციის
დაუშვებლობის იმ ღირებულებებთან, რომელიც ხაზგასმულია კონვენციით და არ
ხვდება მის მიერ დაცული გამოხატვის თავისუფლებაში.

თუმცა, 2010 წლის 11 ოქტომბრის კანონი არ ეხებოდა საჯაროდ ნებისმიერი სამოსის ან


ნივთის ჩაცმის აკრძალვეს - იქნებოდა ეს რელიგიური კონოტაციის მქონე თუ არა - თუკი
იგი არ იწვევდა სახის დაფარვას. გასაჩივრებული გადაწყვეტილება, პირდაპირ არ
ეხებოდა განხილულ რელიგიურ სამოსს, არამედ იმ ფაქტს, რომ იგი ფარავდა სახეს.***

რაც შეეხება აკრძალვის თანმხლებ სისხლისსამართლებრივ სანქციებს, იგი


კანონმდებლობით დადგენილ შესაძლებელ სანქციათაგან ყველაზე მსუბუქი იყო (ამჟამად
ჯარიმა მაქსიმუმ 150 ევრო), რომელსაც სასამართლოს მხრიდან ახლავს იმის
შესაძლებლობა, რომ ჯარიმასთან ერთად ან მის ნაცვლად, პირს დაეკისროს
მოქალაქეობის კურსის გავლა.

ყველას მიმართ საჯარო ადგილებში სახის დაფარვის აკრძალვისას, მოპასუხე


სახელმწიფომ, გარკვეულწილად, შეზღუდა პლურალიზმი, რადგან აკრძალვა
ქალთა გარკვეულ წრეს ხელს უშლიდა გამოეხატა საკუთარი ბუნება და მრწამსი
საჯაროდ სახის სრულიად დამფარავი ვუალის ტარებით. თუმცა, მთავრობამ
მიუთითა, რომ ამგვარი ზომა წარმოადგენდა იმ პრაქტიკაზე პასუხს, რომელიც
სახელმწიფომ შეუსაბამოდ მიიჩნია ფრანგულ საზოგადოებაში, ეწინააღმდეგებოდა
რა იგი სოციალური კომუნიკაციის საბაზისო წესებსა და, უფრო ფართოდ,
„თანაცხოვრების“ მოთხოვნებს. მოცემული გადასახედიდან, მოპასუხე
სახელმწიფო მიზნად ისახავდა დაეცვა ინდივიდებს შორის ურთიერთობის
პრინციპი, რომელიც მისი აზრით აუცილებელი გახლდათ არა მხოლოდ
პლურალიზმის, არამედ შემწყნარებლობისა და ღიაობის დასაცავად, რომლის
გარეშეც არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება. შესაბამისად, საკითხი თუ
რამდენად უნდა იყოს ნებადართული საჯაროდ სახის დამფარავი ვუალის ტარება
წარმოადგენდა საზოგადოების არჩევანს.

ასეთ პირობებში, სასამართლოს აკისრია ვალდებულება გარკვეული შეზღუდვით


შეაფასოს კონვენციასთან შესაბამისობა, რადგან ამგვარ ანალიზს მივყავართ იმ
ბალანსის შეფასებამდე, რომელიც განხორციელდა საზოგადოებაში მიმდინარე
დემოკრატიული პროცესის შედეგად. ზოგადი პოლიტიკის საკითხებზე, რომლის
განხილვისასაც დემოკრატიულ საზოგადოებაში მოსაზრებანი შესაძლოა დიდწილად
განსხვავდებოდეს, ეროვნულ პოლიტიკის განმსაზღვრელის როლს განსაკუთრებული
მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. მოცემულ საქმეში, შესაბამისად, საფრანგეთს გააჩნდა
შეფასების ფართო ზღვარი.

მოცემული მიდგომა განსაკუთრებით რელევანტურია იმის გათვალისწინებით, რომ


ევროპაში არ არსებობს კონსესუსი საჯაროდ სახის დამფარავი ვუალის ტარების საკითხზე.
მართალია, მკაცრად ნორმატიული გადასახედიდან საფრანგეთი ევროპაში უმცირესობას
წარმოადგენს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ საჯაროდ სახის სრულიად დამფარავი ვუალის
ტარების საკითხი გახლდათ რიგ ევროპულ სახელმწიფოებში განხილვის საგანი. ხოლო რიგ
სხვა სახელმწიფოებში კი საერთოდ არ წარმოადგენს აქტუალურ თემას, რადგან ამგვარი
პრაქტიკას არ აქვს ადგილი.

შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს რა წინამდებარე საქმეში მოპასუხე


სახელმწიფოს შეფასების ზღვრის სიღრმეს, მიიჩნევს, რომ 2010 წლის 11
ოქტომბრით დადგენილი შეზღუდვა მიჩნეულ უნდა იქნეს დასახული მიზნის,
კერძოდ კი „სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის“ ფარგლებში
არსებული „თანაცხოვრების“ პირობების დაცვისათვის პროპორციულად.
შესაბამისად, გასაჩივრებული შეზღუდვა იყო „აუცილებელი დემოკრატიულ
საზოგადოებაში“. მოცემული დასკვნა ვრცელდება კონვენციის როგორც მე-8, ისე
მე-9 მუხლზე.

დასკვნა: დარღვევას ადგილი არ ჰქონია (თხუთმეტი ხმა ორის წინააღმდეგ)

კონვენციის მე-14 მუხლი კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლებთან ერთობლიობაში:


მომჩივანი ჩიოდა არაპირდაპირი დისკრიმინაციის შესახებ. მომჩივანი, გახლდათ
რა მუსლიმი ქალბატონი, რომელსაც რელიგიური მიზნებიდან გამომდინარე
სურდა საჯაროდ სახის სრულიად დამფარავი ვუალის ტარება, წარმოადგენდა იმ
პირთა კატეგორიას, რომელთაც განსაკუთრებით შეეხოთ აკრძალვა და შესაბამისი
სანქციები.

ზოგადი პოლიტიკა ან ზომა, რომელსაც არაპროპორციული ნეგატიური გავლენა


აქვს გარკვეულ ჯგუფზე შესაძლოა დისკრიმინაციულად იყოს მიჩნეული მაშინაც
კი, როდესაც იგი სპეციალურად არ არის მიმართული მოცემული ჯგუფის მიმართ
და არ გააჩნია დისკრიმინაციული მიზანი. თუმცა, დისკრიმინაციას ადგილი აქვს
მხოლოდ მაშინ, თუ ამგვარ პოლიტიკას ან ზომებს არ გააჩნია „ობიექტური და
გონივრული“ გამართლება, რაც გულისხმობს იმას, რომ მას არ გააჩნია
„ლეგიტიმური მიზანი“ ან რომ არ არსებობს „პროპორციულობის გონივრული
კავშირი“ გამოყენებულ ზომებსა და მისაღწევ მიზანს შორის. წინამდებარე საქმეში,
მართალია შესაძლებელია მივიჩნიოთ, რომ 2010 წლის 11 ოქტომბრის კანონით
დადგენილ აკრძალვას ჰქონდა კონკრეტული ნეგატიური გავლენა იმ მუსლიმ
ქალებზე, რომლებსაც, რელიგიური მიზნებიდან გამომდინარე, სურთ სახის
სრულიად დამფარავი ვუალის ტარება საჯაროდ, მაგრამ მოცემულ ზომას გაჩნდა
ობიექტური და გონივრული გამართლება.

დასკვნა: დარღვევას ადგილი არ ჰქონია (ერთხმად)

* იხ. საქმე Dudgeon v. the United Kingdom, 7525/76, 22 ოქტომბერი 1981.

** იხ. საქმეLeylaŞahin v. Turkey [GC], 44774/98, 10 ნოემბერი 2005, Information Note 80;
დაAhmetArslan and Others v. Turkey, 41135/98, 23 თებერვალი 2010, Information
Note 127.

*** შეადარე საქმესAhmetArslan and Others v. Turkey, op. cit.

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო


სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.

იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები

© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული.
წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის
ხელშეწყობით (www.coe.int/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ
ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება
ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის
მონაცემთა ბაზიდან (http://hudoc.echr.coe.int) ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც
სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული
მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო
უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის
ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ
შემდეგ მისამართზე: publishing@echr.coe.int.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was
commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe
(www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the
quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights
(http://hudoc.echr.coe.int) or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for
non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright
indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for
commercial purposes, please contact publishing@echr.coe.int.

© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015


Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction
a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe
(www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité.
Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme
(http://hudoc.echr.coe.int), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être
reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de
l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute
personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler
à l’adresse suivante : publishing@echr.coe.int.

You might also like