You are on page 1of 2

საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის იმ პოზიციას, რომ 

 საუბარი ფარულად თვითდახმარების ფარგლებში
ჩაიწერა. პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნებს და განმარტავს, რომ ფარული
აუდიოჩაწერა გამონაკლისის სახით, დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი თვითდახმარების ფარგლებში მოქმედებს
და ეს ქმედება ერთადერთი გზაა საკუთარი უფლების დასაცავად, რადგან სხვაგვარად პირი საკუთარ უფლებას ვერ დაიცავს
ან არსებობს ყველა სხვა მტკიცებულების განადგურების რეალური საშიშროება.

ამგვარი შეზღუდვა (ჩარევა) გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი თვითდახმარების ან „თვითდახმარებასთან


მიახლოვებულ“ ფარგლებში მოქმედებს. მაგალითად, თუ ფარული ჩანაწერი ერთადერთი გზაა საკუთარი უფლების
დასაცავად, იმის გამო, რომ სხვაგვარად პირი საკუთარ უფლებას ვერ დაიცავს ან არსებობს რეალური საშიშროება ყველა სხვა
მტკიცებულების განადგურების, ასეთ ვითარებაში ფარული ჩანაწერის გზით მტკიცებულების შექმნა
დასაშვებია. ამდენად, თუ პირზე ხორციელდება ზეწოლა, მუქარა შანტაჟი, საკუთარი უფლებების დაუშვებელი ხელყოფის
თავიდან ასაცილებლად, კონსტიტუციურ ღირებულებათა მრავალმხრივი აწონ-დაწონვის შედეგად, შეიძლება
გამართლებულად ჩაითვალოს სხვის პირად სფეროში ჩარევა, თუმცა, დაუშვებელია მაშინ, როდესაც სხვის პირად სფეროში
ჩარევა თვითდახმარებას კი, არ ემსახურება, არამედ მეორე მხარისათვის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის
დაკისრებას. პირად სფეროში ჩარევა კი საჭირო გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ უფლება- მოვალეობათა კრედიტორმა თავის
დროზე არ იზრუნა შესაბამისი მტკიცებულების (ხელშეკრულების, ხელწერილის, და ა. შ.) შექმნაზე. ასეთ
ვითარებაში, როდესაც გაუმართლებელია ჩარევა პირად სფეროში, ამგვარი გზით მოპოვებული მტკიცებულება, დაუშვებელი
მტკიცებულებაა. მისი დაშვება შესაძლებელია მხოლოდ მეორე მხარის თანხმობით, ამასთან, თანხმობა უნდა ეხებოდეს არა
მტკიცებულების ფორმალურ დასაშვებობას, არამედ იმას, რომ მტკიცებულების შინაარსი სასამართლომ გადაწყვეტილებას
დაუდოს საფუძვლად.

 ფარული ჩანაწერის მტკიცებულების სახით დაშვების ლეგიტიმურ საფუძველს,


რომელიც მეორე მხარის თანხმობას არ ითვალისწინებს,  მხოლოდ  ის გარემოება
შეიძლება წარმოადგენდეს, თუ ჩანაწერი თვითდახმარების ფარგლებში შექმნილი
მტკიცებულებაა.  ამასთან, ეს გარემეობა იმდენად პატივსადები უნდა იყოს, რომ
კონსტიტუციით გარანტირებულ  უფლებაზე (პირადი ცხოვრებისა და პირადი
კომუნიკაციის ხელშეუვალობა)  უფრო მაღლა უნდა იდგეს.  განსახილველ
შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ იკვეთებოდა იმგვარი
ფაქტობრივი მოცემულობა,  რომელიც პირად ცხოვრებაში ჩარევას პატივსადები
მიზეზით მართლზომიერების ჭრილში გადაიყვანდა. აღნიშნული მსჯელობა
გამომდინარეობს როგორც  ეროვნული სასამართლო პრაქტიკიდან,
ასევე  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის №1165 რეზოლუციიდან „Right
to Privacy“ (1998), სადაც  განმარტებულია, რომ „ევროპული კონვენციის მე-8
მუხლმა უნდა დაიცვას ინდივიდის პირადი ცხოვრება არა მარტო საჯარო
ხელისუფლების, არამედ კერძო პირების მხრიდანაც“ (იხ. სუსგ:  # ას- 1155-1101-
2014, 04.05.2015წ;  # ას-1337-1375-2014, 17.07.2015წ; #ას1054-994-2015 (ბ),
22.01.2016წ;; ; # ას-290-276-2016, 25.05.2016წ;   # ას-238-226-2016,
03.06.2016წ;  №ას-896-862-2016, 05.01.2017წ.)
19.1.4. საკასაციო სასამართლომ
განმარტა: „იმის მიხედვით, პირადი ცხოვრების რომელ სფეროს შეეხება საქმე, 
დაცულობის ხარისხი განსხვავებულია. განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ 
არის ინტიმური სფერო, რომელიც აბსოლუტური დაცვით სარგებლობს. მოცემ
ულ შემთხვევაში საქმე ეხება კერძო საუბარს, რომელიც კერძო სფეროს განეკუ
თვნება და რომელიც არ სარგებლობს აბსოლუტური პრივილეგიით, რაც იმას ნ
იშნავს, რომ მისი შეზღუდვა დასაშვებია, ანუ მასში ჩარევა შესაძლებელია საამ
ისო დაცვის ღირსი ინტერესისა და კანონიერი მიზნის არსებობის პირობებში (ი
ხ. გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება: BVerfGE 34, 238 (246
f); უშუალო წყარო: ი.კობახიძე, საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, მეორე თავი, საქართველოს მოქ
ალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, თბილისი, 2013, გვ.181
3 ევროპის საბჭოს ასამბლეის #1165 რეზოლუცია Right to Privacy (1998) http://assembly.coe.int/Main.asp?
link=/Documents/AdoptedText/ta98/ERES1165.htm ). შესაბამისად, კერძო სფეროში ჩარევის დრ
ოს, ჩარევა გამართლებული და დასაბუთებული უნდა იყოს უპირატესი საყოვე
ლთაო ინტერესის არსებობით, ანუ ჩარევის მართლზომიერების  დადგენის  მი
ზნით,  უნდა  შეფასდეს,  არსებობს  თუ  არა ისეთი დაცვის ღირსი ინტერესი, 
რომელიც პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის ხელშეუხებლობის კ
ონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაზე უფრო მაღლა დგას. ყოველივე ზემ
ოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო სამართალურთიერთობის ფარგ
ლებში სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების დადასტურების მიზნით მტკი
ცებულების შესაქმნელად პირად სფეროში ჩარევა და ამით პირადი ცხოვრების
ა და პირადი კომუნიკაციის უფლების შეზღუდვა გამართლებული არ არის. ამ
გვარი დასკვნა, პირველ რიგში, გამომდინარეობს სახელშეკრულებო თავისუფ
ლების პრინციპიდან, რომელიც, თავის მხრივ, სამოქალაქო უფლება-
მოვალეობების მიმართ გარკვეულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. სამოქალა
ქო უფლება-მოვალეობათა მატარებელი სუბიექტები თავისუფალნი არიან სამ
ოქალაქო ურთიერთობებში, შესაბამისად, ისინი ვალდებულნი არიან, გამოიჩი
ნონ შესაბამისი სამოქალაქო სამართლებრივი წინდახედულობა და მტკიცებუ
ლება პირთა თანასწორობაზე დამყარებული ურთიერთობის ფარგლებში მოიპ
ოვონ. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მხარე სათანადოდ არ  უზრუნველყოფს  სამარ
თალურთიერთობას  მტკიცებულებებით, არ გულისხმობს იმას, რომ მას შემდგ
ომ აღნიშნული მტკიცებულების შექნის უფლება მეორე მხარის პირად ცხოვრე
ბაში ჩარევის გზით წარმოეშობა. ამგვარი სახით მოპოვებულ მტკიცებულებათ
ა ლეგიტიმაციის პირობებში მივიღებთ არა სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე 
დამყარებულ საზოგადოებას, არამედ კონსტიტუციურ ღირებულებათა დაუშვ
ებელ ხელყოფას, რა დროსაც, განსაკუთრებით პირადი ცხოვრებისა და პირადი 
კომუნიკაციის ხელშეუვალობის უფლება იქნება შეზღუდული, რაც დაუშვებე
ლია“ (იხ. სუსგ # ას-1155-1101-2014, 04.05.2015წ.); 

You might also like