You are on page 1of 2

ფინალური გამოცდა

სტუდენტის სახელი, გვარი: _________ ____________

ფაკულტეტი: იურიდიული
სწავლების საფეხური: ბაკალავრიატი
საგნის დასახელება: სამოქალაქო სამართლის პროცესი 1
პედაგოგის სახელი, გვარი: თამარ ზამბახიძე
სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი - (თითოეული სტუდენტი მონიშნავს თავისი
სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს)
1. დავით ღიბრაძე davit.ghibradze@tsu.ge
2. სოსო ღურწკაია soso.ghurtskaia@tsu.ge

გამოცდის სახე: წერითი


გამოცდის ხანგრძლივობა: 3 საათი (დამატებით 30 წუთი ტექნიკური
მომზადებისთვის)
გამოცდის დაწყების დრო 01 ივლისი, 2021წ., 11:00 სთ
კაზუსის ამოხსნის დროს ნებადართულია ნებისმიერი მასალის (ნორმატიული
მასალა, იურიდიული ლიტერატურა) გამოყენება.

საგამოცდო დავალება მითითებულ დროს აიტვირთება საიტზე:


http://admin.lms.tsu.ge/.

შესრულებული ნაშრომი მითითებული დროის ამოწურვისთანავე უნდა


გადაიგზავნოს სამუშაო ჯგუფის პედაგოგის ელექტონულ ფოსტაზე.

კაზუსი (მაქსიმალური შეფასება 40 ქულა)

ნინოს (მოსარჩელე) სახელით მისმა ადვოკატმა სასამართლოს მიმართა სარჩელით ეკას


(მოპასუხე) წინააღმდეგ და მოითხოვა: მოპასუხეს აეკრძალოს მოსარჩელისათვის
კუთვნილი სათავსოს სარგებლობაში ხელშეშლა (ნეგატორული სარჩელი). სარჩელი
წარდგენილ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული
ფორმის სრული დაცვით. სარჩელს ერთვოდა ადვოკატის სახელზე გაცემული სანოტარო
წესით დამოწმებული მინდობილობა და მტკიცებულება მასზე, რომ მოსარჩელე
რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და
იღებს საარსებო შემწეობას. სასამართლოს კანცელარიამ სარჩელი დაარეგისტრირა და
მოსარჩელის წარმომადგენელს დალუქული კონვერტით გადასცა სარჩელის და
თანდართული დოკუმენტების ასლები მოპასუხეზე გადასაცემად.
მოსარჩელემ სარჩელთან ერთად წარადგინა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის
შესახებ და მოითხოვა მოპასუხის, ასევე მისი მამის თანასაკუთრებაში არსებული
საცხოვრებელი ბინის დაყადაღება. სასამართლომ სარჩელის და სარჩელის
უზრუნველყოფის განცხადების მიღების დღესვე მიიღო განჩინება, რომლითაც განცხადება
დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო მოპასუხის და მისი მამის თანასაკუთრებაში
რეგისტრირებულ უძრავ ნივთს. განჩინებაში მოსამართლემ აღნიშნა, რომ იგი არ
საჩივრდებოდა.

მოსამართლისათვის სარჩელის გადაცემიდან მე-7 დღეს მოსარჩელეს დაუკავშირდა


მოსამართლის თანაშემწე და აცნობა, რომ უზრუნველეყო მოპასუხისათვის სასამართლო
გზავნილის ფოსტით ჩაბარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე−78-ე
მუხლებით დადგენილი წესების დაცვით, მისთვის გზავნილის გადაცემიდან 2 თვის
ვადაში. მოსარჩელემ ვადაში წარადგინა გზავნილის ჩაბარების დასტური.

სასამართლომ გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილებაში


გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის საკითხზე არ უმსჯელია.

გადაწყვეტილების გამოტანიდან რამდენიმე დღეში (ამ პერიოდისათვის გადაწყვეტილება


არ იყო კანონიერ ძალაში შესული, რადგან მოსარჩელემ მასზე წარადგინა სააპელაციო
საჩივარი) სასამართლოს მიმართა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გამოყენებული
უზრუნველყოფის ღონისძიების სრულად გაუქმება იმ საფუძვლით, რომ
გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ განჩინებით განცხადება
დააკმაყოფილა და განმარტა, რომ იგი საჩივრდებოდა საჩივრით, მისის ასლის ჩაბარებიდან
5 დღის ვადაში.

კითხვები:

1) გამიჯნეთ, როდის გადალახა ნინოს სარჩელმა ფორმალური დასაშვებობის ეტაპი და


როდის - შინაარსობრივი.
2) შეაფასეთ, იყო თუ არა ვალდებული მოსარჩელე უზრუნველეყო მოპასუხისათვის
გზავნილის (სარჩელი და თანდართული დოკუმენტები) ჩაბარება.
3) ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს უფლება, სარჩელთან ერთად წარედგინა განცხადება
სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ?
4) შეაფასეთ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების კანონიერება.
5) შეაფასეთ სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების შესახებ განჩინების კანონიერება.

You might also like