You are on page 1of 4

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტი

იურიდიული ფაკულტეტი

შესავალი სამართლის ფილოსოფიაში

ლექტორი გ. დავითაშვილი

ფინალური გამოცდა

06. 07. 2020 11.00 – 14.00

ვარიანტი პირველი
ამ ვარიანტს წერენ: გ. დავითაშვილის ჯგუფების (1, 2, 3), ასევე, ს. ონიანის ჯგუფების (5, 6)
სტუდენტები

1. რით განსხვავდება ახალი დროის ევროპელის თავისუფლება ძველი ბერძენისა თუ


რომაელის თავისუფლებისაგან ბენჟამენ კონსტანის მიხედვით? (2 ქულა)

2. დაასახელეთ სუვერენული სახელმწიფო ხელისუფლების ნიშნები ჟან ბოდენის


მიხედვით (2 ქულა)

3. რას ნიშნავს შერეული სამთავრო და რა საშუალებებით უნდა შეინარჩუნოს მთავარმა


დაპყრობილი სამფლობელო ენითა და ჩვეულებებით მსგავს ქვეყნებში მაკიაველის
„მთავარის“ მიხედვით?(2 ქულა)

4. რა განსხვავებაა მორალსა და ზნეობას შორის ჰეგელის მიხედვით? (2 ქულა)

5. რა განსხვავებაა მესამე და მეოთხე ბუნებით კანონებს შორის მონტესკიეს „კანონთა


გონის“ მიხედვით? (2. ქულა)

6. დაასახელეთ მონარქიის სახეები მარსილიო პადუელის მიხედვით. მონარქიის რომელ


სახეს ანიჭებდა იგი უპირატესობას? (2 ქულა)

7. ადამიანის ბუნებაში ჩადებული სწრაფვა საზოგადოებისაკენ რა მოთხოვნებიდან


გამომდინარეობს ჰუგო გროციუსის მიხედვით? ჩამოთვალეთ ისინი (2 ქულა)
8. როგორი იყო რუსოს დამოკიდებულება ხელოვნებისა და მეცნიერების მიმართ? (2
ქულა)

9. რა განსხვავებაა ლეველერებისა და დიგერების შეხედულებებს შორის? (2 ქულა)

10. თომას ჰობზის „ლევიათანის“ მიხედვით, რატომ არის რომ ბუნებით


მდგომარეობაში ისიც კი ვისაც სურს მშვიდად იცხოვროს და არ სურს სხვების
დამორჩილებით გაიფართოვოს თავისი ძალაუფლება, მაინც უწევს სხვებზე ბატონობის
სფეროს გაფართოვება? (2 ქულა)

11. რა განსხვავებაა ადამიანურ ეპოქასა და გმირულ ეპოქას შორის ვიკოს მიხედვით? (2


ქულა)

12. რა ჯობია მთავრისთვის უყვარდეთ თუ ეშინოდეთ მისი მაკიაველის „მთავარის“


მიხედვით? პასუხი დაასაბუთეთ (2 ქულა)

13. როგორია გუმპლოვიჩის დამოკიდებულება ადამიანის განუსხვისებელი


უფლებებისადმი? (2. ქულა)

14. როგორია დამოკიდებულება კერძო საკუთრებისადმი და შრომისადმი თომაზო


კამპანელას „მზის ქალაქის“ მიხედვით? (2 ქულა)

15. რატომ არ არსებობს სამართლიანობისა და უსამართლობის ცნებები ბუნებითი


მდგომარეობის პირობებში თომას ჰობზის „ლევიათანის“ მიხედვით? (2. ქულა)

16. რა იყო ტიბოსადმი სავინის დაპირისპირების მიზეზი? რა არგუმენტები


დაუპირისპირა სავინიმ ტიბოს? (2 ქულა)

17. რაში გამოიხატება მთავრის გონებრივი თვითწვრთნა სამხედრო საქმის შესწავლის


თვალსაზრისით მაკიაველის „მთავარის“ მიხედვით? (2 ქულა)

18. რაში გამოიხატება ჟან კალვინის დოგმატი ღვთაებრივი წინასწარგანსაზღვრულობის


შესახებ. რა ვალდებულებები გამომდინარეობს ამ დოგმატიდან? (2 ქულა)

19. ჩამოაყალიბეთ სამართლისადმი ტელეოლოგიური მიდგომა იერინგის მიხედვით (2


ქულა)

20. რატომ არ უნდა ხდებოდეს არჩევნები წილისყრით არისტოკრატიული


მმართველობის პირობებში მონტესკიეს „კანონთა გონის“ მიხედვით? (2 ქულა)
ვარიანტი მეორე

ამ ვარიანტს წერენ: ს. ონიანის ჯგუფების (1, 2, 3, 4) სტუდენტები

1. რა მიზეზით ქადაგებს სახელმწიფოს მხრიდან მოქმედების მკვეთრ შეზღუდვას


ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტი? (2 ქულა)

2. როგორი იყო ჟან ბოდენის დამოკიდებულება დემოკრატიისა და არისტოკრატიის


მიმართ? მოიყვანეთ შესაბამისი არგუმენტები (2. ქულა)

3. რას ნიშნავს მემკვიდრეობითი სამთავრო და რატომ უადვილდება მემკვიდრეობით


მთავარს ძალაუფლების შენარჩუნება ახალ მთავართან შედარებით?(2 ქულა)

4. როგორია ხალხთა შორის მშვიდობის დამყარების კანტისეული პროექტი? (2 ქულა)

5. რომელია მნიშვნელობით და არა დროით პირველი ბუნებითი კანონი და რატომ არ


არის იგი დროით პირველი მონტესკიეს „კანონთა გონის“ მიხედვით? (2. ქულა)

6. რა არის სახელმწიფოს დანიშნულება და ვის ხელში უნდა იყოს საკანონმდებლო


ხელისუფლება მარსილიო პადუელის მიხედვით? (2 ქულა)

7. როგორია სახელმწიფო ხელისუფლების ფარგლები სპინოზას მიხედვით? (2 ქულა)

8. რა სახის მმართველობას ემხრობა ვოლტერი? რას უკავშირებს იგი კონსტიტუციური


მონარქიის დამყარების შესაძლებლობას? (2 ქულა)

9. როგორი იყო ჯონ ლილბერნის დამოკიდებულება არჩევნების მიმართ? (2 ქულა)

10. რა ვნებები უბიძგებს ბუნებით მდგომარეობაში მცხოვრებ ადამიანს მშვიდობისაკენ


ჰობსის „ლევიათანის“ მიხედვით? (2 ქულა)

11. რა ფაქტორებზეა დამოკიდებული სამართლის განვითარება ჰოლმსის მიხედვით?


ჩამოთვალეთ ეს ფაქტორები (2 ქულა)

12. როგორია მაკიაველის დამოკიდებულება მთავრის მიერ მიცემული აღთქმის,


პირობის შესრულებისადმი? მოიყვანეთ შესაბამისი არგუმენტები (2 ქულა)

13. როგორია სახელმწიფოსა და სამართლის თანაფარდობა შტამლერის მიხედვით? (2.


ქულა)

14. როგორია მმართველობის სისტემა კამპანელას „მზის ქალაქის“ მიხედვით? (2 ქულა)


15. რა განსხვავებაა ბუნებით უფლებასა და ბუნებით კანონს შორის თომას ჰობზის
„ლევიათანის“ მიხედვით? (2. ქულა)

16. სამართლის არსი და სახელმწიფოს წარმოშობა პუხტას მიხედვით (2 ქულა)

17. როგორია ბედისწერის გავლენა ადამიანთა ცხოვრებაზე მაკიაველის „მთავარის“


მიხედვით? (2 ქულა)

18. სახელმწიფოს იდეის არსი მარკუს ავრელიუსის მიხედვით (2 ქულა)

19. როგორ წარმოიშობა სახელმწიფო გუმპლოვიჩის მიხედვით? (2 ქულა)

20. რატომ მიიჩნევს აუცილებლად საკანონმდებლო ორგანოში კეთილშობილთა


კორპუსის შექმნას მონტესკიე „კანონთა გონის“ მიხედვით? (2 ქულა)

საგამოცდო საკითხების ატვირთვიდან სამ საათში შესრულებული ნაშრომი უნდა გაიგზავნოს


შემდეგ ელექტრონულ ფოსტებზე:

გ. დავითაშვილის ჯგუფების (1, 2, 3), ასევე, ს. ონიანის ჯგუფების (5, 6) სტუდენტებმა


შესრულებული ნაშრომი უნდა ატვირთონ - giorgi.davitashvili@tsu.ge

ს. ონიანის ჯგუფების (1, 2, 3, 4) სტუდენტებმა შესრულებული ნაშრომი უნდა ატვირთონ -


sulkhan.oniani@tsu.ge

დაგვიანებით ატვირთული საგამოცდო ნაშრომი არ გასწორდება და ავტომატურად შეფასდება


ნული ქულით. იგივე შედეგი დადგება სტუდენტის მიერ სხვა ვარიანტის დაწერის
შემთხვევაშიც. გაითვალისწინეთ, რომ საკითხების კოპირება სხვა დოკუმენტიდან აკრძალულია
და შეფასდება ნული ქულით.

ორქულიანი კითხვების შეფასების კრიტერიუმები: :


1. 2 ქულა: პასუხი ზუსტი და ამომწურავია
2. 1 ქულა: პასუხი არასრულია ან აღინიშნება გარკვეული უზუსტობა
3. 0 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული

საგამოცდო ნაშრომს სტუდენტმა უნდა დააწეროს სახელი, გვარი და პირადი ნომერი.

You might also like