You are on page 1of 3

ფინალური გამოცდის ჩატარების წესი და შეფასების სისტემა

საგანი - ,,შესავალი სამართლის ფილოსოფიაში’’

საგანში „შესავალი სამართლის ფილოსოფიაში“ - ლექტორი გ. დავითაშვილი, სემინარის


ხელმძღვანელები: გ. დავითაშვილი და ს. ონიანი - ფინალური გამოცდა ჩატარდება თსუ
საგამოცდო ცენტრში, ცენტრის მიერ დანიშნულ დღესა და საათზე.

სულ იქნება 4 ათქულიანი თემა. შესაბამისად, მაქსიმალური ქულა - 40. წერის


ხანგრძლივობა 3 (სამი) საათი.

ოთხივე ათქულიანი თემა იქნება LMS-ზე ატვირთული სასემინარო მასალიდან (მასალა


ატვირთულია ასევე თსუ იურიდიული ფაკულტეტის საიტზე, სიახლეებში). საგამოცდო
თემები იქნება მეექვსე სემინარის მასალიდან - მეცამეტე სემინარის მასალის ჩათვლით
(ე.ი. N6, N7, N8, N9, N10, N11, N12, N13 PDF-ფაილებიდან). აქ იგულისხმება როგორც
სასემინარო მასალა სახელმძღვანელოდან - ვ. მეტრეველი, გ.
დავითაშვილი, ,,პოლიტიკურ და სამართლებრივ მოძღვრებათა ისტორია’’, ასევე,
წყაროებიდან (ნიკოლო მაკიაველი - „მთავარი“; ტომას ჰობსი - „ლევიათანი“; შარლ-ლუი
მონტესკიე - „კანონთა გონი“). ორი თემა იქნება სახელმძღვანელოდან, ორი თემა
წყაროებიდან.

ათქულიანი Temebi saxelmZRvanelos mixedviT:

1.პოლიბიოსის სამართლებრივი მოძღვრებები.


2. ციცერონის სამართლებრივი მოძღვრებები.
3. რომაელ სტოელთა სამართლებრივი მოძღვრებები (სენეკა, მარკუს ავრელიუსი).
4. რომაელი იურისტების სამართლებრივი მოძღვრებები.
5. ავგუსტინეს სამართლებრივი მოძღვრებები.
6. თომა აკვინელის და მარსილიო პადუელის შეხედულებანი სახელმწიფოსა და
სამართალზე.
7. ჟან კალვინის სამართლებრივი მოძღვრებები.
8. ჟან ბოდენის შეხედულებანი სახელმწიფოსა და სამართალზე.
9. მაკიაველის საერო პოლიტიკური დოქტრინა.
10. ჰუგო გროციუსის შეხედულებანი სახელმწიფოსა და სამართალზე.
11. ბენედიქტე სპინოზას სამართლებრივი შეხედულებანი.
12. ტომას ჰობსის სამართლებრივი შეხედულებანი.
13. ჯონ ლოკის სამართლებრივი შეხედულებანი.
14. ვოლტერის სამართლებრივი შეხედულებანი.
15. მონტესკიეს სამართლებრივი მოძღვრებები.
16. რუსოს სამართლებრივი მოძღვრებები.
17. ვიკოს შეხედულებანი სახელმწიფოსა და სამართალზე.
18. სამართლის ისტორიული სკოლა.
19. კანტის სამართლებრივი მოძღვრებები.
20. ჰეგელის სამართლებრივი მოძღვრებები.
21. აშშ-ის სამართლებრივი შეხედულებების ზოგადი დახასიათება.
22. ფრანკლინის სამართლებრივი შეხედულებანი.
23. პეინის სამართლებრივი შეხედულებანი.
24. ჯეფერსონის სამართლებრივი შეხედულებანი.
25. ჰოლმზის მოძღვრება სამართალზე.
26. ბენჟამენ კონსტანის ლიბერალიზმი.
27. ალექსის დე ტოკვილის ლიბერალიზმი.
28. ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის ლიბერალიზმი.
29. იერინგის მოძღვრება სახელმწიფოსა და სამართალზე.

ათქულიანი კითხვები წყაროების მიხედვით:

1. მემკვიდრეობითი სამთავროებისათვის (მაკიაველის „მთავარის“ მიხედვით).


2. შერეული სამთავროებისათვის (მაკიაველის „მთავარის“ მიხედვით).
3. იმ თვისებებისათვის, რომელთა გამოც ადიდებენ, ან გმობენ ადამიანებს,
განსაკუთრებით, მთავრებს (მაკიაველის „მთავარის“ მიხედვით).
4. სისასტიკის, გულმოწყალებისა და კიდევ იმისათვის, თუ რა სჯობია - უყვარდეთ თუ
ეშინოდეთ შენი? (მაკიაველის „მთავარის“ მიხედვით).
5. როგორ უნდა ესწრაფვოდნენ მთავრები იმას, რომ სანდონი იყვნენ (მაკიაველის
„მთავარის“ მიხედვით).
6. როგორია ბედისწერის გავლენა კაცთა ცხოვრებაზე და როგორ შეიძლება წინ აღუდგე
მას (მაკიაველის „მთავარის“ მიხედვით).
7. კაცთა მოდგმის ბუნებით მდგომარეობაზე მის ბედნიერებასა და უბედურებასთან
კავშირში (ჰობსის „ლევიათანის“ მიხედვით).
8. პირველი და მეორე ბუნებითი კანონებისა და ხელშეკრულების შესახებ (ჰობსის
„ლევიათანის“ მიხედვით).
9. სახელმწიფოს მიზეზებზე, წარმოშობასა და განსაზღვრებაზე (ჰობსის „ლევიათანის“
მიხედვით).
10. ბუნების კანონები (მონტესკიეს „კანონთა გონის“ მიხედვით).
11. პოზიტიური კანონები (მონტესკიეს „კანონთა გონის“ მიხედვით)
12. სამი სხვადასხვა მმართველობის ბუნება, რესპუბლიკური მმართველობა და
დემოკრატიისათვის, არისტოკრატიული წყობისათვის დამახასიათებელი კანონები
(მონტესკიეს „კანონთა გონის“ მიხედვით).
13. კანონები მონარქიული მმართველობის ბუნებასთან მიმართებაში, დესპოტური
სახელმწიფოს შესაბამისი კანონები (მონტესკიეს „კანონთა გონის“ მიხედვით)
14. რა არის თავისუფლება? (მონტესკიეს „კანონთა გონის“ მიხედვით).
15. ხელისუფლების დანაწილების თეორია - ინგლისის სახელმწიფო წყობა (მონტესკიეს
„კანონთა გონის“ მიხედვით).

You might also like