You are on page 1of 7

სახელმწიფოს ლეგიტიმაციის საკითხი ქრისტიანულ პოლიტიკურ

თეოლოგიაში და ახალი დროის ფილოსოფიაში

ირინე ბარბაქაძე

საშინაო ნაშრომი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

ფსიქოლოგია

შესავალი თანამედროვე აზროვნებაში

კურსის ხელმძღვანელი: ივანე ლომიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2023
სარჩევი
შესავალი ..................................................................................................................................................... 1
საკვლევი თემა........................................................................................................................................ 1
საკვლევი საკითხი და აქტუალობა ....................................................................................................... 2
საკვლევი მიზანი .................................................................................................................................... 3
მოკლე შეჯამება ..................................................................................................................................... 3
გეგმა ........................................................................................................................................................ 3
ძირითადი თემის მიმოხილვა............................................................................................................... 3
დასკვნა ................................................................................................................................................... 4
ბიბლიოგრაფია ...................................................................................................................................... 4

I
შესავალი
საკვლევი თემა
პარაფრაზი:

„ქრისტიანობას, როგორც ქრისტეს მოძღვრებას გააჩნია სამი მიმართულება:


პროტესტანტიზმი, მართლმადიდებლობა და კათოლიციზმი.“

სწორედ ამ უკანასკნელის განხილვა მოხდება მომდევნო თავებში. თუმცა აქვე


შეგვიძლია განვსაზღვროთ თეოლოგიის როლი, როგორც პილიტიკური მეცნიერების,
რომელიც დღესაც აქტუალურია თავისი შემეცნებებით.

ვინაიდან ესეს მიმართულება მრავალპროფილურია და მასში ჩაქსოვილია, როგორც


სახელმწიფოს, ისე ლეგიტიმაციის, პოლიტიკის, თეოლოგიისა და ფილოსოფიის
სფეროები. გადავწყვიტე მათი განმარტებები აქვე შემომეთავაზებინა.

პარაფრაზი:

„სახელმწიფო არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის ფორმა,


რომელიც ახორციელებს თავის სუვერენულ უფლებამოსილებას და სამართალს ანიჭებს
საყოველთაო მნიშვნელობას.“

ციტატა:

„ლეგიტიმაცია პოლიტიკურ მეცნიერებაში მმართველოს კანონის ან რეჟიმის


უფლებრივი აღიარება და მიღება.“

ციტატა:

„პოლიტიკა ეს არის საზოგადოების და სახელმწიფოს მართვის ხელოვნება.“

ციტატა:

„თეოლოგია არის მოძღვრება ღმერთის არსისა და ყოფის შესახებ.“

ციტატა:

„ფილოსოფია არის მეცნიერება, მსოფლმხედველობა, იდეების და შეხედულებების


სისტემა სამყაროზე და მასში ადამიანის ადგილზე.“
1
საკვლევი საკითხი და აქტუალობა
ქრისტიანობა, როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთი საფუძველი, რომელიც ტრადიციების
მიმდევარია პავლესთვის (2019, 70), რომელიც „არ ყოფილა იესოს მიწიერი ცხოვრების
თანამგზავრი, თავიდან დევნიდა ქრისტიანებს და ადანაშაულებდა მამა-პაპათა
ტრადიციის მოღალატეობაში.“ ლოკის (2019, 207) მოსაზრებით სახელმწიფოს ძირითადი
ფუნქციაა ომის თავიდან აცილება. რის გამოც ჰობსმა (2019, 174) მიიღო გადაწყვეტილება,
რომ „პოლიტიკური ძალაუფლების ლეგიტიმურობის საკითხი საერთოდ არ
დაეკავშირებინა რელიგიასთან.“

საკვლევი კითხვა

შეკითხვა 1:

რა ესახება პავლეს საერო ხელისუფლების ლეგიტიმაციის წყაროდ?

ციტატა:

„კეთილი საქმეების გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და


უხრწნელობას.“

შეკითხვა 2:

როგორ ესმისს ჰობსს სახელმწიფოს წარმოშობის მიზეზები?

პარაფრაზი:

ისეთი ბუნებითი კანონები, როგორიცაა სამართლიანობა ეწინააღმდეგება ბუნებით


ვნებებს, როგორიცაა შურისძიება, რის გამოც იქმნება საერთო ძალაუფლების მქონე
სახელმწიფო.

შეკითხვა 3:

როგორ ესმისს ლოკს სახელმწიფოს წარმოშობის მიზეზები?

პარაფრაზი:

2
ბუნებითი მდგომარეობა არის ისეთ მდგომარეობა სადაც არ არსებობს სახელმწიფო,
ხოლო რაც შეეხება ბუნებით კანონს, ადამიანს არა აქვს უფლება სხვა ადამიანს რამე
დაუშავოს თუ თვითონ მას არ ემუქრება საფრთხე.

საკვლევი მიზანი
უსამართლობის გამოჩენა სუვერენის წინააღმდეგ, ხელისუფლების ლეგიტიმურად
ჩათვლა და განსხვავება ბუნებით მდგომარეობასა და დესპოტური მართველობის
ცხოვრების პირობებში.

მოკლე შეჯამება
ჩემი სამეცნიერო ნაშრომის შესავლის დაწერის მიზანი არის დავეხმარო მომავალ
მკვლევარებს სამეცნიერო ნაშრომის მარტივ მომზადებაში.

გეგმა
1. ხელისუფლების ლეგიტიმური ძალაუფლება და მორწმუნე ადამიანის
მორჩილება;
2. ჰობსის მიხედვით: სახელმწიფოს შექმნის მიზეზი, ბუნებითი მდგომარეობა,
ბუნებითი კანონები, ადამიანის ვნებები, სუვერენის წინააღმდეგ წასვლის
უსამართლობა;
3. ლოკის მიხედვით: სახელმწიფოს წარმოშობის მიზეზი, ბუნებითი
მდგომარეობა, ბუნებითი კანონი, გაგება ჰობსს და ლოკს შორის, ლეგიტიმური
ხელისუფლება, დესპოტური მმართველობა.

ძირითადი თემის მიმოხილვა


მრავალი საუკუნეების განმავლობაში შექმნილი წინასწარმეტყველური წიგნების
შესწავლის მეშვეობით მოციქულები უქადაგებდნენ იუდეველებს იესო ქრისტეს შესახებ,
რომელიც მოევლინებოდა ქვეყანას როგორც მესია. ამიტომ იუდეველებისთის
აუცილებელი იყო წინასწარმეტყველური წიგნების შესწავლა ქრისტიანული მისიის
წარმატებისათის.

ბუნებით მდგომარეობაში ადამიანი რა თქმა უნდა არავის ენდობა, რადგან ზუსტად


იცის, რომ მას არავინ ენდობა. ადამიანს, როგორც რაციონალურ არსებას აქვს უნარი

3
გაიაზროს, რომ მას სჭირდება დაცვა, რის გამოც ისინი ბუნებით კანონებს ემორჩილებიან.
რასაც მოჰყვება სახელმწიფოს მხრიდან მათი დაცვა, რის წინააღმდეგ წასვლაც უგუნური
საქციელი იქნება.

პარაფრაზი:

ძალაუფლების ლეგიტიმურობის განხილვისას ლოკი იმეორებს ჰობსის სქემას:


„მისთვისაც ამოსავალია ბუნებითი მდგომარეობა, სადაც არ არსებობს სახელმწიფო“. ამ
ორი ავტორის დასკვნები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან: თუ ჰობსი
აბსოლუტური მმართველობის გამართლებამდე მიდის, ლოკი ლიბერალური
კონსტიტუციონალიზმის ძალაუფლებას აყალიბებს.

ჩემი აზრით პავლე მოციქულის, თომას ჰობსის და ჯონ ლოკის მიზანი იყოს
დღევანდელი საზოგადოებისთვის იმ დროინდელი საზოგადოებრივი მდგომარეობა,
რომლის ფუნქციაც შეადგენდა: ქრისტეს მიმართ რწმენას, ადამიანის მდგომარეობას
ბუნებით მდგომარეობასა და ბუნებით კანონში და სახელმწიფოს შექმნას.

დასკვნა
ზემოთ თქმულის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანები რწმენით
ინარჩუნებენ სიმშვიდეს, ხოლო მათი მეტად დაცულობისთვის ისინი ქმნიან
სახელმწიფოს და თავიანთ უფლება-მოსილებას გადაცემენ, სამაგიეროდ კი იღებენ
სიმშვიდის გარანტს.

ბიბლიოგრაფია
ქრისტიანობა https://ka.wikipedia.org/wiki/ქრისტიანობა

სახელმწიფო https://ka.wikipedia.org/wiki/სახელმწიფო

ლეგიტიმაცია https://ka.wikipedia.org/wiki/ლეგიტიმაცია

4
პოლიტიკა https://ka.wikipedia.org/wiki/პოლიტიკა

თეოლოგია https://ka.wikipedia.org/wiki/თეოლოგია

ფილოსოფია https://ka.wikipedia.org/wiki/ფილოსოფია

პავლე მოციქული, შესავალი, 2019, გვ 70

ჯონ ლოკი, მაინც რატომაა საჭირო სახელმწიფო?, 2019, გვ 207

თომას ჰობსი, როგორ დავაფუძნოთ ძალაუფლების ლეგიტიმურობა?, 2019, გვ 174

პავლე მოციქული, შესავალი, 2019, გვ 75

თომას ჰობსი, სახელმწიფოს მიზეზებზე, წარმოშობასა და განსაზღვრებაზე, 2019, გვ


194

ჯონ ლოკი, ბუნებითი მდგომარეობა და ბუნებითი კანონი, 2019, გვ 203, გვ 204

პავლე მოციქული, შესავალი, 2019, გვ 71

თომას ჰობსი, როგორ დავაფუძნოთ ძალაუფლების ლეგიტიმურობა?, 2019, გვ 176

თომას ჰობსი, ბუნებითი კანონი და საზოგადოებრივი ხელშეკრულება, 2019, გვ 176,


გვ 177

You might also like