You are on page 1of 28

Contents

კანონმდებლობა.....................................................................................................................................2
კანონი მორალი და პოლიტიკა..............................................................................................................2
Helpful information...................................................................................................................................3
მე- 19 საუკუნე - კანონიერი პოზიტივიზმის თეორია.......................................................................3
კანონმდებლობის ლიბერალური გაგება............................................................................................4
კანონმდებლობის კონსერვატიული გაგება.........................................................................................5
განსხვავებების მიზეზები:..................................................................................................................5
ხელისუფლების განაწილების და კანონის ურთიერთქმედება......................................................6
შესაძლებელია თუ არა, რომ მოსამართლე იყოს სრულიად დეპოლიტიზირებული?.............7
რა უნდა გავაკეთოთ, რომ მართლმსაჯულება იყოს მაქსიმალურად დეპოლიტიზირებული?
.................................................................................................................................................................8
ხალხისგან არჩეული მოსამართლეების სოც-პოლელებისეული თეორია და ამ თეორიის
დადებითი და უარყოფითი მხარეები:.........................................................................................8
პარლამენტში მოსამართლეების მაღალი კვორუმით არჩევა:..................................................8
რა არის კონსტიტუცია?........................................................................................................................10
კონსტიტუციათა კლასიფიკაცია........................................................................................................13
დაწერილი და დაუწერელი............................................................................................................13
ხისტი და მოქნილი...........................................................................................................................19
ქმედითი ( გამოყენებითი ) და დეკორატიული............................................................................20
მონარქიული და რესპუბლიკური...................................................................................................20
ფედერალური და უნიტარული.......................................................................................................20
საპრეზიდენტო და საპარლამენტო.................................................................................................20
პრულარისტური და მონოპოლისტური........................................................................................21
კონსტიტუციის დანიშნულება 2 (ფართოდ განხილული ).............................................................21
სახელმწიფოს გაძლიერება...............................................................................................................22
გამაერთიანებელი ღირებულებებისა და მიზნებისა გამოკვეთა...............................................22
ხელისუფლების მდგრადობის , სიმტკიცის უზრუნველყოფა...................................................23
თავისუფლების დაცვა......................................................................................................................24
რეჟიმის ლეგიტიმაცია......................................................................................................................24
აქვს თუ არა კონსტიტუციას რაიმე მნიშვნელობა?........................................................................25
ჩრდილოეთ კორეის კონსტიტუცია...................................................................................................26
განსაკუთრებული ფოკუსი კანონის, მორალისა და პოლიტიკის ურთიერთქმედებაზე;
სასამართლოს ტიპებსა და ფუნქციებზე სხვადასხვა პოლიტიკურ რეჟიმებში;
კონსტიტუცია და კონსტიტუციონალიზმი: ისტორია, მახასიათებლები, ტიპები,
პრაქტიკაში გამოყენება და კრიტიკა

კონსტიტუციები კანონმდებლობა და მართლმსაჯულება

კანონმდებლობა

კანონმდებლობა: სახელმწიფოს მთელ პოლიტიკურ სივრცეში გამოყენებულ საჯარო და


სავალდებულო წესთა ერთობლიობა.

კანონი მორალი და პოლიტიკა

კანონი - ესაა საზოგადოებრივი კონტროლის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც იძულების


საშუალებით მოქმედებს, ის მკაფიოდ განსაზღვრავს რა შეიძლება გავაკეთოთ, რისი
გაკეთებაა დაშვებული და რისი არა, კანონს ობიექტური ხასიათი გააჩნია.

ბუნებრივი კანონების თეორია: კანონი ამა თუ იმ მორალურ სისტემაშია ან უნდა იყოს


ფესვგადგმული. ახალი ისტორიის დასაწყისში მსგავსი თეორიები „ბუნებითი უფლებების“
იდეას ეფუძნებოდა და მე-20 საუკუნეში კანონსა და მორალს შორის ურთიერთკავშირი
მკვეთრად იგრძნობა - სამოქალაქო თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების
გაფართოებიდან გამომდინარე.

მორალი - ეთიკურ საკითხებს უკავშირდება და „სწორსა“ და „არასწორს“ განასხვავებს, ის


გვკარნახობს რა უნდა გავაკეთოთ და რა არა. მას სუბიექტურ მოცემულობად განიხილავენ,
პიროვნული შეხედულებებისა თუ მრწამსის საგნად.
Helpful information
პირველი კანონი არის სახელმწიფოს შექმნა, არ არსებობს კანონი სახელმწიფოს, ანუ,
ყველაზე დიდი ინსტიტუტის გარეშე, პირველყოფილ საზოგადოებაში შეიძლება
სახელმწიფოს სხვა სახელი ერქვა (თემი; ჯოგი; ) , მაგრამ მთავარი ამბავი ისაა, რომ უნდა
არსებობდეს რაღაც სადაც ადამიანები გაერთიანდებიან, რათა კანონს მიეცეს ლეგიტიმაცია .
პირველი ლეგიტიმური ინსტიტუტი არის სახელმწიფო.

მ ა გ რ ა მ რა ხდებოდა იმ პერიოდში, როცა სახელმწიფო არ არსებობდა?

ბუნებითი მდგომარეობა - არ არსებობდა არანაირი რეგულირების მექანიზმები, არ


არსებობდა კანონი და შესაბამისად სახელმწიფო.

ბუნებითი მდგომარეობის კონცეფციის ავტორია თომას ჰობსი, ეს კონცეფცია სოციალური


კონტრაქტის ნაწილია- „ომი ყველასი, ყველას წინააღდეგ.“

მაგალითად:

ზეზვა და მზია , რომლებიც იყვნენ ჰომო ერექტუსები, მათ დროს არ არსებობდა


სახელმწიფო, იყო ბუნებითი მდგომარეობა , ისინი თავიანთ ქმედებებში არ იყვნენ
შეზღუდულები და ომში იყვნენ ყველასი ყველას წინააღმდეგ, არ არსებობდა ინსტრუმენტი
რაც მათ დაიცავდა, მათ არ ჰქონდათ განსაზღვრული უფლებები და უფლებების დარღვევის
გამო არავინ დაისჯებოდა, ამიტომ სრული განუკითხაობა იყო და საჭირო გახდა
სოციალური კონტრაქტის დადება.

სოციალური კონტრაქტი: სიტყვიერი შეთანხმება იდება მოქალაქეებს შორის, ქმნიან


ერთობას, რომელსაც შეგვიძლია სახელმწიფო ვუწოდოთ, რათა დამყარდეს სოციალური
წესრიგი.

სოციალური კონტრაქტი არის პირველი კანონი, რადგან ამ კონტრაქტის შემდეგ იქმნება


სახელწმიფო.

ადამიანები მიხვდა, რომ ყოველთვის იქნებოდა სხვა მასზე ძლიერი ადამიანი, რომელიც
საკუთრებას, სიცოცხლეს და თავისუფლებას წაართმევდა, ამიტომ საკუთარი თავის დაცვის
მიზნით ადამიანებმა უარი თქვეს თავისუფლებაზე და თავისუფლება გაცვალეს
სტაბილურობაში. სწორედ ესაა სახელმწიფო.

მე- 19 საუკუნე - კანონიერი პოზიტივიზმის თეორია


ეს მოძღვრება მიზნად ისახავდა კანონის გაგება გაეთავისუფლებინა მორალური,
რელიგიური და მისტიკური ელემენტებისგან. ჯონ ოსტინმა კანონიერი პიზიტივიზმის
თეორია შექმნა, რომელიც კანონს განმარტავდა არა მისი შესაბამისობის მიხედვით უფრო
მაღალ ზნეობრივ თუ რელიგიურ პრინციპებთან, არამედ იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ის
დადგენილია და სავალდებულო - კანონი იმიტომაა კანონი, რომ მას ემორჩილებიან.

ეს შეხედულება დააკონკრეტა ჰარტმა თავის „კანონის კონცეფციაში“ . მისი აზრით, კანონი


პირველადი და მეორადი წესების ერთობლიობიდან მომდინარეობს.
პირველადი კანონები საზოგადოებრივ ქცევას აწესრიგებენ და ისინი საკანონმდებლო
სისტემის შინაარსად შეგვიძლია მოვიაზროთ.

მაგალითად: სისხლის სამართლის კოდექსი

მეორადი კი ის წესებია, რომლებიც ძალაუფლებას ანიჭებენ სახელისუფლებლო


ინსტიტუტებს, ისინი ადგენენ, როგორ შეიქნას, შესრულდეს და შეფასდეს პირველადი
წესები და მათ იურიდიულ არეალსაც განსაზღვრავენ.

კანონმდებლობის ორი იდეოლოგიური პერსპექტივა :

კანონმდებლობის ლიბერალური გაგება

ამ გაგებით კანონი ცივილიზებული და მოწესრიგებული არსებობის უპირველესი გარანტიაა


- კანონის უმთავრესი დანიშნულებაა, რომ საზოგადოების ყოველი წევრი დაიცვას
თანამოქალაქეებისგან და მისი უფლებების და თავისუფლებების ხელშეუხებლობა
უზრუნველყოს, ეს დებულება სოციალური კონტრაქტის თეორიას ემთხვევა.

მახასიათებლები:

 კანონი პოლიტიკაზე მაღლა დგას, მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის


აღიარება.
 აპოლიტიკური მოსამართლეები
 მთავარი მიზანი თავისუფლების დაცვაა, თავისუფლების არეალის გაფართოება.

დასკვნა: კანონი არის ადამიანის უფლებების დაცვის ინსტრუმენტი და საშუალება.

მილის განცხადება:

„პიროვნება თვითონაა საკუთარი თავის, სხეულისა და გონების უფალი“.

მილისთვის კანონი მაშინაა სამართლიანი, როცა სხვისთვის ზიანის მიყენებას გამორიცხავს.

ღვთაებრივი უფლება: შეხედულება, თითქოს მიწიერი მმართველები ღვთის


რჩეულნი არიან და შეუზღუდავ ძალაუფლებასაც სწორედ ამიტომ უნდა ფლობდნენ;
მონარქიული აბსოლუტიზმის გამართლების მცდელობა.
კანონმდებლობის კონსერვატიული გაგება

პირველი წყარო:

ამ გაგებით კანონი არის წესრიგის დამყარების საშუალება - წესრიგი მხოლოდ მკაცრი


კანონებით, იძულებითა და შესაბამისი სასჯელით მიიღწევა ; ჰობსისთვის ქაოსისა და
ბარბაროსობისგან გადარჩენის ერთადერთი საშუალება კანონმდებლობაა.

მეორე წყარო:

კანონმდებლობა, როგორც საზოგადოებრივი ზნეობის დამყარების ინსტრუმენტი

განსხვავებების მიზეზები:

 ლიბერალებს და კონსერვატორებს სხვადასხვა ღირებულებები აქვთ

 სახელმწიფოს როლის სხვადასხვაგვარი გაგება - ლიბერალები სახელმწოფოს


ჩაურევლობას ემხრობიან, კონსერვატორები კი სახელმწიფოს წესრიგის დამყარების
ინსტრუმენტად აღიქვამენ.

 ადამიანის ბუნების სხვადასხვაგვარი აღქმა - ლიბერალებისთვის ადამიანის ბუნება


თავისუფლებისკენაა მიდრეკილი, მას აქვს გონი, შესაბამისად თვითონ შეუძლია
გადაწყვიტოს რა და როგორ უნდა გააკეთოს. კონსერვატორებისთვის ადამიანი
ყოველთვის ძალაუფლებისკენ მიილტვის და ამიტომ აუცილებელია, რომ ვიღაცამ
გააჩეროს.

ყოველი განსხვავება პოლიტიკის მეცნიერებებში საბოლოოდ უკავშირდება იმას თუ როგორ


ვუყურებთ ადამიანის ბუნებას:

როგორც გონიერ არსებას თუ როგორც შეზღუდულ არსებას?

ოპტიმისტურად თუ პესიმისტურად?

რაციონალურად თუ არარაციონალურად?
ხელისუფლების განაწილების და კანონის ურთიერთქმედება

საკანონმდებლო - ქმნის, აწესებს კანონს

აღმასრულებელი - აღასრულებს კანონს

სასამართლო - კანონს განსჯის და მის ინტერპრეტირებას ახდენს

სასამართლო: სასამართლო ხელისუფლებას ევალება ქვეყანაში მართლმსაჯულების


აღსრულება.

სასამართლო
ხელისუფლება

საერთო საკონსტიტუციო
სასამართლოები სასამართლო

უზენაესი/
საკასაციო

სააპელაციო

საქალაქო/
რაიონული

საქართველოში, როგორც სხვა დემოკრატიული მმართველობის ქვეყნებში, სასამართლო


ხელისუფლების სამი ინსტანცია არსებობს ესენია:

 საქალაქო/რაიონული
 სააპელაციო
 უზენაესი ( საკასაციო ) სასამართლო

უზენაესი სასამართლო აკონტროლებს პროკურატურას, როგორც აღმასრულებელი


ხელისუფლების ნაწილს .
საკონსტიტუციო სასამართლო - ადგენს რამდენად შეესაბამება მიღებული გადაწყვეტილება
ქვეყნის კონსტიტუციას.

პრაქტიკაში:

ვიღაც ადამიანებს შეაქვთ სარჩელი მიღებული კანონის კონსტიტუციურობასთან


დაკავშირებით, შემდეგ კოლეგია განიხილავს იყო თუ არა კონკრეტული მიღებული კანონი
თუ დადგენილება კონსტიტუციური თუ არაკონსტიტუციური.

სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში არის ორგვარი,

ერთი ადგენს საკანონმდებლო ორგანოს - პარლამენტის მიერ მიღებული კანონი,


დადგენილება , კანონქვემდებარე აქტი არის თუ არა შესაბამისი კონსტიტუციასთან

მეორე აღმასრულებელი ხელისუფლების - სამინისტროების მიერ მიღებული დადგენილება,


ბრძანება, არის თუ არა შესაბამისი კონსტიტუციასთან

მაგალითი: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ მარიხუანას მცირე


დოზით მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არაკონსტიტუციურიაო, ანუ,
შეცვალა აღმასრულებლის გადაწყვეტილება .

შესაძლებელია თუ არა, რომ მოსამართლე იყოს სრულიად


დეპოლიტიზირებული1?
ვერ იქნება ბოლომდე დეპოლიტიზირებული, რადგან :

1. მოსამართლეებს პოლიტიკოსები ირჩევენ - უზენაეს ხაზს ირჩევენ პარლამენტის


დეპუტატები, საკონსტიტუციოს ნაწილს პრეზიდენტი, ნაწილს დეპუტატები, (ყველა
ქვეყანაში ასეა )რაც წარმოქმნის მიკერძოებულობის პრობლემას.
2. მოსამართლეებიც ადამიანები არიან და შეუძლებელია, რომ არ ჰქონდეთ საკუთარი
პოლიტიკური გემოვნება, სიმპათიები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიმართ,
ამიტომ სრულიად დეპოლიტიზირებულობას ეს ფაქტორიც უშლის ხელს.

1
პოლიტიკისგან გამოყოფილი
რა უნდა გავაკეთოთ, რომ მართლმსაჯულება იყოს მაქსიმალურად
დეპოლიტიზირებული?

ხალხისგან არჩეული მოსამართლეების სოც-პოლელებისეული თეორია და ამ თეორიის


დადებითი და უარყოფითი მხარეები:

მოსამართლეები უნდა აირჩიოს ხალხმა.

დადებითი:

 მოსამართლეები პოლიტიკოსებზე არ იქნებიან მიკერძოებულები

უარყოფითი:

 ხალხი ვერ იქნება საკმარისად კომპეტენტური, რომ მოსამართლეები აირჩიონ


 პოლიტიკოსებს არ აწყობთ ხალხის მიერ არჩეული მოსამართლეები
 მოსყიდვის რისკი
 ხალხის მიმართ ანგარიშვალდებულება, მიუკერძოებელი გადაწყვეტილების რისკს
ზრდის, მე რომ წვლილს შევიტან მოსამართლის არჩევაში, რაღაცას, რომ დავაშავებ ამ
მოსამართლეს „მოვთხოვ“, რომ მსუბუქად დამსაჯოს ან საერთოდ გამამართლოს

პარლამენტში მოსამართლეების მაღალი კვორუმით 2არჩევა:

მართლმსაჯულების მაქსიმალური დეპოლიტიზირებისთვის საუკეთესო ვარიანტია


მოსამართლეების არჩევა პარლამენტის მინიმუმ ¾ ის მიერ.

დადებითი:

 მაქსიმალურად დეპოლიტიზირებული მოსამართლეების მიღება, რომლებიც არ


იქნებიან ანგარიშვალდებულნი არცერთ პოლიტიკოსთან, ერთი რომელიმე კონკრეტული
პარტიის დამსახურება არ იქნება მოსამართლის არჩევა.

უარყოფითი:

 ეს მიდგომა ვერ გაამართლებს სუპერ პოლარიზებულ საზოგადოებაში, (მაგ;


როგორიც ჩვენ ვართ) ფიზიკურად შეუძლებელი გახდება მოსამართლის არჩევა, რადგან
პარტიები ვერ შეთანხმდებიან და შეიძლება საერთოდ მოსამართლის გარეშე დავრჩეთ.

უვადო მოსამართლეობის მთავარი ამბავი:


2
რაიმე ორგანიზაციის კრების მონაწილეთა ის რაოდენობა, რომელიც აუცილებელია, რომ ამ კრების
დადგენილებები კანონიერი იყოს.
უვადოდ მოსამართლეების არჩევის მთელი ლოგიკა ისაა, რომ ვინც არ უნდა აირჩიოს
მოსამართლე, მას გარანტია აქვს , რომ ზეწოლას ვერ მოახდენენ, რადგან უვადობა აქვს
გარანტირებული, მაგრამ ეს პრინციპი, რომ გატარდეს აუცილებელია, რომ მაღალი
პოლიტიკური კულტურა არსებობდეს, ისეთი ტიპის დემოკრატიებში, როგორებიც თუნდაც
ჩვენ ვართ ზეწოლა, დაშინება მოსამართლის ოჯახზე ხდება.

ზოგჯერ კანონები ურთიერთ-წინააღმდეგობრივია ერთმანეთთან,


სწორედ ამიტომ მოიგონეს ქვეყნის უზენაესი კანონი, რომელსაც
ვუწოდებთ კონსტიტუციას.
/ მმართველობა კონსტიტუციების გარეშე იგივეა რაც, ძალაუფლება კანონიერების
გარეშე. / ტომას პეინი, ადამიანის უფლებები (1975)

1950- 60 იან წლებში დაიწყო კონსტიტუციური საკითხების კვლევა, მაგრამ


კონსტიტუციებით დაინტერესება პოლიტიკისადმი დრომოჭმულ მიდგომად განიხილებოდა,
რადგან (სხვათა აზრით) კონსტიტუციები აქცენტს იმაზე აკეთებს თუ როგორ წარმოაჩენს
საკუთარ თავს პოლიტიკური სისტემა და არა იმაზე თუ როგორ მუშაობს სინამდვილეში.
კონსტიტუცია, როგორც სახელმწიფოს ნიღაბი. მაგრამ 70-იანი წლებიდან მთავარი საკითხი
პოლიტიკურ წევრებს შორის ისევ კონსტიტუცია გახდა, ამ პროცესის შემდეგ აქტიურად
დაიწყო სახელმწიფოებმა კონსტიტუციების მიღება.

და რა?

 კონსტიტუციური რეფორმებით ცდილობდნენ პოლიტიკური კონფლიქტების


გადაჭრას
 ამ პროცესებმა გააძლიერა და გაზარდა კანონმდებლობის როლი
 მოსამართლეებს შესძინა განსაკუთრებული წონა

სასამართლო და მართლმსაჯულება წესით გამოყოფილი უნდა იყოს პოლიტიკისგან, მაგრამ


ბევრ ქვეყანაში ისინი პოლიტიკურ ინსტიტუტებად იქცა და უფრო დიდ გავლენას
ახდენდნენ საჯარო პოლიტიკის ფორმირებაზე.

რა არის კონსტიტუცია?

კონსტიტუცია - ზოგადი გაგებით, დაწერილ თუ დაუწერელ კანონთა კრებულია, რომელიც


ხელისუფლების სხვადასხვა ინსტიტუტთა დანიშნულებასა და უფლება-მოვალეობებს
ადგენს, აწესრიგებს ურთიერთობას მათ შორის და განსაზღვრავს დამოკიდებულებებს
სახელმწიფოსა და პიროვნებას შორის. შეფარდება დაწერილ (ლეგალიზებულ) კანონთა
(საქართველოს ბავშვთა უფლებების კოდექსი მუხლი 6 ბავშვს აქვს სიცოცხლის და
პიროვნული განვითარების უფლება ) და დაუწერელ, ანუ (საყოველთაოდ მიჩნეულ) წეს-
კანონთა (ავტობუსში ხანდაზმულ ადამიანს ადგილი უნდა დავუთმოთ) შორის სხვადასხვა
სახელმწიფოებრივ მოწყობებში სხვადასხვაგვარია, აქედან გამომდინარე კონსტიტუცია
ქვეყნის უზენაესი კანონია, რამდენადაც შეუძლებელია ერთ დოკუმენტში ყველა უმთავრესმა
ნორმამ მოიყაროს თავი, კონსტიტუცია ამ გაგებით, არ შეიძლება საკონსტიტუციო
სამართალთან იქნას გაიგივებული.

ფრაზები ლექციიდან :
 კონსტიტუცია - პირადობის მოწმობა სახელმწიფოსთვის
 იურიდიული სახე სახელმწიფოსა
 სახელმწიფო მიყვება რაღაც პრინციპებს, რომლებიც კონსტიტუციით განისაზღვრება

კონსტიტუცია - მმართველობის სარკე, მმართველი ინსტიტუტების


როლის გამანაწილებელი და ლიბერალური დემოკრატიის ქვაკუთხედი ,
მისი სიცოცხლისუნარიანობის საზომი თუ არაფრისმომცემი
ფორმალობა?
კონსტიტუციის მიზანი ნამდვილად შეიძლება იყოს, რომ შექმნას ჩარჩო, რომლის
ფარგლებსაც არ უნდა გასცდეს მმართველობა და პოლიტიკური საქმიანობა, მაგრამ ეს
მიზანი ბოლომდე წარმატებით მაინც ვერ ხორციელდება, რადგან უზუსტობა, ორაზროვნება
და ნაკლოვანება ნებისმიერ კონსტიტუციას ახასიათებს.

კონსტიტუციონალიზმის იდეა მჭიდროდ არის დაკავშირებული ლიბერალურ


ღირებულებებთან და მისწრაფებებთან, მაგრამ არ არსებობს არანაირი შემაკავებელი
ფაქტორი, რაც კონსტიტუციას არადემოკრატიულობისა თუ ავტორიტარულობისგან
დაიცავდა, კომუნისტურ და ზოგიერთ განვითარებად სახელმწიფოებში კონსტიტუციები
მართლაც არალიბერალური ხასიათისაა, მაგრამ ზოგჯერ ფორმალურად ლიბერალური :

მაგალითი:

საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის მე-2 კონსტიტუცია (1927 წელი )


(პირველი 1922 წელი)

 მშრომელთათვის კავშირების და კრებების ნამდვილი თავისუფლების უზრუნველსაყოფად


საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკა ანიჭებს ყველა მშრომელს თავისუფალი გაერთიანების
და ორგანიზაციის უფლებას, აგრეთვე ყოველგვარი ერების, მიტინგის, პროცესიის გამართვის
უფლებას და ამ მხრივ უწევს ყოველგვარ დახმარებას და უთმობს მუშათა კლასს და გლეხობას
სახალხო კრებების მოსაწყობად ყველა გამოსადეგ სადგომს.
 მშრომელთათვის აზრთა გამოთქმის ნამდვილი თავისუფლების უზრუნველსაყოფად
საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკა ანთავისუფლებს ბეჭდვითი სიტყვას კაპიტალისაგან და
აძლევს მუშათა კლასს და მშრომელ გლეხობას ყოველგვარ ტეხნიკურ თუ მატერიალურ
საშუალებას ბეჭდვითი ნაწარმოების გამოსაცემად და უზრუნველჰყოფს მისი გავრცელების
თავისუფლებას რესპუბლიკაში.

(დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კონსტიტუცია 1921 წლის 21 თებერვალი )


 საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთ უფლება აქვთ მთავრობის ნებადაურთველად
შეიკრიბნენ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.
 ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს სიტყვით, ბეჭდვით ან სხვა რამ ღონისძიებით თავისი აზრები
გამოსთქვას და გაავრცელოს მთავრობის წინასწარ ნებადაურთველად. ყოველი
დანაშაულისათვის, რომელსაც იგი ასეთ შემთხვევაში ჩაიდენს, პასუხს აგებს მხოლოდ
სასამართლოს წინაშე.

კონსტიტუციების გაჩენის ხანად მე- 18 საუკუნე ითვლება

 1787 წელს ამერიკაში დაიწერა პირველი კონსტიტუცია (1776 წელს მიიღო


დამოუკიდებლობა ) დამოუკიდებლობიდან 11 წლის შემდეგ დაიწერა კონსტიტუცია.

 1789 წელს გამოცხადდა ადამიანის და მოქალაქის უფლებათა ფრანგული დეკლარაცია


მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ინდივიდუალურ
უფლებებს. ეს დოკუმენტი გახდა 1958 წლის საფრანგეთის კონსტიტუციის
საფუძველი

კონსტიტუციის დანიშნულება:
 პოლიტიკური სისტემისათვის რაღაც უზენაეს კანონთა ერთობლიობის შეთავაზებაა
და სინამდვილეში ეს თავად „ხელისუფლების სამართავი“ კანონებია, კონსტიტუცია
მიზნად ისახავს, სიმყარე, სიმწყობრე და წესრიგი შესძინოს ხელისუფლების
საქმიანობას. მარტივად, რომ ვთქვათ, კონსტიტუციის ერთ-ერთი დანიშნულება არის
ხელისუფლების მართვა და კონტროლი, მისი ძალაუფლების მოთოკვა და მის
საქმიანობაში წესრიგის დამყარების ინსტრუმენტი.

მაგალითი: საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც საზღვრავს მთავრობის


უფლებამოსილებას
 კონსტიტუცია იარაღია, რომელიც ახალი პოლიტიკური წესრიგის დამყარებას უწყობს
ხელს - ძველის უარყოფის, მსხვრევისა და მარცხისა შედეგად.
მაგალითი : კონსტიტუციებისადმი ინტერესის შემობრუნება 1970-იანი წლებიდან,
ახალი კონსტიტუციების მიღება სხვადასხვა ქვეყანაში. პორტუგალია - 1974 წელი;
ესპანეთი - 1978 ; შვედეთი; ჰოლანდია ; კანადა;
ჩამოთვლილ ქვეყნებში აშკარად იკვეთება, რომ არსებული პოლიტიკური სისტემების
მიმართ უკმაყოფილების გამო დაიწერა ახალი კონსტიტუციები , შესაბამისად,
პოლიტიკური კონფლიქტი კონსტიტუციურ ჩარჩოებში მხოლოდ მაშინ გადადის,
როცა ცვლილებების მსურველები ცდილობენ მხოლოდ კი არ დახვეწონ , არამედ
თავიდან დაწერონ პოლიტიკური თამაშის წესები. ამიტომ კონსტიტუციური
ცვლილება ძალაუფლებისა და პოლიტიკური გავლენის ხელახალ გადანაწილებას
გულისხმობს.
კონსტიტუციათა კლასიფიკაცია

 დაწერილი და დაუწერელი
 ხისტი და მოქნილი
 ქმედითი ( გამოყენებითი ) და დეკორატიული
 მონარქიული და რესპუბლიკური
 ფედერალური და უნიტარული
 საპრეზიდენტო და საპარლამენტო
 პრულარისტული და მონოპოლისტური
დაწერილი და დაუწერელი
მარტივი განსხვავება და კლასიკური გაგება :

დაწერილი VS დაუწერელი

კანონებშია ასახული აისახება ტრადიციებში, ადათ- წესებში

ადამიანთა შემოქმედების ნაწილი ისტორიის მანძილზე დახვეწილი


ბუნებრივი მოცემულობა

მაგრამ: ეს კლასიკური გაგება და დაუწერელი კონსტიტუციების კლასიკური სისტემა


ძირითადად უარყოფილია.

სახელმწიფოთა უმეტესობა, დღესდღეობით, უმთავრესი კონსტიტუციური ნორმების


განმსაზღვრელი ამა თუ იმ წერილობითი დოკუმენტებით სარგებლობს და მხოლოდ სამი
ლიბერალური დემოკრატიის ქვეყანა რჩება დაუწერელი კონსტიტუციის ამარად. (ისრაელი;
(ან არის ან არა) ახალი ზელანდია; გაერთიანებული სამეფო. )

ასევე დაუწერელი კონსტიტუცია პირდაპირ „დაუწერლად“ არ უნდა გავიგოთ, არ არსებობს


პრინციპულად დაუწერელი კონსტიტუცია, იმ თვალსაზრისით, რომ არც ერთ მის ნორმას არ
გააჩნდეს კანონის ძალა და მხოლოდ შეთანხმებას, წესსა თუ ტრადიციას ასახავდეს,

მაგრამ დაწერილი კონსტიტუციაც ვერ მოიცავს პოლიტიკური ცხოვრების ყველა შესაძლო


ასპექტს, მაგალითად ძალიან ცოტა კონსტიტუცია აჩვენებს პოლიტიკური პარტიებისა და
ინტერეს ჯგუფების როლს.
დაუწერელი კონსტიტუციები არის შემდეგ ქვეყნებში:
 ისრაელი
 ახალი ზელანდია
 გაერთიანებული სამეფო
 ბუტანი
 საუდის არაბეთი
 ომანი

სწორედ ამ მიზეზების გამო, ნებისმიერი კონსტიტუცია შეგვიძლია დაწერილ და


დაუწერელი კანონების ნაზავად მივიჩნიოთ, რომელთა შორის წონასწორობა მკვეთრად
მერყეობს.

გერმანიისა და საფრანგეთის მსგავს ქვეყნებში კონსტიტუციური მნიშვნელობის


დოკუმენტებს სახელმწიფოებრივი კოდექსების დანიშნულება აქვთ და მაქსიმალურად
დაწვრილებით ასახავენ პოლიტიკური ინსტიტუტების უფლება-მოვალეობას , აქცენტი
ცალსახად დაწერილ კანონებზეა გადატანილი.

ამერიკული კონსტიტუცია მხოლოდ 7000 სიტყვისგან შედგება და მხოლოდ ზოგად


პრინციპებზე ამახვილებს ყურადღებას და არც ხელისუფლებას სთავაზობს მკაცრ ჩარჩოებს,
ამერიკული ინსტიტუტები დროთა განმავლობაში, ჩამოყალიბდნენ მაგრამ ეგ ამბავი ხელს არ
უშლის ინსტიტუტების სიძლიერეს.

შეთანხმება გაერთიანებულ სამეფოში დღესაც მინისტრების მხრივ მონარქის ძალაუფლების


წარმომადგენლობა პარლამენტში დღემდე ძირძველი შეთანხების საფუძველზე
ხორციელდება.

კონვენცია - ან ოფიციალური პოლიტიკური თავყრილობაა ანდა კამათისა და


მოლაპარაკების შედეგად მიღწეული შეთანხმება. თუმცა, საკონსტიტუციო კონვენცია - ესაა
ქმედებისა თუ ქცევის წესი, რომელიც არა კანონს, არამედ ჩვეულებასა და პრეცედენტს
ემყარება. ეს არალეგალიზებული წეს-კანონები დაცულია ან კონსტიტუციური
მიზანშეწონილობის ანდა პრაქტიკული გარემოების გამო. ისინი ნებისმიერ საკონსტიტუციო
გარემოში არსებობენ და სახელმძღვანელოდ ითვლებიან, თუკი ესა თუ ის დადგენილი
კანონი ბუნდოვანია ან არასრული. განსაკუთრებული მნიშვნელობა კონვენციებს
დაუწერელი კონსტიტუციების შემთხვევაში ენიჭებათ, რამდენადაც ისინი განსაზღვრავენ
უმთავრესი ინსტიტუტების უფლება-მოვალეობებს და დაწერილი კოდექსის მაგივრობას
სწევენ.
დეტალური განხილვა :

დაწერილი კონსტიტუცია ნებისმიერი პოლიტიკური ინსტიტუტისათვის სავალდებულო


დოკუმენტია იმ თვალსაზრისით, რომ იგი სახელმწიფოს უზენაეს კანონს წარმოადგენს და
კანონთა იერარქიულობას ( უდაბლესიდან უმაღლესისკენ) იცავს, უნიტარულ ქვეყნებში
კონსტიტუცია ყველაზე მაღლა დგას,

უნიტარულში - ორსაფეხურიანი სამართლის სისტემა

მაგალითად:

ქუთაისის რაიონული სასამართლო - პირველი დონე

საქალაქო , უზენაესი სასამართლო - მეორე დონე

მაგალითი:

ოზურგეთში და თბილისშიც კონსტიტუციას ერთი და იგივე ძალა აქვს, ასევე , კონსტიტუცია


არის უზენაესი კანონი, შესაბამისად, კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ის
კანონი ვერ მიიღება კონსტიტუციაში ცვლილებების გარეშე.

ფედერაციული - სამსაფეხურიანი სამართლის სისტემა შტატის და ადგილობრივი კანონების


სახით

ფედერაციულში - სამსაფეხურიანი სისტემა

ადგილობრივი - ჩოხატაურს თავისი სასამართლო; თავისი საკანონმდებლო;


თავისი აღმასრულებელი

რეგიონული - რეგიონს თავისი .....

ცენტრალური - ქვეყანას საერთო

მაგალითი:

ამერიკის ერთ შტატში სიკვდილით დასჯა მოსულა, მაგრამ კონსტიტუციას არ


ეწინააღმდეგება და ყველა შტატს საკუთარი კანონმდებლობა აქვს.

წერილობითი კონსტიტუციის უზენაესობა იმითაცაა განმტკიცებული, რომ მისი ნორმების


უმეტესობა ძნელი შესაცვლელი თუ გასაუქმებელია, ბევრად ძნელი, ვიდრე მისი ქვემდებარე
კანონებისა და ამის უფლება, მხოლოდ უმაღლეს, ანდა კონსტიტუციურ სასამართლოს აქვს
მინიჭებული.

დაუწერელი კონსტიტუცია- ბრიტანეთის კონსტიტუცია რამდენიმე წყაროს ეყრდნობა,


პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს, ზოგად კანონმდებლობას, კონვენციებს და ორგანულ
კანონში არმითითებული წესების სხვადასხვა იურიდიულ განმარტებებს. დაწერილი
დოკუმენტების არარსებობა გულისხმობს, რომ საკანონმდებლო ხელისუფლება
დამოუკიდებელი და უპირობო ავტორიტეტით სარგებლობს. მას მინიჭებული აქვს უფლება
შექმნას ან გააუქმოს ნებისმიერი კანონი და ვერც ერთი სხვა ინსტიტუტი მის
გადაწყვეტილებას ვერ აღუდგება სწორედ საკანონმდებლო უზენაესობის წყალობით
გაერთიანებული სამეფოს პარლამენტიცა და ისრაელის კნესეტიც საბოლოო
კონსტიტუციური არბიტრის უფლებებით სარგებლობენ, ანუ კონსტიტუცია ისე წაიკითხება,
როგორც ისინი დაადგენენ.

ბრიტანეთში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საფრთხე დადგა და გამოდიოდა, რომ


საკანონმდებლო ხელისუფლებას შეეძლო ადამიანის პიროვნული უფლებებიც შეეზღუდა,
ამის შემდეგ დაიწყო სხვადასხვა პროცესი.

ლორდი ჰეილშემი- „არჩევითი დიქტატურა უწოდა მთავრობის ქმედებას.“ (1976)

გრიფიტი- „გაერთიანებულ სამეფოში კონსტიტუცია ისაა, რაც ხდება“ (1991)

1997 წლიდან ბლერის მთავრობამ ბრიტანული კონსტიტუციის არაერთ ასპექტს უცვალა სახე

 შოტლანდიაში უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში დაინერგა დელეგირების


(წარმომადგენელი და მომლაპარაკებელი დელეგატი ) პრინციპი
 უფრო ფართოდ დაიწყეს რეფერენდუმებისა და პროპორციული საარჩევნო
სისტემების გამოყენება,
 გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობაში ამუშავდა ადამიანის უფლებათა
ევროპული კონვენცია,
 ლორდთა პალატაში გაუქმდა მემკვიდრეობითი პერიოდის ტრადიცია და მიღებულ
იქნა ინფორმაციის თავისუფლების კანონი.

ამან პარლამენტის უზენაესობა ხალხის უზენაესობისკენ შემოაბრუნა.

არჩევითი დიქტატურა : კონსტიტუციური დისბალანსი, როცა აღმასრულებელი


ხელისუფლება მხოლოდ მომდევნო არჩევნების მოგების აუცილებლობიდან გამომდინარე
კონტროლდება.

ზოგადი კანონი: ჩვეულებასა და პრეცედენტზე დამყარებული კანონი, რომელიც,


სავარაუდოდ, ყველასთვის სავალდებულოა.
დაწერილი დაუწერელი
დადებითი უარყოფითი დადებითი უარყოფითი
ძირითადი დაწერილ უფრო გაიზრდება
პრინციპების და კონსტიტუციათა ეფექტურად დანაშაულის
უმთავრესი სიხისტე და მოხდეს ჩადენის შანსი,
საკონსტიტუციო მოუქნელობა, რაც სახელმწიფოს რადგან ვერ
ნორმების დაცულობა მის ეფექტიანობას მართვა, რადგან განვსაზღვრავთ რა
ხელისუფლების ამცირებს. ერთ არის
ცვლილების განსაზღვრულ კონსტიტუციური და
მიუხედავად ჩარჩოში არ რა არის
იქნება არაკონსტიტუციურ
მოქცეული. ი.

საკანონმდებლო სახელისუფლებლო
ხელისუფლების ძალაუფლების
მოთოკვა და მისი მოთოკვა უფრო
ძალაუფლების შემოვლითი ანუ
განსაზღვრულ არჩევნების გზით
ჩარჩოებში მოქცევა ხდება და არა
კონსტიტუციური
დოკუმენტის
ზეგავლენით
არაპოლიტიზირებული დაწერილი
მოსამართლეების კონსტიტუციის
პოლიტიკური არსებობის
უფლებამოსილება შემთხვევაში,
თვალი მიადევნონ საკონსტიტუციო
კონსტიტუციის უზენაესობას
ნორმების დაცვას სხვა საზოგადოების
ინსტიტუტების წინაშე
მხრიდან ანგარიშვალდებული
პოლიტიკოსები კი
არ
უზრუნველყოფენ,
არამედ დანიშნული
მოსამართლეები
პიროვნული კონსტიტუციურ
თავისუფლების მეტი ნორმებად
უზრუნველყოფა და გარდასახული
ავტორიტარიზმის ადათ-წესები და წეს
შესაძლებლობის კანონები შესაძლოა
მინიმუმამდე დაყვანა მეტი პატივისცემით
სარგებლობდნენ,
მათი არა
გამოგონილი,
არამედ
ისტორიული
ხასიათიადან
გამომდინარე.
ამგვარი კონსტიტუციის ამგვარ
საგანმანათლებლო დოკუმენტებს
ღირებულება, აშკარა მიკერძოება
რამდენადაც იგი ხაზს გამოარჩევთ,
უსვამს მოცემული რამდენადაც
პოლიტიკური სისტემის ღირებულებებისა
უმთავრეს თუ პრინციპების ამა
ფასეულობებსა და თუ იმ ერთობას
საერთო მიზნებს ამჯობინებენ სხვას,
რაც არა თანხმობის,
არამედ
დაპირისპირების
საბაბიც შეიძლება
გახდეს.
ხისტი და მოქნილი

კონსტიტუცია დაწერილი იქნება თუ დაუწერელი მაინც ვერ განვსაზღვრავთ ხისტი იქნება


თუ მოქნილი, ანუ დაწერილი აპრიორი ხისტს არ ნიშნავს და დაუწერელი აპრიორი მოქნილს
და ან პირიქით.

 ამერიკის კონსტიტუცია ფაქტობრივად პირვანდელ სახეს ინარჩუნებს


 საფრანგეთმა კი სულ ცოტა 17 კონსტიტუცია მაინც გამოიცვალა
 ავსტრალიაში დანიაში ირლანდიასა და ესპანეთში სახალხო რეფერენდუმმა უნდა
მოიწონოს არა მარტო საკონსტიტუციო ცვლილებები, არამედ ამ ხასიათის
საკანონმდებლო ინიციატივების რატიფიცირებაც ( „ხელმოწერა“ ანუ დამტკიცება )
რეფერენდუმით ხდება
 გერმანიაში საკონსტიტუციო შესწორება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღება, თუკი მას
როგორც ბუნდესტაგის, ასევე ბუნდესრატის ორი მესამედი დაუჭერს მხარ.
 ა.შ.შ. - ში კონგრესის ორივე პალატის ორი მესამედის გარდა აუცილებელია
შესწორების რატიფიცირება შტატების სამი მეოთხედის მიერ, სწორედ ამ პირობების
დაცვით განხორციელდა 26 საკონსტიტუციო ცვლილება და მათგან 10 ბილი
უფლებათა შესახებ კონსტიტუციის მიღებიდან სულ რაღაც ორ წელიწადში.
 გაერთიანებულ სამეფოში მინისტრთა პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული
კონვენციები, პირობითი შეთანხმებები იმდენად იოლად ერგება ვითარებას, რომ
არსებულ ხელისუფლებას ლამის მთლიანად შეუძლია მათი სახეცვლილება, მაგრამ
სხვა ტიპის შეთანხმებების შეცვლა თუ განახლება პრაქტიკულად წარმოუდგენელია,
რადგან ღრმად აქვთ გადგმული ფესვი პოლიტიკურ კულტურასა და საზოგადოების
ცნობიერებაში. ეს ძირითადად იმ პირობით შეთანხმებებს ეხება, რომლებიც სამეფო
ტახტის პოლიტიკურ გავლენას ზღუდავს და პარლამენტის უპირობო უზენაესობას
უზრუნველყოფს.

დეტალურია თუ არა?

დეტალური უფრო ხისტია და

არადეტალური უფრო მოქნილი

ხისტი - მეტნაკლებად ზუსტად, დეტალურად არის გაწერილი

მოქნილი - ნაკლებად დეტალურად, ზოგადად გაწერილი

ხისტ კონსტიტუციას ნაკლები შანსი აქვს, რომ უფრო ეფექტური იყოს

მოქნილი- კონსტიტუციას მეტი ეფექტურობის შანსი აქვს


კანადის მოუქნელი კონსტიტუცია

ქმედითი ( გამოყენებითი ) და დეკორატიული


კონსტიტუცია რეალურად ქმედითია თუ ფარატინა ქაღალდი?

1867 წელ უოლტერ ბეიჯჰოთმა თავის „ ინგლისურ კონსტიტუციაში“ ერთმანეთისგან


გამიჯნა კონსტიტუციის „საპატიო“ მონარქია- ლორდთა პალატა და რეალურად მცირე
ძალაუფლებით მოსარგებლე ქმედითი ნაწილისგან მინისტრთა კაბინეტისგან და თემთა
პალატისგან. ლორდები უმოქმედო, მაგრამ ხალხის პატივსაცემი ხალხი VS თემთა პალატა
ქმედითი, მაგრამ მცირე ძალაუფლების მქონე.

ქმედითი კონსტიტუცია ორ მოთხოვნას უნდა პასუხობდეს:

1. მთავრობის პრაქტიკული საქმიანობა, ძირითადად მაინც, კონსტიტუციურ ნორმებში


უნდა ჯდებოდეს
2. კონსტიტუციას ამა თუ იმ საშუალებით, აუცილებლად უნდა შეეძლოს მთავრობის
ქმედებების მოთოკვა.

კონსტიტუციის ქმედითუნარიანობას არ განსაზღვრავს მხოლოდ საკონსტიტუციო წესების


არსებობა, არამედ ამ წესებით რამდენად ექცევა ხელისუფლება კალაპოტში.

საბჭოთა კავშირშიც იყო კონსტიტუცია, მაგრამ რამდენად ქმედითი?

მონარქიული და რესპუბლიკური
იქედან გამომდინარე, რომ აბსოლუტური მონარქია მხოლოდ ნეპალსა და საუდის არაბედშია
მსგავსი დაყოფა დღეს აღარაა აქტუალური.

ფედერალური და უნიტარული
დაყოფილი და ერთიანი

ერთი სრულიად ეროვნული ორგანო ფლობს ძალაუფლებას თუ იგი მმართველობის ორ


დონეზეა გადანაწილებული

საპრეზიდენტო და საპარლამენტო
ვინ აღასრულებს ? ურთიერთობის ფორმა ხელისუფლების აღმასრულებელ და
საკანონმდებლო შტოთა შორის,

საპარლამენტოში- აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენლობას საკანონმდებლო


ორგანო ირჩევს და მთავრობაც პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალედბული,
საპრეზიდენტოში- ორივე შტო დამოუკიდებლად საქმიანობს ძალაუფლების გამიჯვნის
პრინციპის საფუძველზე .

პრულარისტური და მონოპოლისტური

პრულარისტური - პოლიტიკური ძალაუფლების „დანაწილების“ წარმომადგენლობითი


უფლებებისა და პარტიული კონკურენციის გარანტი

მონოპოლისტური- დაკანონებულია მმართველი პარტიისა და უმაღლესი ხელისუფლების


უპირობო ავტორიტეტი.

კონსტიტუციის დანიშნულება 2 (ფართოდ განხილული )

კონსტიტუციონალიზმი: ვიწრო გაგებით ესაა შეზღუდული ხელისუფლება, რასაც


კონსტიტუციის არსებობა უზრუნველყოფს. მისი უმთავრესი პირობაა სახელისუფლებლო
ინსტიტუტების ა და პოლიტიკური პროცესების ეფექტიანი შეზღუდვა საკონსტიტუციო
ნორმების მიხედვით. უფრო ფართო გაგებით, კონსტიტუციონალიზმი არის პოლიტიკურ
ღირებულებათა და მისწრაფებათა სისტემა, რომელშიც ასახულია თავისუფლების დაცვის
სურვილი ხელისუფლების შიგა თუ გარე შემაკავებელი ბერკეტების ჩამოყალიბების გზით. ამ
გაგებით კონსტიტუციონალიზმი პოლიტიკური ლიბერალიზმის გამოვლინებაა. მისი
მიღწევის საუკეთესო საშუალებაა: დაწერილი კონსტიტუცია, უფლებათა დეკლარაცია,
ხელისუფლების გამიჯვნა, ორპალატიანი პარლამენტი, ფედერალიზმი და
დეცენტრალიზაცია.

კონსტიტუციები არა მარტო სახელმწიფოთა უდიდეს უმრავლესობას გააჩნია ძალიან ბევრი


ინსტიტუტი თუ ორგანიზებული ჯგუფიც ერთგვარი საკონსტიტუციო ძალის მქონე წესების
თანახმად მოქმედებს, საკონსტიტუციო წესების პოპულარობა იმაზეა დამოკიდებულები
რამდენად ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ ზოგადად კონსტიტუცია დიდ გადამწვეტ როლს
თამაშობს ორგანიზაციის სიცოცხლისუნარიანობაში. კონსტიტუციას მხოლოდ ერთი მიზანი
არ გააჩნია მას აქვს რამდენიმე დანიშნულება.

 სახელმწიფოს გაძლიერება
 გამაერთიანებელი ღირებულებებისა და მიზნებისა გამოკვეთა
 ხელისუფლების მდგრადობის უზრუნველყოფა
 თავისუფლების დაცვა
 რეჟიმის ლეგიტიმაცია
სახელმწიფოს გაძლიერება

საყოველთაოდ გავრცელებული აზრის თანახმად, კონსტიტუციები მმართველობის


საზღვრებს უნდა ადგენდნენ, თუმცა მათი უფრო მნიშვნელოვანი ფუნქცია სახელწმიფოს
არსებობის ხაზგასმა და მისი დამოუკიდებელი ხელისუფლების გავრცელების სფეროს
შემოფარგვლაა. ახალი სახელმწიფოს შექმნას კონსტიტუციის ამოქმედებაც ახლავს თან.
სახელმწიფო მხოლოდ მაშინ „შედგება“ როცა საკუთარ კონსტიტუციას მიიღებს, რადგან მის
გარეშე ვერც ერთ კონკრეტულ ტერიტორიაზე მისი კანონიერი იურისდიქცია ვერ
გავრცელდება და ვერც ამ იურისდიქციის გამტარებელი მმართველი აპარატი
ჩამოყალიბდება.

ინდოეთი

ამერიკა

1776 წელმა მხოლოდ სათავე დაუდო ამერიკის შექმნას, ის რეალურად ჩამოყალიბდა


კონსტიტუციის მიღების შემდეგ.

ევროკავშირის კონსტიტუცია

გამაერთიანებელი ღირებულებებისა და მიზნებისა გამოკვეთა

ხელისუფლების ჩარჩოების დადგენის გარდა, კონსტიტუციები უთუოდ გულისხმობენ


პოლიტიკური ღირებულებების, იდეალებისა და მიზნების ფართო სპექტრის არსებობას.
სწორედ ამიტომ ვერ იქმნება ვერცერთი მათგანი მიუკერძოებელი; ნებისმიერი
კონსტიტუცია მეტ-ნაკლებად იდეოლოგიური პრიორიტეტების გამომხატველია.
შესაბამისად, მათი ავტორებიც გარკვეული გამაერთიანებელი ღირებულებების სისტემის,
იდეოლოგიური დანიშნულების მქონე პრინციპების და იმ ლექსიკონის შემუშავებას ისახავენ
მიზნად, რაც ქვეყნის პოლიტიკურ მართვაშიც ჰპოვებს ასახვას. მსგავსი მიზნები ხშირად
კონსტიტუციური მნიშვნელობის მქონე დოკუმენტების პრეამბულებშია ხოლმე გამოხატული
- ზოგადეროვნული იდეალების გაცხადების ფორმით. იდეალები განსხვავებულია
სხვადასხვა ქვეყანაში.
საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა:

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული


საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და
სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული
უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და
სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი
სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის
ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა და ქვეყნის წინაშე
ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.“

***
1977 წლის კონსტიტუცია საბჭოთა კავშირს „განვითარებულ სოციალისტურ საზოგადოებად“
სახავდა, გერმანიის ძირითად კანონში, „ მსოფლიო მშვიდობაზე ზრუნვის“ განზრახვაა
გაცხადებული . თუმცა სხვა შემთხვევაში ეს ღირებულებები და იდეოლოგიური
პრიორიტეტები ძირითადად შეფარულია, მხოლოდ ნაგულისხმევი.

ჩარლზ ბერდი (1913) ამტკიცებდა, რომ ამერიკის კონსტიტუციის ნორმები უპირველეს


ყოფლისა ეკონომიკური ინტერესებით იყო ნაკარნახევი, კერძოდ, უქონელთა სულ უფრო
მზარდი მასებისგან ქონების დაცვის სურვილით სწორედ ასევე შეიძლება ვთქვათ, რომ თუკი
ამერიკის კონსტიტუციის მე-14 და მე-15 შესწორებები რასობრივი დაყოფის პრობლემას
აღიარებს მთელ კონსტიტუციაში სიტყვა არსადაა ნათქვამი კლასობრივი თუ გენდერული
ნიშნით გაჩენილ დაყოფებზე. ბრიტანულის შემთხვევაში ბევრი პარლამენტის უზენაესობის
დოქტრინას პარლამენტის მიღმა პოლიტიკური აქტიურობის ფორმების დაკნინებასა თუ
სულაც გაუფასურების საშუალებად მიიჩნევს.

ხელისუფლების მდგრადობის , სიმტკიცის უზრუნველყოფა


კონსტიტუცია აკანონებს და წარმართავს ურთიერთობებს პოლიტიკურ სუბიექტთა შორის
და კონფლიქტებშიც მომრიგებელ და მომგვარებელ როლს ასრულებს. ნებისმიერი
კონსტიტუცია სტაბილურობის, წესრიგისა და ხელისუფლების საქმიანობის
გამჭვირვალობის უზრუნველყოფის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.
თავისუფლების დაცვა
კონსტიტუციებს მიიჩნევენ შეზღუდული მმართველობის დამყარებისა და შენარჩუნების
საშუალებად, კონსტიტუცია აწესრიგებს ურთიერთობას სახელმწიფოსა და პიროვნებას
შორის, მკაფიოდ მიჯნავს სახელისუფლებლო მართვისა და პიროვნული თავისუფლების
სფეროებს. ლიბერალური კონსტიტუციონალიზმის წყალობაა, რომ ძალზე ბევრ შემთხვევაში
ისეთი „კლასიკური“ თუ ტრადიციული სამოქალაქო თავისუფლებები. ისინი
ფუნდამენტურადაა აღიარებული, და მათ სწორედ კონსტიტუცია უზრუნველყოფს. და ეს ეწ
უარყოფითი უფლებები იმდენადაა ლიბერალური, რამდენადაც სახელმწიფო მათში ვერ
ერევა და შესაბამისად ისინი სახელისუფლებლო აქტიურობის სფეროს არ განეკუთვნება . ამ
დროს ბევრი სახელმწიფო აფართოებს ისეთი ეკონომიკური და სოციალური უფლებების
სპექტრს როგორებიცაა ჯანმრთელობის დაცვის და ა.შ ეს დადებითი უფლებები აზრთა
სხვადასხვაობას იწვევს, რადგან ისინი არა სახელმწიფოს როლის შეზღუდვას, არამედ, მის
გაფართოებას უკავშირდება და ამგვარი უფლებების უზრუნველყოფაც კონკრეტული
ხელისუფლების ეკონომიკურ და სოციალურ რესურსებზეა დამოკიდებული, შეგვიძლია ეს
ყველა უფლება ფუნდამენტურად მივიჩნიოთ ? როცა მათი გარანტირებული დაცვის
არანაირი პრაქტიკული გზა არ არსებობს? ინდოეთის კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ
შრომის უფლება დაცულია ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობებისა და განვითარების
დონის შესაბამისად.

რეჟიმის ლეგიტიმაცია
ნებისმიერი კონსტიტუციის მიზანი არსებული სისტემის დაკანონებაა, სწორედ ამით
აიხსნება ის ,რომ კონსტიტუცია ისეთ ქვეყნებშიც გვხვდება, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა.
ლეგიტიმაციის უზრუნველყოფა სახელმწიფოს შიგნით, ნდობის და პატივისცემის
უზრუნველსაყოფად. კონსტიტუციის მიღება ისტორიული პროცესია და ბლა ბლა ბლა , ანუ
კონსტიტუციის გარეშე რეჟიმი ვერ იქნება ლეგიტიმური. დემაგოგია.

უფლებათა დეკლარაცია: ესაა საკონსტიტუციო დოკუმენტი, რომელიც ასახავს პიროვნების


უფლებებსა და თავისუფლებებს და განსაზღვრავს სამოქალაქო თავისუფლების მოქმედების
კანონიერ არეალს. მისი დამცველები ამტკიცებენ, რომ მხოლოდ მსგავსი ტიპის
დეკლარაციებს შეუძლიათ კანონიერად და კონსტიტუციურად დაიცვან მოქალაქენი
სახელმწიფოსგან და მათ საგანმანათლებლო ღირებულებაც გააჩნიათ, პიროვნების
უფლებების კულტურის დანერგვის თვალსაზრისით. მოწინააღმდეგეები კი მიუთითებენ ,
რომ ეს დეკლარაციები არჩეულ პოლიტიკოსებთან შედარებით მოსამართლეებს ანიჭებენ მეტ
ძალაუფლებას, ხოლო თავისთავად მოუქნელი და ხელოვნური ეს დეკლარაციები
„მომჩივანობის“ ჩვევას ამკვიდრებენ.

შეზღუდული ხელისუფლება: ჩვეულებრივ, კანონის, კონსტიტუციისა თუ კონტროლისა და


ბალანსის ინსტიტუცირებული ჩარჩოებით მკაცრად შეზღუდული ხელისუფლება.

უარყოფითი უფლებები: იმ შეუზღუდავი მოქმედების სფეროს განმსაზღვრელი უფლებები,


რომლებშიც ხელისუფლებას ჩარევა არ შეუძლია.

დადებითი უფლებები: სახელმწიფოსგან რესურსებისა თუ დახმარების მოთხოვნის უფლება,


რაც მის პასუხისმგებლობას ზრდის.

თავისუფლება: თავისუფლების ცნება, ფართო გაგებით, შენს ნებაზე ფიქრსა და მოქმედებას


ნიშნავს. თუმცა ხშირად განასხვავებენ უარყოფით და დადებით თავისუფლებას: ანუ,
რაღაცისგან თუ რაღაცისთვის თავისუფლად ყოფნას. უარყოფითი თავისუფლება სხვის
საქმეში ჩაურევლობას ნიშნავს, როცა ადამიანი არანაირ გარეგნულ სადავეებს არ გრძნობს,
ასეთ დროს მას შეუძლია ისე მოიქცეს, როგორც თავად სურს , დადებითი თავისუფლება
დაკავშირებულია გარკვეული მიზნისა თუ შედეგის მიღწევასთან, რაც ყველაზე ხშირად
თვითგანვითარების საკუთარი თავის რეალიზებას თუ სრულყოფას გულისხმობს.

აქვს თუ არა კონსტიტუციას რაიმე მნიშვნელობა?


„ჩვენთან კანონი მართავს და არა ადამიანები“ - კონსტიტუციონალიზმის დევიზი

კონსტიტუცია უეჭველი, ყველა შემთხვევაში არ იკონსტიტუციებს მის მოქმედებას


სხვადასხვა პირობა სჭირდება, კულტურული სოციალური პოლიტიკური გარემოება.

ახლად გამოჩეკილ „დემოკრატიულ“ ქვეყნებში ლიბერალურ დემოკრატიული


კონსტიტუციის მოდელი არ მუშაობს, ამ ქვეყნების დამოკიდებულებიდან გამომდინარე
დემოკრატიის მიმართ.

საბჭოთა კავშირში ცვლიდნენ და ცვლიდნენ კონსტიტუციებს, მაგრამ რა?

მაგრამ იაპონიის 1974 წლის კონსტიტუციამ გაამართლა

რამდენად სცემენ პატივს მმართველი წრეები პატივს?


გერმანიის ვაიმარის კონსტიტუცია ძალიან მარტივად გაუქმდა 1930 წელს ჰიტლერის
რეჟიმის დამყარების შემდეგ, მიზეზი ის იყო, რომ დემოკრატიის პრინციპები არ ემთხვეოდა
ნაცისტების პრინციპებს, ბიზნეს და სამხედრო ელიტა კონსერვატიული ღირებულებების
მატარებლები იყვნენ. ინდოეთში განდის მმართველობის დროს მთავარი კონსტიტუციური
ნორმები შეიცვალა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მოტივით და ამ ორივე
შემთხვევაში სამხედრო სარდლობის მხარდაჭერა და არა კონსტიტუციების
ხელშეუხებლობის დეკლარირება აღმოჩნდა გადამწყვეტი ფაქტორი. შესაბამისად
მმართველი წრეები და პოლიტიკური ელიტა კონსტიტუციას პატივს არ სცემდა და მას
ფარატინა ფურცლის ღირებულება ჰქონდა.

რამდენად ერგება კონსტიტუცია ცვალებად პოლიტიკურ ვითარებას?

თუ კონსტიტუციაში ყველაფერი დეტალურადაა გაწერილი რთული იქნება პოლიტიკური


ვითარების შეცვლის შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანა, მაგრამ თუ ზოგად მთავარ
ღირებულებებზე და მამოძრავებელ ძალაზე ამახვილებს ყურადღებას, მაშინ ის ადვილად
მოერგება ცვალებად პოლიტიკურ ვითარებას. მაგალითად ამერიკის კონსტიტუციაში მისი
დაწერიდან 1787 წლიდან დღემდე მხოლოდ 26 ცვლილებაა შეტანილი, 1787 წელს
დაწერილი მუხლები დღესაც 21- ე საუკუნეშიც ახერხებს არსებობას.

ჩრდილოეთ კორეის კონსტიტუცია


დღეს კიმ ჩენ ინი არის ქვეყნის ლიდერი ის არის კიმ ჩენ ირის შვილი და კიმ ირ სენის
შვილიშივილი.

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სოციალისტური კონსტიტუცია

მიღებულია: 1972 წელს და მან შეცვალა ქვეყნის პირველი (1948 წლის ) კონსტიტუცია

7 თავი 172 მუხლი

მაგრამ ფაქტობრივად „10 პრინციპი ერთი იდეოლოგიის სისტემის ჩამოყალიბებისთვის.“


ქვეყნის უზენაეს კანონს წარმოადგენს.

კონსტიტუციის კლასიფიკაცია:

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სოციალისტური კონსტიტუცია არის


ცალსახად დაწერილი კონსტიტუცია, რომელიც მიიღეს 1972 წელს, მან შეცვალა ქვეყნის 1948
წლის კონსტიტუცია, გარდა ამისა, ის მოქნილია, რადგან არ არის დეტალურად გაწერილი,
მასში არ არის განსაზღვრული რა არის საჭირო კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად,
რომელ ორგანოს აქვს უფლება, რომ მასში ცვლილები შეიტანოს, და ა.შ აქვე
გასათვალისწინებელია, რომ მისი მიღებიდან დღემდე სულ 7 დამატებაა შეტანილი. ასევე, ის
არის დეკორატიული, რადგან ქვეყანაში არსებობს დოკუმენტი, „10 პრინციპი ერთი
იდეოლოგიის სისტემის ჩამოყალიბებისთვის,“ რომელიც ფაქტობრივად ქვეყნის უზენაეს
კანონს წარმოადგენს, გარდა ამისა, თუ განვიხილავთ რამდენიმე მუხლს, აშკარად
მივხვდებით, რომ კონსტიტუციას არანაირი ქმედითი უნარი არ აქვს: მაგალითად:

მუხლი 67

მოქალაქეებს გარანტირებული აქვთ სიტყვის, პრესის, შეკრების, დემონსტრაციისა და


გაერთიანების თავისუფლება. სახელმწიფო უზრუნველყოფს დემოკრატიული პოლიტიკური
პარტიებისა და სოციალური ორგანიზაციების თავისუფალი საქმიანობის პირობებს, მაგრამ
ეს უფლებები, რომ ირღვევა და ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებს, რომ არც ერთი
ჩამოთვლილი უფლება არ აქვს არის ჩვეულებრივი დამტკიცებული ფაქტი.

ჩრდილოეთ კორეის კონსტიტუცია არის რესპუბლიკური, რადგან კონსტიტუციის


პირველივე მუხლი ამბობს, რომ „კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა არის
დამოუკიდებელი სოციალისტური სახელმწიფო“ , მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ
ლიდერებს ძალაუფლება მემკვიდრეობით გადაეცემა, დღეს კიმ ჩენ ინი არის ქვეყნის
ლიდერი ის არის კიმ ჩენ ირის შვილი და კიმ ირ სენის შვილიშივილი, რაც კითხვის ნიშნის
ქვეშ აყენებს რესპუბლიკური მმართველობის პრინციპებს, ეს კი კიდევ ერთხელ ამყარებს იმ
აზრს, რომ ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკა არის დეკორატიული და არა ქმედითი, გარდა
ამისა, მათი კონსტიტუცია არის უნიტარული, რადგან ჩრდილოეთ კორეას ზოგადად ჰყავს
უნიტარული მთავრობა, ასევე თუ გავითვალისწინებთ ამ სახელმწიფოს კოლექტივისტურ
პრინციპს „ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის, მარტივი მისახვედრია, რომ მათი
კონსტიტუციაც კლასიფიკაციის მიხედვით უნიტარულია. შემდეგი კლასიფიკაციის
მიხედვით, ჩრდილოეთ კორეის კონსტიტუცია არის საპარლამენტო, რადგან კონსტიტუციის
87- ე მუხლი ადგენს, რომ „უზენაესი სახალხო ანსაბლეა“ არის უმაღლესი სახელმწიფო
ხელისუფლების ორგანო და ბოლოს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩრდილოეთ კორეის
კონსტიტუცია არის მონოპოლისტური, რადგან სახელმწიფოს სისტემა არის ერთპარტიული
და ერთპალატიანი, ფაქტობრივად დაკანონებულია მმართველი პარტიისა და უმაღლესი
ხელისუფლების უპირობო ავტორიტეტი. და ბოლოს ჩრდილოეთ კორეის კონსტიტუციის
შექმნის მთავარი მიზანი რეჟიმის ლეგიტიმურობა გახდა, კონსტიტუციას ფიქტიური
დანიშნულება აქვს, მაგრამ მაინც არსებობს როგორც დოკუმენტი.

პარლამენტის უზენაესობა: ესაა პარლამენტისა თუ კანონმდებლობის სრული და


შეუზღუდავი უფლება, საკუთარი შეხედულისამებრ შექმნას შეასწოროს თუ გააუქმოს
ნებისმიერი კანონი. პარლამენტის უზენაესობის პრინციპი უმთავრესია ბრიტანული
კონსტიტუციისთვის და ეს რამდენიმე ფაქტორის შედეგია- გაერთიანებულ სამეფოში არ
არსებობს დაწერილი კონსტიტუცია, კანონის ყველა ფორმასთან შედარებით , უზენაესი
პარლამენტის საკანონმდებლო აქტია, საკანონმდებლო უფლება-მოსილება მხოლოდ
პარლამენტს აქვს მინიჭებული და ვერცერთი პარლამენტი ვერ მოახვევს თავს ამა თუ იმ
კონვენციის თავის შემცვლელს. ამ პრინციპის მომხრეებისთვის მთავარი ღირსება, სრული
კონსტიტუციური უფლებამოსილების სწორედ წარმომადგენლობითი ინსტიტუტისთვის და
არა დანიშნული მოსამართლეებისთვის გადაცემაში მდგომარეობს. რაც შეეხება
კრიტიკოსებს, ისინი ხსენებული პრინციპის სრულ ავტორიტარულბაზე საუბრობენ, რამაც
პარლამენტში აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენის გაძლიერების შემთხვევაში
შესაძლოა საქმე არჩევით დიქტატურამდეც მიიყვანოს.

You might also like