You are on page 1of 50

samewarmeo samarTali

leqcia #
Tema:
• დერივაციული სარჩელი
• ხანდაზმულობა
სარჩელთა სახეები
საკორპორაციო
სამართალში

აქციონერთა სარჩელები
1. დერივაციული სარჩელი;
2. სარჩელი აქციონერთა კრების
ბათილობის თაობაზე
აქციონერთა სარჩელები
• აქციონერებს აქვთ პირდაპირი
სარჩელის აღძვრის უფლება,
მაგალითად, კრების ოქმის ბათილად
ცნობა;
• აქციონერებს, როგორც წესი, მცირე
აქციონერებს აქვთ დერივაციული
სარჩელის აღძვრის უფლება.
დერივაციული სარჩელის საფუძვლები:

1 . დირექტორთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება


და უკანონო ტრანზაქციის განხორციელება;
2. თუკი დირექტორი არ მოქმედებდა დადგენილი, სათანადო
პროცედურის მიხედვით;
3. დარღვეულ იქნა აქციონერის პერსონალური, პირადი
უფლებები;
4. თაღლითობა უმრავლესობაში მყოფი აქციონერების
მხრიდან უმცირესობაში მყოფთა მიმართ.
გერმანიისა და დელავერის კანონმდებლობის
მიხედვით, დერივაციული სარჩელის აღძვრას
გარკვეული წინაპირობები სჭირდება

დერივაციული სარჩელის ავტორებმა უნდა დაამტკიცონ:


•ისინი ფლობდნენ აქციებს მათ მიერ გასაჩივრებული
დარღვევების განხორციელებამდე;
•მათ წარადგინეს მოთხოვნა და მისცეს კორპორაციას
გონივრული ვადა სარჩელის წარსადგენად;
•არსებობს ფაქტები, რომლებიც მიანიშნებენ
არაკეთილსინდისიერებაზე ან კანონის ან კორპორაციის
წესების მნიშვნელოვან დარღვევებზე;
•არ არსებობს კომპანიის ინტერესში შემავალი
მნიშვნელოვანი მიზეზები, რაც სარჩელის არწარდგენას
გაამართლებდა.
დერივაციული სარჩელი „მეწარმეთა
შესახებ“ საქართველოს კანონის
თანახმად
დერივაციული სარჩელი „მეწარმეთა შესახებ“
საქართველოს კანონის თანახმად
მუხლი 222. აქციონერის სარჩელი სააქციო საზოგადოების
მოთხოვნიდან გამომდინარე
1. ერთ ან რამდენიმე აქციონერს უფლება აქვს, შეიტანოს სარჩელი
საკუთარი სახელით და სააქციო საზოგადოების სასარგებლოდ
სააქციო საზოგადოების კუთვნილი მოთხოვნის განსახორციელებლად,
მათ შორის, სააქციო საზოგადოების თანამდებობის პირთა წინააღმდეგ,
მათ მიერ საკუთარი მოვალეობების შეუსრულებლობით სააქციო
საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ან მიყენებული
ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ მიღებული სარგებლის სააქციო
საზოგადოებისთვის გადაცემის ან ამგვარი სარგებლის მიღების
უფლების დათმობის მოთხოვნით.
2. აქციონერი სათანადო მოსარჩელედ მიიჩნევა, თუ იგი აკმაყოფილებს
შემდეგ პირობებს:
ა) მის მიერ სარჩელის აღძვრის მოთხოვნით სააქციო საზოგადოებისთვის
წერილობით მიმართვიდან გასულია 90 დღე, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც სააქციო საზოგადოება ამ ვადის გასვლამდე უარს იტყვის
სარჩელის აღძვრაზე ან აღნიშნული ვადის დაცვამ შეიძლება სააქციო
საზოგადოებას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს;
ბ) სასამართლო დაადგენს, რომ აქციონერის მოთხოვნის დაკმაყოფილება
არ ეწინააღმდეგება სააქციო საზოგადოების უპირატეს ინტერესს.
დერივაციული სარჩელი „მეწარმეთა შესახებ“
საქართველოს კანონის თანახმად
მუხლი 222. აქციონერის სარჩელი სააქციო საზოგადოების
მოთხოვნიდან გამომდინარე
3. სააქციო საზოგადოებას უფლება აქვს, სარჩელის შემტან აქციონერთან
შეთანხმებით ნებისმიერ დროს ჩაენაცვლოს მას.
4. სასამართლოს მიერ აქციონერის სათანადო მოსარჩელედ მიჩნევის
შემთხვევაში სააქციო საზოგადოება ვალდებულია მას გონივრულ
ფარგლებში აუნაზღაუროს სარჩელთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები.
სააქციო საზოგადოება თავისუფლდება ამ ხარჯების ანაზღაურების
ვალდებულებისგან, თუ იგი დაამტკიცებს, რომ სარჩელის
დაკმაყოფილება სააქციო საზოგადოებისთვის საზიანო აღმოჩნდა. თუ
აქციონერი არასათანადო მოსარჩელედ იქნა მიჩნეული, მას ეკისრება
სააქციო საზოგადოების მიერ გონივრულ ფარგლებში გაწეული იმ
ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც აქციონერის მოთხოვნასთან
დაკავშირებით წარმოიშვა.
დერივაციული სარჩელი
მნიშვნელოვანი კითხვები:
• ვის შეაქვს სარჩელი კომპანიის სახელით? (აქციონერს,
მეწილეს)

• თუ დამრღვევი დირექტორია რამდენად საჭიროა 90


დღე დალოდება კომპანია შეიტანს თუ არა სარჩელს
დირეqტორის წინააღმდეგ?

• ვის წინაშე უნდა მოხდეს იმის დასაბუთება რომ


სარჩელის აღძვრა ეწინააღმდეგება კომპანიის
ინტერესებს

(წესით ეს საკითხი განხილულ უნდა იქნეს პარტნიორთა


კრებაზე და კრებამ მიიღოს გადაწყვეტილება ხმების
უბრალო უმრავლესობით)
დერივაციული სარჩელი
• თუკი 90 დღეში საზოგადოება არ წარადგენს სარჩელს,
რომლის აღძვრასაც პარტნიორი ითხოვს და არც კრების
მიერ იქნება სათანადო გადაწყვეტილება მიღებული (ანუ
არ დაასაბუთებენ არის თუ არა სარჩელი საზიანო
კომპანიისათვის),
მაშინ უკვე სასამართლომ უნდა იმსჯელოს წინასწარ ჯერ
იმის თაობაზე, რამდენად მიზანშეწონილია სარჩელის
აღძვრა კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე.
მოუსმინოს ორივე მხარეს და მოსმენისა და ფაქტების
შეფასების შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება დაიწყოს თუ
არა საქმის არსებითი განხილვა.
დერივაციული სარჩელი
თუ კომპანიის მიერ მოხდა დირექტორის ქმედების
ავტორიზაცია ან რატიფიკაცია, კომპანიას აღარ აქვს
უფლება ამ საკითხთან დაკავშირებით სარჩელი აღძრას
დირექტორის წინაარმდეგ.
• ავტორიზაცია/რატიფიკაციას ექვემდებარება შემდეგი
დარღვევეი:
1. კომპანიის წესდების შესაბამისად მოქმედების
ვალდებულების დარღვევა;
2. კომპანიის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად და
სათანადო მიზნის მისაღწევად მოქმედების
ვალდებულების დარღვევა;
3. ინტერესთა კონფლიქტისათვის თავის არიდების
ვალდებულების დარღვევა;
4. დირექტორის პოზიციაზე ყოფნის გამოყენება პირადი
სარგებლის მისაღებად;
5. კომპანიაზე ზრუნვისა და სათანადო უნარების ქონის
ვალდებულების დარღვევა.
დერივაციული სარჩელი „მეწარმეთა
შესახებ“ საქართველოს კანონის
თანახმად

•ვინაიდან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი


ითვალისწინებს დერივაციული სარჩელის აღძვრის
შესაძლებლობას, მნიშვნელოვანია საერთაშორისო
გამოცდილების გაზიარება.
• აქციონერები, როგორც წესი, არ არიან უფლებამოსილნი
აღასრულონ კომპანიის უფლებები. მაგალითად თუკი
დირექტორმა, დაარღვია საკუთარი ვალდებულება და
კომპანიის ხარჯზე დააგროვა ერთი მილიონი დოლარი,
აქციონერს არ აქვს უფლება წარადგინოს მის
წინააღმდეგ სარჩელი და მოითხოვოს იმ დანაკარგის
პროპორციულად ანაზღაურება რაც მან განიცადა.
აღნიშნული წესი მოქმედებს იმიტომ, რომ კომპანია
წარმოადგნს დამოუკიდებელ იურიდიულ პირს, რომლიც
განცალკევებულია კონკრეტული აქციონერისაგან.
მოცემულ შემთვევაში აქციონერი უფლებამოსილია
წარადგინოს სარჩელი როგორც კომპანიის
წარმომადგენელმა, კომპანიის სახელით და მის
სასარგებლოდ.
• დირექტორები წარმოადგენენ კომპანიის ინტერესებს და მის
მიმართ გააჩნიათ ვალდებულებანი. შესაბამისად მათ მიერ
ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ისინი პოტენციურად
პირდაპირ ზიანს აყენებენ სწორედ კომპანიას, ხოლო
არაპირდაპირ ზიანს კომპანიასთან დაკავშირებულ სხვა
პირებს, აქციონერებს, დასაქმებულებს, კრედიტორებს.
შეაბამისად პირველ რიგში კომპანიაა უფლებამოსილი
წარადგინოს სარჩელი დირექტორის წინააღმდეგ მის მიერ
ვალდებულების დარღვევის გამო. თუმცა საქმე ისაა, რომ
ხშირად კომპანია დირექტორთა კონტროლის ქვეშაა და ეს
უკანასკნელნი საკუთარი თავის წინააღმდეგ სარჩელის
წარდგენასთან დაკავშირებით ცხადია არ მიიღებენ
გადაწყვეტილებას (დირექტორი კი ხშირად უმრავლესობის
წარმომადგენელია). ითვალისწინებს რა ასეთი
შესაძლებლობის არსებობას, საკორპორაციო
კანონმდებლობა აქციონერს ან აქციონერთა ჯგუფს
(ძირითადად მცირე წილის მქონეს) ანიჭებს
უფლებამოსილებას წარადგინოს სარჩელი დამრღვევ
დირექტორთა წინააღმდეგ კორპორაციის ნაცვლად.
• უმთავრესი კითხვა, რომელზე პასუხის გაცემაც სასიცოცხლო
მნიშვნელობისაა შემდეგია: ვის წინაშე უნდა მოხდეს იმის
დასაბუთება, რომ სარჩელის აღძვრა ეწინააღმდეგება
საზოგადების ინტერესებს? მიზანშეწონილია, საკითხი
განხილულ და გადაწყვეტილ იქნეს
პარტნიორთა/აქციონერთა კრებაზე და კრებამ მიიღოს
გადაწყვეტილება ხმების უბრალო უმრავლესობით.
• თუკი 90 დღეში საზოგადოება არ წარადგენს სარჩელს,
რომლის აღძვრასაც პარტნიორი/აქციონერი ითხოვს, და არც
კრების მიერ იქნება სათანადო გადაწყვეტილება მიღებული ,
მაშინ უკვე სასამართლომ უნდა იმსჯელოს წინასწარ ჯერ იმის
თაობაზე, რამდენად მიზანშეწონილია სარჩელის აღძვრა
კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, მოუსმინოს ორივე
მხარეს და მხარეთა მოსმენისა და ფაქტების შეფასების
შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება დაიწყებს არსებით
განხილვას თუ არა.
• „ამერიკის სამართლის ინსტიტუტის (American law Institute-ALI)
მიერ აღიარებულია, რომ დერივაციული სარჩელის
დანიშნულება გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო
აქციონერთა ინტერესის დაცვაა, ვიდრე კონკრეტულ
შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მიღება, ვინაიდან იგი
დირექტორებს უბიძგებს თავი შეიკავონ გადაცდომისაგან ,
ხოლო კონკრეტულ შემთხვაში კი შესაძლოა სასამართლო
ხარჯები აღემატებოდეს კიდეც ზიანის ანაზღარების სახით
მიღებულ თანხას.
• ამერიკის სამართლის ინსტიტუტის განმარტების მიხედვით ,
დერივაციულ სარჩელს ასევე შეუძლია სოციალური საჯარო
სარგებელის მოტანა, ვინაიდან მომავლი
სამართადარღვევისაგან თავის შეკავებისკენ არის
მიმართული.
• ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება
ითქვას, რომ დერივაციული სარჩელის უმთავრეს
დანიშნულებას გადაცდომის წინააღმდეგ
შემაკავებელი ფუნქცია წარმოადგენს, ვიდრე მისი
საშუალებით კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა.
ცხადია, აღნიშნული მსჯელობა ისე არ უნდა იქნეს
აღქმული, რომ დერივაციული სარჩელის აღძვრას
საერთოდ არ აქვს აზრი. პირიქით, კონკრეტული
გარემოების გათვალისწინებით ასეთი სარჩელის
წარდგენა შესაძლოა ერთადერთი სწორი გზა იყოს
კომპანიის ინტერესების დასაცავად. შესაბამისად,
მსჯელობას მივყავართ დასკვნამდე, რომ დერივაციული
სარჩელის აღძვრა უნდა მოხდეს ყოველი კონკრეტული
საქმის გარემოებების გათვალისწინებით (case-by-case),
მათი სათანადო შეფასების საფუძველზე და ერთი
უნივერსალური ფორმულა სარჩელის აღძვრის ან მის
აღძვრაზე უარი თქმის მიზანშეწონოლობის შესახებ არ
არსებობს.
• უფლებამოსილია თუ არა კრედიტორი
აღძრას დერივაციული სარჩელი ?
დელავერის შტატი/Delaware

კრედიტორთა პირდაპირი სარჩელის თაობაზე:


„შესაძლებელია დელავერის სამართლით კრედიტორმა
კორპორაციისა, რომელიც გადახისუუნარობის ზონაში იმყოფება
პირდაპირი სარჩელი შეიტანოს მისი დირექტორების წინააღმდეგ
ფიდუციური ვალდებულების სავარაუდო დარღევის გამო“
კრედიტორების არაპირდაპირი (დერივაციული) სარჩელის შესახებ:
„გადახდისუნარიან კორპორაციებში დირექტორის ფიდუციური
ვალდებულების აღსრულება შეუძლიათ აქციონერებს,
დერივაციული სარჩელის შეტანით, ვინაიდან ისინი არიან საწარმოს
ღირებულების ზრდის საბოლოო ბენეფიციარები. გადახდისუუნარო
კორპორაციებში, აქციონერთა ადგილს კრედიტორები იკავებს,
როგორც ქონების ღირებულების ზრდის საბოლოო ბენეფიციარები.“
 ეკისრება თუ არა კომპანიის დირექტორს პირდაპირ და
უშუალოდ, მთელი ქონებით პასუხისმგებლობა კომპანიის
საგადასახადო ვალდებულებებისათვის, იმ შემთხვევაში თუ
დადასტურებულია, რომ კომპანიას აღნიშნული
ვალდებულებების შესრულება არ შეუძლია?

 უფლებამოსილია თუ არა სსიპ შემოსავლების სამსახური


მოითხოვოს მათგან კომპანიის საგადასახადო
ვალდებულებების (როგორც ძირითადი საგადასახადო
ვალდებულების, ისე მასზე დარიცხული საურავის)
ანაზღაურება და რა სამართლებრივი საფუძვლით?

 სამართლებრივი საფუძველი მ.შ.კ. 9.6 (ძველი მეწარმეთა


კანონის მიხედვით)
 თუკი დადგენილია, რომ:
 საწარმოს გააჩნია საგადასახადო ვალდებულება;
 საწარმოს არ შესწევს ამ ვალდებულების გადახდის
უნარი;
 სახეზეა ისეთი ვითარება, როცა ანაზღაურება
აუცილებელია სახელმწიფოს, როგორც
კრედიტორის დასაკმაყოფილებლად;
 კომპანია ვალდებულია მოითხოვოს ზიანის
ანაზღაურება დირექტორისაგან. ხოლო თუკი მას
ასეთი მოთხოვნა დირექტორის მიმართ არ
დაუყენებია, „მეწარმეთა კანონის“ მე-9 მუხლის მე-6
პუნქტის შესაბამისად, კრედიტორი
უფლებამოსილია მოსთხოვოს საზოგადოებას
დააყენოს დირექტორის მიმართ ანაზღაურების
მოთხოვნა.
დერივაციული სარჩელი
•50(3)
•54(3,4)
•55
•222
50(3) დერივაციული სარჩელი
მუხლი 50. ზრუნვის მოვალეობა
3. ხელმძღვანელი პირის მიერ სამეწარმეო
საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების
მოთხოვნის უფლება აქვს ხელმძღვანელ ორგანოს, სხვა
ხელმძღვანელ პირს, სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო
კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და
დადგენილი წესით − თითოეულ პარტნიორს. წესდებით
შეიძლება დამატებით განისაზღვროს ის პირი, რომელსაც
აქვს სამეწარმეო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
მუხლი 54. საქმიანი შესაძლებლობის მითვისების აკრძალვა
3. საქმიანი შესაძლებლობის მითვისების აკრძალვის წესის
დარღვევის შემთხვევაში სამეწარმეო საზოგადოებას შეუძლია
დამრღვევს მოსთხოვოს ამ დარღვევით სამეწარმეო
საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის (მათ შორის, მიუღებელი
შემოსავლის) ანაზღაურება. სამეწარმეო საზოგადოებას შეუძლია
დამრღვევს ზიანის ანაზღაურების ნაცვლად მოსთხოვოს საკუთარი
ან მესამე პირის სახელით დადებული გარიგებიდან დამრღვევის
მიერ მიღებული სარგებლის სამეწარმეო საზოგადოებისთვის
გადაცემა ან ამგვარი სარგებლის მიღების უფლების დათმობა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის
უფლების გამოყენება შეუძლია ხელმძღვანელ ორგანოს,
სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო კანონით გათვალისწინებულ
შემთხვევაში − თითოეულ პარტნიორს.
მუხლი 55. სოლიდარული პასუხისმგებლობა
1. ვალდებულების რამდენიმე ხელმძღვანელი პირის მოქმედებით ან უმოქმედობით
შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი სამეწარმეო საზოგადოების წინაშე პასუხს
სოლიდარულად აგებენ.
2. საერთო კრებას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელმძღვანელი პირის მიერ
სამეწარმეო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის
თქმის ან მასთან მორიგების თაობაზე, თუ ამ გადაწყვეტილებას არ შეეწინააღმდეგებიან
ხმათა სულ მცირე 10 პროცენტის მესაკუთრე პარტნიორები. ხელმძღვანელი პირი ასევე
თავისუფლდება სამეწარმეო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების
ვალდებულებისგან, თუ იგი თავისი ქმედებით საერთო კრების გადაწყვეტილებას
ასრულებდა. ხელმძღვანელ პირს, რომლის სამეწარმეო საზოგადოებისთვის
მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან გათავისუფლების საკითხიც
განიხილება, ეკრძალება ამ საკითხზე კენჭისყრისას ხმის მიცემა.
3. წესდებით ან ხელმძღვანელ პირთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებით არ
შეიძლება გამოირიცხოს ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობა მის მიერ
ვალდებულების განზრახ შეუსრულებლობით საზოგადოებისთვის მიყენებული
ზიანისთვის.
• ვალდებულებების რამდენიმე ხელმძღვანელის მოქმედებით ან
უმოქმედობით დარღვევის შემთხვევაში, ისინი სოლიდარულად
აგებენ პასუხს სამეწარმეო საზოგადოების წინაშე.

• სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა კრებას შეუძლია,


მიიღოს გადაწყვეტილება ხელმძღვანელი პირის მიერ სამეწარმეო
საზოგადოებისთვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის
თქმის ან მასთან მორიგების თაობაზე, თუკი ამას არ
შეეწინააღმდეგებიან ხმათა სულ მცირე 10 პროცენტის მესაკუთრე
პარტნიორები.

• ხელმძღვანელი პირი ასევე თავისუფლდება სამეწარმეო
საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების
ვალდებულებისგან, თუ იგი თავისი ქმედებით ასრულებდა
პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებას. ხელმძღვანელ პირს,
რომლის მიერ სამეწარმეო საზოგადოებისათვის მიყენებული
ზიანის ანაზღაურებისაგან გათავისუფლების საკითხიც
განიხილება, ეკრძალება ამ საკითზე ხმის მიცემა.

• წესდებით ან სასამსახურო ხელშეკრულებით არ შეიძლება


გამოირიცხოს ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობა
ვალდებულების განზრახ დარღვევით სამეწარმეო
საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანისთვის.
• უნდა იყოს თუ არა აქციათა/წილების
ფლობის მინიმალური ზღვარი
დაწესებული როგორც დერივაციული
სარჩელის აღძვრის წინაპირობა ?
სპეციალური ზიანი / Special Injury
• პიდაპირია თუ დერივაციულია სარჩელი, ამ
კითხვაზე პასუხის გასაცემად, პასუხი უნდა
გაეცეს კითხვებს:
• ვის მიადგა სავარაუდო ზიანი - კორპორაციას
თუ მოსარჩელე აქციონერებს
ინდივიდუალურად - და
• ვინ მიიღებს სარგებელს ზიანის
ანაზღაურებით ან გამოსწორების სხვა
საშუალებით?
დერივაციული სარჩელის დანიშნულება

• მათთვის, ვისაც მიაჩნია რომ დერივაციული


სარჩელი წარმოადგენს
სამართალწარმოების ერთ-ერთ ფორმას,
უნდა ითქვას რომ ეს ასე არ არის. მაშინ
როდესაც დირექტორთა მხრიდან
ვალდებულების მნიშვნელოვანი
დარღვევის საფრთხე ან ეჭვი არსებობს,
დერივაციული სარჩელი წარმოადგენს
დირექტორთა კორპორაციული
ანგარიშვალდებულების მექანიზმს.
დერივაციული სარჩელის დანიშნულება

• ამერიკის სამართლის ინსტიტუტის


(American law Institute-ALI) მიერ
აღიარებულია, რომ დერივაციული
სარჩელის დანიშნულება უფრო
გრძელვადიან პერსპექტივაში
აქციონერთა ინტერესის დაცვაა, ვიდრე
კონკრეტულ შემთხვევაში ზიანიას
ანაზღაურების მიღება.
1. სარჩელის აღძვრის შედეგად საჯარო ხდება ინფორმაცია,
რომელიც კომპანიის იმიჯზე უარყოფითად აისახება
აღნიშნული ფაქტი კი ინვესტიციების მოზიდვას აფერხებს.
საერთო ჯამში შესაძლოა სამართალწორმოება არც ღირდეს იმ
დანაკარგად რასაც კომპანია განიცდის.

2. უცნობია როგორ დამთავრდება სამართალწარმოება


(სასამართლოს დარწმუნება დირექტორის მიერ ვალდებულების
დარღვევის ფაქტის არსებობაში საკმაოდ რთულია სხვადასხვა
გარემობათა გამო) და გამოვა თუ არა გამარჯვებული კომპანია ამ
პროცესიდან, არადა ზემოაღნიშნული უარყოფითი შედეგები
ამის მიუხედავდა უკვე ცალსახად სახეზე იქნება.

3. სასამართლო პროცესის წარმატებით დასრულების


შემთხვევაშიც კი შესაძლებელია, რომ მოპასუხე დირექტორს
უბრალოდ არ ქონდეს შესაძლებლობა (ფინანსური რესურსი)
აანაზღაუროს ზიანი რაც კომპანიას მიადგა მისი ქმედების გამო.
შედეგად სახეზეა გადაწყვეტილება რომელიც ვერ აღსრულდება,
კომპანია ვერ იღებს თანხას და ამის პარალელურად ის
უარყოფითი შედეგები რაც სასამართლო განხილვას ახლავს თან
სახეზეა.
4. დირექტორთა წინააღმდეგ სამართალწარმოების შესაძლებლობის
გაზრდილმა რისკებმა შესაძლოა გამოიწვიოს ამ პოზიციის
დაკევებისაგან თავის შეკავების სურვილი, რაც კომპანიის ხარჯებს
გაზრდის, ვინაიდან ვინც დაეთანხმება დაიკავოს დირექტორის
პოზიცია, მოითხოვს დიდ ანაზრაურებას დიდი რისკების
პროპორციულად.

5. როგორც აღინიშნა უმცირესობაში მყოფ აქციონერს აქვს უფლება


აღძრას დერივაციული სარჩელი, რაც ქმნის საშიშროებას, რომ ამ
უკანასკნელმა სულაც არ გაითვალისწინოს მთლიანდ კომპანიის
ინტერსები გრძელვადიან პერსპექტივაში, იმის გამო რომ მისი წილი
არც თუ ისე დიდია.

6. მნიშვნელოვან არგუმენტს დერივაციული სარჩელის წინააღმდეგ


წარმოადგენს ის გარემოება, რომ ამგვარი სარჩელის შესაძლებლობა
დირექტორს უკლავს სურვილს გამოიჩინოს ინიციატივა და მიიღოს
სარისკო გადაწვეტილება კომპანიის მართვის პროცესში, არადა
ბიზნეს საქმიანობაში რისკი და მოგების მაღალი პროცენტული
მაჩვენებელი ხშირად პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია
ერთმანეთთან.
7. ცალსახად უნდა ითქვას, რომ
სამართლაწარმოება არ წარმოადგენს
დირექტორატის გადაწყვეტილებისა და
საქმიანობის შეფასების ეფექტურ მექანიზმს.

8. პირადი პასუხისმგებობის გამორიცხვის


მიზნით შესაძლოა დირქტორთა მიერ
დაქირავებულ იქნეს ექსპერტთა უფრო
ფართო წრე, მეტი თანამშრომელი და მეტი
დრო მოანდომოს მან გადაწყვეტილების
მიღებას, რაც ცხადია გაზრდის კომპანიის
ხარჯებს და აისახება მისი საქმიანობის
ეფექტურობაზე.
დასკვნა
• დერივაციული სარჩელის აღძვრის უფლება აქვთ
როგორც საზოგადოებას ასევე სს -ის პარტნიორებს

• დერივაციული სარჩელი არის გამონაკლისი


სათანადო მოსარჩელის წესიდან, რადგან სათანადო
მოსარჩელე ამ დროს არის კომპანია, თუმცა მისი
მოთხოვნების დაყენება ხდება პარტნიორის ან
კრედიტორის (უცხოური პრაქტიკით
კრედიტორებიც) მიერ.

• განსხვავებით პირდაპირი სარჩელისგან,


დერივაციული სარჩელის წარმატების შემთხვევაში,
მოგებული თანხა მიდის არა უშუალოდ
მოსარჩელესთან არამედ კომპანიის ხაზინაში.
ხანდაზმულობა
თავი X. ხანდაზმულობა და შეცილება. გასაჩივრების უფლებამოსილება და
ვადები

მუხლი 92. ხანდაზმულობისა და შეცილების ვადები


1. ამ კანონით მოწესრიგებული სამართლებრივი
ურთიერთობებიდან გამომდინარე მოთხოვნათა
ხანდაზმულობის ზოგადი ვადაა 5 წელი. შესაბამის
შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის 128-ე−146-ე მუხლები.
2. ამ კანონის მიხედვით, შეცილების ზოგადი ვადაა 6
თვე, რომელიც აითვლება იმ მომენტიდან, როდესაც
შეცილების უფლების მქონე პირმა გაიგო ან უნდა გაეგო
შეცილების უფლების შესახებ.
93-ე მუხლით განისაზღვრება პარტნიორთა კრების, სამეთვალყურეო
საბჭოსა და დირექტორის გადაწყვეტილებების გასაჩივრების
უფლების მქონე სუბიექტები და ვადები.
პარტნიორთა კრების, სამეთვალყურეო საბჭოს და ხელმძღვანელი
ორგანოს/ ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილების საცილოობის
საფუძველია კანონმდებლობის ან წესდების მოთხოვნების
დარღვევა.
ამასთანავე, დაუშვებელია გადაწყვეტილების ბათილობა, თუ
დარღვევა არაარსებითია, რათა სიკეთეებს შორის კონფლიქტისას
უპირატესობა არ მიენიჭოს მცირე დარღვევას იმგვარად, რომ
საფრთხე შეექმნას საერთო კრების გადაწყვეტილებების
საბოლოობასა და სანდოობას.

წინამდებარე მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებში დეტალურადაა


განსაზღვრული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე
სუბიექტთა ჩამონათვალი
მუხლი 93. საერთო კრების, სამეთვალყურეო საბჭოს,
ხელმძღვანელი ორგანოს/ხელმძღვანელი პირის
გადაწყვეტილების შეცილების/გასაჩივრების
უფლებამოსილება და ვადები
1. საერთო კრების, სამეთვალყურეო საბჭოს, ხელმძღვანელი
ორგანოს/ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება საცილოა და
შეიძლება გასაჩივრდეს, თუ ის არღვევს საქართველოს
კანონმდებლობის ან წესდების მოთხოვნებს. ამ
გადაწყვეტილების ბათილად ცნობა დაუშვებელია, თუ
დარღვევა არაარსებითია.
2. საერთო კრების გადაწყვეტილების შეცილების უფლება აქვთ:
ა) საერთო კრების მონაწილე პარტნიორს, რომელიც ესწრებოდა
ამ კრებას და ხმა აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ
მისცა, ხოლო სააქციო საზოგადოების შემთხვევაში −
პარტნიორს, რომელმაც თავისი საწინააღმდეგო აზრი დამატებით
შეიტანა საერთო კრების ოქმში ან სასამართლოს წარუდგინა იმის
მტკიცებულებები, რომ მისი საწინააღმდეგო აზრი საერთო კრების
ოქმში დაუსაბუთებლად არ იქნა შეტანილი;
ხანდაზმულობა
ბ) პარტნიორს, რომელიც საერთო კრებას არ დასწრებია, თუ მას
სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ეთქვა უარი ამ კრებაზე
დაშვებაზე, ან კრება დადგენილი წესების დარღვევით იქნა მოწვეული,
ან/და საკითხი, რომელზედაც აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა
მიღებული, დღის წესრიგში შეტანილი არ ყოფილა;
გ) ხელმძღვანელ ორგანოს;
დ) ხელმძღვანელი ორგანოს წევრს, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს
წევრს, თუ აღნიშნული გადაწყვეტილება მას ვალდებულებას აკისრებს ან
უფლებას უზღუდავს.
3. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების შეცილების უფლება აქვთ
პარტნიორს და ხელმძღვანელ ორგანოს/ხელმძღვანელ პირს, აგრეთვე
სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, თუ ეს გადაწყვეტილება მას
ვალდებულებას აკისრებს ან უფლებას უზღუდავს.
4. ხელმძღვანელი ორგანოს/ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილების
შეცილების უფლება აქვთ პარტნიორს და სამეთვალყურეო საბჭოს,
აგრეთვე სხვა ხელმძღვანელ პირს, თუ ეს გადაწყვეტილება მას
ვალდებულებას აკისრებს ან უფლებას უზღუდავს და შემცილებელ პირს
მხარი არ დაუჭერია ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის.
ხანდაზმულობა
მუხლები:
•50(3), 54(3,4), 55, 222

•92, 93

You might also like