You are on page 1of 3

საწარმოთა ლიკვიდაცია

სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაცია _ საზოგადოების დაშლისა და


ვალდებულებებისაგან განთავისუფლების რთული პროცესი, რომელიც
მიმართულია საზოგადოების უფლებაუნარიანობის, მისი არსებობის
შეწყვეტისაკენ.

ლიკვიდაციის საფუძვლები:

• პარტნიორთა გადაწყვეტილება (მიიღება პარტნიორთა საერთო


კრებაზე)

• იმ ვადის გასვლა, რა ვადითაც საზოგადოება შეიქმნა

• საწარმოს გაკოტრება

• საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლა (ძირითადად, პერსონალურ


საზოგადოებებში)

• სასამართლოს გადაწყვეტილება

• სასამართლოს განაჩენი

• მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციის ხარვეზის


დადგენა

• წესდებით გათვალისწინებული შემთხვევა

ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობა


(პარტნიორთა გადაწყვეტილების მაგალითზე):
I. პარატნიორთა კრებაზე მიიღება გადაწყვეტილება საზოგადოების
ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ. განისაზღვრება პირი,
რომელიც ახორციელებს საწარმოს ლიკვიდაციას (ლიკვიდატორი).
II. აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა დარეგისტრირდეს სამეწარმეო
რეესტრში. მარეგისტრირებელ ორგანოს იმავდროულად უნდა
წერედგინოს ინფორმაცია, რომელშიც მითითებული იქნება
საწარმოს ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების ვადები.
მარეგისტრირებელი ორგანო ამ ინფორმაციას უგზავნის
შემოსავლების სამსახურს, რათა მან საგადასახადო ვალდებულების
არსებობის შემთხვევაში შესაბამისი ზომები მიიღოს.
III. საწარმომ მის ყველა ცნობილ კრედიტორს უნდა გაუგზავნოს
წერილობითი შეტყობინება ლიკვიდაციის პროცესის დაწყების
შესახებ, რომელშიც უნდა აღინიშნოს კრედიტორთა
დაკმაყოფილების ვადები. საწარმოს შეუძლია აღნიშნული
დაზუსტებული სია გამოაქვეყნოს პერიოდულ გამოცემაში ან
მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში.
IV. საწარმომ უნდა დაიწყოს საწარმოს ქონების რეალიზაცია და ამის
შედეგად მიღებული თანხა განათავსოს სასამართლოს ან
ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე, ხოლო სახელმწიფოს 50%-
ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილმა საწარმომ _
საწარმოს ანგარიშზე.
V. კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესის დასრულების შემდეგ
მიიღება გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის დასრულების
შესახებ, რომელიც წარედგინება მარეგისტრირებელ ორგანოს.
აღნიშნული გადაწყვეტილება საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების
საფუძველია
VI. საწარმოს ლიკვიდაციის დასრულების რეგისტრაციიდან 3 თვის
განმავლობაში პარტნიორებს არ აქვთ უფლება გაინაწილონ
საწარმოს დარჩენილი ქონება. ეს ვადა დადგენილია საწარმოს
კრედიტორების დასაკმაყოფილებლად.

ლიკვიდაციის სამართლებრივი შედეგი - უფლებამონაცვლეობა არ დგება


ლიკვიდაციის შედეგად საზოგადოება წყვეტს არსებობას, ისე, რომ მას არ
რჩება უფლებამონაცვლე, რაც ნიშნავს იმას, რომ ლიკვიდირებული
საზოგადოება მის ვალდებულებებზე კრედიტორების წინაშე პასუხს
აღარ აგებს.
უფლებამონაცვლეობა – სამეწარმეო საზოგადოების უფლებებისა და
მოვალეობის მემკვიდრეობით გადასვლა სხვა საზოგადოებაზე.

ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები:


 პირადი განცხადება
 გარდაცვალება
 შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება
 უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება
 გარდაცვლილად გამოცხადება
 მხარდაჭერის დანიშვნა

 საკითხავი მასალა:
• მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარი ჭანტურია, ლადო. ; ნინიძე,
თედო. გვერდი: 175-183
• სამეწარმეო სამართალი ქოქრაშვილი, ქეთევან გვერდი: 131-135
• სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება ლაზარაშვილი,
ლ. გვერდი: 167-178
• საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ, მუხლი: 14, 141, 143
• კანონპროექტი მეწარმეთა შესახებ, მუხ.80-93

You might also like