You are on page 1of 3

სტუდენტის სახელი და გვარი: -----ხატია ლობჯანიძე-----

ქვიზის აღდგენა - (20 ქულა)

1) სავალდებულოა თუ არა სააქციო საზოგადოებას ყავდეს


სამეთვალყურეო საბჭო? თუ კი, მაშინ რა შემთხვევაში? (3 ქულა)

რა თქმა უნდა სავალდებულოა რომ სააქციო საზოგადოებას ჰყავდეს


სამეთვალყურეო საბჭო. პირველ რიგში ამ უკანასკნელის არსებობა
სავალდებულოა იმისატვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული აღნშნულ
სააქციოს აზოგადოებაში მიკერძოებული, არაკეთილსინდისიერი და მხოლოდ
და მხოლოდ საკუტარი ინტერესების სასარგებლოდ მკიღებული
გადაწყვეტილებები. გარდა ზემოთ აღნისნულისა საბჭოს ასევე შეუძლია
დირექტორთა მიერ ფუდიციური ვალდებულებების დარღვევის აღმოჩენა და
იგი ხელს უწყობს იმ ფაქტს, რომ აუქციონერთა საერთო კრების წინაშე არ იყოს
ანგარიშვალდებულებების დაბალი ხარისხი და არ დაზარალდეს აქციონერთა
ინტერესები.

1) შესაძლებელია თუ არა საქართველოში რეგისტრირებულმა შპს-მ


დაარეგისტრიროს მისი ფილიალი? თუ კი, მაშინ რა შემთხვევაში? (3 ქულა)

მეწარმეთა შესახებ კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილი არეგულირებს


აღნიშნულს და ამ მუხლის მიხედვით საწარმოს აქვს შესაძლებლობა დააარსოს
ფილიალი მხოლოდ მაშინ, თუ საწარმო არ გახლავთ იურიდიული პირი, ხოლო
სააქართველოში რეგისტრირებული საწარმოს ფილიალი რეგისტრაციას არ
ექვემდებარება.

2) საწარმოს რეორგანიზაციის რა ფორმებს იცნობს მეწარმეთა შესახებ კანონი და


ახსენი რას ნიშნავს თითოეული მათგანი? (5 ქულა)

მეწარმეთა შესახებ კანონის მე-144-ე მუხლი არეგულირებს საწარმოს


რეორგანიზაციის ფორმებს. საწარმოს რეორგანიზაციის ფორმებს წარმოადგენს:
გარდაქმნა(სამართლებრივი ფორმის ცვლილება), შერწყმა(გაერთიანება), გაყოფა.

გარდაქმნა ანუ სამართლებრივი ფორმის ცვლილება გულისხმობს იმას, რომ


პარტნიორებს აქვთ შესაძლებლობა ერთი სამართლებრივი ფორმის საწარმო
გარდაქმნან სხვა სამართლებრივი ფორმის საწარმოდ. აღნიშნულ შემთხვევაში, ანუ
თუ მოხდება საწარმოს სხვა სამართლებრივი ფორმის საწარმოდ გადაკეთება
პარტნიორთა უფლებამოისლებების განაწილება უნდა მოხდეს ხელახლა, ხოლო
იმისათვის, რომ სააქციო საზოგადოება გარდაიქმნას შეზრუდული
პასუხისმგებლობის საზოგადოებად ან შეზღუდული პასუხისმგებლობის სააქციო
საზოგადოებად, საჭიროა ხმის უფლების მქონე პარტნიორთა ხმების 75%, ხოლო
დანარჩენ შემთხვევებში გადაწყვეტილება მიღება ერთხმად.

რაც შეეხება შერწყმას ის გულისხმობს საწარმოტა გაერთიანებას და თუ სხვა რამ არ


არის გათვალისწინებული კანონით, სააქციო საზოგადოებაშ, შეზღუდული
პასუხისმგებლობის საზოგადეოებასა და კოოპერატივში იმისათვის რომ შერწყმის
თაობაზე მოხდეს გადაწყვეტილების მირება სავალდებულოა ხმის უფოლების მქონე
პარტნიორთა ხმების მინიმუმ 75% და აუცილებლად უნდა დაკონკრეტდეს ერთი
საწარმო უერთდება მეორეს თუ ორი საწარმო ერთიანდება და წარმოქმნის ახალ
საწარმოს შერწყმის შემდეგ უნდა განისაზღვროს პარტნიორთა უფლება-
მოვალეობები.

და ბოლოს, რაც შეეხება გაყოფას, საწარმოები შესალებელია გაიყოს ორ ან მეტ


საწარმოდ და გააგრძელონ საქმიანობა როგოც დამოუკიდებელმა საწამოებმა. მას
შემდეგ, რაც მოხდება საწარმოს გაყოფა, გაყოფის შედეგად წარმოქმნილ ახალ
საწარმოში იცვლება ადრინდელი პარტნიორების წილობრივი მონაწილეობა.

3) როგორ ხდება სააქციო საზოგადოებაში აქციათა რეესტრის წარმოება? (3 ქულა)

პირველ რიგში განვმარტავ თუ რას ნიშნავს სააქციო საზოგადოება. სააქციო საზოგადოება


გახლავთ საზოგადოება, რომლის კაპიტალიც წესდებით დაყოფილია განსაზღვრული
კლასისა და რაოდენობის აქციებად. ახლა რაც შეეხება სააქციო საზოგადოებაშ აქციათა
რეესტრის წარმოებას. მოგეხსენებატ, რომ აქციონერის საკუტრების უფლება აქციაზე
დასტურდება სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრში. თუ სააქციო საზოგადოებაში
აქციონერთა რაოდენობა აჭარბებს 50-ს, მაშინ ეს საზოგადოება ვალდებულია აციატა
რეესტრი აწარმოოს დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით ხელშეკრულების
საფუძველზე. ხოლო თუ რაოდენობა 50 ან მასზე ნაკლებია სააქციო საზოგადოება რეესტრს
აწარმოებს დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობიტ ან თვითონ, გარდა „ფასიანი
ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული
საქარმოსი.

4) ახსენით რას ნიშნავს დირექტორის ერთგულების მოვალეობა (1),


გულისხმიერების მოვალეობა (2) და ხელმძღვანელთა ინტერესთა კონფლიქტი? (6
ქულა)

დირექტორის ერთგულების მოვალეობა არის საწარმოს უპირატესი ინტერესი, ვინაიდან ის


მოიცავს როგორც დირექტორის ვალდებულებას განახორციელოს ქმედებები საწარმოდ
ინტერესების დასაცავად, ისე მის თავშეკავებას ისეთი ქმედებებისაგან რაც დააზიანებს
საწარმოს მინტერესებს.

რაც შეეხება გულისხმიერების მოვალეობას ის გულისხმობს დირექქტორის მოვალეობას


იქმოქმედოს როგორც კეთილსინდისიერმა ხელმძღვანელმა, ანუ განახორციელოს ქმედებები,
რომლებიც გონივრულად მოეთხოვება ყველა საღად მოაზროვნე პიროვნებას.

და ბოლოს, რაც შეეხება ინტერესთა კონფლიქტს, ის სახეზე გვაქვს თუ ხელმძღვანელი პირი


გახლავთ გარიგების მხარე, გარიგების მიმართ მნიშვნელოვანი ინტერესი არ აქვს ან იცის,
რომ მასთან დაკავშირებულ პირი არის გარიგების მონაწილე.

You might also like