You are on page 1of 9

მარიამ ქლიბაძე ბიზნესის სამართალი (6)

სააქციო საზოგადოება
(კერძო სამართლის იურიდიული პირი)

კოლმეურნეობა - კოოპერატივი

საწარმოები - სააქციო საზოგადოება

კერძო სამართლის იურიდიული პირი - პირები, რომლებიც კერძო ურთიერთობაში


გამოდიან და რასაც მოილაპარაკებენ მასე იქნება, ვერავინ შეეხება.

საჯარო სამართლის (სისხლის სამართლის კოდექსი, საგადასახადო..) იურიდიული პირი


- სადაც კერძო გარიგებით საკითხის დარეგულირება შეუძლებელია. მაგალითად,
შემოსავლების სამსახური, შეთანხმებით ვერ გადაიწყვიტება საკითხი.

სააქციო საზოგადოებაში წილები დაყოფილია აქციებად. ეს არის საზოგადოება, სადაც


პარტნიორებს აქვთ წილები და ამ წილებს ეწოდებათ აქცია.

სააქციო საზოგადოების პასუხისმგებლობა მესამე პირებთან - სააქციო საზოგადოება


პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით. აქციონერის პასუხისმგებლობა შემოისაზღვრება
მხოლოდ თავისი შენატანით.

სააქციო საზოგადოების კაპიტალი მისი დაფუძნებისას შეიძლება იყოს ნებისმიერი.

აქცია არის არამატერიალიზებული სახელობითი ფასიანი ქაღალდი. მატერიალური


ფორმით აქციის გამოშვება აკრძალულია (ვერც წესდებით ვერ დავარეგულირებთ).
სახელობითი - სააქციო საზოგადოება 406 – 5 ცალი, მერაბ ნარმანია. აქციონერი შეიძლება
იყოს როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირი.

აქციის ნომინალური ღირებულება შეიძლება გამოიხატოს აქციის პირველადი


განთავსებისას. პირველადი განთავსება - იგივე პირველად გამოშვება. ანუ ბაზარზე
პირველად რომ გამოდის აქცია. აქციათა განთავსებას ახორციელებს დირექტორი, ან სხვა
უფლებამოსილი პირი/ორგანო.

როგორ ვამტკიცებთ აქციაზე საკუთრების უფლებას?


ჩვენი საკუთრების უფლება მტკიცდება ამონაწერით.

• თუ პარტნიორთა რაოდენობა არის 50 ან მასზე ნაკლები, მაშინ სააქციო


საზოგადოებას შეუძლია თვითონ აწარმოოს ჩანაწერები (ანუ აქციების ვის
ეკუთვნის ეგ ჩანაწერები) და გასცეს ამონაწერი. ეს ჩანაწერები უნდა იყოს
წესდებაში. ამონაწერის გაცემის შესაბამისი უფლებამოსილი პირი არის
დირექტორი ან სამეთვალყურეო საბჭო.
• თუ პარტნიორთა რაოდენობა 50ზე მეტია მაშინ სავალდებულოა, რომ სააქციო
საზოგადოების ჩანაწერები აწარმოოს დამოუკიდებელმა რეგისტრატორმა.
მარიამ ქლიბაძე ბიზნესის სამართალი (6)

დამოუკიდებელი რეგისტრატორი სამართლებრივი სუბიექტია, რომლის


ერთადერთი მოვალეობაა ჩანაწერების გაკეთება. თუ პარტნიორთა რაოდენობა 50
ან მასზე ნაკლებია მაშინაც შეგვიძლია, რომ ჩანაწერები დამოუკიდებელ
რეგისტრატორს გავაკეთებინოთ (თუმცა სავალდებულო არ არის).

აქციონერების რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა თუ თქვენ ხართ ანგარიშვალდებული


საწარმო (აქციონერთა რაოდენობა 100ზე მეტია, კაპიტალი 100მილიონია, თუ თქვენი აქციები
სავაჭროდ არის დაშვებული ბირჟაზე). ამ შემთხვევაში აუცილებლად საჭიროა
დამოუკიდებელი რეგისტრატორი.

აქცია შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ან პრივილეგირებული


ჩვეულებრივი აქცია - ხმის უფლების მქონე აქცია. 1 აქცია = 1 ხმა.

პრივილეგირებული აქცია - არ აქვს ხმის უფლება, თუმცა საზოგადოების მიერ მოგების


მიღების დროს პირველად პრივილეგირებული აქციის დივიდენდები უნდა იქნეს
გასტუმრებული.

გარდა ამ აქციების, საზოგადოებამ შეიძლება გამოუშვას ნებისმიერი სახის აქცია.


იმპერატიული მოთხოვნა: ერთი კლასის აქციებს უნდა ჰქონდეთ ზუსტად ერთნაირი
უფლებები და მოვალეობები. ამ კლასის აქციების უფლებები და მოვალეობები აქციების
განთავსებამდე უნდა იყოს ცნობილი და წესდებაში ჩაწერილი.

დივიდენდის უცილობლად შეპირება ბათილია!

სააქციო საზოგადოებას შეუძლია კანონით დადგენილი წესით გამოუშვას აქციებში


კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდები. აქციებში კონვერტირებადი ფასიანი
ქაღალდების გამოშვება შეიძლება კაპიტალის გაზრდით.

არ შეიძლება აქციონერებს მიეცეთ სხვა საზღაური, გარდა საზოგადოების


დივიდენდებისა. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში აქციონერი, რომელმაც ეს საზღაური
მიიღო, ვალდებულია უკან დააბრუნოს იგი ან ფულადი სახით აანაზღაუროს წარმოშობილი
ქონებრივი ზარალი.

დირექტორები და სამეთვალყურეო საბჭო ამ პრინციპის დარღვევისათვის საზოგადოების


წინაშე პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.

აქციონერის უფლებები და მოვალეობები


აქციონერის ერთადერთი მოვალეობა არის შესატანის შეტანა. შენატანი შეიძლება იყოს
არაფულადი ფორმითაც. ნებისმიერ აქციონერს აქვს უფლება მოსთხოვოს კომპანიას მესამე
პირების მიმართ დავალიანების დაფარვა.

აქციონერისთვის სხვა მოვალეობის დაკისრება არის ბათილი. როგორც კომპანიის


აქციონერს ვერაფერს დავაკისრებთ, თუმცა ის შეიძლება ჩვენთანაც მუშაობდეს. ერთი პირის
საწარმო შეიძლება იყოს შპს და სააქციო საზოგადოება.
მარიამ ქლიბაძე ბიზნესის სამართალი (6)

5% წილის მფლობელ აქციონერებს შეუძლიათ მოითხოვონ კომპანიის მთლიანი წლიური


ბალანსის სპეციალური შემოწმება, ასევე მას უფლება აქვს კომპანიის სახელით
დადებული/დასადები ნებისმიერი გარიგების ასლების მოთხოვნა.

დომინანტი აქციონერი - ის აქციონერი ან აქციონერთა ჯგუფი, რომელთაც ამ კომპანიაში


გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ, ან გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენა. თუ ეს
პირები, რომელთაც გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ, განზრახ აყენებენ ზიანს
საზოგადოებას, მაშინ ისინი პასუხს აგებენ მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და
უშუალოდ.

სააქციო საზოგადოების მოვალეობა


ჩვენ, როგორც აქციონერებს, საზოგადოების მიერ აქციებით კიდევ გამოშვებისას ჩვენ
გვაქვს წილის უპირატესი შესყიდვის უფლება, ჩვენი წილის პროპორციულად (მაგ. 10% თუ
მაქვს დამატებით გამოშვებული აქციების 10% შეგვიძლია ვიყიდოთ). თუმცა ამ უფლების
გაუქმება შესაძლებელია (წესდებითაც შეიძლება გავაუქმოთ). ასეთი უფლება არ მოქმედებს:

1. იმ აქციების მიმართ, რომელიც გამოშვებულია ანაზღაურების მიღების მიზნით, ანუ


კომპანია ხელფასს რო ვერ გიხდის და მაშინ რო გადმოგცემს აქციებს, როგორც
კომპენსაციას მაშინ; თუ ამ მიზნით გამოშვებული აქციები დანიშნულებისამებრ არ
იქნა გამოყენებული, მათზე ვრცელდება აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლება;
2. არაფულადი შენატანის სანაცვლოდ გამოშვებული აქციების მიმართ;
3. გამოსყიდული საკუთარი აქციების მიმართ (გამოისყიდა აქციები კომპანიამ და მერე
ისევ განათავსა).

თუ 1% ან მეტის მფლობელი ხართ მაშინ კომპანია ვალდებულია თქვენთან წილის


უპირატესი შესყიდვის უფლებასთან დაკავშირებით გამოაგზავნოს დაზღვეული
შეტყობინება. თუ 1%ზე ნაკლების მფლობელი ხართ მაშინ მაცნეზე აიტვირთება შეტყობინება
და თვითონ თქვენ ხართ ვალდებული, მაცნეზე შეხვიდეთ და ნახოთ (თუმცა შეუძლიათ
დაზღვეული წერილიც გამოგიგზავნონ). ამ უფლების გამოყენებისთვის კომპანიამ
აქციონერებს სულ მცირე 10 დღე უნდა მისცეს.

საზოგადოების მიერ აქციათა გამოსყიდვა


არსებობს შემთხვევები რა დროსაც შემიძლია მე, როგორც აქციონერმა კომპანიას
საკუთარი აქციების გამოსყიდვა მოვთხოვო:

1. თუ მომინდა წესდებაში, აქციების განთავსებამდე დაწერილი აქციონერთა უფლება-


მოვალეობების შეცვლა მაშინ, ამ კლასის აქციების მფლობელების 75%მა გადაწყვიტა ამ
უფლება- მოვალეობების შეცვლა, მაშინ მე, როგორც აქციის მფლობელს უფლება მაქვს
სააქციო საზოგადოებას მოვთხოვო აქციების გამოსყიდვა;
2. თუ კომპანიაში დაიწყო რეორგანიზაცია.

როდის არ აქვს პარტნიორს აქციების გამოსყიდვის უფლება?


მარიამ ქლიბაძე ბიზნესის სამართალი (6)

1. როდესაც აქციონერს სრულად არ აქვს ამ აქციების შესაბამისი შესატანი შეტანილი. რაც


მაქვს შეტანილი თანხა, მხოლოდ იმ ფარგლებში მაქვს გამოსყიდვის მოთხოვნის
უფლება;
2. როდესაც აქციონერმა აქციები შეიძინა საზოგადოების მიერ შეტყობინების გაგზავნის
მერე. (მაგ. რეორგანიზაციის დაწყებისას რომ აგზავნიან შეტყობინებას).

თუ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული


ანგარიშვალდებული საწარმო, რომლის ფასიანი ქაღალდები დაშვებულია სავაჭროდ
საფონდო ბირჟაზე, ფლობს სხვა საწარმოს აქციების 50%-ს ან 50%-ზე მეტს, ასეთ
შვილობილ საწარმოს არ აქვს აღნიშნული ანგარიშვალდებული საწარმოს აქციების
შესყიდვის უფლება.
აქციების გამოსყიდვის ფასი
ეს არ არის აქციის ნომინალური ღირებულება. ეს ფასი არის შეტყობინების გამოგზავნის
წინა დღეს დაფიქსირებული ფასი. თუ ასეთი ფასის დადგენა შეუძლებელია, ან ბაზარი
იმდენად არასტაბილურია რომ ფასი აქეთ- იქით დახტის ამ შემთხვევაში, დირექტორებს ან
სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს თვითონ განსაზღვროს აქციის ფასი და ამის შესახებ
შეტყობინება გამოაგზავნოს (თავისი ახსნით, თუ რატომ უნდათ ამ ფასად შენგან შეძენა
[სავალდებულოა ახსნა]). თუმცა შესაძლებელია ამის წესდებით დაკმაყოფილება, ან
სასამართლოში წასვლა და ჩივილი იმის შესახებ, რომ ჩემი აქცია იმაზე ნაკლებად შეფასდა
ვიდრე რეალურად ის ღირდა.

როდის არ დაიშვება აქციების გამოსყიდვა? (ანუ როდის გეუბნება კომპანია უარს აქციების
შენგან გამოსყიდვაზე)

თუ აქციების გამოსყიდვის ფასი კომპანიის კაპიტალის 25%ს აღემატება. ამ 25% იანი


ბარიერის არ დაცვა შესაძლებელია თუ:

• ვინც უნდა გამოისყიდოს ის კომპანია არის გადახდის უუნარობის რეჟიმში;


• ასეთი ანაზღაურების მიცემით კომპანია შეიძლება დადგეს გადახდისუუნარობის
საფრთხის წინაშე. გადახდისუუნარობის ვადა შეიძლება იყოს 1 წელი მაქსიმუმ. ანუ
კომპანიამ შემიძლია მითხრას, რომ ვერ გამოვისყიდი, რადგან 1 წელში
გადახდისუუნარო გავხდები მაგის გამოო.

თუ გამოსასყიდია კაპიტალის ოდენობის 25%ზე მეტი მაშინ, თუ ისინი გამოსყიდული


უნდა იქნეს სხვადასხვა გამყიდველისაგან პროპორციულ საფუძველზე.

სავალდებულო სატენდერო შეთავაზება

თუ აქციონერებს ან ერთად მოქმედ აქციონერთა ჯგუფს, წარმოექმნათ კომპანიის 50%ზე


მეტი წილი მაშინ ისინი ვალდებული არიან ამ ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს 45 დღისა,
სავალდებულო სატენდერო შეთავაზება გაუკეთონ ყველა აქციონერს, ანუ ვალდებულება
აქვთ, რომ ყველა სხვა აქციონერს შესთავაზონ აქციების გამოსყიდვა.
მარიამ ქლიბაძე ბიზნესის სამართალი (6)

ამ შემთხვევაში გამოსასყიდი ფასი დგინდება:

ამ პირმა, რომელმაც უნდა გამოისყიდოს აქცია, ვალდებულია დაიქირავოს ნეიტრალური


პირი (ბროკერი, საბროკერო კომპანია, აუდიტორი, საუდიტორიო კომპანია) და მას
შეაფასებინოს ეს აქცია. ეს ნეიტრალური პირი, აქციის არასწორად შეფასებისას, პასუხს აგებენ
მთელი თავისი ქონებით.

შეთავაზებული გამოსასყიდი ფასი თითოეული კლასის აქციისათვის არ უნდა იყოს


იმ უმაღლეს ფასზე ნაკლები, რომელიც გამოსყიდვის განმახორციელებელმა აქციონერმა
ბოლო 6 თვის განმავლობაში გადაიხადა საზოგადოების ამ კლასის აქციაში.

სანამ სავალდებულო სატენდერო შეთავაზება არ დასრულდება მანამდე ის პირი,


რომელიც აქციების უმრავლესობას ფლობს, შეზღუდული აქვს ხმის უფლება (იმიტომ რომ
რეალურად არვიცით ჯერ რამდენი ხმის უფლება აქვს).

აქციის ბენეფიციარი მესაკუთრე - როცა დე იურე რაღაცას ფლობ, მაგრამ დე ფაქტოდ


ვიღაცა სხვა არის მესაკუთრედ გაფორმებული. ეს ბენეფიციარი მესაკუთრეა ვალდებული
რომ შეტყობინება გამოაგზავნოს და არა დე ფაქტოდ გაფორმებული მესაკუთრე.

აქციათა სავალდებულო მიყიდვა - squeeze out


თუ კომპანიაში გაქვთ ხმების 95% მაშინ თქვენ უფლება გაქვთ, სხვა აქციონერებს აქციების
სავალდებულოდ მოყიდვა მოსთხოვოთ (ანუ სხვები ვალდებული არიან მოგყიდონ).

რა ფასად უნდა მიყიდონ აქცია?

აქციის ფასი არ შეიძლება იყოს იმაზე ნაკლები ვიდრე ბოლო 6 თვის განმავლობაში
დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასი.

აქციებს ვერ ვიყიდი თუ სასამართლოში არ მივალ და არ ვიტყვი, რომ აქციების 95%ს


ვფლობ და მზად ვარ დანარჩენი 5%იც რაღაც ფასად შევიძინო. სასამართლო იღებს
გადაწყვეტილებას როგორც გამოსყიდვასთან, ისე ფასთან დაკავშირებით. თუ ბოლო 6 თვის
განმავლობაში აქციის ფასი უცნობია მაშინაც სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ფასთან
დაკავშირებით. მას შეუძლია დაიქირაოს საბროკერო კომპანია ან აუდიტი და იმას
შეაფასებინოს ეს აქცია. როცა აქციების მყიდველს აქვს რაღაცის უფლება, ყოველ ჯერზე
მყიდველი ანაზღაურებს ყველა ხარჯს (კრების ჩატარების, აუდიტი და ა.შ).

სასამართლოს გადაწყვეტილებით მე შემიძლია მივიდე დამოუკიდებელ


რეგისტრატორთან და აქციები გადმოვიფორმო. და ამ აქციებში გადახდილ თანხას ბანკში
გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე ვდებ. ვინც მოაკითხავს მიიღებს თანხას თუ არადა ეს თანხა
(არ გამოჩენიდან 3 წლის შემდეგ) გადადის ეროვნულ ბანკში „მოუკითხავი ანაბრების
ანგარიშზე“.
მარიამ ქლიბაძე ბიზნესის სამართალი (6)

საერთო კრება (ეს ყველაზე მნიშვნელოვანია 😊 )


თუ სააქციო საზოგადოების წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ყოველწლიურად,
წლიური ბალანსის შედგენიდან 2 თვის ვადაში ტარდება მორიგი საერთო კრება,
რომელზედაც განიხილება წლიური შედეგები და დღის წესრიგის სხვა შესაძლო საკითხები.
სხვა შემთხვევებში ტარდება რიგგარეშე საერთო კრება დირექტორების ან სამეთვალყურეო
საბჭოს ან ამ კანონით განსაზღვრულ სხვა შემთხვევაში – აქციონერების მოთხოვნით.
სამეთვალყურეო საბჭო ადგენს საერთო კრების სააღრიცხვო დღეს, რომელიც არ შეიძლება
იყოს კრების მოწვევამდე 45 დღეზე ადრე და კრების მოწვევის გამოცხადების თარიღზე
გვიან. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებსაც
აქციაზე საკუთრების უფლება ჰქონდათ სააღრიცხვო დღისთვის.

საერთო კრების მოწვევა არ არის აუცილებელი თუ ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი


აქციონერი მიიღებს გადაწყვეტილებას განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. ეს
გადაწყვეტილება კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად. ამ
შემთხვევაში დანარჩენ აქციონერებს ეგზავნებათ შეტყობინება მიღებული გადაწყვეტილების
შესახებ. თუ ამ პუნქტში აღნიშნულ აქციათა რაოდენობას ფლობს ერთ აქციონერზე მეტი,
აქციონერთა საერთო კრების ჩატარება სავალდებულოა.

კრების მოწვევის ადგილი და პროცედურები

სააქციო საზოგადოების საერთო კრება მოიწვევა საზოგადოების იურიდიულ მისამართზე


ან საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერ სხვა ადგილზე, წესდებით განსაზღვრული
ორგანოს (სამეთვალყურეო საბჭო ან დირექტორები) მიერ, კრების მოწვევის შესახებ
შეტყობინების საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ საერთო-
სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებიდან ან
აქციონერებისათვის მოსაწვევის გაგზავნიდან 20 დღის შემდეგ. საერთო კრების მოწვევის
შესახებ შეტყობინებასთან ერთად უნდა გამოქვეყნდეს დღის წესრიგი და დირექტორებისა და
სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები გადაწყვეტილების მისაღებად. საერთო კრების
მოწვევის შესახებ შეტყობინებას უნდა დაერთოს იმ პროცედურის აღწერა, რომლის
მიხედვითაც კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს
კრებაში თავისი მონაწილეობის უფლება. სააქციო საზოგადოების ხმის უფლების მქონე
აქციათა არანაკლებ 1%-ის მფლობელებს საერთო კრებაზე მოსაწვევი დაზღვეული წერილით
ეგზავნებათ. ანგარიშვალდებული საწარმოს შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი
განსაზღვრავს, თუ 1%-ზე ნაკლები როგორი წილის მფლობელს უნდა გაეგზავნოს მოსაწვევი
ფოსტით.

აქციონერს შეუძლია წინასწარ მიიღოს კრებაში მონაწილეობის უფლებისა და მის


განკარგულებაში არსებულ ხმათა რაოდენობის დასტური. იგი კრების მუშაობაში
მონაწილეობს პირადობის მოწმობის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური
სამგზავრო დოკუმენტის და კრებაზე წარმოდგენილი აქციათა რეესტრის მონაცემების
საფუძველზე. დასაშვებია წარმომადგენლობა წერილობითი მინდობილობის საფუძველზე.
მარიამ ქლიბაძე ბიზნესის სამართალი (6)

საერთო კრების მუშაობას ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მისი


არყოფნისას – მოადგილე, მოადგილის არყოფნისას კი – ერთ-ერთი დირექტორი. მათი
არყოფნისას კრების თავმჯდომარეს ხმათა უბრალო უმრავლესობით ირჩევს საერთო კრება.

თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია,


თუ მასზე წარმოდგენილია ხმების ნახევარზე მეტის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). თუ
კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ვადაში
იმავე დღის წესრიგით, მოიწვევა ახალი კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ
მასზე წარმოდგენილია ხმების არანაკლებ 25%-ის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). თუ
კრება კვლავ არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ
ვადაში იმავე დღის წესრიგით, მოიწვევა ახალი კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანია
წარმოდგენილი ხმის მქონე პარტნიორის (პარტნიორების) რაოდენობის მიუხედავად.

საერთო კრების უფლებები

• წესდებაში ცვლილებების შეტანა;


• რეორგანიზაცია/ ლიკვიდაციაზე გადაწყვეტილების მიღება;
• უპირატესი შესყიდვის უფლების გაუქმება;
• დირექტორის ან/და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშების დამტკიცება
• სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა/ წევრების არჩევა
• აუდიტორების არჩევა
• დანარჩენი თუ გაინტერესებთ იხილეთ „მეწარმეთა შესახებ“ საქრთველოს
კანონის 54ე მუხლის მე6 პუნქტში.

რიგგარეშე კრების მოწვევა

ნებისმიერი კლასის აქციონერს შეუძლია მოიწვიოს რიგგარეშე კრება.

ნებისმიერი კლასის აქციების 5%-ის მფლობელ აქციონერებს ან აქციონერთა ჯგუფს


უფლება აქვთ, საწარმოს წესდებით განსაზღვრულ ორგანოს (სამეთვალყურეო საბჭოს ან
დირექტორებს) მოსთხოვონ საწარმოს აქციონერთა რიგგარეშე კრების ჩატარება. მოთხოვნა
წერილობით უნდა იქნეს წარდგენილი და შეიცავდეს დღის წესრიგის საკითხებს. ასეთ
შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭო ან დირექტორები ვალდებული არიან, წერილობითი
მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 3 თვისა ჩაატარონ საერთო კრება. სამეთვალყურეო
საბჭო ან დირექტორები, ნებისმიერი კლასის აქციების 5%-ის მფლობელი აქციონერები ან
აქციონერთა ჯგუფი (ამ მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად) უფლებამოსილი არიან შეიტანონ
დამატებები აქციონერთა მიერ წარმოდგენილ დღის წესრიგში. ნებისმიერი კლასის აქციების
5%-ის მფლობელ აქციონერებს ან აქციონერთა ჯგუფს რიგგარეშე კრების მოწვევის
მოთხოვნის დაყენების უფლება აქვთ ბოლო კრების ჩატარებიდან არა უადრეს 1 თვისა.

თუ პარტნიორი ან პარტნიორთა ჯგუფი მოითხოვს დირექტორის გადაყენებას, ამ


შემთხვევაში სხვა საკითხის განხილვა არის დაუშვებელი. ნებისმიერ პარტნიორს აქვს ასეთი
რამის მოთხოვნის უფლება. პირველ რიგში იგი შეტყობინებას უგზავნის თავად დირექტორს
მარიამ ქლიბაძე ბიზნესის სამართალი (6)

ან სამეთვალყურეო საბჭოს (პარტნიორთა კრებაზე უფლებამოსილ პირს), და სთხოვს, რომ


მოიწვიოს პარტნიორთა კრება. თუ 20 დღის განმავლობაში არ იქნება მოწვეული კრება, სადაც
მხოლოდ ერთადერთი საკითხი, დირექტორის გადაყენება იქნება განსახილველი, მაშინ
თავად ინიციატორს შეუძლია მოიწვიოს კრება, ანუ პარტნიორს შეუძლია დაზღვეული
წერილი გაუგზავნოს აქციონერებს და უთხრას რომ მოდით კრებაზეო. კრების მოწვევიდან
მომდევნო კრების მოწვევამდე 1 თვე უნდა იყოს გასული. კრება ტარდება წელიწადში
ერთხელ (წესით, ისევე როგორც შპსში, აქაც იმპერატიული მოთხოვნაა). თუ მაინც ვერ იქნა
მოწვეული კრება, მაშინ ინიციატორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და სასამართლო
მოიწვევს კრებას გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.

სამეთვალყურეო საბჭო
თუ საწარმო არის:

• ანგარიშვალდებული საწარმო, რომლის ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ არის


დაშვებული ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე;
• სააქციო საზოგადოება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არის ლიცენზირებული;
• ააქციო საზოგადოების აქციონერთა რაოდენობა 100-ს აღემატება,
მაშინ სავალდებულოა სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა არანაკლებ 3 და არაუმეტეს 21
წევრისაგან. ყველა სხვა შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა სავალდებულო არ არის.
სამეთვალყურეო საბჭოს ყოველ წევრს საერთო კრება ირჩევს 1 წლის ვადით.
ყოველ წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს გადადგეს. თუ წევრის გასვლიდან 6 თვის
განმავლობაში არ აირჩა სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრი, მაშინ სასამართლოს
საზოგადოების იურიდიული მისამართის მიხედვით შეუძლია ერთ-ერთი აქციონერის,
სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ან დირექტორის განაცხადით დანიშნოს ახალი წევრი, თუ
წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სამეთვალყურეო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი. წესდებით შეიძლება
განისაზღვროს, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (წევრები) იყოს ამ სააქციო
საზოგადოების დირექტორი (დირექტორები). სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო
საბჭოს თავმჯდომარე იმავდროულად არ შეიძლება იყოს ამ საზოგადოების დირექტორი.
გადაწყვეტილებაუნარიანობა
სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა სულ მცირე
ნახევარი. თუ სამეთვალყურეო საბჭო არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, თავმჯდომარეს
(მისი არყოფნისას – მის მოადგილეს) შეუძლია არა უგვიანეს 8 დღისა მოიწვიოს ახალი
სხდომა, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება, თუ მას ესწრება წევრთა არანაკლებ
25%-ისა. თუ სამეთვალყურეო საბჭო კვლავ არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ
სამეთვალყურეო საბჭოს უწყდება უფლებამოსილება და თავმჯდომარე (მისი არყოფნისას –
მისი მოადგილე) იწვევს საერთო კრებას.
სამეთვალყურეო საბჭოს ამოცანები და კომპეტენცია
• დირექტორების მეთვალყურეობა
• იწვევს კრებას, თუ ამას აუცილებლობა მოითხოვს
• წლიური ანგარიშების შემოწმება
• იმ საზოგადოებაში, რომელშიც სახელმწიფო ფლობს ხმათა საერთო რაოდენობის
50% ზე მეტს, დირექტორების დანიშვნა და მათი გამოწვევა სამეთვალყურეო
მარიამ ქლიბაძე ბიზნესის სამართალი (6)

საბჭომ უნდა შეუთანხმოს საზოგადოების ხმების 50%-ზე მეტის მფლობელ


აქციონერს. სამეთვალყურეო საბჭოსა და აქციონერებს შორის შეუთანხმებლობის
შემთხვევაში დირექტორის დანიშვნისა და გამოწვევის გადაწყვეტილებას იღებს
საერთო კრება.
• სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს არ შეუძლია შეიტანოს სარჩელი ამ
საზოგადოების დირექტორების წინააღმდეგ, თუ იგი თავად არის დირექტორი.
ასეთი სარჩელის შეტანა შეუძლია სამეთვალყურეო საბჭოს იმ წევრს, რომელიც არ
არის ამ საზოგადოების დირექტორი.

სამეთვალყურეო საბჭოს არჩევისას ხმების გადანაწილება

სამეთვალყურეო წევრების არჩევისას ყველა აქციონერს შეუძლია იმდენი ხმა მისცეს


წამოყენებულ კანდიდატს რამდენ ხმის უფლებასაც ფლობს. კანდიდატის წინააღმდეგ ხმის
მიცემა დაუშვებელია. თუ კანდიდატების რაოდენობა სამეთვალყურეო საბჭოს აუცილებელ
რაოდენობაზე ნაკლებია მაშინ ყველა კანდიდატი, რომელმაც მიიღო 1 ხმა მაინც საბჭოს
წევრი ხდება, თუ კანდიდატების რაოდენობა მეტია აუცილებელ რაოდენობაზე მაშინ
უბრალო უმრავლესობით გადაწყდება, ვინ გახდეს საბჭოს წევრი. თუ კანდიდატები ხმების
თანაბარ რაოდენობას მიიღებენ, მათ შორის უხუცესი დაინიშნება თავმჯდომარედ.

დირექტორები
საზოგადოების ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ევალებათ დირექტორებს

დირექტორების ფუნქციები შეიძლება გადაეცეს სამეთვალყურეო საბჭოს, წესდებით


გათვალისწინებულ შემთხვევებში.

თუ დირექტორი არ შეასრულებს თავის მოვალეობას, იგი ვალდებულია აუნაზღაუროს


საზოგადოებას მიყენებული ზარალი. დირექტორები პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი
თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.

დირექტორები წლიურ ანგარიშს და წმინდა მოგების განაწილების შესახებ დოკუმენტებს


წარუდგენენ სამეთვალყურეო საბჭოს და სამეთვალყურეო საბჭო თუ მოიწონებს,
დასამტკიცებლად წარუდგენს საერთო კრებას.

You might also like