You are on page 1of 3

საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგენილ იქნეს ის პირობები, რომელთა

შესაბამისადაც კრების მიერ უფლებამოსილი ორგანო (საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო


ან/და დირექტორი) უზრუნველყოფს ახალი აქციების განთავსებას.

აქცია განთავსებულად ითვლება, თუ ის გაცემულ იქნება საზოგადოების მიერ სხვა


პირისთვის გარკვეული თანხის ან სხვა საზღაურის სანაცვლოდ (მიუხედავად იმისა, ეს
საზღაური მიიღო თუ არა სს-მ).

აქციათა განთავსებაას ახორციელებს დირექტორი ან საერთო კრების მიერ განსაზღვრული


სხვა უფლებაოსილი ორგანო.

აქციები, რომლის განთავსების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია, მაგრამ მათუ


განთავსება ჯერ არ მომხდარა, არის გამოშვებული აქციები.

აქცია ნებადართულად (განცხადებულად) ითვლება, თუ საერთო კრებამ მიიღო


გადაწყვეტილება მისი მომავალში შესაძლო განთავსების შესახებ. ნებადართული აქციების
მაქსიმალური რაოდენობა და კლასი უნდა აისახოს სს-ს წესდებაში.

ნებადართული აქციების არსებობისას სხვა პირებს აქვთ, დადონ ხელშეკრულება


საზოგადოებასთან მათუ „გამოწერის“ შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მათი განთვსებისას აქცია
მათ გადაეცემათ.

ნებადართული აქციების შესახებ საერთო კრების გადაწყვეტილება შესაძლოა, ასევე


განსაზღვრავდეს, რომ მის მიერ დადგენილი აქციების განუთავსებლობის შემთხვევაში, ეს
განუთავსებელი აქციების რაოდენობის შემცირებას გაუქმებული აქციების რაოდენობით.
ასეთ შემტხვევაში, სს-ს დირექტორი ვალდებულია, შეიტანოს შესაბამისი სცვლილება სს-ს
წესდებაში, რაც არ მოითხოვს საერთო კრების გადაწყვეტილებას.

საერთო კრება ყოველთვის უფლებამოსილია, გამოუშვას საზოგადოების ახალი აქციები.

საფონდო ბირჟა არის ორგანიზებული ბაზარი, რომელზეც ხდება ფასიანი ქაღალდების


ყიდვა-გაყიდვა მის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.

სს უფლებამოსილია, დადოს ხელშეკრულება საფონდო ბირჟასთან, რათა ბირჟაზე


განთავსდეს მისი აქციები, ასეთ შემთხვევაში მას ეწოდება „ანგარიშვალდებული საწარმო“.

ხელშეკრულებით განისაზღვრება, თუ რა სახის და რაოდენობის აქციები განთავსდება. ასევე


შესაძლებელია , განისაზღვროს დამატებითი პირობებიც (მაგ. აქციის გასაყიდად საჭირო
მინიმალური ფასი). ბირჟაზე განთავსების შემდეგ, ხელშეკრულების გაუქმების გარეშე,
საზოგადოებას აღარ აქვს კონტროლი ამ აქციებზე.
სს-ს წესდებით შეიძლება განისაზღვროს ღირებულება, რომელზე ნაკლები ღირებულებითაც
დაუშველებია ამ კლასის აქციების ბირჟაზე საზოგადოების მიერ განთავსება. (აქციების
ნომინალური ღირებულება).

ნომინალური ღირებულება ზღუდავს მხოლოდ თავად სააქციო საზოგადოებას. მისი


აქციების სხვა მფლობელს ჩვეულებრივად შეუძლია, ბირჟაზე განათავსოს ამ სს-ს აქციები
ნაკლებ ფასად. შესაძლებელია სახეზე იყოს აქციები ნომინალური ღირებულების გარეშე,
თუმცა ბირჟასთან ხელშეკრულებით მაინც განისაზღვროს მათ გასაყიდად დაშვებული
მინიმალური ღირებულება.

საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის შესაძლებლობის გამო, ადვილად შეიძლება, რომ სს-ს


აქციონერთა და რაოდენობა ძალიან ხშირად იცვლებოდეს. შედეგად, კანონმდებლობის
თანახმად, არ არის აუცილებელი აქციონერების შესახებ ინფორმაცია განთავსებული იყოს
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრშ. ამის ნაცვლად,
სს უფლებამოსილია, თავად ან მესამე პირის დახმარებით აწარმოოს ე.ს აქციათა რეესტრი,
რომელშიც მოცემული იქცნება აქციებისა და აქციონერების შესახებ ყველა საჭირო
ინფორმაცია.

აქციატა რეესტრის წარმოების წესები განსახღვრულია საქართველოს ეროვნული ბანკის


მიერ.

თუ საზოგადოება ანგარიშვალდებული საწარმოა ან თუ მას 50-ზე მეტი აქციონერი ჰყავს, ის


ვალდებულია, აქციათა რეესტრის საწარმოებლად დაიქირავოს ე.ს „დამოუკიდებელი
რეგისტრატორი“, ვინ არის პირი, რომელსაც აქვს სებ-ისგან სპეციალური ლიცენზია
აღებული ამ საქმიანობის განსახორციელებლად. საზოგადოება, უფლებამოსილია
დაიქირავოს დამოუკიდებელი რეგისტრატორი ამის ვალდებულების გარეშეც.

აქციათა რეესტრში (მიუხედავად იმისა, ვინ აწარმოებს მას) განთავსებული ინფორმაცია


საჯარო რეესტრისგან განსხვავებით, არ არის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი.

მოთხოვნის შემთხვევაში, აქციონერს უნდა მიეცეს ამონაწერი სს-ს რეესტრიდან, რომელიც


ადასტურებს მის უფლებას შესაბამის აქციებზე. აქციონერებს უფლება აქვთ მიიღონ
რეესტრიდან ინფორმაცია თავიანთ სახელზე რეგისტრირებული აქციების, ამ ინფორმაციაში
ყველა ცვლილებისა და სს-ს საწესდებო კაპიტალთან კუთვნილი აქიების საერთო
რაოდენობის პროცენტული შეფარდების შესახებ. ამავდროულად, აქციონერს არ აქვს
უფლება, მოითხოვოს სხვა აქციონერის აქციების შესახებ ინფორმაცია.

დივიდენდის ოდენობა და მიღების წესი განისაზღვრება „მეწარმეტა შესახებ“ კანონის მე-8


მუხლიტა და საწარმოს წესდებით. საწარმოს წესდებით შეიძლება დადგინდეს
განსხვავებული წესი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვეულებრივი და პრივილეგირებული
აქციების უფლებათა სხვაგვარად განსაზღვრას. ასევე შესაძლებელია, ყველა კლასის აქციების
უფლებრივი მდგომარეობაც იყოს განსხვავებული.

დივიდენდების უცილობლად გაცემის პირობა ბათილია. არ შეიძლება, აქციონერს წინასწარ


მიეცეს გარანტია, რომ ის აუცილებლად მიიღებს დივიდენდს.

You might also like