You are on page 1of 28

ბიზნესის ორგანიზაციულ

სამართლებრივი ფორმრბი
სამადაშვილი უ. ბიზნესის საფუძვლები - თავი 7
გვ. 182- 208
გეგმა
ფირმის არსი, სახეობები,
ჩამოყალიბება და
კონკურენტუნარიანობა.
 არაკომერციული ორგანიზაციები.
 ბიზნესის ორგანიზაციულ-
სამართლებრივი ფორმები.
საწარმოს ორგანიზაცია,
ფუნქციონირება და რეგისტრაცია.
მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი.
საკუთარი საქმის დაწყება შესაძლებელია 3 გზით:
1. უკვე არსებული საწარმოს შესყიდვით;
2. საქმის ნულიდან დაწყებით;
3. გარკვეულად მაღალი საფასურის გადახდის გზით
ფრანჩაიზინგის შესყიდვა;

ბიზნესმენი საქმიანობას დამოუკიდებლად იწყებს,


მაგრამ მას მაინც უწევს გარკვეული სამართლებრივი
თუ ეკონომიკური ბარიერების გადალახვა.
 ზოგი საქმიანობა კანონითაა აკრძალული;
 - ზოგი საქმიანობა საჭიროებს სპეციალურ
ლიცენზიებს;
 - ზოგიერთი ბიზნესი წმინდა ეკონომიკური ხასიათის
დაბრკოლებას აწყდება.
ფირმის არსი და სახეობები
ფირმა არის ორგანიზაცია, რომელიც ფლობს ან მართავს ერთ ან
რამდენიმე საწარმოს და რესურსებს იყენებს საქონლისა და
მომსახურების წარმოებისათვის მოგების მიღების მიზნით .
მოგების მიღების მთავარი საშუალება კონკურეტუნარიანობა და
კონკურენტუპირატესობაა;
კონკურეტნუნარიანობა ესაა ფირმის რეალური და პოტენციური
შესაძლებლობა აწარმოოს და რეალიზაცია გაუკეთოს საქონელს
ან გასწიოს მომსახურება , რომელიც უფრო მიმზიდველია ვიდრე
სხვა კონკურენტი ფირმებისა;
ფირმის კონკურენტუპირატესობა 3 პირობას უნდა
აკმაყოფილებდეს:
1. ფირმის პროდუქციის უპირატესობა;
2. უპირატესობა მომხმარებლის მიერ ადვილად უნდა
აღიქმებოდეს;
3. უპირატესობა გარკვეული ხანგრძლივობით უნდა აღიქმებოდეს !
ფირმების კლასიფიკაცია
საკუთრების ფორმის მიხედვით ფირმა შეიძლება
ეკუთვნოდეს ერთ პირს, პარტნიორებს ; მრავალ
პარტნიორს და სახელმწიფოს;
საქმიანობის ხასიათის მიხედვით- საქონლის
მწარმოებელი და მომსახურების მწარმოებელი
ფირმები;
დარგობრივი კუთვნილების მიხედვით - სამრეწვეო,
სასოფლო-სამეურნეო, სავაჭრო, სატრანსპორტო და
სხვა;
წარმოებაში დომინირებული ფაქტორის მიხედვით-
შრომატევადი, კაპიტალტევადი, მასალატევადი,
მეცნიერტევადი და სხვა სახის ფირმები;
სიდიდის მიხედვით - მცირე საშუალო და დიდი
ფირმები;
მცირე ბიზნესი დიდი ბიზნესის საწყისია და სახელმწიფო
ეხმარება მცირე მეწარმეებს განვითარებაში , საქართველოში ამ
მხრივ განხორციელდა საგადასახადო კანონმდებლობაში
გარკვეული ცვლილებები. ცვლილებების შესაბამისად, 2018
წლის 1-ლი ივლისიდან მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ
მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი 500
000 ლარს არ აღემატება, ნაცვლად დღემდე არსებული 100 000
ლარისა.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი
მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან დაიბეგრება 1%-იანი
განაკვეთით, ნაცვლად არსებული 5%-სა.
500 000 ლარი შემოსავლის გადაჭარბების მიუხედავად, პირს
მცირე მეწარმის სტატუსი ორი კალენდარული წლის
განმავლობაში შეუნარჩუნდება.
ცვლილების თანახმად, მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმების
მიზეზი აღარ იქნება მეწარმე ფიზიკური პირის დამატებული
ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის
ფაქტი. ამასთან, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირ არ იხდის
მიმდინარე გადასახადებს.
ფრანჩაიზინგი
ფრანჩაიზის დროს დამწყები მეწარმე გარკვეული
თანხის გადახდის საფუზველზე იძენს ფრანჩაიზს-
ნებართვას, ლიცენზიას- რომელიც უფლებას იძლევა
გამოყენებული იყოს სათაო საწარმოს - ფრანჩაიზერის -
სავაჭრო ნიშანი, მდიდარი გამოცდილება, ბრენდი და
საწყის ეტაპზევე მიიღოს სოლიდური შემოსავალი.
ფრანჩაიზინგის უპირატესობებია:
- დამწყები მეწარმეები მსხვილი ფირმების ეგიდის ქვეშ
ადვილად იღებენ კრედიტს, ნაკლები დანახარჯებით
ახდენენ ბიზნესის მოწყობას, იზოგება ხარჯები
რეკლამაზე, და სხვა ღონისძიებებზე;
 დედა საწარმოსთვის უპირატესობაა ის, რომ
ყოველგვარი ინვესტირების გარეშე აფართოებენ
ბაზარს, იღებენ სახელმწიფო მხარდაჭერას.
ვენჩერული ფირმა
ვენჩურული დაფინანსება ზოგადი გაგებით ნიშნავს პირდაპირი
ინვესტიციების გამოყოფას მცირე და საშუალო
კომპანიებისათვის, რომლებიც ამუშავებენ და აწარმოებენ
უპირატესად მეცნიერებატევად პროდუქციას და მომსახურებას,
დაფუძნებულს მაღალ ტექნოლოგიებზე. ისინი მსხვილი
ფირმების დაკვეთით მუშაობენ!
ძირითადი მიზანი ვენჩურული დაფინანსებისა , მდგომარეობს იმაში ,
რომ ერთი მეწარმის კაპიტალი და მეორე მეწარმის
ინტელექტუალური კაპიტალის გაერთიანების შედეგად მიღებული
იქნეს მოგება.
აკადემიურად ვენჩურული დაფინანსება განმარტებულია
შემდეგნაირად; იგი არის გრძელვადიანი კერძო კაპიტალის
ინვესტიციები აქციონერულ კაპიტალში ახლად შექმნილ მცირე
მაღალტექნოლოგიურ პერსპექტიულ კომპანიაში, რომელიც
ორიენტირებულია მეცნიერებატევადი პროდუქტების შემუშავებისა და
წარმოებისათვის, მათი განვითარებისა და გაფართოებისათვის , იმ
მიზნით რომ მიღებულ იქნას მოგება
საზოგადოების განვითარების
პროცესში კერძო საკუთრებამ
მიიღო ახალი ფორმები:
1. ინდივიდუალური;
2. პარტნიორული;
3. კორპორაციული;
არსებობს საკუთრების კიდევ ერთი
ფორმა- ინტელექტუალური
საკუთრება.
ბიზნესის ორგანიზაციული ფორმები

ბიზნესის ორგანიზაციის შემდეგი ფორმები


არსებობს:
ერთპიროვნული ბიზნესი;
პარტნიორობაზე დაფუძნებული ბიზნესი;
კორპორაციული ბიზნესი;
ერთპიროვნული ბიზნესის უპირატესობებია:
მარტივი დასარეგისტრირებელია,საწყისი
დანახარჯები დაბალია, საბრუნავი კაპიტალი
მინიმალურია, საწარმოს მფლობელი
თვითონაა მეპატრონე, შრომის მოტივაცია
მაღალია.
ამ ბიზნესის ნაკლოვანებებია: ფინანსური
რესურსების არასაკმარისობა,საკმაპდ
რთულია მარტო ყველა გადაწყვეტილების
მიღება და სესრულება,ბიზნესმენის
არყოფნისას სიძნელეები წარმოიშვება,
რტულია კაპიტალის გარედან
მოზიდვა.რისკის მაღალი ხარისხია.
პარტნიორობა არის ერთობლივ ბიზნესში
მოგების მიღების მიზნით ადამიანთა
ნებაყოფლობით გაერთიანებას.(აქტიური და
პასიური პარტნიორობა)
პარტნიორობის უპირატესობებია:ადვილია
ბიუროკრატიული პროცედურების
გავლა,დაბალია თავდაპირველი
დანახარჯები, შესაძლებელია გარედან
ინვესტიციების მოზიდვა,საწყისი კაპიტალი
უფრო მეტია, მართვა არის
სპეციალიზებული..
პარტნიორობის ნაკლოვანებებია:
შეუზღუდავი პასუხისმგებლობა,
სასურველი პარტნიორის შერჩევის
სირთულე, დანაწევრებული
უფლებამოსილებაფინანსური
შეზღუდულობა.არაპროგნოზირება
დია პარტნიორობა, პარტნიორებს
შორის კონფლიქტების
წარმოშობის ალბათობა,
კორპორაცია არის რამდენიმე იურიდიული პირის
გაერთიანება საერთო მიზნის მისაღწევად . კორპორაციის
ყველა მონაწილე ქმნის დამოუკიდებელ იურიდიულ პირს ,
უმეტესწილად სააქციო საზოგადოების სახით .(საჯარო
სახელმწიფო და მუნიციპალური ორგანიზაციები ,
ნახევრადსაჯარო კორპორაციები , სამეწარმეო
კორპორაციები, არასამეწარმეო კორპორაციები .)
კორპორაციის უპირატესობებია: ადვილად იზიდავს
კაპიტალს აქციების და ობლიგაციების გაყიდვის
გზით,შეზღუდული პასუხისმგებლობა , სპეციალიზაციის
მაღალი დონე, ინვესტიციების მოზიდვის საშუალება
ინვესტორების გარეშე,.
კორპორაციის ნაკლოვანებებია: რეგისტრაცია
დამოკიდებულია სიძნელეებთან, ძვირადღირებული
ფორმაა, დოკუმენტაციის დამუშავება მოცულობითია ,
დივიდენდების ორმაგი დაბეგვრა , დიდი მასტაბები
კორპორაციას შედარებით მოუქნელს ხდის .
განვითარებულ ქვეყნებში
გავრცელებულია ბიზნესის
შემდეგი ორგანიზაციულ -
სამართლებრივი ფორმები:
ჰოლდინგი. კონცერნი,
სინდიკატი, კორპორაცია,
ტრესტი, კონგლომერანტი.
“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს
კანონით განსაზღვრულია საწარმოს
შემდეგიორგანიზაციული ფორმები:
ინდივიდუალური საწარმო;
სოლიდური პასუხისმგებლობის
საწარმო;
კომანდიტური საზოგადოება;
შეზღუდული პასუხისმგებლობის
საზოგადოება;
სააქციო საზოგადოება;
კოოპერატივი.
ბიზნესის რეგისტრაციის წესი
რეგისტრაცია არის იურიდიული მნიშვნელობის ფაქტებისა და
მოვლენების შეტანა სპეციალურ სახელმწიფო რეესტრში. ბიზნესის
სუბიექტის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
ბიზნესის სუბიექტის რეგისტრაცია მოიცავს როგორც სახელმწიფო, ისე
საგადასახადო რეგისტრაციას. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება
გამოქვეყნებულად ითვლება მისი მარეგისტრირებელი ორგანოს
ვებგვერდზე განთავსებით. რეგისტრაციისას მომავალმა პარტნიორებმა
შეიძლება განახორციელონ საწარმოს ჩამოსაყალიბებლად
აუცილებელი ყველა მოქმედება: მოამზადონ წესდება, მოაწერონ ხელი
და ა. შ. და დაარეგისტრირონ სათანადო რეესტრში. მეწარმე სუბიექტი
რეგისტრირდება მის მიერ განცხადებული მისამართის მიხედვით.
რეგისტრაციის ძირითადი ფუნქციაა საჯაროობის გზით დაიცვას მესამე
პირები და კრედიტორები. ე.ი. ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია
გაეცნოს რეესტრის მასალებს და გაიგოს, თუ რა ქონების მესაკუთრეა
ფირმა.
რეგისტრაციისთვის საჭიროა სარეგისტრაციო განცხადება,
რომელიც შეიცავს:
  საწარმოს საფირმო სახელწოდებას;
  საწარმოს სამართლებრივ ფორმას;
 საწარმოს იურიდიულ მისამართს;
 საწარმოს დამფუძნებელი პარტნიორის (პარტნიორების),
ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი
პირის (პირების) სახელს, საცხოვრებელი ადგილის მისამართს,
პირად ნომერს და ხელმოწერას;
 თუ პარტნიორი იურიდიული პირია - მის საფირმო სახელწოდებას
და რეგისტრაციის მონაცემებს, იურიდიულ მისამართს, იმ ორგანოს
დასახელებას, რომელმაც რეგისტრაციაში გაატარა
 საწარმოს საქმიანობის ხანგრძლივობას (ვადიანი საწარმოს
შემთხვევაში ვადა უნდა მიეთითოს წლებით);
  თუ საწარმოს ჰყავს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი
რამდენიმე პირი, აღნიშვნას - ისინი ერთად წარმოადგენენ
საწარმოს თუ ცალ-ცალკე;
 კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში აღნიშვნას - რომელი
პარტნიორია შეზღუდული და რომელი - სრული;
  განცხადების სარეგისტრაციოდ წარდგენის თარიღს
ინდივიდუალური საწარმო არის ფიზიკური
პირი , რომელსაც მოწყობილი აქვს
სამეწარმეო ორგანიზაცია, მოწესრიგებული
ბუღალტერია და სამართლებრივ
ურთიერთობებში გამოდის თავისი სახელით.
ინდივიდუალური მეწარმის სარეგისტრაციო
განცხადება უნდა შეიცავდეს:
1. განცხადებლის სახელს;
 2. განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის
მისამართს;
3. განმცხადებლის პირად ნომერს;
4. განცხადების შევსების თარიღს;
5. განმცხადებლის ხელმოწერას.
სამეწარმეო ამხანაგობის განცხადება უნდა შეიცავდეს:
1. ყველა მონაწილის სახელს; იურიდიული პირის
შემთხვევაში - საფირმო სახელწოდებას;
 2. ყველა მონაწილის საცხოვრებელი ადგილის
მისამართს; იურიდიული პირის შემთხვევაში - იურიდიულ
მისამართს;
 3. ყველა მონაწილის პირად ნომერს; იურიდიული პირის
შემთხვევაში - რეგისტრაციის ნომერს;
4. საქმიანობის ხანგრძლივობას;
 5. განცხადების შევსების თარიღს;
 6. განმცხადებლების ხელმოწერას; იურიდიული პირის
შემთხვევაში - მისი წარმომადგენლის ხელმოწერას;
7. სამეწარმეო ამხანაგობის მონაწილე უცხო ქვეყნის
იურიდიული პირის შემთხვევაში - აპოსტილით
დამოწმებულ ან ლეგალიზებულ, იურიდიულ პირად
რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს.
სოლიდური პასუხისმგებლობის
საზოგადოება არის ისეთი საზოგადოება,
რომელშიც რამდენიმე ფიზიკური პირი
ერთობლივად, ერთიანი საფირმო
სახელწოდებით ეწევა არაერთჯერად და
დამოუკიდებელ მეურნეობას და
პარტნიორები საზოგადოების
ვალდებულებისათვის კრედიტორების
წინაშეპასუხს აგებენ როგორც სოლიდური
მოვალეები უშუალოდ, პირდაპირ მთელ
ვალდებულებებზე, შეუზღუდავად მთელი
თავისი ქონებით.
სოლიდური პასუხისმგებლობის საზოგადოებაში
მოქმედებს შემდეგი წესები:
ნებისმიერ პარტნიორს შეუძლია პირადად გაეცნოს
საზოგადოების საქმეებს და შეამოწმოს ბუღალტრული
დოკუმენტაცია.
სამეურნეო წლის ბოლოს გამოითვლება მოგება და
ხდება პარტნიორთან ანგარიშსწორება.
საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლის შემთხვევაში
მისი წილი ნაწილდება სხვა პარტნიორებზე..
პარტნიორის სიკვდილის შემთხვევაში მისი მემკვიდრე
ხდებაპარტნიორი.
კომანდიტური საზოგადოებაში
რამდენიმე პირია გაერთიანებული
ერთობლივად ეწევიან არაერთჯერად და
დამოუკიდებელ მეწარმეობას. ამასთან
ერთი ან რამდენიმე პარტნიორის
(კომანდიტის)პასუხისმგებლობა
შემოიფარგლება კრედიტორების წინაშე
განსაზღვრული საგარანტიო თანხის
გადახდით, ხოლომ პარტნიორების
(კომპლემენტარები) პასუხისმგებლობა
შეზღუდული არ არის.
შეზღუდული პასუხისმგებლობის
საზოგადოება არის საზოგადოება,
რომლის პასუხისმგებლობა
კრედიტორების წინაშე
შემოიფარგლება საზოგადოების
მთელი ქონებით, პარტნიორების
პასუხისმგებლობა - მისი
შენატანებით საწესდებო კაპიტალში
სააქციო საზოგადოება არის
საწარმო, რომლის კაპიტალი
დაყოფილიაწესდებით
განსაზღვრული კლასისა და
რაოდენობის აქციებად.სააქციო
საზოგადოების
პასუხისმგებლობა
განისაზღვრება საზოგადოების
ქონებით.
კოოპერატივი არის წევრთა
შრომით საქმიანობაზე
დაფუძნებული საზოგადოება,
რომლის მიზანია წევრთა
მეურნეობის განვითარება.
კოოპერატივი კრედიტორების
წინაშე პასუხს აგებს მხოლოდ
კოოპერატივის ქონებით.
არაკომერციული ორგანიზაციების მთავარი მიზანია
არაა მოგების მიღება და არც მოგების განაწილება
მონაწილეებს შორის. ისინი ეწევიან სამეწარმეო
საქმიანობას მხოლოდ იმდენად რამდენადაც საჭიროა
მათი მიზნების რეალიზაციისათვის. მათი საქმიანობის
მიზნებია:
სოციალური;
საქველმოქმედო;
საგანმანათლებლო;
კულტურული;
სამეცნიერო;
მმართველობითი;
ჯანდაცვის...
საწარმოს ლიკვიდაცია და გაკოტრება
საწარმოს სასიცოცხლო ციკლის ბოლო ეტაპია
გაკოტრება ან ლიკვიდაცია.
ფირმის ლიკვიდაცია ხდება მისი მესაკუთრეების და
მათი უფლებამოსილი პირების მიერ ან სასამართლოს
გადაწყვეტილებით.
ფირმის ლიკვიდაცია დაკავშირებულია შემდეგ
მიზნებთან:
1. ფირმის არასაკმარისი ეფექტიანობა;
2. საწარმოს მიერ დასმული ამოცანის დასრულება;
საწარმო ლიკვიდირებულად ითვლება მათი
სარეგისტრაციო რეესტრიდან ამოღების შემდეგ

You might also like