You are on page 1of 9

აღმოსავლეთ ევროპის

უნივერსიტეტი

მიღებული შეფასება:

გამსწორებლის
ხელმოწერა

ფაკულტეტი: იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა

განათლების საფეხური: მაგისტრატურა

სტუდენტის გვარი, სახელი: გამცემლიძე თამთა

სტუდენტის პირ. ნომერი: 18001071618

გამოცდის თარიღი: 02.02.2021

საგანი: შედარებითი საკორპორაციო სამართალი

პედაგოგი: ლაშა ცერცვაძე

გამოცდის ხანგრძლივობა: 3 საათი

გამოცდის მაქსიმალური შეფასება: 30 ქულა

კომპონენტები: თეორიული საკითხი

დასაშვები მასალა: არ გამოიყენება


შედარებითი საკორპორაციო სამართალი
ადვოკატი, ასოცირებული პროფ. სამართლის დოქ. ლაშა ცერცვაძე LLM.MLB
ირუდიული ფირმა FLS full legal service
მმართველი პარტნიორი

ფინალური გამოცდა I ვარინტი

გამოცდა იწერება დახურული წიგნის წესით

1. დერივაციული სარჩელი (შედარებთი ანალიზი) 12 ქულა

2. საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლა 8 ქულა

3. ტესტი, ვარიანტი 1(10 ქულა)

მოცემულია 10 კითხვა სავარაუდო პასუხებით, თითოეული ფასდება 1 ქულით. ორჯერ შემოხაზული,


გადახაზული და განმეორებით შემოხაზული ტესტები არ შეფასდება. მცდარი პასუხის გამო ქულა არ
აკლდება. თქვენ უნდა შემოხაზოთ ერთი სწორი პასუხი.

ტესტი 1

რას გულისხმობს გამჭოლი პასუხისმგებლობა ?

ა. საზოგადეობის კრედიტორების წინაშე დირექტორის პასუხისმგებლობას თუკი იგი მოატყებს მათ

ბ. საზოგადეობის კრედიტორების წინაშე დირექტორატის როგორც გადაწყვეტილების მიმღები


ორგანოს პასუხისმგებლობას თუკი ეს ორგანო ბოროტად ისარგებლებს საკუთარი ძალაუფლებით

გ.სს, შპს ,პარტნიორების საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხისმგებლობას, თუ ისინი


ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.

გ. არც ერთი პასუხი არ არის სწორი

ტესტი 2

გამჭოლი პასუხისმგებლობის გამოყენების წინაპირობაა


შედარებითი საკორპორაციო სამართალი
ადვოკატი, ასოცირებული პროფ. სამართლის დოქ. ლაშა ცერცვაძე LLM.MLB
ირუდიული ფირმა FLS full legal service
მმართველი პარტნიორი

ა. როდესაც აქციონერის და კომპანიის ქონება ისეა არეული ერთამანეთში რომ მათი გარჩევა
ერთმანეთისგან შეიძლებელია, კომპანია წარმოადგენს აქციონერის მეორე მეს, ამიტომ სახეზეა
გამჭოლი პასუხისმგებლობის გამოყენების საფუძველი.

ბ. სასამართლოს ყოველი საქმიდან გამომდინარე წყვეტს გამოიყენოს თუ არა გამჭოლი


პასუხისმგებლობა, მაგალითად ასეთი პასუხისმგებლობის გამოყენების საფუძველი შეიძლება იყოს
შემთხვევა როდესაც აქციონერის და კომპანიის ქონება ისეა არეული ერთამანეთსი რომ მათი გარჩევა
ერთმანეთისგან შეიძლებელია, კომპანია წარმოადგენს აქციონერის მეორე მეს, ამიტომ სახეზეა
გამჭოლი პასუხისმგებლობის გამოყენების საფუძველი.

გ. სასამართლოს მხოლოდ მაშინ გამოიყენებს გამჭოლ პაუხისმგებლობას თუ ამას დაეთანხმებიან


უმრავლესობაში მყოფი აქციონერები

დ. არც ერთი პასუხი არ არის სწორი

ტესტი 3

სასამართლო გამოიყენებს გამჭოლ პასუხისმგებლობას:

ა. თუკი გარემოებათა გათვალისწინებით შეზღუდული პასუხისმგებლბის გამოყენება შეიძლება


განხილულ იქნეს როგორც თაღლითობის სანქცირება ან უსამართლობის წახალისება.

ბ.თუკი სახეზეა დირექტორის მხრიდან კომპანიისათვის მიყენებული ზიანი

გ. სასამართლოს საერთოდ არ აქვს გამჭოლი პასუხისმგებლბის გამოყენების უფლება

დ. არც ერთი პასუხი არ არის სწორი

ტესტი 4

დერივაციყული სარჩელის აღძვრის უფლება ქართული კანონმდებლობის თანახმად აქვთ:

ა. შპს მხოლოდ პარტნიორს, სს - ში პარტნიორს და კრედიტორს

ბ.როგორც შპს-ში ასევე სს-ში, პარტნიორს/აქციონერს და კრედიტორს

გ. მხოლოდ აქციონერთა ან პარნიორთა ჯგუფს, რომლებსაც აქვთ ხმების 25% იც მაინც

დ. ყველა პასუხი სწორია არცერთი პასუხი არ არის სწორი. ?


შედარებითი საკორპორაციო სამართალი
ადვოკატი, ასოცირებული პროფ. სამართლის დოქ. ლაშა ცერცვაძე LLM.MLB
ირუდიული ფირმა FLS full legal service
მმართველი პარტნიორი

ტესტი 5

დერივაციული სარჩელის მთავარი მიზანია:

ა. დირექტორთა დასჯა ჩადენილი გადაცდომისათვის

ბ. ასეთ სარჩელს უფრო პრევენციული მნიშვნელობა აქვს ვიდრე სადამსჯელო

გ. იგი ემსახურება პარტნიორების/აქციონერების ძლაუფლების გამტკიცებას

დ. ყველა პასუხი სწორია.

ტესტი 6

დერივაციული სარჩელის აღძვრა პარტნიორს/აქციონერს შეუძლია:

ა. ნებისმიერ დროს როცა ის ამას საჭიროდ ჩათვლის

ბ. მხოლოდ მაშინ თუ დირექტორი არ დაიჯერებს მის ნათქვამს და შემდეგ აღმოჩნდება რომ იგი
მართალი იყო და დირექტორი ცდებოდა

გ. ა-ვერსიაც სწორია და ბ- ვერსიაც

დ. არც ერთი პასუხი არ არის სწორი

ტესტი 7

პარტნიორმა დერივაციული სარჩელი რომ აღძრას აუცილებელია:

ა. რომ დირექტორის მხრიდან გადაცდომის ჩადენის მომენტისათვის იყოს კომპანიის პარტნიორი

ბ. მთავარია ხანდაზმულობის ვადა არ იყოს გასული, გადაცდომის მომენტისათვის იყო თუ არა


პარტნიორი არ აქვს მნიშვნელობა

გ. მთავარია სარჩელის წარდგენის მომენტისათვის იყოს პარტნიორი

დ. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.


შედარებითი საკორპორაციო სამართალი
ადვოკატი, ასოცირებული პროფ. სამართლის დოქ. ლაშა ცერცვაძე LLM.MLB
ირუდიული ფირმა FLS full legal service
მმართველი პარტნიორი
ტესტი 8

ერთგულების მოვალეობის თანახმად?

ა. დირექტორები საწარმოზე უნდა ზრუნავდნენ კეთილსინდისიერად, კერძოდ ისე როგორც ზრუნავს


ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე პორი.

ბ. დირექტორები უნდა მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია


კომპანიისათვის.

გ.დირექტორები უნდა მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდნენ ისე როგორც


ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი საღად
მოაზროვნე პირი და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია
კომპანიისათვის.

დ. არც ერთი პასუხი არ არის სწორი

ტესტი 9

ზრუნვის მოვალების თანახმად ?

ა. დირექტორები უნდა მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდნენ ისე როგორც


ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი საღად
მოაზროვნე პირი და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია
კომპანიისათვის.

ბ. დირექტორები უნდა მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდნენ ისე როგორც


ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი საღად
მოაზროვნე პირი

გ.დირექტორები უნდა ზრუნავდნენ ისე როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და


ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი საღად მოაზროვნე პირი

დ. ყველა პასუხი სწორია

ტესტი 10

სტეიკჰოლდერები (stakeholders) წარმოადგენენ პირებს ან პირთა ჯგუფს:


შედარებითი საკორპორაციო სამართალი
ადვოკატი, ასოცირებული პროფ. სამართლის დოქ. ლაშა ცერცვაძე LLM.MLB
ირუდიული ფირმა FLS full legal service
მმართველი პარტნიორი
ა) სტეიკჰოლდერები იგივე აქციონერები (shareholders) არიან და ეს ორი ტერმინი როგორც სინონიმები
ისე გამოიყენება საკორპორაციო სამართალში.

ბ) ანუ იმ მსხვილი აქციონერებს, რომლებიც იღებენ ძირითად გადაწყვეტილებებს კომპანიაში და


შესაბამისად მათზეა დამოკიდებული კომპანიის შემდგომი განვითარების ბედი. სწორედ ამ გავლენის
გამო ეწოდებათ მათ სტეიკჰოლდერები რათა ჩვეულებრივი აქციონერისგან (shareholder) მოხდეს მათი
გარჩევა.

გ) თუ გონივრულად უნდა ველოდოთ, რომ მათზე გავლენას მოახდენს კომპანიის საქმიანობა, მის
მიერ გამოშვებული პროდუქტები და სერვისები და რომელთა მოქმედებამაც ასევე შესაძლოა
მოახდინოს გავლენა კომპანიის შესაძლებლობაზე სტრატეგიის წარამტებულად დაგეგმვისა და
განხორცილების გზაზე.

დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

1. დერივაციული სარჩელი არის საშუალება აქციონერისა თუ პარტნიორის, იმ


შემთხვევაში როდესაც საზოგადოებას აქვს მოთხოვნა მესამე პირის მიმართ, ხოლო
ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი დირექტორი არ აყენებს
მოთხოვნას ამ პირის მიმართ რითაც შეიძლება ზიანი მიადგეს კომპანიას. სწორედ
შედარებითი საკორპორაციო სამართალი
ადვოკატი, ასოცირებული პროფ. სამართლის დოქ. ლაშა ცერცვაძე LLM.MLB
ირუდიული ფირმა FLS full legal service
მმართველი პარტნიორი
ასეთ მოცემულობაში აქვს პარტნიორს ეს მექანიზმი რომ საზოგადოების ნაცვლად და
მის სასარგებლოდ იმოქმედოდ და აღძრას დერივაციული სარჩელი.
ამ შემთხევაში, როდესაც არსებობს ზიანი მესამე პირთა მხრიდან ან მოთხოვნა
საზოგადოებიდან , პირველ რიგში სწორედ დირექტორატმა ხელმძღვანელმა პირებმა
უნდა დაიცვან კომპანიის ინტერესები და დააყენონ მოთხოვნა, თუ ისინი ამას არ
ასრულებენ უმეტეს შემთხვევაში იმის გამო რომ თავად არიან ზიანის მიმყენებლები,
მაშინ პარტნიორებს შეუძლიათ თავისი სახელით აღძრან სარჩელი მათ წინააღმდეგ,
რაც მთავარია საზოგადოების ნაცვლად და მის სასარგებლოდ, რადგანაც სარჩელის
წარმატების შემთხევაში მიღებული კომპენსაცია აისახება კომპანიის ანგარიშში.
იმისათვის, რომ პარტნიორმა ეს უფლება განახორციელოს საჭიროა რომ ზიანის
მიყენების მომენტში იყოს პარტნიორი, ამასთან მან ვადა უნდა მისცეს დირექტორატს
ანუ მიმართოს წერილობით რომ კომპანიის სახელით განახორციელონ ეს მოთხოვნა
რომლის ვადაც 90 დღეს შეადგენს, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდგომ თუ ქმედება
განხორციელებული არ არის, მაშინ შეუძლია პარტნიორს თავად აღძრას
დერივაციული სარჩელი, იმ შემთხვევაში თუ ზიანის მიმყენებელი თავად
დირექტორია და სწორედ იგი მართავს საზოგადოებას,მაშინ ამ ვადის დაცვა საჭირო
აღარ არის, და რაც მთავარია ამ სარჩელის აღძვრა კომპანიის საუკეთესო ინტერესს
უნდა ემსახურებოდეს.
ამ კუთხით აშში ასევე საყურადღებოა, რომ აქციონერი არა მარტო ზიანის მიყენების
მომენტში არამედ სამართალწარმოების დროსაც უნდა იყოს აქციონერი. აღსანიშნავია
რომ აქციონერს აქვს მტკიცების გარკვეული ტვირთი თუ დირექტორატს არ
მიმართავს რატომ ჩათვალა ასე, ანუ მიმართვის უშედეგობა ან მეორე მხრივ
მოცემული ქმედება სცილდებოდა თუარა სამეწარმეო გადაწყვეტილების მიღების
თავისუფლების წესს.
რაც შეეხება გერმანიას აქ კორპორაციული მართვის ორ საფეხურიანი სისტემა
არსებობს შესაბამისად სამეტვალყურეო საბჭოს აქვს იმის ვალდებულება რომ აღძრას
სარჩელი დირექტორთა მხრიდან გადაცდომის შემტხვევაში. სხვა მხრივ
დერივაციული სარჩელის აღძვრის წინაპირობები აშშ ს მსგავსია, ის რომ ზიანის
მიყენების დროს აქციონერი უნდა იყოს, რომ მოითხოვოს სარჩელის კომპანიის
მხრიდან წარდგენა, თუმცა არის გარკვეული განსხვავება რაც გამოიხატება იმაში ,
რომ აქციონერს აქვს აქციების კონკრეტული ზღვარიმ როდესაც უკვე
უფლებამოსილია შეიტანოს სარჩელი და ასევე უნდა ქონდეს ფაქტები
მტკიცებულებები იმის შესახებ რომ არსებობს მნიშვნელოვანი დარღვევები
კომპანიაში.
ცოტა განსხვავებულია ინგლისის მიდგომა, ვინაიდან მართალია აქაც აქციონერმა
თავდაპირველად დირექტორატს უნდა მიმართოს, ამის გარეშე კონკრეტულად
აქციონერს მოტხოვნის დაყენების საშუალება არ აქვს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ
სასამართლო დართავს ნებას, რომ აღძრას დერივაციული სარჩელი დამრღვევი
დიექტორის წინაარმდეგ.
შედარებითი საკორპორაციო სამართალი
ადვოკატი, ასოცირებული პროფ. სამართლის დოქ. ლაშა ცერცვაძე LLM.MLB
ირუდიული ფირმა FLS full legal service
მმართველი პარტნიორი
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითაც აქვს პარტნიორს უფლება აღძრას
დერივაციული სარჩელი რა თქმა უნდა გარკვეული წინაპირობების დაცვით იგივე 90
დღიანი ვადა რაც ზემოთ აღვნიშნე იმ თავისებურებით რომ დირექტორატს აქვს ორი
გზა ან 90 დღეში აღძრას სარჩელი ან დაასაბუთოს , რომ ამ სარჩელის აღძვრა
საზიანოა საზოგადოებისთვის. თუ მოცემული არ განხორციელდა ამი შემდგომ ანუ
90 დღის გასვლის მერე დასაბუთებით თუ მის გარეშე უკვე შეუძლია პარტნიორს
აღძრას სარჩელი.
შეიძლება ითქვას, რომ დერივაციული სარჩელი არის ის მექანიზმი, რომელიც
დირექტორებს ბოჭავს, რომ კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანტი
მოვალეობები, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტნიორი აღმოჩნდება ის პირი რომელსაც
შეუძლია საკუთარი სახელით საზოგადოების სასარგებლოდ იმოქმედოს. თუმცა არის
გარკვეული გარემოებები რის გამოც შეიძლება დერივაციული სარჩელი
უარყოფითად შეფასდეს მაგალითად ის რომ ამან შეასძლოა კომპანიის რეპუტაციაზე
იმოქმედოს, ასე ვთქვათ დააშინოს დირექტორები დაიკავონ ეს თანამდებობა ან
მოიტხოვონ მაღალი ანაზღაურება და ასევე შეუშინდნენ სარისკო გადაწყვეტილებებს
ბიზნეს საქმიანობის პროცესში.

2. კონკრეტულად პარტნიორის საზოგადოებიდან გასვლას მეწარმეთა შესახებ კანონი


არ არეგულირებს , აღნიშნული თავად პარტნიორებს შეუძლიათ დაარეგულირონ
საზოგადოების წესდებით, თუმცა ამის არარსებობის შემთხვევაში შესაძლოა
ვიმსჯელოთ სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმებზე, რომლებიც ახლოს დგას მოცემულ
მოწესრიგებასთან, მაგალითად ის რომ გასვლის საფუძველი უნდა იყოს პატივსადები
ან ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით იყოს გამართლებული გასვლა.
მნიშვნელოვანია დრო როდის გადის პარტნიორი საზოგადოებიდან, ვინაიდან
გასვლისას უნდა მოხდეს მისი წილის კომპენსაცია რა თქმა უნდა ამან კომპანია არ
უნდა ჩააყენოს არახელსაყრელ მდგომარეობაში, ამიტომაც წილის კომპენსაციისთვის
უნდა არსებობდეს თავისუფალი სახსრები საზოგადოებაში და პარტნიორის გასვლამ
არ უნდა გამოიწვიოს კომპანიის ფინანსურად დაზარალება და მისი
გადახდისუუნარობა.
როგორც ზემოთ აღვნიშნე მოქმედი კანონმდებლობა გასვლას არ ითვალისწინებს
თუმცა კანონპროექტით განსაზღვრულია კონკრეტული საფუძვლები თუ როდის
შეუძლია პარტნიორს საზოგადოებიდან გასვლა, თუ იგი ვლის რომ მოცემულ
პირობებს აკმაყოფილებს იგი მიმართავს საზოგადოებას ანუ ხელმძღვანელ ორგანოს
ანუ დირექტორატს რომელიც ატყობინებს პარტნიორებს გასვლის შესახებ და ისინი
იღებენ გადაწყვეტილება პარტნიორის გასვლის შესახებ ასევე წილის კომპენსაციის
ოდენობის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებას
არ მიიღებს ან უ არ აცნობებს პარტნიორს გასვლის შესახებ ან უარს ეტყვის მას მაშინ
ირთვება სასამართლო მექანიზმი და პარტნიორს უკვე შეუძლია მიმართოს
შედარებითი საკორპორაციო სამართალი
ადვოკატი, ასოცირებული პროფ. სამართლის დოქ. ლაშა ცერცვაძე LLM.MLB
ირუდიული ფირმა FLS full legal service
მმართველი პარტნიორი
სასამართლოს საზოგადოებიდან გასვლის მოთხოვნით. სასამართლომ კი როგორც
წესი უნდა მოახდინოს პარტნიორისა და კომპანიის ინტერესების შეპირისპირება,
კანონისმიერი საფუძვლებიდან რამდენად დასაშვებია პარტნიორის მოთხოვნა და
ასევე არსებობს თუ არა თავისუფალი სახსრები, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ
შესაძლოა საზოგადოებამ სესხი აიღოს წილის კომპენსაციისათვის და ეს ჩაითვალოს
თავისუფალ სახსრებში რაც გარკვეულწილად გამართლებულია ორივე მხარის
ინტერესების გათვალისწინებით.
განსხვავებული მიდგომა შეიძლება გამოვყოთ აშშ-ში სადაც აქციონერს რომელიც
გარკვეული რაოდენობის აქციებს ფლობს მოითხოვოს საზოგადოების დაშლა,
ამისგან
საპირისპიროდ კი დაშვებულია აქციების გამოსყიდვა როგორც აქციონერის ან
აქციონერების ასევე საზოგადოების მხრიდან.

You might also like