You are on page 1of 3

რა უფლებები და მოვალეობები აქვთ პარტნიორებს?

(კრების დახმარებით
ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებებს. პარტნიორმა აუცილებლად უნდა
მოიწვიოს კრება გადაწყვეტილების მისაღებად. ერთ-ერთი გამოსაყოფი უფლება
არის პარტნიორთა კრებაში მონაწილეობის უფლება. პარტნიორს შეუძლია რომ
მინდობილობის შედეგად წარმომადგენელი იყოლიოს. და ეგ პირი წარმოადგენდეს
მას კრებაზე. გარდა ამ უფლებისა კიდევ ერთი უფლებაა, რომელიც მჭიდროდ
უკავშირდება კრებაში მონაწილოების უფლებას, ესაა ხმის მიცემის უფლება.
პარტნიორმა გადაწყვეტილების მიღებამდე დღის წესრიგში უნდა დააყენოს ისიც
რომ სხვა პარტნიორებს გაუგზავნოს ის პროექტი რომ იცოდენენ რასთან
დაკავშირებით უნდა მისცენ ხმა. თუ არ გაუგზავნის ამ პროექტს საზოგადოებას ,
შემდეგ შეუძლია მოითხოვოს პარტნიორისგან. ამ უფლებთან დაკავშირებით
ხშირად შეგვხვდება ინფორმაციის მიღების უფლება და სპეციალური აუდიტორის
დანიშვნის უფლება. თუ აუდიტორი დაინიშნა პარტნიორის ინიციატორით და ეს
აუდიტორი აღმოაჩენს რომ საწარმოში დარღვევები არაა, ამ აუდიტორის ხარჯებს
ანაზღაურებს ინიციატორი პარტნიორი და თუ დარღვევებს აღმოაჩნეს , მაშინ მის
ხარჯებს აანაზღაურებს კომპანია. გავიგეთ, რომ ხმის მიცემის უფელბა აქვს
აქციონერს. კარებაში მონაწილეობის უფლება აქვს, მაგრამ იმისათვის რომ
პარტნიორმა კრებაში მონაწილოება მიიღოს, კრება უნდა შედგეს კრება უნდა
ჩატარდეს. ამისათვის საჭიროა კრების მოწვევა.
ვინ არის უფლებამოსილი რომ კრება მოიწვიოს და რა პროცედურებია ამისთვის ?
თვითონ კრების მოწვევის უფლება ძირითადად აქვს დირექტორს, თუმცა მინიმუმ 5%-
ის ან ჯამში 5%-ის მფლობელ პარტნიორს შეუძლიათ მოსთხოვონ დირექტორს, რომ
მოიწვიოს კრება და თუ არ მოიწვევს დირექტორი პარტნიორთა კრებას გარკვეულ
ვადაში ან თავიდანვე უარს იტყვის კრების მოწვევაზე, მერე თვითონ შეუძლიათ
მოსაწვევების გაგზავნა.
მოვიწვიეთ კრება და თუ არის რაიმე პროცედურა, რომ დავიცვათ რათა ჩაითვალოს
რომ ეს კრება სწორად არის მოწვეული? შეტყობინება უნდა იყოს გაგზავნილი ამ
კრების მოწვევაზე, როდის სად ტარდება ეს კრება და თუ დარღვევა შეტყობინებაში
არსებითი დარღვევა იქნება, მაშინ კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება თუ
რომელიმე პარტნიორის მიმართ პრობლემური იქნება, შეუძლია გაასაჩივროს .
მნიშვნელოვანია, რომ კრების ჩატარებამდე რაღაც პერიოდით ადრე გაიგზავნოს
კრების ჩატარების შესახებ შეტყობინება. კანონით 14 დღეა და წესდებით შეიძლება
უფრო ნაკლებ დღეზე შეთანხმდნენ. ჩაბარების შემდეგ იწყება ვადის ათვლა. ანუ
პარტნიორს დრო უნდა ჰქონდეს რომ კრებისთვის მოემზადოს . შეტყობინება ყველა
პარტნიორს უნდა გაეგზავნოს, მიუხედავად იმისა რამდენი პროცენტი ეკუთვნის
საზოგადოების კაპიტალიდან, თუნდაც 0.1%-ს ფლობდეს. ყველას დასწრება
სავალდებულო არაა. დამსწრეთა უმრავლესობიდან ხდება ხმების დათვლა . არის
ისეთი გადაწყვეტილებებიც, როდესაც პარტნიორები შეიძლება შეთანხმდნენ , რომ
თუნდაც ერთი პარტნიორი 49% პროცენტს ფლობდეს, თქვას, რომ ქვორუმი არ
იარსებებს არასდროს, თუ სხდომას თვითონ არ ესწრება. პარტნიორს წერილობითაც
შეუძლია ხმის მიცემა. კრებას თუ ყველა პარტნიორი ესრება შეიძლება ისეთი
საკითხები გაიხილონ, რაც დღის წესრიგში არ იყო და თუ ყველაა და თანახმა არიან
სხვა საკითხსაც შეუძლიათ უყარონ კენჭი, წინააღმდეგ შემთვევაში ბათილობის
საფუძველი შეიძლება იყოს.

39-ე მუხლის ამბობს, რომ 36-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა
თუ არაა მაშინ ბათილია კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება და ეს პუნქტი
ამბობს- საერთო კრების მოწვევის ამ კანონით ან/და წესდებით დადგენილი წესის
დარღვევის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება დასაშვებია, თუ კრებას ყველა
პარტნიორი ესწრება და ისინი თანახმა არიან კრების ჩატარებასა და
გადაწყვეტილების მიღებაზე. პარტნიორის თანხმობად მიიჩნევა, თუ იგი არ
მოითხოვს საერთო კრების სხვა დროს ჩატარებას მისი მოწვევის პროცედურის
დარღვევის გამო. ანუ მოწვევის პროცედურა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს თუ
დაარღვიე ავტომატურად საფრთხეს უქმნი კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას . 39-ე
მუხლის მიხედვით საერთო კრების გადაწყვეტილება ან მისი ნაწილი ბათილია თუ :
ა) საერთო კრების ოქმი დადგენილი წესით დამოწმებული არ არის-ამაში
იგულისხმება ნოტარიუსის მიერ დამოწმება. როგორც წესი რომ დაადასტურო რომ
პარტნიორები შეიკრიბნენ ამას აკეთებენ ნოტარიუსის საშვალებით. აუცილებელი
პირობაა ეს. კრების ოქმი არის ჩვეულებრივი გარიგება, მრავალმხრივი გარიგებაა ,
სამოქალაქო კოდექსში არის ამის განმარტება და გარიგების ბათილობის
საფუძვლები რაც გვაქ სამოქალაქო კოდექსში ასევე დამატებით ნშეიძლება
გამოყენებულ იქნას კრების ოქმის ბათილობის საფუძვლად.
ბ) საერთო კრება არაუფლებამოსილმა ორგანომ/პირმა მოიწვია
გ) საერთო კრების მოწვევის შესახებ წერილობით შეტყობინებაში მითითებული არ
არის ან არასწორად არის მითითებული სამეწარმეო საზოგადოების საფირმო
სახელწოდება, საერთო კრების ჩატარების ადგილი, თარიღი ან დაწყების დრო-აქ
ერთ-ერთი მაინც რომ იყოს არასწორად მითითებული ბათილი იქნება
დ) დარღვეულია საერთო კრების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების
პარტნიორებისთვის შეტყობინების წესი-მაგ: ისეთ ადგილას რო გავუგზავნო ეს
შეტყობინება, როცა ვიცი რომ ის ადგილას რეგისტრირებული აღარაა. ვადაც თუ
არის დარღვეული .
ე) საკითხი, რომელსაც გადაწყვეტილება ეხება, არ განეკუთვნება საერთო კრების
უფლებამოსილებას-რა არის საერთო კრების უფლებამოსილება და ეს რომ
გავმიჯნოთ დირექტორების უფლებამოსილებისგან? საერთო კრება ისეთ საკითხებზე
ვერ იმსჯელებს რაც მის უფლებამოსილებას არ წარმოადგენს.მაგ:
თანამშრომელთან შრომითი ხელშეკრულების დადება მისი გათავისუფფლება ან
დაწინაურება არაა პარტნიორთა კრების უფლებამოსილება ეს დირექტორების
უფლებამოსილებაა.
ვ) გადაწყვეტილება ეხება წესდებაში ისეთი ცვლილების შეტანას, რომელიც
კანონს ეწინააღმდეგება-გადაწყვეტილების შინაარსია აქ კანონსაწინააღმდეგო.
ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონის იმ ნორმებს, რომელთა უმთავრესი
მიზანია კრედიტორთა უფლებების დაცვა-ისეთ გადაწყვეტილებაზე უნდა იყოს
საუბარი, რომელიც კრედიტორთა ინტერესებს ეწინააღმდეგება.
თ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს;
ი) გადაწყვეტილება შეცილების საფუძველზე სასამართლომ ბათილად ცნო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთო კრების
გადაწყვეტილების ან მისი ნაწილის ბათილობაზე მითითება დაუშვებელია, თუ საერთო
კრების გადაწყვეტილების რეესტრში რეგისტრაციიდან გასულია 3 წელი, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც სასამართლოში საერთო კრების გადაწყვეტილების ბათილად
ცნობაზე დავა ამ ვადის ამოწურვამდე დაიწყო-საერთო ვადა 93-ე მუხლში წერია და ეს
მუხლი გამოიყენება საერთო კრების გადაწყვეტილების რეესტრში რეგისტრაციისას .

მნიშვნელოვანია 93-ე მუხლის მე-2 პუნქტი- თუ ვის აქვს შეცილების უფლება- ის პარტნიორი
რომელიც გადაწყვეტილებას დაეთანხმა, შეცილების უფლება არა აქვს. დირექტორის
საბჭოს აქვს შეცილების უფლება. ხელმძღვანელ ორგანოს შეუძლია პარტნიორებს
დაუპირისპირდეს თუ მათი უფლების შეზღუდვას ან ვალდებულების დაკისრებას ეხება
გადაწყვეტილება.
93.5-ე მუხლში გათვალისწინებულია ვადები-როცა უნდა გაგეგო ან გაიგე, არაუგვიანეს 6
თვისა, 6 თვე რომ გავიდეს გადაწყვეტილების მირებიდან და მაშინ რომ გაიგო , შეცილების
უფლება უკვე აღარ გაქ.
ოქმის მონაცემები არის მნიშვბელოვანი. კრებაზე დასწრება არის შესაძლებელი
დირექტორის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ, ვინც მოხსენება უნდა გააკეთოს ვთქვად ,
თუმცა მათი დასწრება არ დასწრება ხმის მიცემისთვის მნიშვნელოვანი არაა და ოქმსაც არ
აწერენ ხელს.

კრების მოწვევა და ჩატარება რელევანტურია როცა რამდენიმე პარტნიორი ყავს


საწარმოს, და როცა 1 პარტნიორია და 100% წილს ფლობს არ უნდა კრების მოწვევა,
წერილობით იღებს გადაწყვეტილებას.

38-ე მუხლი-საერთო კრების ოქმის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება საერთო კრების


თავმჯდომარეს, რომელიც ამ დოკუმენტზე ხელმოწერით ადასტურებს მას .

39-ე მუხლი-ყველაფერი მუხლში წერია

You might also like