You are on page 1of 10

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი

2021-2022 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

გამოცდა: ფინალური

სასწავლო კურსი: პროფესიული ეთიკა

ლექტორი: თამარ ხუბულური

სტუდენტი: მირიან ბაღათურია

A. mail: tamar.khubuluri@sabauni.edu.ge

გამოცდის დაწყების და დასრულების დრო: 20 ივნისი - 26 ივნისი

გისურვებთ წარმატებებს!

დავალებათა ტიპი და შეფასების მეთოდები (მონიშნეთ და მიაწერეთ თითოეული კომპონენტის


რაოდენობა და ქულა):

თეორიული საკითხი
ღია კითხვა
პრაქტიკული დავალება
სხვა

მაქსიმალური ჯამური ქულა: 30

საგამოცდო ბილეთის რაოდენობა თითოეულის max შეფასება სულ max მიღებული შეფასება
კომპონენტები შეფასება

გადაწყვეტილების ანალიზი 10
ადვოკატთა პროფესიული
ქცევის თაობაზე N1

გადაწყვეტილების ანალიზი 10
მოსამართლის პროფესიული
ქცევის თაობაზე N2

კაზუსი პროკურატურის 10
თანამშრომელთა ქცევის
თაობაზე N3

ქულათა ჯამი: 30
გამოსაყენებელი წყაროები:

ადვოკატთა მიმართ მიღებული ერთი გადაწყვეტილება შეარჩიეთ ქვემოთ მითითებული ლინკებიდან


(ჰიპერლინკის სახით არის მონიშნული შედეგები და შერჩეული შედეგით გადახვალთ წყაროზე):

გაფრთხილება
კერძო სარეკომენდაციო ბარათი
მთლიანი შემადგენლობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები
სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებები ადვოკატების მიმართ

მოსამართლეთა მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები (ჰიპერლინკის სახით არის მონიშნული


შედეგები და შერჩეული შედეგით გადახვალთ წყაროზე), შეარჩიეთ ერთი გადაწყვეტილება:

დამოუკიდებელი ინსპექტორის გადაწყვეტილებები


სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებები მოსამართლეთა მიმართ:
საქმე #დს-შ/1-16
საქმე #დს-შ/9-16

პროკურატურის მუშაკის მიმართ კაზუსის ამოხსნა უნდა მოიცავდეს ნორმებს, ნორმების განმარტებას,
ანალიზს და დასკვნას.

გადაწყვეტილების ანალიზი ადვოკატთა პროფესიული ქცევის თაობაზე N1 (10 ქულა)

შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო ერთი გადაწყვეტილება ზემოთ მითითებული წყაროების


გამოყენებით და დაწერეთ ანალიზი (არაუმეტეს 2.5 გვერდისა) შემდეგი კომპონენტების დაცვით:
• გადაწყვეტილების დასახელება და ნომერი, წყაროს მითითება ლინკის სახით სქოლიოში
• საქმის არსებითი ფაქტები სამოტივაციო ნაწილის მიხედვით მოკლედ
• კომისიის მიერ გაკეთებული სამართლებრივი შეფასება
• თქვენი ანალიზი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას რამდენად ეთანხმებით სამართლებრივ
შეფასებას და გამოყენებულ ღონისძიებას.

ადვოკატ გრიგოლ მიქაძის მიმართ / სიითი №0976/ 13.03.2020 1

საქმის არსებითი ფაქტები:

როგორც ცნობილია განხილვის კოლეგიამ დაადგინა უდავო ფაქტები, რომლის


დროსაც ადვოკატი გრიგოლ მიქაძე წარმოადგენდა ლილი სეხნიაშვილის

1
<https://gba.ge/pdf/623c12cb15ff6.pdf/030.20,%2013.08.21,%20gafrtxileba.pdf?fbclid=IwAR27Qna_-
fWIyc3H3GWjRSVITUxFhJLSPhDI8Ca7hpk_cKtpXD5VOUEArtY>
ინტერესებს. ადვოკატი ვალდებული იყო ხელშეკრულების მიხედვით გაეწია
მომსახურეობა როგორც სისხლის ასევე სამოქალაქო საქმეზე. გრიგოლმა ჰონორარის
სახით 2500 ლარის ოდენობით მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოში ლალი
სეხნიაშვილის საქმე გაიმართა, რა დროსაც ადვოკატი გრიგოლ მიქაძე და ლილი
სეხნიაშვილი არ ესწრებოდნენ, ამის გამო სასამართლომ დაუსწრებელი
გადაწყვეტილება მიიღო. ამ ყოველივეზე ადვოკატმა გრიგოლიმ გაასაჩივრა სარჩელი,
რის შედეგადაც თბილისის საქალაქრო სასამართლოომ არ დააკმაყოფილა მისი
საჩივარი და ძალაში დარჩა გაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამის შემდგომ
თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა ლილი სეხნიაშვილი სარჩელით
არსებული ყადაღა. ლილიმ ადვოკატზე გაცემული მინდობილობა გააუქმა. რაც
შეეხება სადავო ფაქტებს, საქმეში არ იყო წარდგენილი ისეთი მტკიცებულებები
რომელიც დაადასტურებდა ადვოკატის პოზიციას, რომ ლილისგან მიღებული
ინფომირებული თანცმობით განხორციელდა შემდეგი ქმედებები. ასევე სადაოა ის
ფაქტი როდესაც ადვოკატი ადასტურებს 1000 აშშ დოლარის მიღების თანხას, მაგრამ
უშუალოდ თანხის მიღებას უარყოფს.

კომისიის მიერ გაკეთებული სამართლებრივი შეფასება:

კომისიამ დაადგინა, რომ ადვოკატმა გრიგოლიმ ლილისთან შუთანხმებლად გაიხმო


ერთი მოპასუხის მიმართ წარდგენილი სარჩელი, შესაბამისად
დარღვეულია, ,,ადვოკატთა შესახებ'' საქართველოს კანონის 5 ,,ა''- მუხლი, რა
დროსაც ადვოკატი გრიგოლი ვალდებული იყო შეესრულებინა პროფესიული
ფუნქციები.
ასევე ადვოკატ გრიგოლს კეთილსინდისიერად უდნა მიეცა რჩევა, მისი
წარმოამდგენლისათვის, რასაც ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის 8.5-
მუხლი ითვალისწინებს.
ასევე ადვოკატი გრიგოლი ვალდებული იყო რომ მიეწოდებინა კლიენტისთვის ის
საჭირო ინფორმაცია, რაც დაკავშირებული იყო მის საქმესთან, ამ ყოველივეს კი
ითვალისწინებს ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის 6.2 მუხლი.
ადვოკატ გრიგოლს საქმე უნდა ეწარმოებინა კლიენტის, ასევე უფლებამოსილი
წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მიერ , რომელსაც ადვოკატთა
პროფესიული ეთიკის კოდექსის 8.2 მუხლი ითვალისწინებს. ადვოკატი ვალდებული
იყო რომ განემარტა კლიენტის საკითხები ზედმიწევნით, შესაბამისად მან უნდა
იმოქმედოს კეთილსინდისიერად, კლიენტის ინტერესების გათვალისწინებით.
ადვოკატი ასევე უნდა იყოს კლიენტის მრჩეველი, რის შედეგადაც მას მისი
ინტერესების შესაბამსიად უნდა ემოქმედა კვალიფიციურად. დადგინა ფაქტი,
როდესაც ლილისთვის არასწორი ინფორმაცია იქნა მიწოდებული ადვოკატის
მხრიდა.
კომისია სრულებით იზიარებს, რომ კლიენტთა არასწრმა კომუნიკაციამ შესაძლოა
დაარღვიოს ადვოკატსა და კლიენტს შორის არსებული ნდობა, რამაც შემდგომ
შეიძლება გამოიწვიოს საადვოკატო საქმიანობის სრულყოფილი და
კეთილსინდისიერი რღვევა.
კომისია ასევე განმარტავს, რომ ადვოკატი ვალდებულია, რომ გულისხმიერად
მოეკიდოს საქმისწარმოებას, იმის ფონზე, რომ კლიენტისთვის მცდარმა ინფორმაციამ
რა ზიანი შეიძლება, რომ მიაყენოს ლილის. შესაბამისად მის მიერ არსებულმა
ქმედებამ გამოიწვია ლილის საქმედე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ასევე
გაუუქმდა მოპასუხეთა სახელზე ჩარიცულ ქონებაზე არსებული თანხა.
შესაბამისად კომისია მიიჩნევს, რომ როდესაც კლიენტი მიანდობს ადვოკატს
ნებისმიერ ფულს ან ქოენაბს, უნდა ინახებოდეს დამოუკიდებლად, ასევე უნდა
იმართებოდეს კეთილსინდისიერად და ამ ყოველივედან გამომდინარე ადვოკატმა
კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინოს ანგარიში, რომელიც ადვოკატთა
პროფესიული ეთიკის 8.13 მუხლის შესაბამისად გვხვდება.
ასევე კოლეგია მიიჩნევს, რომ ადვოკატმა უდნა დაუბრუნოს ჰონორარი, რომელიც
კლიენტმა ადვოკატს გადასხვა ამ ყოველივეს კი ადვოკატთა პროფესიული ეთიკის
კოდექსის 8.15 მუხლი ადასტურებს. შესაბამისად ეს მუხლი ავალდებულებს
ადვოკატს, რომ დაიცვას პროპორციულობის პრინციპი გაწეულ საადვოკატო
მომსახურეობაზე და მიღებულ ჰონორარს შორის. ასევე ადვოკატ გრიგოლს შეუძლია,
რომ თავად განსაზღვროს მიღებული ჰონორარის რა ოდენობა დაუბრუნოს კლიენტს.
ასევე კოლეგიის აზრით ,,ადვოკატთა შესახებ'' საქართველოს კანონის 34-ე მუხლის
მიხევით დისციპლინური სახდელის სახეებსა და ზემოქმედების ღონისძიების
ფორმებს, შესაძლებელია, რომ ადვოკატი ადგენდეს. ეს სახდელები არის
გაფრთხილება, საქმიანობის შეჩერება და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის
წევრობის შეწყვეტა. შესაბამისად კომისიამ დაადგინა ამ შემთხვევაში ადვოკატ
გრიგოლ მიქაძის მიმართ დისციპლინური გადაცდომისათვის სამართლიან
პასუხისმგებლობის ფორმის დისციპლინური სახდელი, რომელიც არის
გაფრთხილება.

ანალიზი
ზემოაღნიშნულიდან, გამომდინარე სრულებით ვეთანხმები კომისიის
გადაწყვეტილებას, ვინაიდან როგორც ცნობილია გრიგოლმა დაარღვია არაერთი
ნორმა. კერძოდ გრიგოლი ვალდებული იყო კეთილდეინდისიერად შეესრულებინა
პროფესიული ფუნქციები. ასევე მიეცა მისი კლიენტისათვის კეთილსინდისიერად
რჩევა, რაც არ განახორციელა. ადვოკატმა გრიგოლიმ ასევე დაარღვია ადვოკატთა
შესახებ საქართველოს კანონი, როდესაც მის კლიენტს არ მიაწოდა ინფორმაცია,
რამაც გამოიწვია კლინეტისთვის დაუსწრებლად საქმის განხილვა. შესაბამისად
როდესაც ადვოკატმა დაარღვია კეთილსინდისიერების პრინციპი, კლინეტის
ფულადი სახსრების და მისი კეთილსინდისიერების მართვა, ასევე ინფორმირება და
გამოუმმუშავებული ჰონორარის დაბრუნების ეთიკური ვალდებულებები, ამ დროს
კომიტეტის მხრიდან განსაზღრული გაფრთხილება სრულებით ეთიკურია და
აუცილებელიც კი. გაფრთხილებიდან გამომდინარე ადვოკატს მიეცემა შანსი თავად
გააცნობიეროს და შემდგომ გაითვალისწინოს, რომ მომავალში აღმოფხვრას და კვლავ
არ ჩაიდინოს მსგავსი ქმედებები. შესაბამისად კომიის მხიდან გაფრთხილება არის
სრულებით სამართლიანი და ეთიკური.

გადაწყვეტილების ანალიზი მოსამართლის პროფესიული ქცევის თაობაზე N2 (10 ქულა)

შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო გადაწყვეტილება ზემოთმითითებული წყაროების გამოყენებით და


დაწერეთ ანალიზი (არაუმეტეს 2.5 გვერდისა) შემდეგი კომპონენტების დაცვით:
• გადაწყვეტილების დასახელება და ნომერი, წყაროს მითითება ლინკის სახით სქოლიოში
• საქმის არსებითი ფაქტები სამოტივაციო ნაწილის მიხედვით მოკლედ
• კომისიის მიერ გაკეთებული სამართლებრივი შეფასება
• თქვენი ანალიზი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას რამდენად ეთანხმებით სამართლებრივ
შეფასებას და გამოყენებულ ღონისძიებას.

საქართველოს უზენაესმა სადისციპლინო შემადგენლობამ 2016 წლის 18 მარტს განიხილა საქმე


დისციპლინური პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით და მიიღო გადაწყვეტილება. 2

საქმის არსებითი ფაქტები :

2
<https://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/18-marti-1-16.pdf?
fbclid=IwAR231wPd84emH332kXbGKGbDPooB9_5Kg6Zu4Ay1_-2TW_CfanG0IxPjFZ4>
საქმის მასალებიდან გამომდინარე სხდოამზე დაცვის მხარემ სასამართლოს მიმართა
მოსამართლე ლ.მ-ს აცილების თაობაზე. ამ ყოველივეზე კი სხდომის თავჯდომარემ
უარი განუცხადა შუამდგომლობის პრეზენტაციის ფორმით წარდგინებაზე. ამ დროს
მოხდა შეკამათება დაცვის მხარესა და სხდომის თავჯდომარეს შორის. ამ დროს
მოსამართლემ გააკეთა განმარტება რა დროსაც სადისციპლინო კოლეგიმ
მოსამართლე ლ.მ-ს დააკისრა დისციპლინური სახდელის ფორმა-საყვედური. ამ
ყოველივეს კი სადისციპლინო პალატა არ ეთანხმება, შესაბამისად მათ სურთ მეტად
მსუბუქი ზომა იქნეს გამოყენებული ვიდრე საყვედურია.
სადისციპლინო პალატა არ იზიარებს სადისციპლინო კოლეგიის პოზიციას. მათი
აზრით მოცემული საქმე იყო განსაკუთრებული სირთულის შესაბამისად იყო
დარბაზში ხმაური და დაძაბული ვითარება. ასევე მოსამართლეს არ ჰქონია მანამდე
რაიმე დისციპლინური სახდელი და ასევე მას არ ჰქონია კოლეგიური მუშაობის
გმაოცდილება რის გამოც დისციპლინური პალატას მიაჩნია რომ ეს სახდელი-
საყვედური არის ზედმეტად მკავრი და იგი უნდა შეიცვალოს მსუბუქი სახდელით
და დაეკისროს შენიშვნა.

კომისიის მიერ გაკეთებული სამართლებრივი შეფასება

მოსამართლემ გამოიყენა უკანონო, უსამართლო ან მიზნაშეუწონელი სახდელი


რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა
დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართლაწარმოების
შესახებ კანონის 71-ე მუხლი. შესაბამისად ამავე კანონი 53-ე მუხლით დადგინდა,
რომ მოსამართლემ ერთი ან რამდენიმე დისციპლინური გადაცდომა ბრალეულად
ჩაიდინა. ასევე ამავე კანონის 54-ე მუხლით სადისციპლინო კოლეგია ითვალისწინებს
გადაცნოდმის როგორც შინაარსა და სიმძიმეს, ასევე შედგებს, რომელიც მოოჰყვება,
ასევე ბრალის ხასისხს და მოსამართლის პიროვნებას.
ასევე სადისციპლინო კოლეგიამ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა
სამოსამართლეო ეთიკის წესების 9, 12, 20-ე მუხლები და სამოასამართლო ქცევის
ბანგალორის პრინციპების შესაბამისი ნორმები.
შესაბამისა სადისციპლინო კოლეგიის აზრით საქართველოს კანონის 29-ე მუხილის
თანახმად მოსამართლეს არ ჰქონდა უფლება დისცილინური ბრალდების ფარგლებს
გასცდენოდა.

ანალიზი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინდიან მოსამართლე ლ.მ-ს მიმართ არ იყო
ადრე გამოყენებული დისციპლინური სახდელი ასევე მას კოლეგიური მუშობის
გამოცილებაც არ ჰქონდა ასეთ დროს სადისციპლინო კოლეგიის მიერ წარდგენილი
სახდელი საყვედური მეტად მკაცრია, შესაბამისად შესაძლებელია, რომ
მოსამართლის პიროვნული მახასიათებლებიდან და მისი საქმიანობიდან
გამომდინარე გავითვალისწინოთ და მას დაესკისროს შენიშვნა. შესაბამისად
მიმაჩნია, რომ დისციპლინური კოლეგია ამ ნაწილში მეტად მკაცრი იყო და მისი
ფისციპლინური სახდელის ფორმა შეცვლას ითვალისწინებს.

კაზუსი N3 (10 ქულა)

კაზუსის პასუხი დაასაბუთეთ. დასაბუთების სტრუქტურა: პრინციპის განმარტება, ანალიზი, დასკვნა.

გიორგიმ შეიჩერა ადვოკატის სტატუსი და დაიწყო პროკურატურაში მუშაობა. ერთ-ერთ


საქმეზე, რომელიც მას დაეწერა, როგორც პროკურორს, აღმოჩნდა, რომ მანამდე იგივე
სისხლის სამართლის საქმეში წარმოადგენდა დაზარალებულის ადვოკატს. როგორ
წესრიგდება პროკურორის ქცევა ასეთ მდგომარეობაში პროკურატურის მუშაკთა ეთიკის
კოდექსით?

გამოყენებული მუხლები:

საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსის 22-ე მუხლი ეხება


ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხს. ამ მუხლის მიზანი არის სამართალწარმოების
განხორციელება არ მოხდეს კერძო ინტერესების საფუძველზე. აღნიშნული მუხლი
სამართალწარმოების სუბიექტის, რომლის მიმართაც პროკურორი თავის საქმიანობას
ახორციელებს მისი ინტერესების დასაცავად გამოიყენება. ინტერესთა
შეუთავსებლობის საკითხი წარმოადგენს საფუძველს იმისა, რომ თვითაცილება იქნას
გამოყენებული.
საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსის მე-7 მუხლის 1 ნაწილი
ეხება პროკურორის ვალდებულებას არ მოექცეს სხვისი ზეგავლენის ქვეშ.
აღნიშნული მუხლის მიზანი არის მართლმსაჯულების განხორციელებისას
პროკურორი დამოუკიდებლად ასრულებდეს თავის საქმიანობას სხვისი ნებისგან
დამოუკიდებლად. სხვა პირი ვისი ზემოქმედების ქვეშ პროკურორი შეიძლება
მოექცეს არის თანამდებობის პირი და ისინი ვის მიმართაც გააჩნია რაიმე
ვალდებულება ან ინტერესი პროკურორს.
საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსის მე-9 მუხლი ეხება
ძირითად პრინციპებს, რომლის დაცვის ვალდებულება პროკურორს გააჩნია
საქმიანობის განხორციელებისას. ეს პრინციპები არის დამოუკიდებლად,
მიუკერძოებლად და სამართლიანად განახორციელოს მართლმსაჯულება. ისეთი
გარემოებები, რომელიც ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მუხლში გათვალისწინებულ
შემთხვევების სწორად და ეფექტურად განხორციელდეს მართლმსაჯულება
წარმოადგენს მართლმსაჯულების მთავარი პრინციპის რღვევას და იწვევს
არასამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას.
საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსის 13-ე მუხლი უწესებს
პროკურორს მისთვის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს
მოპოვებული სამსახურეობრივი კონფიდენციალური ინფორმაცია არ იქნას
არასათანადოდ გამოყენებული. აღნიშნული მუხლი იმ პიროვნების ინტერესებს
უკავშირდება, ვისი კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება დაუშვებელია.
კონფიდენციალური ინფორმაცია მოცემული კაზუსის შემთხვევაში ადვოკატთა
პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული, პროკურორის
მიერ ადვოკატის პროფესიის განხორციელების დროს ამავე პირისგან აღნიშნულ
საქმესთან დაკავშირებით განდობილი ინფორმაცია შეიძლება იყოს.
საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსის მე-5 მუხლი ეფუძნება
პროკურორმა თავისი საქმიანობისას იხელმძღვანელოს კონსტიტუციით და
ადამიანის უფლებებით, აღნიშნული მუხლის დისპოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ
პროკურორი არ შეიძლება არ ითვალისწინებდეს და გულგრილად ეკიდებოდეს
ბრალდებულის კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებებს.

ანალიზი:

ზემოაღნიშნულ შემთხვევა წარმოადგენს საქართველოს პროკურატურის მუშაკთა


ეთიკის კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ პროკურორის ინტერესის
სფეროს, ამ შემთხვევაში პროკურორი ვალდებულია დააყენოს შუამდგომლობა
თვითაცილებასთან დაკავშირებით. პროკურორს არ შეიძლება პირადი მიზნები
ამოძრავებდეს ან/და მონაწილეობას ღებულობდეს ისეთ საქმეებში, სადაც მას შეხება
ჰქონდა, როგორც მეორე მხარის პოზიციიდან. აღნიშნულ შემთხვევაში აშკარა არის
ინტერესთა შეუთავსებლობის პრინციპის დარღვევა. პროკურატურის მუშაკთა
ეთიკის კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული არის, რომ
პროკურორი თავისი საქმიანობის განხორციელებისას თავისუფალი უნდა იყოს რაიმე
ზეგავლენის ქვეშ მოქცევისგან, თავის საქმიანობას იგი უნდა ახორციელებდეს
მხოლოდ კანონის დაცვით და კარნახით. რისკი ზეგავლენის მოხდენისა ამ
შემთხვევაში კი მაღალია, ვინაიდან აღნიშნული პროკურორი ადვოკატის
საქმიანობის განხორციელებისას წარმოადგენდა ამ პირის დამცველს, ხოლო ახლა კი
იგი მისი პოზიციის საპირისპიროდ არის. ეს კი არღვევს დასაცავი პირის ინტერესებს,
პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ
დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ და სამართლიანი მართლმსაჯულების
განხორციელების პრინციპებს. პროკურორის მხრიდან მიკერძოებლობის საკითხი
შეიძლება გამოიხატოს იმგვარად, რომ მან დასაცავი პირის წინააღმდეგ შეიძლება
გამოიყენოს ადვოკატის საქმიანობისას მისთვის ცნობილი პროკურატურის მუშაკთა
ეთიკის კოდექსის 13-ე მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალური
ინფორმაცია დასაცავი პირის წინააღმდეგ. აღნიშნული პრინციპის დაცვის
ვალდებულება აგრეთვე ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლით
რეგულირდება. რაც შეეხება იმ შემთხვევაში, თუ პროკურორი ამ პირის
სასარგებლოდ იმოქმედებს საქმე გვექნება ასევე მიკერძოების პრინციპის
დარღვევასთან. თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში სამართლიან მართლმსაჯულებასთან
ერთად სახეზე გვექნება პროკურორის მხრიდან თავისი უფლებამოსილების
ბოროტად გამოყენების შემთხვევასთან. ნებისმიერ შემთხვევაში ვინაიდან
მიკერძოების საკითხის, საქმის გაჭინაურების და დასაცავი პირის ინტერესების
დარღვევის ალბათობა მაღალია, არ შეიძლება პროკურატურის მუშაკთა ეთიკის
კოდექსის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების დარღვევის
საკითხი საფრთხის ქვეშ დადგეს იმ ვარაუდით, რომ აღნიშნული პროკურორი არ
დაარღვევს მიკერძოებულობის პრინციპს და სახეზე არ იქნება ინტერესთა
შეუთავსებლობის განმაპირობებელი გარემოებები. პროკურორის და ადვოკატის
საქმიანობა ხორციელდება არა ობიექტურად, არამედ მიკერძოებული
დამოკიდებულებით. შესაბამისად ვარაუდი, რომ ადვოკატი ან პროკურორი
შემდგომში იმავე პირის ინტერესების საწინააღმდეგოდ ან დასაცავად საქმეს
განიხილავს ობიექტურად და ზემოაღნიშნული პრინციპების დარღვევის საკითხი არ
იარსებებს უსაფუძვლოა და ეწინააღმდეგება თავად საქმიანობის ეფექტურად
განხორციელების პრინციპს.

დასკვნა:
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სახეზე გვაქვს საქართველოს პროკურატურის
მუშაკთა ეთიკის კოდექსის 22-ე მუხლის დარღვევა, პროკურორმა არ უნდა
განახორციელოს იმ პირის ინტერესების საპირისპიროდ საქმიანობა, ვის
ინტერესებსაც იცავდა იგი.

You might also like