You are on page 1of 1

ნაშრომში მიმოხილული იქნება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები,

დანაშაულის ფორმები, რომლითაც გამოხატული არის მსგავსი ტიპის ქმედებები.


სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სამართლებრივ რეგულირების საკითხი
ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით. პრობლების ნათლად
აღსაქმელად და გასაანალიზებლად წარმოდგენილ იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. წინამდებარე ნაშრომის მიზანია
სიძულვილით მოტივირებული დანაშაულთა გამოვლენის ფორმების მიმოხილვა და ამის
ფონზე იმის დადგენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია და რა გავლენას ახდენს
საქართველოში აღნიშნული დანაშაულების არსებობა. ნაშრომის მიზანია საქართველოში
სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შედეგად გამოწვეული დისკრიმინაციის
საკითხის ანალიზი, სახელმწიფოში დანერგილი სამართლებრივი მექანიზმების მიმოხლივა
და საკითხის გადაჭრის გზების ძიების საკითხი. ნაშრომის ფარგლებში აგრეთვე
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადამიანების უფლებების მიმოხილვას.

კვლევისას მიმოხილული იქნება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან


დაკავშირებით ეროვნულ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების საკითხი
დანაშაულის აღსაკვეთად. კონვენციები და საერთაშორისო ხასიათის რეკომენდაციები
რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს იმ სტერეოტიპების მსხვრევაში, რაც იწვევს
სხვა ნებისმიერი ნიშნით უმცირესობის ჯგუფთა დისკრიმინირებას.

ნაშრომი შედგება შესავლის, რამოდენიმე თავისა და დასკვნისგან. აღნიშნული


ნაშრომის თავდაპირველი თავი დაეთმობა მოტივირებული დანაშაულის მიმოხილვას ,
შემდგომ თავში მოცემული იქნება მოტივირებული დანაშაულის სხვადასხვა ფორმების
საკითხების საკანონმდებლო და პრაქტიკული მიმოხილვა, რომლის წინაშეც დგას
დისკრიმინირებული უმცირესობის წარმომადგენლები. ეროვნული კანონმდებლობისა და
სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მნიშვნელობის გასააზრებლად განხილული
იქნება სასამართლო გადაწყვეტილებები. საბოლოოდ კი დასკვნის სახით შეჯამებული იქნება
აღნიშნული საკითხი.

You might also like