You are on page 1of 3

კრიმინოლოგია მეცნიერებათა სისტემაში

კრიმინოლოგია წარმოშობილია ლათინური სიტყვიდან და ეტიმოლოგიურად


აღნიშნავს მოძღვრებაშ დანაშაულის შესახებ. თავის მხირვ, კრიმინოლოგები
განიხილავენ დანაშაულობასა და დამნაშავის პიროვნებასთან დაკავშირებულ
პრობლემებს, ქმნიან საკუთარ თეორიებს დანაშაულის გამომწვევ მიზეზებსზე,
ხელშემწყობ თეორიებსა და დანაშაულის ჩამდენ ადამიანებზე. კრიმინოლოგები
თანხმდებიან იმაში, რომ კრიმინოლოგია სოციალური მეცნიერებაა და სეეხება
იურიდიული მეცნიერების ფარგლებს, თუმცა რა ადგილი უკავია მას სამართლებრივ
მეცნიერებათა სისტემაში დღემდე დავაო საკითხია. კრიმინოლოგიის ადგილის
განსაზღვრა მეცნიერებთა სისტემაში, პირველ რიგში, დაკავშირებულია
დანაშაულობის, მისი მიზეზებისა და სოციალური კონტროლის დადგენასთან.
მეცნიერთა ერთი ნაწილი თვლის, რომ კრიმინოლოგია სოციოლოგიას განეკუთვნება,
ხოლო მეორე ნაწილი მიიჩნევს რომ კრიმინოლოგია სამართლებრივ დისციპლინებს
მიეკუთვნება. კრიმინოლოგიის როგორც სოციოლოგიური ხასიათი ვლინდება იმაში,
რომ მისი შესწავლის საგანი სოციალური პროცესებია. დანაშაულობის ცვლილება,
მისი დეტერმინაცია და სხვა საზოგადოებრივი სოციალური პროცესბი.
კრიმინოლოგია, როგორც სოციალურ- სამართლებრივი მეცნიერება, თავისი
სპეციფიკის გამო გარკვეულ ადგილს იკავებს მეცნიერებათა სისტემაში. აანალიზებს
დანაშაულობის იურიდიულ,ანუ სამართლებრივ ფორმას და კრიმინოლოგია მჭიდრო
კონტაქტშია სამართლებრივ მეცნიერებებთან. ყველაზე ახლოს კავშირი კი აქვს ისეთ
დარგებთან როგოიცაა სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი,
სასჯელაღსრულების სამართალი. კრიმინოლოგია ასევე მჭიდრო კავშირშია
სოციოლოგიასთან. როგორც სოციალური მოვლენა, დანაშაულობა, მისი
დეტერმინაცია და სოციალური კონტროლი შეისწავლება კრიმინოლოგიის
მიღწევათა საშუალებით. მჭიდრო კავშირი ვლინდება ასევე კრიმინოლოგიასა და
ეკონომიკურ მეცნიერებებს შორის. საზოგადოების ეკონომიკური კანონების ცოდნის
გარეშე შეუძლებელია საზოგადოებაში სოციალური კონტროლის ადგილისა და
როლის დადგენა და შესაბამისად სახელმწიფოს აზრის გარკვევა დანაშაულობასა და
მის დეტერმინაციასთან დაკავშირებით. და ბოლოს, კრიმინოლოგია, ისევე როგორც
სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებების მიზანია თავისი წვლილი შეიტანონ იმ
კრიმინოლოგიური ცოდნის განახლებაში, რომელიც სხვადასხვა ტენდენციების გამო
ჩამორჩა დანაშაულობის კონტროლის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრობლემებს.
ახალმა კრიმინოლოგიურმა ცოდნამ უნდა შეიარაღოს იურისტები თანამედროვე
წარმოდგენები დანაშაულობის ბუნებისა და მისი არსის შესახებ, ასევე უნდა
შეასრულოს მეცნიერულად დასაბუთებული დანაშაულობასთან ბრძოლის
პრაქტიკული ზომები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კრიმინოლოგიის
მეცნიერებისათვის მნიშვნელოვანია სისხლის საამართალთან ერთად სხვა ისეთ
მეცნიერებებთან ურთიერთობა, რომლებიც კრიმინოლოგიას ეხმარებიან ადამიანთა
გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში და ანალიზში, ასეთი
მეცნიერებებია პირველ რიგში, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ფსიქიატრია და
კრიმინალისტიკა.
1. დანაშაულობის სოციალური კონტროლის ცნება.

ტერმინი სოციალური კონტროლი ეხება საზოგადოების ნორმებისა და


ღირებულებების ერთობლიობას, აგრეთვე მათი განხორციელებისათვის
გამოყენებულ სანქციებს.

2. დანაშაულობის კრიმინოლოგიური კვლევის მეთოდები

კრიმინოლოგიური კვლევის მეთოდები კრიმინოლოგიური ცოდნის ჩამოყალიბებისა


და დასაბუთების ხერხებს წარმოადგენენ. ისინიდანაშაულზე, მისი განვითარებაზე,
დამნაშავეების პიროვნულ თვისებებზე და დანაშაულთან ბრძოლის გზებზე
ინფორმაციის შეგროვების, მისი დამუშავებისა და ანალიზის საშუალებების
ერთობლიობაა. გამოყოფენ სამი სახის კრიმინოლოგიურიი კვლევის მეთოდებს,
ესენია: 1.ინფორმაციის შეგროვების მეთოდები (დაკვირვება,გამოკითხვა და ა.შ.)
2.მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის მეთოდებს; 3. თეორიის შექმნის
მეთოდებს.

3. ძალადობრივი დანაშაულობის ძირითადი მიზეზები

ძალადობრივი დანაშაულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ოირობაა


ქვეყნის ეკონომიკური მდგომარება, უმუშევრობა, სიღარიბე. ასევევ კვლევების
შედეგად გამოვლინდა, რომ ძალადობრივი დანაშაულის გამომწვევი მიზეზი
ძირითადად არის ეჭვიანობა, შურისძიება, სექსუალური მოთხოვნილების
დაკმაყოფილების სურვილი, არასაურველი პირის მოსპობის წადილი.

4. ნარკოტიკული დანაშაულობის ძირითადი მიზეზები

ნარკოტიკული დანაშაულის ძირითადი გამომწვევი მიზეზი არის ფიზიკური და


სოციალური დეგრადაცია, სუსტი ნებისყოფა, ოჯახური გარემო, რეალური
სინამდვილისაგან გაქცევის სურვილი.

5. დანაშაულობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლები

დანაშაულის რაოდენობრივი მაჩვენებლები განისაზღვრება შემდეგი


მახასიათებელებით, ესენია, დანაშაულის მდგომარეობა, რაც გულისხმობს გარკვეულ
ტერიტორიაზე დროის კონკრეტულ პერიოდში ჩადენილ დანაშაულთა და
დანაშაულის ჩამდენ პირთა აბსოლიტურ რაოდენობას. ასევე დანაშაულობის
კოეფიციენტი, რომელის ასახავს დანაშაულობის შეფარდევას მოსახლეობის
რაოდენობასთან. დანაშალის სტრუქტურა, რაც წარმოადგენ ნებისმიერი ნიშნით
ქმედებათა და პირთა შეფარდებას და ბოლოს დანაშაულობის დინამი, რაც არის
დროის კონკრეტულ პერიოდის ფარგლებში დანაშაულობის მდგომარეობისა და
სტრუქტურის მაჩვენებების ცვლილებას.

You might also like