You are on page 1of 2

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის დაბეგვრა 2611

ფაქტობრივი შეფასება ღონისძიებები


გარემოებები

სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის გადასახადის


შპს „X"-ს საგადასახადო ორგანოს გადამხდელს
„გ" ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი
მიერ 2017 წლის აპრილის თვეში დაერიცხება
საწარმოს მოგების გადასახადით
ჩატარებული ინვენტარიზაციის კუთვნილი მოგების
დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ
შედეგად გამოუვლინდა გადასახადი და,
საქონლის მიწოდება/მომსახურების
სასაქონლო-მატერიალურ დეკლარაციაში
გაწევა ან/და ფულადი სახსრების
ფასეულობათა დანაკლისი, თანხის
გადაცემა.
რომლის საბაზრო ღირებულება შემცირებისათვის,
შეადგენს 100 000 ლარს. ამავე კოდექსის 983 მუხლის მე-2 დაჯარიმდება სსკ-ის
ნაწილის თანახმად, სასაქონლო- 275-ე მუხლით
მატერიალური ფასეულობის ან/და გათვალისწინებული
ძირითადი საშუალების დანაკლისი ჯარიმით.
ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ
გადასახადის გადამხდელს ამასთან, პირი
საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.
მოგების გადასახადში არ დაჯარიმდება სსკ-ის
განუხორციელებია ამასთან, სსკ-ის 97-ე მუხლის მე-7 286-ე მუხლის მე-9
ინვენტარიზაციის შედეგებზე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის ნაწილით
საგადასახადო ანგარიშგება. 981−984 მუხლებით გათვალისწინებული გათვალისწინებული
გადახდების/განაცემების არაფულადი ჯარიმით.
ფორმით განხორციელების შემთხვევაში
მოგების გადასახადით დაბეგვრის
ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული
საქონლის/გაწეული მომსახურების
საბაზრო ფასით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით, შპს „X"-თან
სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა
დანაკლისის გამოვლენა წარმოადგენს
მოგების გადასახადით დაბეგვრის
ობიექტს.
შესაბამისად, პირი ვალდებული იყო,
მოგების გადასახადით დაებეგრა
სასაქონლო-მატერიალური
ფასეულობების დანაკლისი 100 000
ლარის ოდენობით.

 სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს „X“ მოგების გადასახადით


იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით
ანოტაცია
„სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის დაბეგვრა“ №2611
სიტუაციური სახელმძღვანელოს თაობაზე

სიტუაციური სახელმძღვანელო არეგულირებს სასაქონლო-მატერიალური


ფასეულობების დანაკლისის გამოვლენის შემთხვევაში აღნიშნული დანაკლისის მოგების
გადასახადით დაბეგვრის საკითხს.
სიტუაციური სახელმძღვანელოს თანახმად, შპს „X"-ს საგადასახადო ორგანოს მიერ
2017 წლის აპრილის თვეში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოუვლინდა
სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი, რომლის საბაზრო ღირებულება
შეადგენს 100 000 ლარს.
გადასახადის გადამხდელს მოგების გადასახადში არ განუხორციელებია
ინვენტარიზაციის შედეგებზე საგადასახადო ანგარიშგება.
სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ" ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი
საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის
მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა. ამავე კოდექსის 983
მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი
საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ
მიწოდებად. ამასთან, სსკ-ის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის
981−984 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით
განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება
მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „X"-თან სასაქონლო-
მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისის გამოვლენა წარმოადგენს მოგების გადასახადით
დაბეგვრის ობიექტს.
შესაბამისად, პირი ვალდებული იყო, მოგების გადასახადით დაებეგრა სასაქონლო-
მატერიალური ფასეულობების დანაკლისი 100 000 ლარის ოდენობით.

You might also like