You are on page 1of 5

ინფორმაციის განახლების თარიღი: 2020 წლის 25 მაისი

დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის შევსების


ინსტრუქცია

(ამონარიდი „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31


დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციიდან)

მუხლი 75. დღგ-ის დეკლარაციის შევსება


1. დეკლარაციის I ნაწილში აისახება ინფორმაცია დღგ-ის გადამხდელის რეკვიზიტის,
დეკლარაციის ტიპის (პირველადი/დაზუსტებული) და საანგარიშო პერიოდის შესახებ.
2. დეკლარაციის II ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და აისახება ინფორმაცია
საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენისა და რეგისტრაციის შესახებ.
3. დეკლარაციის III ნაწილის და „ა“ და „ბ“ დანართების უჯრებში მონაცემები შეიტანება უჯრების
დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად. ამასთან, „ა“ დანართის პირველი ნაწილის მე-15 უჯრის
მონაცემი გადმოიტანება დეკლარაციის III ნაწილის პირველ უჯრაში, ხოლო „ა“ დანართის მე-2
ნაწილის მე-4 უჯრის მონაცემები გადაიტანება დეკლარაციის III ნაწილის მე-8 უჯრაში. „ა“
დანართის პირველი ნაწილის პირველი-მე-8 სტრიქონების მე-3 სვეტის ჯამი აისახება დეკლარაციის
III ნაწილის მე-2 უჯრაში, „ა“ დანართის პირველი ნაწილის მე-9 – მე-14 სტრიქონების მე-3 სვეტის
ჯამი – დეკლარაციის III ნაწილის მე-3 უჯრაში. ამასთან, „ა“ დანართის III ნაწილის მე-9 უჯრის მე-
3 სვეტის მონაცემი გადმოიტანება დეკლარაციის III ნაწილის მე -11 უჯრაში.
31. დეკლარაციის III ნაწილის „ა“ დანართის პირველი ნაწილის პირველი, მე-2 და მე-3 უჯრებში
ჯამურად მითითებული მონაცემი არ უნდა იყოს დაბეგვრაზე წარდგენილი შესაბამის თვეში
განხორციელებულ დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით
გამოანგარიშებულ დასაბეგრ ბრუნვაზე ნაკლები.
32. დეკლარაციის III ნაწილის პირველ უჯრაში შეიტანება დღგ, დარიცხული საგადასახადო
პერიოდში განხორციელებულ ბრუნვაზე (მათ შორის, უძრავი ქონების
შექმნა/მართვა/რეალიზაციასთან დაკავაშირებულ დასაბეგრ ბრუნვაზე დარიცხული დღგ). ამასთან,
აღნიშნული უჯრა მოიცავს საანგარიშო პერიოდში როგორც მიწოდებული საქონლის/გაწეული
მომსახურების საკომპენსაციო თანხის, ასევე მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების
წინასწარ გადახდილი საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის მიხედვით დარიცხულ დღგ-ს.
33. დეკლარაციის III ნაწილის მე-2-41 უჯრებში შესატანი მონაცემები ინფორმაციულია. 41 უჯრაში
მიეთითება საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ საქონლის მიწოდებაზე/მომსახურების
გაწევაზე წინასწარ გადახდილი საკომპენსაციო თანხა/თანხის ნაწილი, რომელიც წინა საანგარიშო
პერიოდების მიხედვით ექვემდებარებოდა დაბეგვრას.
34. დღგ-ის დეკლარაციის III ნაწილის მე-7 გრაფის მონაცემი არ უნდა იყოს დანართი „ბ“-ს I
ნაწილის მე-7 სვეტის და დანართი „ბ“-ს VIII ნაწილის დღგ-ის თანხების ჯამზე მეტი.
35. დღგ-ის დეკლარაციის დანართი „ა“-ს III ნაწილის მე-3 გრაფის მონაცემი არ უნდა იყოს
დეკლარაციის დანართი „ბ“-ს VII ნაწილით, მე-5 გრაფა – დანართი „ბ“-ს VI ნაწილით, მე-7 გრაფა –
დანართ „ბ“-ს V ნაწილით და მე-8 გრაფა – დანართი „ბ“-ს IV ნაწილით დეკლარირებულ დღგ-ის
თანხაზე მეტი.
4. დეკლარაციის III ნაწილის მე-15–მე-18 უჯრებში შესატანი მონაცემები გაანგარიშებითია. მე-17
უჯრაში შესატანი მონაცემი მოიცავს გადასახდელი დღგ-ის სრულ თანხას. მე-17 და მე-18 უჯრებში
ჩაწერილი თანხა ექვემდებარება გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.
5. დეკლარაციის III ნაწილის მე-19 და მე-20 უჯრები ივსება მხოლოდ საგადასახადო წლის ბოლო
საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტება ხდება მიმდინარე
საგადასახადო წლის განმავლობაში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე
გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით: დაზუსტებულ
ჩასათვლელ თანხასა და წლის განმავლობაში ჩათვლილ თანხას შორის უარყოფითი სხვაობა
აისახება მე-19 უჯრაში, ხოლო დადებითი სხვაობა – მე-20 უჯრაში. აღნიშნული თანხები
ექვემდებარება გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.
51. დეკლარაციის „ბ“ დანართის I ნაწილის მე-2 – მე-8 სვეტებში აისახება დასაბეგრ ოპერაციებზე
(მათ შორის, ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებზე) გამოწერილი საგადასახადო
ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის, კორექტირების) შესახებ ინფორმაცია. მე-9 –მე-11 სვეტები ივსება
იმ შემთხვევაში, თუ მე-2 – მე-8 სვეტებში ასახულია იმ საქონლის მიწოდებაზე/მომსახურების
გაწევაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) შესახებ
მონაცემები, რომელზეც წინა საანგარიშო პერიოდებში განხორციელდა საკომპენსაციო
თანხის/თანხის ნაწილის ჩარიცხვა და მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების წინასწარ
გადახდილ თანხაზე/თანხის ნაწილზე გამოიწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შესაბამისად,
მე-9 – მე-11 სვეტები მოიცავს საანგარიშო პერიოდში მიწოდებულ საქონელზე/გაწეულ
მომსახურებაზე წინა საანგარიშო პერიოდების მიხედვით გადახდილ საკომპენსაციო თანხაზე
გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესახებ ინფორმაციას.
მაგალითი:
შპს „X“ და ავეჯის მწარმოებელი საწარმო 2017 წლის იანვრის თვეში შეთანხმდნენ 7000 ლარის
ღირებულების საქონლის მიწოდების თაობაზე. შეთანხმების თანახმად, თებერვლის თვეში
გადახდილ იქნა მისაწოდებელი საქონლის საკომპენსაციო თანხის ნაწილი – 3000 ლარი. ავეჯის
მწარმოებელმა საწარმომ გადახდილ თანხაზე გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და
თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაციით დაბეგრა წინასწარ გადახდილი თანხა. შეთანხმების
შესაბამისად, 7000 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდება განხორციელდა 2017 წლის ივნისის
თვეში. ავეჯის მწარმოებელი საწარმოს მიერ ივნისის თვეში საქონლის კომპენსაციის სრულ
თანხაზე გამოწერილ იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
შეფასება:
თებერვლის თვეში ავეჯის მწარმოებელი საწარმო ვალდებულია წარადგინოს დღგ- ის
ყოველთვიური დეკლარაცია და 3000 ლარი ასახოს დღგ-ის დეკლარაციის, დანართი „ა“- ს I ნაწილის
მე-2 სტრიქონსა და დეკლარაციის ნაწილი III-ის მე-2 სტრიქონში. ასევე, ვალდებულია, ამავე თვის
დღგ-ის დეკლარაციის დანართი „ბ“-ს I ნაწილში ასახოს მისაწოდებელ საქონელზე/გასაწევ
მომსახურებაზე წინასწარ გადახდილი თანხის ნაწილზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-
ფაქტურის შესახებ ინფორმაცია.
ავეჯის მწარმოებელი საწარმო უფლებამოსილია ივნისის თვის დღგ-ის დეკლარაციის დანართი
„ბ“-ს I ნაწილში (მე-2 –მე-6 სვეტები) მიწოდების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემებთან
ერთად ასახოს ამავე საქონლის საკომპენსაციო თანხაზე გამოწერილი ავანსის საგადასახადო
ანგარიშ-ფაქტურების მონაცემები (მე-9–მე-11 სვეტები),რომლის მიხედვითაც შეიმცირებს
მიწოდებულ საქონელზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით დარიცხულ
დღგ-ის თანხას.
მოცემულ შემთხვევაში, ივნისის თვის დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვაში მონაწილეობას მიიღებს 4000
ლარი. კერძოდ, აღნიშნული ჩაიწერება დეკლარაციის ნაწილი III-ის მე-2 სტრიქონში, ხოლო ამავე
ნაწილის 41 უჯრაში აისახება 3000 ლარი (ამ ოპერაციაზე წინასწარ გადახდილი საკომპენსაციო
თანხა, რომელიც დაიბეგრა გადახდის თვეში (თებერვალში)).
52. დეკლარაციის „ბ“ დანართის II ნაწილის მე-2 – მე-8 სვეტებში აისახება შეძენილ
საქონელზე/მომსახურებაზე (მათ შორის, ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებზე)
გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის, კორექტირების) შესახებ
ინფორმაცია. მე-9 – მე-11 სვეტები ივსება იმ შემთხევაში, თუ მე-2 – მე-8 სვეტებში ასახულია იმ
შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე (მათ შორის, ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ
ოპერაციებზე) გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების)

2
მონაცემები, რომელზეც წინა საანგარიშო-პერიოდებში განხორციელდა საკომპენსაციო
თანხის/თანხის ნაწილის გადახდა და მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების წინასწარ
გადახდილ თანხაზე/თანხის ნაწილზე გამოიწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შესაბამისად,
მე-9 – მე-11 სვეტები მოიცავს საანგარიშო პერიოდში შეძენილ საქონელზე/ მომსახურებაზე წინა
საანგარიშო პერიოდების მიხედვით გადახდილ საკომპენსაციო თანხაზე გამოწერილი
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესახებ ინფორმაციას.
53. დეკლარაციის „ბ“ დანართის II1 ნაწილის პირველ-მე-12 სვეტებში აისახება დასაბეგრ
ოპერაციებზე (მათ შორის, ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებზე) გამოწერილი
ნავთობპროდუქტების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის, კორექტირების) შესახებ
ინფორმაცია. მე-13-მე-15 სვეტები ივსება იმ შემთხვევაში, თუ პირველ-მე-12 სვეტებში ასახულია იმ
ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე გამოწერილი ნავთობპროდუქტის საგადასახადო ანგარიშ-
ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) შესახებ მონაცემები, რომელზეც წინა საანგარიშო
პერიოდებში განხორციელდა საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის ჩარიცხვა და მისაწოდებელი
საქონლის/გასაწევი მომსახურების წინასწარ გადახდილ თანხაზე/თანხის ნაწილზე გამოიწერა
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შესაბამისად, მე-13-მე-15 სვეტები მოიცავს საანგარიშო პერიოდში
მიწოდებულ ნავთობროდუქტებზე წინა საანგარიშო პერიოდების მიხედვით გადახდილ
საკომპენსაციო თანხაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესახებ ინფორმაციას.
54. დეკლარაციის „ბ“ დანართის II2 ნაწილის პირველ-მე-12 სვეტებში აისახება შეძენილ
ნავთობპროდუქტებზე (მათ შორის, ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებზე)
გამოწერილი ნავთობპროდუქტის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის,
კორექტირების) შესახებ ინფორმაცია. მე-13-მე-15 სვეტები ივსება იმ შემთხევაში, თუ პირველ-მე-12
სვეტებში ასახულია იმ შეძენილ ნავთობპროდუქტზე (მათ შორის, ჩათვლის უფლებით
გათავისუფლებულ ოპერაციებზე) გამოწერილი ნავთობპროდუქტების საგადასახადო ანგარიშ-
ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) მონაცემები, რომელზეც წინა საანგარიშო პერიოდებში
განხორციელდა საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდა და მისაწოდებელი
საქონლის/გასაწევი მომსახურების წინასწარ გადახდილ თანხაზე/თანხის ნაწილზე გამოიწერა
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შესაბამისად, მე-13-მე-15 სვეტები მოიცავს საანგარიშო პერიოდში
შეძენილ საქონელზე წინა საანგარიშო პერიოდების მიხედვით გადახდილ საკომპენსაციო თანხაზე
გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესახებ ინფორმაციას.
6. დეკლარაციის „ბ“ დანართის I და II ნაწილების მე-5 სვეტი ივსება მხოლოდ დეკლარაციის
ელექტრონული ფორმით წარდგენის შემთხვევაში.
7. დეკლარაციის „ბ“ დანართის III ნაწილში მიეთითება ჩათვლაში გამოყენებულ
განხორციელებულ იმპორტზე გამოწერილი საბაჟო დეკლარაციის მონაცემები: საბაჟო
დეკლარაციის გრაფაში მითითებული შეფასების ნომერი (მხოლოდ ციფრები), თარიღი და დღგ-ის
თანხა, ხოლო თუ საბაჟო დეკლარაციას არ გააჩნია გრაფა – საბაჟო დეკლარაციის ნომერი (მხოლოდ
ციფრები), თარიღი და დღგ-ის თანხა.
71. დეკლარაციის „ბ“ დანართის IV ნაწილში მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის
1761 მუხლის შესაბამისად სამეურვეო ქონების აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით
შესყიდვისას შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, რეალიზაციის
განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო ნომერი და დასახელება,
საქონლის/სამეურვეო ქონების მესაკუთრის საიდენტიფიკაციო ნომერი და დასახელება,
საქონლის/სამეურვეო ქონების შესყიდვის თარიღი და დღგ-ის თანხა.
72. დეკლარაციის „ბ“ დანართის V ნაწილი ივსება მაშინ, როცა დღგ-ის გადამხდელებს შორის
განხორციელდა საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია და გადამხდელმა
მიიღო სანაცვლო საქონელი/მომსახურება. დეკლარაციის „ბ“ დანართის V ნაწილში მიეთითება იმ
დეკლარაციის სარეგისტრაციო ნომერი, რომლითაც გადამხდელმა დაადეკლარირა ბარტერული
ოპერაციის ფარგლებში მის მიერ მიწოდებულ საქონელზე/მომსახურებაზე გადასახდელი დღგ-ის
თანხა. თუ საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის ფარგლებში
საქონლის/მომსახურების მიწოდებაც და სანაცვლო საქონლის/მომსახურების მიღებაც ერთსა და
3
იმავე საანგარიშო პერიოდში ხდება, დეკლარაციის სარეგისტრაციო ნომრის მაგივრად მიეთითება
„-“. ასევე მიეთითება მომწოდებლის საიდენტიფიკაციო ნომერი და დასახელება, სანაცვლო
საქონლის მიღების საანგარიშო პერიოდი (თვე და წელი) და დღგ - ის თანხა. აღნიშნული დანართით
დეკლარირებული დღგ-ის თანხა არ უნდა იყოს დანართში მითითებული დღგ-ის დეკლარაციით
ბარტერულ ოპერაციაზე დარიცხულ დღგ-ის თანხაზე მეტი.
73. დეკლარაციის „ბ“ დანართის VI ნაწილში მიეთითება გადასახადის გადამხდელის იმ საბანკო
ანგარიშის ნომერი, რომლითაც განხორციელდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით
განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული მომსახურების
საფასურის გადახდა, ასეთის არარსებობის შემთხვევაში კი მიეთითება „-“. ასევე აღნიშნულ
დანართში მიეთითება გადახდის თარიღი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის
საიდენტიფიკაციო ნომერი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის დასახელება და დღგ-ის
თანხა.
74. დეკლარაციის „ბ“ დანართის VII ნაწილში მიეთითება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს იმ
გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა საქონლის
იმპორტთან ან/და საქონლის დროებით შემოტანასთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვა, ასევე
მიეთითება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად დარიცხული და
ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხა. აღნიშნული დანართით დეკლარირებული დღგ-ის თანხა არ
უნდა იყოს ამავე დანართში მითითებული საგადასახადო/საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით
საქონლის იმპორტთან ან/და საქონლის დროებით შემოტანასთან დაკავშირებით დარიცხულ დღგ-
ის თანხაზე მეტი.
75. დეკლარაციის „ბ“ დანართის VIII ნაწილი ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს
საგადახადო კოდექსის 179-ე მუხლის შესაბამისად განხორციელდა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის
კორექტირება (შემცირება) და არ გამოიწერება მასზე კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-
ფაქტურა. VIII ნაწილის მე-2 სვეტში მიეთითება დღგ-ის იმ დეკლარაცი(ებ)ის ნომერი, სადაც
განხორციელდა კორექტირებამდე დასაბეგრი ოპერაციის დეკლარირება, მე-3 სვეტში მიეთითება
დღგ-ის დეკლარაციის საანგარიშო პერიოდი და მე-4 სვეტში მიეთითება დღგ-ის თანხა, რომლითაც
ხდება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის შემცირება. ამასთან, მე-4 სვეტში დეკლარირებული დღგ-ის
თანხა არ უნდა იყოს ამავე დანართის მე-2 სვეტში მითითებული დღგ-ის დეკლარაციით დარიცხულ
დღგ-ზე მეტი.
76. დეკლარაციის „ბ“ დანართის IX ნაწილი ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს
საგადახადო კოდექსის 179-ე მუხლის შესაბამისად განხორციელდა დღგ-ით უკუდაბეგვრით
დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება (შემცირება). IX ნაწილის მე-2 სვეტში მიეთითება დღგ-ის
დეკლარაცი(ებ)ის სარეგისტრაციო ნომერი, თუ კორექტირებამდე დღგ-ით უკუდაბეგვრით
დასაბეგრი ოპერაცია დადეკლარირდა დღგ-ის დეკლარაციით და უკუდაბეგვრის წესით
დარიცხული დღგ-ის გაანგარიშების სარეგისტრაციო ნომერი, თუ კორექტირებამდე უკუდაბეგვრის
დასაბეგრი ოპერაცია დადეკლარირდა დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის
გაანგარიშებით. მე-3 სვეტში მიეთითება ამავე დანართში მითითებული დღგ-ის
დეკლარაციის/უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის გაანგარიშების შესაბამისი საანგარიშო
პერიოდი და მე-4 სვეტში მიეთითება დღგ-ის თანხა, რითაც ხდება დღგ-ით უკუდაბეგვრის
დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება (შემცირება). ამასთან, მე-4 სვეტში დეკლარირებული დღგ-ის
თანხა არ უნდა იყოს ამავე დანართის მე-2 სვეტში მითითებული დღგ-ის
დეკლარაციით/უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის გაანგარიშებით უკუდაბეგვრის დღგ-
ით დასაბეგრ ოპერაციაზე დარიცხულ დღგ-ზე მეტი. ამასთან, აღნიშნულ დანართში მითითებული
დღგ-ის თანხა გადაიტანება დღგ-ის დეკლარაციის III ნაწილის მე-10 გრაფაში.
8. დეკლარაციის იმ უჯრებში, სადაც მითითებულია ლოგიკური ფორმულები, შეიტანება
აღნიშნული ფორმულების მიხედვით განსაზღვრული მონაცემები. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტური
მიზეზის გამო აღნიშნულ უჯრებში შეიტანება განსხვავებული მონაცემი, დღგ-ის გადამხდელი
ვალდებულია ამის თაობაზე დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა.

4
9. დეკლარაციის ყველა გვერდზე მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი. ამასთან,
დეკლარაციაში ასახული მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელმოწერით დასტურდება დღგ-
ის გადამხდელის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი)
მითითებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №578 – ვებგვერდი, 15.11.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №55 – ვებგვერდი, 21.02.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 29 ივლისის ბრძანება №237 – ვებგვერდი, 30.07.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 6 თებერვლის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 07.02.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №49 - ვებგვერდი, 15.02.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 7 ივლისის ბრძანება №234 - ვებგვერდი, 10.07.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 26 ივლისის ბრძანება №256 - ვებგვერდი, 27.08.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის ბრძანება №140 - ვებგვერდი, 11.04.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.

მუხლი 59. ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენა


1. ნსაფ-ის პირველი და მე-3 ეგზემპლარი გადაეცემა საქონლის მყიდველს (მიმღებს), ხოლო მე-2
და მე-4 ეგზემპლარი რჩება გამყიდველს (მიმწოდებელს).
2. ნსაფ-ის მონაცემები აისახება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში,
ხოლო გადამხდელებთან არსებული ეგზემპლარები საგადასახადო ორგანოს წარედგინება მხოლოდ
მოთხოვნის შემთხვევაში.
3. ნავთობპროდუქტის ნსაფ-ით მიწოდების ან/და შეძენის შემთხვევაში, დღგ-ის გადამხდელის
მიერ საგადასახადო ორგანოს, დღგ-ის დეკლარაციასთან ერთად, წარედგინება „ნავთობპროდუქტის
სასაქონლო ნაშთები“ (№III-10 დანართი).
4. დაუშვებელია არასწორად შევსებული ნსაფ-ის გადაცემა მყიდველისათვის (მიმღებისათვის).
გაუქმების მიზნით, არასწორად შევსებული ნსაფ-ების ყველა ეგზემპლარი გადასახადის
გადამხდელის მიერ წარედგინება საგადასახადო ორგანოს, ამ ორგანოდან ნსაფ-ების შემდგომი
გატანისას, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო წლის 15 იანვრისა.
5. უფლებამოსილი ორგანოების მიერ გადასახადის გადამხდელისაგან შევსებული ნსაფ-ების
ამოღების, ან გადასახადის გადამხდელის მიერ ნსაფ-ების (როგორც შევსებულის, ისე შეუვსებლის)
დაკარგვის შემთხვევაში, მოქმედებს 54-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 10 იანვრის ბრძანება №7 – ვებგვერდი, 10.01.2013წ.


საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 26 ივლისის ბრძანება №256 - ვებგვერდი, 27.08.2017წ.

You might also like