You are on page 1of 3

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის დაბეგვრა N1728

ფაქტობრივი
შეფასება ღონისძიებები
გარემოებები

2017 წლის 1 იანვრამდე მოქმედი


საწარმოს საქმიანობის საგანია საქართველოს საგადასახადო კოდექსის
სუპერმარკეტების ქსელში სურსათით 102-ე, 161-ე და 286-ემუხლების საწარმოს ქმედება
ვაჭრობა. ამდენად, სავაჭრო ობიექტიდან შესაბამისად: მართლზომიერია.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების
● დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი
გასვლა შესაძლებელია სამი გზით -
რეალიზაცია, ადგილზე უკანონო მოხმარება აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით
და ქურდობა. აღნიშნულ ობიექტებში განხორციელებულ მიწოდებად.
საწარმო გარკვეული პერიოდულობით ● საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებისას
ატარებს სმფ-ების შიდა ინვენტარიზაციას. ერთობლივ შემოსავალში ასახვას იმის გათვალისწინებით, რომ
ამასთან, მისი სააღრიცხვო პოლიტიკის ექვემდებარება ამ საქონლის საბაზრო არ არის
თანახმად, ინვენტარიზაციის დროს ფასი. იდენტიფიცირებული სმფ-
დანაკლისად გამოვლენილი სმფ-ები ● საქართველოს ტერიტორიაზე ების ქურდობის ან/და
ექვემდებარება ბალანსიდან ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში უკანონო მოხმარების
ბუღალტრულად ჩამოწერას. საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება განმახორციელებელი პირი,
ითვლება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად, შესაბამისი დანაკლისი
რა დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა საშემოსავლო გადასახადით
განისაზღვრება საქონლის საბაზრო ფასით. არ დაიბეგრება.
გარდა აღნიშნულისა, არ არის
2017 წლის 1 იანვრიდან მოქმედი
იდენტიფიცირებული სმფ-ების ქურდობის
საქართველოს საგადასახადო კოდექსის
ან/და უკანონო მოხმარების
983, 161-ე და 286-ე მუხლების შესაბამისად:
განმახორციელებელი პირი. შესაბამისად,
ზიანის/კომპენსაციის ანაზღაურება არ ● დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი
მომხდარა (მათ შორის არც დაზღვევის აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით
ხელშეკრულების ფარგლებში). აგრეთვე, არ განხორციელებულ მიწოდებად.
არსებობს დანაკლისის გამომრიცხავი სხვა ● მოგების გადასახადის მიზნებისთვის,
მტკიცებულება (მათ შორის, ადგილი არ აქვს დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის
სმფ-ების ჩამოწერას სსკ-ის 145-ე მუხლის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ
შესაბამისად). მიწოდებად, ამასთან, მოგების გადასახადის
დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ
საქონლის მიწოდება.
● საქართველოს ტერიტორიაზე
ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში
დაბეგვრის მიზნებისთვის, საწარმოს მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება
შესაბამისი სმფ-ების დანაკლისი განხილულია ითვლება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად,
საბაზრო ფასით მიწოდებად და დაბეგრილია რა დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა
დღგ-ისა და მოგების გადასახადებით. განისაზღვრება საქონლის საბაზრო ფასით.

I ვარიანტი:
2017 წლის 1 იანვრამდე, სმფ-ების
I ვარიანტი: დანაკლისის თანხა საწარმოს მიერ უნდა
აღწერილ ფაქტობრივ გარემოებას ადგილი დაემატოს შესაბამისი წლ(ებ)ის ერთობლივ
აქვს 2017 წლის 1 იანვრამდე. შემოსავალს და იმავდროულად, უნდა
ჩაირთოს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში.

II ვარიანტი:
აღწერილ ფაქტობრივ გარემოებას ადგილი II ვარიანტი:
აქვს 2017 წლის 1 იანვრის შემდგომ. 2017 წლის 1 იანვრიდან, სმფ-ების
დანაკლისის თანხა საწარმოს მიერ
შესაბამის თვე(ებ)ში უნდა დაიბეგროს
მოგების გადასახადით და იმავდროულად,
უნდა ჩაირთოს დღგ-ით დასაბეგრ
ბრუნვებში.

 სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2019 წლის 16 ოქტომბრისთვის მოქმედი საგადასახადო


კანონმდებლობის მიხედვით
ანოტაცია

,,სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის დაბეგვრა” N1728 სიტუაციური


სახელმძღვანელოს თაობაზე

სიტუაციური სახელმძღვანელოს დამტკიცების მიზანია სასაქონლო-მატერიალური


ფასეულობების დანაკლისის მიმართ არაერთგვაროვანი პრაქტიკის დარეგულირება.
კერძოდ, სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, საწარმოს საქმიანობის საგანია
სუპერმარკეტების ქსელში სურსათით ვაჭრობა. ამდენად, სავაჭრო ობიექტიდან სასაქონლო-
მატერიალური ფასეულობების გასვლა შესაძლებელია სამი გზით - რეალიზაცია, ადგილზე
უკანონო მოხმარება და ქურდობა. აღნიშნულ ობიექტებში საწარმოს გარკვეული
პერიოდულობით ატარებს სმფ-ების შიდა ინვენტარიზაციას. ამასთან, პირის სააღრიცხვო
პოლიტიკის თანახმად, ინვენტარიზაციის დროს დანაკლისად გამოვლენილი სმფ-ები
ექვემდებარება ბალანსიდან ბუღალტრულად ჩამოწერას.
გარდა აღნიშნულისა, არ არის იდენტიფიცირებული სმფ-ების ქურდობის ან/და უკანონო
მოხმარების განმახორციელებელი პირი. შესაბამისად, ზიანის/კომპენსაციის ანაზღაურება არ
მომხდარა (მათ შორის არც დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში). აგრეთვე, არ არსებობს
დანაკლისის გამომრიცხავი სხვა მტკიცებულება (მათ შორის, ადგილი არ აქვს სმფ-ების
ჩამოწერას სსკ-ის 145-ე მუხლის შესაბამისად).
დაბეგვრის მიზნებისთვის, საწარმოს მიერ შესაბამისი სმფ-ების დანაკლისი განხილულია
საბაზრო ფასით მიწოდებად და დაბეგრილია დღგ-ისა და მოგების გადასახადებით.
განსხვავებული საკანონმდებლო ნორმების არსებობიდან გამომდინარე სიტუაციურ
სახელმძღვანელოში განხილულია ორი პერიოდი. კერძოდ, როდესაც აღწერილ ფაქტობრივ
გარემოებას ადგილი აქვს 2017 წლის 1 იანვრამდე და როდესაც აღწერილ ფაქტობრივ
გარემოებას ადგილი აქვს 2017 წლის 1 იანვრის შემდგომ.
2017 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე, 161-ე
და 286-ემუხლების შესაბამისად:
● დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით
განხორციელებულ მიწოდებად.
● საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებისას ერთობლივ შემოსავალში ასახვას
ექვემდებარება ამ საქონლის საბაზრო ფასი.
● საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის
უსასყიდლოდ მიწოდება ითვლება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად, რა დროსაც
დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის საბაზრო ფასით.
2017 წლის 1 იანვრიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983, 161-ე და
286-ე მუხლების შესაბამისად:
● დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით
განხორციელებულ მიწოდებად.
● მოგების გადასახადის მიზნებისთვის, დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში
ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად, ამასთან, მოგების გადასახადის დაბეგვრის
ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება.
● საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის
უსასყიდლოდ მიწოდება ითვლება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად, რა დროსაც
დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის საბაზრო ფასით.
იმის გათვალისწინებით, რომ არ არის იდენტიფიცირებული სმფ-ების ქურდობის
ან/და უკანონო მოხმარების განმახორციელებელი პირი, შესაბამისი დანაკლისი
საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს ქმედება
მართლზომიერია.

You might also like