You are on page 1of 3

იჯარის ხელუეკრულება

იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯა- რეს განსაზღვრული ქონება


დროებით სარგებლობაში და გადა- სცეს საიჯარო დროის განმავლობაში მიღებულ
ნაყოფზე საკუთრე- ბის უფლება, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორად გაძღო - ლის
შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხა- დოს მეიჯარეს დათქმული
საიჯარო ქირა საიჯარო ქირა შეი- ძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით
მხა- რეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზე
(სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლი).

აღნიშნული ნორმა. ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ იჯარის ხელშეკრულება


მიეკუთვნება ხელშეკრულებათა იმ ჯგუფს, რომ- ლის მეშვეობით ხორციელდება ქონების
გადაცემა დროებით სარგებლობაში. ამის გამო, ცხადია მისი მსგავსება ქირავნობის
ხელშეკრულებასთან მსგავსების მიუხედავად, იჯარის ხელ- შეკრულებას გააჩნია
ზოგიერთი ისეთი ნიშნები, რაც საჭიროდ ხდის მის ცალკე სახედ გამოყოფას. თუნდაც ის
გარემოება, რომ ქირავნობისაგან განსხვავებით იჯარის ხელშეკრულება ითვა- ლისწინებს
მოიჯარის მიერ მეურნეობის სწორად გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით მიღებულ
ნაყოფზე საკუთრების უფლების შეძენის შესაძლებლობას თუ იჯარის ხელშეკრულების
მარეგულირებელი ნორმებით (ეს ნორმები გათვალისწინებუ ლია სამოქალაქო კოდექსის
58-591-ე მუხლებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მაშინ იჯარის
ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები.

იჯარის ხელშეკრულება ითვალისწინებს. მოიჯარისათვის ქო- ნების გადაცემას დროებით


საგებლობაში. ხელშეკრულების ვადა მხარეთა შეთანხმებით განისახღვრება ასხიან, კანონი
ადგენს, რომ თუ იჯარის ხელშეკრულება იდება ათ წელზე მეტი ვადით, მაშინ ათი წლის
გასვლის შემდეგ თორეულ მხარეს შეუძლია საიჯარო ხელშეკრულება ომალოს კანონი
ოიგენილ ვადაში (სამოქალაქო კოდექსის 582-ე მუხლი) კა ასეთ ვადად დადგენილია სამი
თვე-

იჯარის, კერძოდ, მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულების ერთ-ერთი თავისებურება


გამოიხატება მიწის ნაკვეთიანს ერთად ინვენტარის გადაცემაში. მიწის ნაკვეთთან ერთად
მოიჯარეს შეიძ- ლება გადაეცეს ინვენტარიც. ასეთ შემთხვევაში, მხარეებს დამატე- ბით
განსაზღვრული მოვალეობები ეკისრებათ. თუ მიწის ნაკვე- თ იჯარით გაიცემა
ინვენტართან ერთად, მაშინ მოიჯარე პა- სუხს აგებს ინვენტარის ყოველი ნაწილის მოვლა-
პატრო- ნობისათვის. მეიჯარე, რომელმაც მიწის ნაკვეთი იჯარით გადა- სცა მოიჯარეს
ინვენტართან ერთად, ვალდებულია გამოცვალოს ინვენტარის ის ნაწილები, რომლებიც
გამოუსადეგარი გახდა მოიჯარისაგან დამოუკიდებელი მიხეზების გამო. ინვენტარის
შეცვ- ლა შეუძლია მოიჯარესაც, მაგრამ იმ მოცულობით, რომელიც შეესაბამება
მოწესრიგებული მეურნეობას. მაშასადამე, მოიჯარეს შეუძლია შეიძინოს ინვენტარი,
მაგრამ მხოლოდ ისეთი, რაც აუცილებელია მიწის ნაკვეთზე მოწესრიგებული მეურნეობის
გაძღოლისათვის. მოიჯარის მიერ შეძენილი ცალკეული ინვენტარი საერთო ინვენტართან
შეერთებით მეიჯარის საკუთრებად იქცევა.

თუ ინვენტარში პირუტყვი შედის, მაშინ მოიჯარეს ეკისრე- ბა აანაზღაუროს პირუტყვის


დანაკლისი მიუხედავად იმისა, რომ ის მეურნეობას სწორად უძღვებოდა. მაშასადამე,
მოიჯარე
პასუხს აგებს მაშინაც, როცა პირუტყვს იყენებს დანიშნულები- სამებრ და სათანადოდ
უვლის (სამოქალაქო კოდექსის 583-ე მუხლი).
მხარეებს შეუძლია შეთანხმდნენ იმის თაობაზე, რომ მოიჯარე ინვენტარს მიიღებს
შეფასებით და ხელშეკრულების დამთავრე- ბისას შეფასებითვე დააბრუნებს. ასეთ
შემთხვევაში, ე. ი. როცა მოიჯარემ სვენტარი მიიღო შეფასებით და ვალდებულია შე-
ფასებითვე დააბრუნოს იგი, მოიჯარეს ეკისრება ინვენტარის შემთხვევით დაღუპვის ან
გაფუჭების რისკი.

მეურნეობის სწორად გაძღოლის პირობებში მოიჯარეს შეუ-

ძლია ინვენტარის ცალკეული ნაწილების განკარგვა. იჯარის. ხელშეკრულების ვადის


გასვლისას მოიჯარემ უნდა დაუბრუნოს ინვენტარი, მაგრამ მეიჯარე ყოველთვის არ არის
ვალდებული მიიღოს მოიჯარის მიერ შეძენილი ინვენტარი. მას შეუძლია უარი თქვას მის
მიღებაზე, თუ ეს ინვენტარი მიწის ნაკვეთზე სწორი მეურნეობის გაძღოლისათვის
ზედმეტია ან მეტი ძვირია. თუ ასეთი ინვენტარის მიღებაზე მეიჯარე უარს იტყვის, მამინ
საკუთრების უფლება ამ ინვენტარზე მოიჯარეზე გადადის.

მოიჯარის მიერ მეურნეობის სწორად გაძღოლის პირობებ- ში, ინვენტარის ცალკეული


ნაწილების განკარგვამ ან შეძენამ, ინვენტარის მეიჯარისათვის დაბრუნებისას
შესაძლებელია გამ- ოიწვიოს სხვაობა მიღებული და დაბრუნებული ინვენტარის
შეფასებებს შორის. ასეთი სხვაობა ფულით უნდა ანაზღაურდეს. ამასთან, შეფასებას
საფუძვლად უნდა დაედოს ის ფასები, რომელიც მოქმედებდა იჯარის ხელშეკრულების
დასრულების მომენტისათვის (სამოქალაქო კოდექსის 584-ე მუხლი).

იჯარის ხელშეკრულებაში შეიძლება ისეთი პირობების გათვა- ლისწინება, რომელიც


მოიჯარეს აკისრებს ვალდებულებას არ განკარგოს ინვენტარის ნაწილები ან განკარგოს
მხოლოდ მეიჯარის თანხმობით. მაგრამ ასეთი პირობები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება
ნამდვილი, თუ მეიჯარე იკისრებს ვალდებულებას იმის
შესახებ, რომ საიჯარო ხელშეკრულების დასრულებისას შეისყ- იდის ინვენტარს
საინვენტარიზაციო შეფასებით (სამოქალაქო კოდექსის 585-ე მუხლი).

იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ინვენტარიან დაკავ შირებული მოიჯარის


მოთხოვნები, მიწის ნაკვეთის მოიჯარეს აქვს გირავნობის უფლება მის მფლობელობაში
არსებული მეიჯარის ინვენტარზე. მეიჯარეს შეუძლია აიცილოს გირავნო- ბის უფლება
ინვენტარის ყოველი ნაწილე, თუ შესთავაზებს ამ ნაწილების ღირებულების შესაბამის
უჩელოფის საშუალებას (სამოქალაქო კოდექსის 586-ე მუხლი

მოიჯარეს შეუძლია ქვეიჯარით გადასცეს სხვას საიჯარო ქონება, მაგრამ ამისათვის


აუცილებელია მეგის თანხმობა. მოიჯარეს შეუძლია ასევე გააქიას საიჯარო ქონების
ცაკეუ- ლი ნაწილები საიჯარო ქონების ცალკეული ნაწილების გა ქირავებაზეც მეიჯარის
თანხმობაა საჭირო, მაგრამ მას მაშინ შეუძლია უარი თქვას მოიჯარის მიერ საიჯარო
ქონების ცალკეუ- ლი ნაწილების გაქირავებაზე, თუ ამით მას მნიშვნელოვანი ზიანი
მიადგება.

თუ ქვემოიჯარე ან საიჯარო ქონების ცალკეული ნაწ- იღების დამქირავებელი) ნივთს


სხვანაირად გამოიყენებს, ვი- დრე მეიჯარის მიერ არის ნებადართული, მაშინ მეიჯარის
წინაშე პასუხს მოიჯარე აგებს. მეიჯარეს შეუძლია უშუალოდ შეაჩეროს ქვემო იჯარის (ან
დამქირავებლის) მიერ ქონების სხვანაირად გამოყენება, ვიდრე ეს მის მიერ არის
ნებადართუ- ლი (სამოქალაქო კოდექსის 587-ე მუხლი).
მოიჯარეს შეუძლია საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე დააბრუნოს ქონება, მაგრამ
ასეთ შემთხვევაში მან საიჯარო ქირა უნდა იხადოს საჯარო ურთიერთობის
დასრულებამდე. საიჯარო ქირის გადახდისაგან ის მხოლოდ მაშინ განთავისუ- ფლდება,
თუ თავის სანაცვლოდ შესთავაზებს მეიჯარეს ახალ გადახდისუნარიან და
მეიჯარისათვის მისაღები მოიჯარეს. ახა- ლი მოიჯარე თანახმა უნდა იყოს იჯარის
ხელშეკრულება მიიღოს იმავე პირობით (სამოქალაქო კოდექსის 588-ე მუხლი). კანონით
დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც დასაშვე- ბია მიწის ნაკვეთის ან უფლების
(მაგალითად, წილზე უფლებ- ის) იჯარის ხელშეკრულების მოშლა, როცა იჯარის ხელშეკ-
რულების ვადა განსაზღვრული არ არის ასეთ შემთხვევაში იჯარის ხელშეკრულების
მოშლა დასაშვებია საიჯარო წლის ბოლოსათვის საიჯარო წლის დამთავრებიდან არა
უგვიანეს ერთი თვისა. ეს წესი გამოყენებულ უნდა იქნეს `აშინაც, როცა საიჯარო
ურთიერთობა კანონით დადგენილ ვადაზე ადრე შეი- ძლება მოიშალოს სამოქალაქო
კოდექსის 589-ე მუხლი)

მოიჯარის გარდაცვალების შემთხვევაში საიჯარო ურთიერთო - ბის მოშლა შეუძლიათ


როგორც მის მემკვიდრეებს, ისე მეიჯარეს კალენდარული წილის დამთავრებიდან ექვსი
თვის განმავლობა- ში. მემკვიდრეებს შეუძლიათ უარი განაცხადონ ხელშეკრულების
მოშლაზე და მოითხოვონ საიჯარო ურთიერთობის გაგრძელება, თუ მათ უშუალოდ ან
მესამე პირების მეშვეობით შეუძლიათ იჯარით გაცემული ქონების სწორი სამეურნეო
გამოყენება (სამო- ქალაქო კოდექსის 590-ე მუხლი).

მოიჯარემ საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ უნდა დააბრუნოს იჯარით


მიღებული ქონება. წინააღმდეგ შემთხვევა- ში, მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს
დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის, ასევე
სარგებე ლიც, რომელიც მოიჯარემ მიიღო ამ ხნის განმავლობაში. მეიჯარეს შეუძლია
მოითხოვოს სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც (სამოქა- ლაქო კოდექსის 591-ე მუხლი).

@გიორგი ობოლაძე

You might also like