You are on page 1of 6

სამოქალაქო ხანდაზმულობა

სამოქალაქო სამართლის სუბიექტთა ესეიგი უფლებაუნარიან პირთა უფლებების


წარმოშობისა და განვითარების შემდგომ დგება მისი გამოყენების არსებითი დრო, როცა
თითქმის გარდაუვალია პრობლემების არწარმოშობა ვინაიდან უფლებების არსებობა ჯერ
კიდევ არ ნიშნავს ამ უფლებების განხორციელების შესაძლებლობას, აქ მოქმედებაში მოდის
კრედიტორთა და მოვალეთა კერძო ურთიერთობები, კეთილსინდისიერების ინსტიტუტი და
სამოქალაქო თვითშეგნების ინდექსი. ყოველივე ამას მივყავართ მომენტამდე, როცა დგება
სამოქალაქო ხანდაზმულობის ვადების გამორკვევისა და კონკრეტიზაციის საკითხი.
რიგი უფლებების შესრულება, დამოკიდებულია განსაზაღვრული პირობების დადგომაზე.
კერძოდ, აღსანიშნავია მოთხოვნის სამართლებრივი განხორცილება.
მოთხოვნის განხორციელებადობის საკითხის შემოწმებისას ვადებს მნიშვნელოვანი
ადგილი უკავიათ. მოთხოვნა განხორცილებულად რომ ჩაითვალოს შესრულების ვადა უნდა
იყოს დამდგარი რადგან მხოლოდ მოთხოვნის არსებობა არ
გავძლევს საშუალებას გამოვიყეთონ კონკრეტული მოთხოვნა საქმეში. და მეორე
მნიშვნელოვანი პირობაა რომ მოთხოვნა არ იყოს ხანდაზმული ვინაიდან ხანდაზმულობა
გამორიცხავს იძულებით განხორციელების შესაძლებლობას. მაშასადმაე, ვადები და
ხანდაზმულობა სამოქალაქო სამართლისათის მნიშვნელოვანი საკითხია.
ვადაში იგულისხმება დროის განსაზღვრული პერიოდი,რომლის დადგომაც იწვევს
უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას. სამოქალაქო
კოდექსი კი განამტკიცებს ვადებს და გამოთვლის ინსტრუმენეტბის ლეგალურ
დეფინიცეებს.
ქართულ სამართალში ვხვდებით ვადების შემდეგ სასხეებს:
1. სამოქალაქო უფლებების წარმოშობის ვადები;
მაგალითად თუ ანომ დაკარგა საათი და იპოვა ვანომ ერთი წლის გასვლის შემდეგ ვანო
იძენს საკუთრების უფლებას საათზე (მუხლი 191);
2. სმოქალაქო უფლები განხორცილების ვადები;
მაგალითად: საავტორო უფლებები;
3. ვალდებულების შესრულების ვადები;
4. უფლების დაცვის ხანდაზმულობის ვადები.

ვადები როგორც კერძოსამართლებრივ ურთერთობებში გამოიყენება ასევე ვიყენებთ


ჩვენ მათ კანონებსა და სასამართლო გადაწყვეტილებებში. ვადების განსაზღვრა ხდება
წლების, თვეების, კვარტალების მეშვეობით. გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით
სამოქალაქო კოდექსი აზუსტებს თუ როგორ უნდა განისაზღვროს ვადების დასაწყისი და
დასარული. მაგალითად თუ გამყიდველმა ანომ იკისრა ვალდებულება,რომ ის ოქტომბრის
ბოლოს მიაწვდის ვანოს უკვე ნაყიდ წიგნებს, ბოლო ვადაში მოიაზრება 31 ოქტომბერი.
და თუ გადაცილდება 31 ოქტომბერს 1 დღე ვანოს ექნება უფლებამოსილება უკვე
განახორცილეოს იძულებითი მოთხოვნა,რაც კანონიერად დაშვებული იქნება. მაშასადამე
ვადამოსულობა ურთიერთობის სასამართლომდე მიტანის საშუალებაა, ხოლო
ხანდაზმულობა ვალდებულების შეუსრულებლობის ლეგალიზაციის საშუალება.
არსებობს შემთხვევები, როცა ვადის გასვლა უკავშირდება განსაზღვრული მოვლენის
დადგომას და არა კონკრეტულ კალენდარულ დღესა და თარიღს. ზოგჯერ კი შესაძლებელია
ეს ორი უკანასკნელი ერთდროულად გვქონდეს მოცემული ვადის ათვლისათვის.
ურთიერთობის მონაწილე მხარეებს ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა თავად განსაზღვრონ
ვადები, თუმცა თუ ის ბუნდოვანია და არ არის გარკვევით აღნიშნული მაშინ ჩვენ ვიყენებით
სამოქალაქო კოდქსის 122-127 -ე მუხლებში მოცემულ ცნებებს. სამოქალაქო ვადების
განსაზრისას ზოგ შემთხვევაში კოდექსი ბანალურ დებულებებს შეიცავს, მაგრამ ამ
დებულებებს იურიდიული ძალა ენიჭებათ საკანონმდებლო განმტკიცების გზით. ამიტომ
ისინი არსებითად მნიშვნელოვანია სასამართლო პრაქტიკისა და ვადების ერთიანი
გაგებისათვის.
რაც შეეხება ხანდაზმულობის ცნებას, საგანსა და მიზნებს. ვადამოსული მოთხოვნის
იძულებით განხორცილების საკითხში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს
ხანდაზმულბა. უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილების თანახმად
ხანდაზმულობა არის ვადა რომლის განმავლობაში პირს,რომლის უფლებებიც დაირღვა
შეუძლია მოითხოვოს თავის უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა.
სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ყველა სახელშეკრულებო თუ
კანონისმიერი მოთხოვნა ექვემდებარება ხანდაზმულობას. ხანდაზმულობას სამოქალაქო
კოდექსი განსაკუთრებულ ფუნქიციას აკისრებს და ურთიერთობის მონაწილეებს
უკრძალავს ხანდაზმულობის ვადებისა და მათი გამოთვლის წესის შეცვლას მხარეთა
შეთანხმებით.
სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს არ შეუძლიათ ურთიერთშეთანხმებით
გამორიცხონ ხანდაზმულობის ვადები ან შეცვალონ მისი გამოთვლის წესი. თუ მხარეები
ხანდაზმულობის სხვა ვადებზე მორიგდნენ ვიდრე კანონითაა გათვალისწინებული
მაინც გამოიყენება კანონით დადგენილი ვადები. ამდენად ხანდაზმულობის საგანი არის
ფარდობითი და არა აბსოლიტური უფლება.
ხანდაზმულობა არ ვრცელდება მესაკუთრეზე და მესაკუთრე თავის უფლებას მუდმივად
ახორციელებს საკუთრებაზე, თუმცა ხანდაზმულობა ვრცელდება სავინდიკაციო სარჩელზე.
უფლების განხორცილების შეზღუდვამ განსაზღვრული ვადებით უნდა უზრუნველყოს
სამართლებრივი სტაბილურობა და სამართლელბრივი მშვიდობა.
მაგალითად კრედიტორმა უნდა იზრუნოს თავისი მოთხოვნის დროულად
განხორციელებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაკარგავს ამის შესაძლებლობას.
ხანდაზმულობა იწვევს უფლებების იძულებით განხორციელების შესაძლებლობის
შეწყვეტას,მაგრამ არა სასამართლოში ან სხვა სახელმწიფო ორგანოში მიმართის
უფლების შეწყვეტას. პირს ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოსათვის მიმართვა და
თავისი მოთხოვნის წაყენება, თუნდაც ეს მოთხოვნა ხანდაზმული იყოს. და კიდევ
მოთხოვნის ხანდაზმულობა არ ნიშნავს ამ მოთხოვნის შეწყვეტას. მოთხოვნა ისევ
არსებობს და მოვალეს კვლავ შეუძლია ეს მოთხოვნა ნებაყოფლობით შეასრულოს,
მაგრამ კრედიტორი კარგავს მოვალისგან ამ მოთხოვნის იძულებით შესრულების
შესაძლებლობას, ამ გაგებით ხანდაზმულობა კრედიტორის დისციპლინირების
მნიშვნელოვანი საშუალებაა.
თუმცა ისმის კითხვა, თუკი მოთხოვნის ხანდაზმულობა გამორიცხავს განხორციელების
იძლებას, მაშ რა მიზანს ემსახურება სასამართლოსათვის მიმართვა?
პასუხი მარტივია და გამომდინარეობს სასამართლოს დისპოზიციურობისა და
შეჯიბრებითობის პრინციპიდან, რამდენადაც სასამართლო უწყებას არ გააჩნია დავის
მიმდინარეობაში არსებითი ჩარევის უფლება და ის ნეიტრალური არბიტრის პოზიციას
იკავებს. მაშასადამე, მას არ ძალუძს მიუთითოს მხარეებს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, ეს
მხარის პრეროგატივას წარმოადგენს და შესაგებელში მოთოვნის ხანდაზმულობაზე
მითითება წარმოადგენს კიდევ შესაგებლის ერთ-ერთ სახეს, რაც პირის მოთხოვნას
ძალმოსილებას ართმევს. ამგვარად, არსებობს მოთოვნა, მაგრამ მისი ხანდაზმულობიდან
გამომდინარე პირი მოვალე არაა შეასრულოს ძველად ნაკისრი ვალდებულება, რაც ისევ და
ისევ ადამიანთა ძირითადი უფლებებიდან და სამართლებრივი სტაბილურობის
აუცილებლობიდან გამომდინარეობს.

სამოქალაქო სამართალი ერთამენთისაგნ განასხვავებს ხანდაზმულობის საერთო და


სპცეიალურ ვადებს. თუ ვადა კანონით არ არის განსაზვრული მაშინ ყველა მოთხოვნის
საერთო ვადა შეადგენს 10 წელს, კანონი ასევე აწესებს საერთო ვადისაგან განსხვავებულ,
სპეციალრ ვადებს.
სახელშეკრულებლო მოთხოვნის ხადნაზმულობის ვადები მოძრავ ნივთებთან
დაკავშირებით შეადგენს სამ წელს ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული
სახელშერულებო მოთხოვნების შემთხვევაში 6 წელს. ამ მაგალითიდან მკაფიოდ იკვეთება
კანონმდებლის გონივრული განსჯის მეთოდი, რამდენადაც მიუხედავად იმისა, რომ
მოძრავი ნივთი შეიძლება ხშირად უძრავზე ძვირადღირებულ იყოს, მისი თვისებებიდან
გამომდინარე, მოთხოვნის ვადების, საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში 3 წლამდე
შეზღუდვა სრულიად რელევანტურ ნაბიჯს წარმოადგენს და უფლების განხორციელების
გონივრულ ვადას ქმნის, ხოლო უძრავი ნივთის (როგორც წესი) მეტი მნიშვნელობიდან და
დოკუმენტაციური სირთულიდან გამოომდინარე საჭიროა მოთხოვნის ხანდაზმულობის
მეტი ვადა, რაც ამ შემთხვევაში 6 წლით განისაზღვრა.

ზოგჯერ შეიძლება ხელშეკრულება ითვალისწინებდეს ვალდებულების შესრულებას


არა ერთდროულად, არამედ განსაზღვრული პერიოდების მიხედვით (პერიოდულად) ასეთ
შემთხვევაში თითოეული შესრულების დარღვევა წარმოშობს მოთხოვნის უფლებას,
ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადით.

ამრიგად, ყოველი კონკრეტული მოთხოვნის განხორცილებადობის შემოწმებისას უნდა


დაზუსტდეს ხანდაზმულობის რომელი ვადა გამოიყენება და რომელი კანონიდან
გამომდინარეობს იგი. ამასთანავე, აუცილებელია ყოველთვის აშკარა იყოს რა მომენტიდან
აითვლება ხანდაზმულობის ვადა.
ერთმანეთისგან განსხვავდება ხანდაზმულობის ათვლის ობიექტური და სუბიექტური
სისტემები. ობიექტუეი სისტემების ფარგლებში ხანდაზმულობის ვადის გამოთვლა არ არის
დამოკიდებული უფლების მფლობელის სუბიექტურ მდგომარეობაზე და მის ინტეგრაციაზე
მიმდინარე მოვლენებში, ობიექტურ სისტემაზე დაფუძნებული ვადის ათვლა იწყება ფაქტის
დადგომის მომენტიდან იმპერატიულად და გამონაკლისების გარეშე. ამისგან განსხვავები
სუბიექტური სისტემა ვადის ათვლას იწყებს მომენტიდან, როცა უფლების მფლობელმა
შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
პოლემიკის შემთხვევაში, ვფიქრობთ უპირატესობა უნდა მიენიჭოს სუბიექტურ სისტემას,
რამდენადაც ალოგიკურია პირს, რომელმაც უფლების დარღვევიდან 4 წლის შემდეგ შეიტყო
ამგვარი ფაქტის შესახებ, მოვთხოვოთ პასუხი თუ აქამდე რატომ არ განახორციელა საკუთარი
უფლება, რომელზედაც ყოველგვარი განგებულება მისი საკუთრებაა. თუმცა, ეს ის
შემთხვევაა, როდესაც პოზიტიური სამართლისა და სამართლიანობის ჭიდილში
პოზიტივიზმი იმარჯვებს და მას ხელთ უძლიერესი იარაღი უპყრია სამართლებრივი
უსაფრთხოების სახით.

სამოქალაქო ხანდაზმულობის ვადები არ წარმოადგენს ხელშეუხებელ ინსტიტუტს,


კანონმდებელი ითვალისწინებს დენის შეჩერებისა და შეწყვეტის შესაძლებლობებს, რასაც
საფუძვლად 2 ძირითად გარემოებას უდებს, ვადის დენის მიზანშეუწონლობისა
(ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე) და დაუძლეველი ძალის სახით.
დაუძლეველი ძალის სახით სსკ განსაზღვრავს სამ ძირითად გარემოებას, როგორიცაა პირის
სამვალდებულო სამხედრო სამსახურში ყოფნა, საკანონმდებლო მორატორიუმი და ფორს-
მაჟორი კლასიკური გაგებით.
ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერებისას ვადის ათვლა ჩერდება განსაზღვრულ დღეს და
გრძელდება შესაბამისი გარემოებების ამოწურვის შემდგომ ზუსტად იმ წერტილიდან, სადაც
იგი შეჩერდა. სწორედ ეს თვისება განასხვავებს დენის შეჩერებას შეწყვეტისაგან, შეწყვეტის
შემთხვევაში, შესაბამისი გარემოების დადგომის შემდგომ (ვალდებულების
აღიარება/სასამართლოს გადაწყვეტილება) ვადის ათვლა ხელახლა იწყება ნულიდან.
ამგვარად ხანდაზმულობა არაა ინსტიტუტი, რომელიც პირს იმპერატიულად ბოჭავს
საკუთარი უფლების გამოყენების ვადებით, ესაა ინსტიტუტი, რომელიც განამტკიცებს
საზოგადოების წევრების უფლებათა სტაბილიზაციის წესს, რომელიც ფრთიანი ფრაზით
გამოიხატება - „ჩემი უფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლება.“

ვინაიდან უკვე ვისაუბრეთ, ხანდაზმულობის ცნებასა და მნიშვნელობაზე, დროა შევეხოთ


სამოქალაქო საპროცესო ვადებს. სასპროცესო ვადა ესაა დროის ის მონაკვეთი, რომლის
გასვლამდეც სასამართლო წარმოების სუბიექტმა უნდა განახორციელოს იურიდიული
მნიშვნელობის მქონე მოქმედება, წინააღმდეგ შემთვევაში მან შეიძლება ამგვარი მოქმედების
შესაძლებლობა დაკარგოს, რაც დიდი ალბათობით დავის საბოლოო შედეგისათვის
საბედისწერო აღმოჩნდება.
საპროცესო ვადები ესაა ვადების ის კატეგორია, რომელიც უზრუნველყოფს სასარჩელო
წარმოებამდე მიტანილი საქმის გონივრულ დროში განხილვასა და გადაწყვეტილების
დროულ გამოტანას. ამ ყოველივეს კი თავის მხრივ კონსტიტუტიური მნიშვნელობა გააჩნია,
რამდენადაც სასამართლო განხილვის პროცესის გაჭიანურება იმდენადვე აზიანებს პირის
უფლებებს, რამდენადაც მატერიალურსამართლებრივი ხანდაზმულობის ვადებთან
დაკავშირებით წარმოშობილი პრობლემები. საპროცესო ვადები ესაა უფლების
სრულყოფილად დაცვის საშუალება.
საპროცესო განხილვის დროის გაჭიანურებამ შეიძლება გამოიწვიოს არამხოლოდ პირის
მატერიალური დაზიანება, სადავო ქონების ანდა უფლების გაუფასურებით, არამედ ასევე
საქმის არსებითად არასწორი გადაწყვეტა, ვინაიდან დროის გასვლასთან ერთად
უფერულდება უკვე არსებული და რთულდება ახალი მტკიცებულებების მოპოვება, მოწმეებს
უფრო და უფრო მეტად უჭირთ გარემოებების დაწვრილებით გახსენება და მხარეთა
ინტერესიც ერთიორად იკლებს სადავო საკითხთან დაკავშირებით, რამაც თავისმხრივ
შეიძლება ახალი სამართლებრივი პრობლემები წარმოშვას.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კანონმდებელი საქართველოს სამოქალაქო


საპროცესო კოდექსით ითვალისწინებს საპროცესო ვადებს, რომლებიც უზრუნველყოფს
სასამართლო წარმოების გონივრულ ვადებში დასრულებას.
საპროცესო ვადები შეგვიძლია დავყოთ რამდენიმე კრიტერიუმის შესაბამისად, მაგალითად
ვადები ადრესატის და ვადები წარმოშობის მიხედვით.

ადესატის მიხედვით ვადები თავის მხრივ იშლება სამ ნაწილად:


1. სასამართლოსათვის სავალდებულო ვადები;
2. მხარეთათვის სავალდებულო ვადები;
3. მესამე პირებისათვის სავალდებულო ვადები.

მეორეს მხრივ ვადები შეგვიძლია დავყოთ წარმოშობის მიხედვით, ესეიგი ვადები რომლებიც
იმპირიულად დააწესა კანონმდებელმა (კანონისმიერი) და ვადები რომლებსაც განსაზღვრავს
სასამართლო (სასამართლოსმიერი).
რა თქმა უნდა სასამართლოსათვის სავალდებულო ვადები მხოლოდ კანონისმიერია, ის არ
შეიძლება შეიცვალოს სასამართლოს ინიციატივით ან მხარეთა შეთანხმებით, ხოლო მხარეთა
და მესამე პირთა მიმართ ისეთი ვადები, რომლებსაც სასამართლო აწესებს განისაზღვრება
ისეთ ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობით, რომლებსაც არსებითი გავლენა აქვს
სასამართლო პროცესზე, მხედველობაში გვაქვს, საქმის სირთულე, მტკიცებულებების
ოდენობა და მისთანები, ასეთი ვადის გაშვების შემთვევაში, შესაბამისი გარემოებების
არსებობისას შესაძლებელია მათი აღდგენა ან გაგრძელება.

სასამართლოს მიერ ვადის დაუცველობის შემთხვევაში, როგორიცაა მაგალითად სარჩელის


წარმოებაში მიღებისათვის განსაზღვრული კანონისმიერი ვადა, შესაძლოა მოსამართლის
მიმართ გატარდეს დისციპლინარული ზომა. რაც შეეხება მხარეს, მის მიმართ ვადის
დაუცველობას კიდევ უფრო მძიმე შედეგები მოჰყვება, როგორიცაა მისთვის საპროცესო
უფლების ჩამორთმევა, ადმინისტრაციული სახდელი და სხვა. მათ შორის ყველაზე
რადიკალური ხასიათის სანქციას ისევ და ისევ უფლების ჩამორთმევა წარმოადგენს.
მაგალითის სახით შეგვიძლია შევეხოთ შესაგებლის შეტანის ვადას, რომელიც მარტივ
საქმეებზე არაუმეტეს 14 დღით განისაზღვრება, ამ ვადის გასვლის შემდგომ მხარე კარგავს
თავისი უფლების დაცვის ისეთ არსებით საშუალებას, როგორიც სარჩელზე შეპასუხებაა და
საქმის ბედიც ფაქტობრივად გადაწყვეტილია. თუმცა შესაბამისი გარემოებების არსებობის
შემთხვევაში, რა თქმა უნდა ეს ვადა შეიძლება აღდგეს, განსხვავებით ისეთი კანონისმიერი
ვადებისაგან, რომლებიც კანონმდებელმა იმპერატიულად დააწესა და რომელთა გაგრძელება
ან აღდგენაც დაუშვებელია, მათი გასვლის შემდეგ საკითხი ხელშეუხებელი რჩება.

საპროცესო ვადებზე საუბრისას აუცილებელია შევეხოთ მათი ათვლის წესს, როგორც წესი
საპროცესო ვადა განისაზღვრება კალენდარული დღეების ოდენობით, თუმცა ლოგიკურია,
რომ ბოლო ვადად უნდა განისაზღვროს სამუშაო დღე, რა თქმა უნდა ეს არ იწვევს ვადების
ცვლილებას, აქ მოქმედებს მარტივი წესი - თუკი ვადის ბოლო თარიღი უქმე დღეა, ასეთად
განისაზღვრება მომდევნო სამუშაო დღე. ახლა კი რევერსულად მიედით ვადის ათვლის
დასაწყისამდე. აქ წლების განავლობაში ვხვდებოდით პრაქტიკულ პრობლემას, კერძოდ
სარჩელის ანდა განცხადების სასამართლოში შეტანის, უწყების ჩაბარების და სხვა საპროცესო
მოქმედებების შესრულების დღიდან აითვლებოდა ვადა, მიუხედავად იმისა რომ
შესრულების დრო შესაძლოა საღამოს ის პერიოდი ყოფილიყო, როცა სამუშაო საათები
იწურება, ამგვარად ვადის როგორც მინიმუმ ერთი დღე პროცესში იკარგებოდა. ეს პრობლემა
კანონმდებელმა მოაგვარა ვადის ათვლის დასაწყისი, საპროცესო მოქმედების შესრულების
მეორე დღეს გადატანით, ესეიგი თუკი უწყება ჩაბარდება 10 ნოემბერს საპროცესო ვადის
ათვლა დაიწყება 11 ნოემბრიდან.

ამგვარად საპროცესო ვადები წარმოადგენს უფლების დაცვისათვის აუცილებელ


განზომილებას, რომელიც იმდენადვე ახდენს გავლენას დავის ბედზე ანდა უშუალოდ
უფლებაზე რამდენადც მატერიალურსამართლებრივი ხანდაზმულობის ვადა, მიუხედავად
იმისა, რომ საპროცესო ვადის ინსტიტუტი მოქმედებაში მოდის საქმის სასამართლომდე
მოტანისას და უკავშირდება მხოლოდ საპროცესოსამართლებრივ უფლებებს, ხოლო
მატერიალურსამართლებრივი ვადა და მისი ხანდაზმულობა სასამართო დავისაგან
დამოუკიდებლად არსებობს და უშუალოდ ძირითადი (მატერიალურსამართლებრივი)
უფლების ძალმოსილებაზე ახდენს გავლენას.

You might also like