You are on page 1of 3

ვინაიდან უკვე ვისაუბრეთ, ვადებისა და ხანდაზმულობის ცნებასა და მნიშვნელობაზე,

დროა შევეხოთ სამოქალაქო საპროცესო ვადებს. სასპროცესო ვადა ესაა დროის ის მონაკვეთი,
რომლის გასვლამდეც სასამართლო წარმოების სუბიექტმა უნდა განახორციელოს
იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედება, წინააღმდეგ შემთვევაში მან შეიძლება
ამგვარი მოქმედების შესაძლებლობა დაკარგოს, რაც დიდი ალბათობით დავის საბოლოო
შედეგისათვის საბედისწერო აღმოჩნდება.
აპროცესო ვადები ესაა ვადების ის კატეგორია, რომელიც უზრუნველყოფს სასარჩელო
წარმოებამდე მიტანილი საქმის გონივრულ დროში განხილვასა და გადაწყვეტილების
დროულ გამოტანას. ამ ყოველივეს კი თავის მხრივ კონსტიტუტიური მნიშვნელობა გააჩნია,
რამდენადაც სასამართლო განხილვის პროცესის გაჭიანურება იმდენადვე აზიანებს პირის
უფლებებს, რამდენადაც მატერიალურსამართლებრივი ხანდაზმულობის ვადებთან
დაკავშირებით წარმოშობილი პრობლემები. საპროცესო ვადები ესაა უფლების
სრულყოფილად დაცვის საშუალება.
საპროცესო განხილვის დროის გაჭიანურებამ შეიძლება გამოიწვიოს არამხოლოდ პირის
მატერიალური დაზიანება, სადავო ქონების ანდა უფლების გაუფასურებით, არამედ ასევე
საქმის არსებითად არასწორი გადაწყვეტა, ვინაიდან დროის გასვლასთან ერთად
უფერულდება უკვე არსებული და რთულდება ახალი მტკიცებულებების მოპოვება, მოწმეებს
უფრო და უფრო მეტად უჭირთ გარემოებების დაწვრილებით გახსენება და მხარეთა
ინტერესიც ერთიორად იკლებს სადავო საკითხთან დაკავშირებით, რამაც თავისმხრივ
შეიძლება ახალი სამართლებრივი პრობლემები წარმოშვას.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კანონმდებელი საქართველოს სამოქალაქო


საპროცესო კოდექსით ითვალისწინებს საპროცესო ვადებს, რომლებიც უზრუნველყოფს
სასამართლო წარმოების გონივრულ ვადებში დასრულებას.
საპროცესო ვადები შეგვიძლია დავყოთ რამდენიმე კრიტერიუმის შესაბამისად, მაგალითად
ვადები ადრესატის და ვადები წარმოშობის მიხედვით.

ადესატის მიხედვით ვადები თავის მხრივ იშლება სამ ნაწილად:


1. სასამართლოსათვის სავალდებულო ვადები;
2. მხარეთათვის სავალდებულო ვადები;
3. მესამე პირებისათვის სავალდებულო ვადები.

მეორეს მხრივ ვადები შეგვიძლია დავყოთ წარმოშობის მიხედვით, ესეიგი ვადები რომლებიც
იმპირიულად დააწესა კანონმდებელმა (კანონისმიერი) და ვადები რომლებსაც განსაზღვრავს
სასამართლო (სასამართლოსმიერი).
რა თქმა უნდა სასამართლოსათვის სავალდებულო ვადები მხოლოდ კანონისმიერია, ის არ
შეიძლება შეიცვალოს სასამართლოს ინიციატივით ან მხარეთა შეთანხმებით, ხოლო მხარეთა
და მესამე პირთა მიმართ ისეთი ვადები, რომლებსაც სასამართლო აწესებს განისაზღვრება
ისეთ ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობით, რომლებსაც არსებითი გავლენა აქვს
სასამართლო პროცესზე, მხედველობაში გვაქვს, საქმის სირთულე, მტკიცებულებების
ოდენობა და მისთანები, ასეთი ვადის გაშვების შემთვევაში, შესაბამისი გარემოებების
არსებობისას შესაძლებელია მათი აღდგენა ან გაგრძელება.

სასამართლოს მიერ ვადის დაუცველობის შემთხვევაში, როგორიცაა მაგალითად სარჩელის


წარმოებაში მიღებისათვის განსაზღვრული კანონისმიერი ვადა, შესაძლოა მოსამართლის
მიმართ გატარდეს დისციპლინარული ზომა. რაც შეეხება მხარეს, მის მიმართ ვადის
დაუცველობას კიდევ უფრო მძიმე შედეგები მოჰყვება, როგორიცაა მისთვის საპროცესო
უფლების ჩამორთმევა, ადმინისტრაციული სახდელი და სხვა. მათ შორის ყველაზე
რადიკალური ხასიათის სანქციას ისევ და ისევ უფლების ჩამორთმევა წარმოადგენს.
მაგალითის სახით შეგვიძლია შევეხოთ შესაგებლის შეტანის ვადას, რომელიც მარტივ
საქმეებზე არაუმეტეს 14 დღით განისაზღვრება, ამ ვადის გასვლის შემდგომ მხარე კარგავს
თავისი უფლების დაცვის ისეთ არსებით საშუალებას, როგორიც სარჩელზე შეპასუხებაა და
საქმის ბედიც ფაქტობრივად გადაწყვეტილია. თუმცა შესაბამისი გარემოებების არსებობის
შემთხვევაში, რა თქმა უნდა ეს ვადა შეიძლება აღდგეს, განსხვავებით ისეთი კანონისმიერი
ვადებისაგან, რომლებიც კანონმდებელმა იმპერატიულად დააწესა და რომელთა გაგრძელება
ან აღდგენაც დაუშვებელია, მათი გასვლის შემდეგ საკითხი ხელშეუხებელი რჩება.

საპროცესო ვადებზე საუბრისას აუცილებელია შევეხოთ მათი ათვლის წესს, როგორც წესი
საპროცესო ვადა განისაზღვრება კალენდარული დღეების ოდენობით, თუმცა ლოგიკურია,
რომ ბოლო ვადად უნდა განისაზღვროს სამუშაო დღე, რა თქმა უნდა ეს არ იწვევს ვადების
ცვლილებას, აქ მოქმედებს მარტივი წესი - თუკი ვადის ბოლო თარიღი უქმე დღეა, ასეთად
განისაზღვრება მომდევნო სამუშაო დღე. ახლა კი რევერსულად მიედით ვადის ათვლის
დასაწყისამდე. აქ წლების განავლობაში ვხვდებოდით პრაქტიკულ პრობლემას, კერძოდ
სარჩელის ანდა განცხადების სასამართლოში შეტანის, უწყების ჩაბარების და სხვა საპროცესო
მოქმედებების შესრულების დღიდან აითვლებოდა ვადა, მიუხედავად იმისა რომ
შესრულების დრო შესაძლოა საღამოს ის პერიოდი ყოფილიყო, როცა სამუშაო საათები
იწურება, ამგვარად ვადის როგორც მინიმუმ ერთი დღე პროცესში იკარგებოდა. ეს პრობლემა
კანონმდებელმა მოაგვარა ვადის ათვლის დასაწყისი, საპროცესო მოქმედების შესრულების
მეორე დღეს გადატანით, ესეიგი თუკი უწყება ჩაბარდება 10 ნოემბერს საპროცესო ვადის
ათვლა დაიწყება 11 ნოემბრიდან.

ამგვარად საპროცესო ვადები წარმოადგენს უფლების დაცვისათვის აუცილებელ


განზომილებას, რომელიც იმდენადვე ახდენს გავლენას დავის ბედზე ანდა უშუალოდ
უფლებაზე რამდენადც მატერიალურსამართლებრივი ხანდაზმულობის ვადა, მიუხედავად
იმისა, რომ საპროცესო ვადის ინსტიტუტი მოქმედებაში მოდის საქმის სასამართლომდე
მოტანისას და უკავშირდება მხოლოდ საპროცესოსამართლებრივ უფლებებს, ხოლო
მატერიალურსამართლებრივი ვადა და მისი ხანდაზმულობა სასამართო დავისაგან
დამოუკიდებლად არსებობს და უშუალოდ ძირითადი (მატერიალურსამართლებრივი)
უფლების ძალმოსილებაზე ახდენს გავლენას.

You might also like