You are on page 1of 2

დაუსწრებელი წარმოებისა და გადაწყვეტილების ინსტიტუტი წარმოადგენს მხარეთა

მოქმედებებისა თუ უმოქმედობის გამო მხარეთა პასუხისმგებლობის დონის ამაღლების


გარანტიას, ხელს უწყობს დავების გადაწყვეტილების დაჩქარებას , რაც შესაბამისად
განტვირთავს სასამართლოებს.
დაუსწრებელი წარმოება არის ყველაზე გამარტივებული ვარიანტი სამოქალაქო
საქმეების განხილვა-გადაწყვეტისა. ამ დროს სხდომაზე არ ესწრებიან სათანადო წესით
დაბარებული მხარეები, რომლებსაც არ შეუტყიბინებიათ სასამართლოსათვის მათი
გამოუცხადებლობის მიზეზი, ან როცა მოპასუხე არ წარმოადგენს შესაგებელს სარჩელის
წინააღმდეგ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.
კანონი ითვალისწინებს ყოველივე ზემოთჩამოთვლილს და იგი განიხილავს საქმეს
მიუხედავად ამ ყველაფრისა, მახერთა დაუსწრებლადაც კი, თუ მას ამისათვის აქვს
სათანადო ინფორმაცია, რომ მოხდეს საქმეთა განხილვა-გადაწყვეტა. იყო შემთხვევა და
არის ზოგჯერ ითეში შემთხვევებიც, როდესაც ერთ-ერთ საქმეზე მხარე ითხოვდა
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, იმ საფუძვლით , რომ მისი არგამოცხადების
მიზეზი იყო საპატიო. საკასაციო პალატამ დიდი ყურადღება გამოიჩინა იმ ფაქტის მიმართ ,
რომ სააპელაციომ ეს ქმედება სწორად ჩათვალა, რადგანაც წარმოდგენილ ცნობაში
ასახულია სამედიცინო დაწესებულება შპს, რომლის სახელითაც არის გაცემული ცნობა
მკურნალი ექიმის მიერ, რომელსაც იურიდიული ძალა არ გააჩნია ვინაიდან ასეთი ცობის
გაცემა მხოლოდ და მხოლოდ მაშინაა მოქმედებაუნარიანი , როცა მას გასცემს
უფლებამოსილი პირი, ანუ დირექტორი, ვინაიდან მეწარმეთა კანონის თანახმად სხვა
უნიკალური და უფლებამოსილი პირი არ არსებობს. საკასაციო სასამართლომ ამაზე
უაღრესად დიდი ყურადღბა გაამახვილა და აღნიშნა , რომ სააპელაციო სასამართლომ
არასწორად მიიჩნია მიღებული მტკიცებულება, ვინაიდან ის იურიდიულ ძალას არ
ფლობდა, შესაბამისად მხარის საქმეზე გამოუცხადებლობა ვერ გამართლდებოდა და ვერ
ჩაითვლებოდა საპატიო მიზეზად.
დაუსწრებელი წარმოების წესებით სამოქალაქო საქმის განსახილველად აუცილებელია
პირნათლადიქნას დაცული და გათვალისწინებული პირობები და წესები , რაც
სწორედრომ ამ წარმოებისთვისაა აუცილებელი.
უპირველესად, სანამ დაინიშნება აღნიშნული წარმოების წესით სამოქალაქო სქმის
განხილვა არის საჭირო იმ დროის ვადის ამოწურვა, როდესაც შესაგებელი უნდა
წარადგინოს მოპასუხემ. სასამართლომ უნდა დაუნიშნოს დრო მოპასუხეს იმისათვის , რომ
მან წერილობით შეადგინოს თავისი პასუხი სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებსა თუ
დოკუმენტებზე და წარუდგინოს ვადის ამოწურვამდე სასამართლოს. ეს ვადა არ უნდა
აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო თუ რთული კატეგორიის საქმე გვაქვს სახეზე, მაშინ არ
უნდა აღემატებოდეს 21 დღეს. ამ ვადის გახანგრძლივება არის დაუშვებელი , თუ საქმე
საპატიო მიზეზთან არ გვაქვს. ასევე, მოპასუხე უნდა იქნას გაფრთხილებული შესაგებელის
წარუდგენლობის შემთხვევაში რა შედეგია მოსალოდნელი . სასამართლოს მიერ
განსაზღვრულ ვადაში შესაგებელის არწარდგენა უკვე იწვევს სასამართლოს მიერ
გადაწყვეტილებას დაუსწრებელი სასამართლო საქმის განხილვასთან დაკავშირებით .
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია იმ შემთხვევაშიც კი , თუ
მოპასუხემ სასამართლოსმიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინა სასამართლოს
შეგებებული სარჩელი და უარყო იგი, არ დაეთანხმა პირვანდელ სარჩელს. ამისდა
მიხედვით გამოგვაქვს დასკვნა, რომ მთავარია მოპასუხემ წერილობით წარადგინოს , ანუ
გამოხატოს ნება, რომ ის არ ეთანხმება პირვანდელ სარჩელს და არ არის გადამწყვეტი ,
რომ მან მაინც და მაინც შესაგებელი შეიტანოს სასამართლოში .
მხარემ, თუ მას აქვს ობიექტური მიზეზის სხდომაზე გამოუცხადებლობისა , უნდა
შეატყობინოს წინასწარ ამის თაობაზე სასამართლოს. როგორც სასამართლოს ეკისრეა
ვალდებულება წინასწარ გააფრთხილოს მხარეები საქმის წარმოების დაწყების პროცესის
შესახებ, ასევე იგივე ვალდებულება გააჩნია მხარეებსაც წინასწარ გააფრთხილონ
სასამართლო დაუსწრებლობასთან დაკავშირებით, რასაც ითვალისწინებს სსსკ -ის 72-ე
მუხლის პირველი ნაწილის "ზ" ქვეპუნქტი.
დაუსრწბელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია მაშინაც კი , როდესაც მხარე ვერ
ახერხებს საპატიო თუ არასაპატიო მიზეზის გამო დასწრებას პროცესზე , მაგრამ მხარის
წარმომადგენელი ესწრება პროცესს.
თუმცა ისეთი შემთხვევაც არსებობს და იგი ჩაითვლება გამოუცხადებლად , როდესაც
მხარე შესაბამის დროს გამოცხადდდება სასამართლო პროცესზე , მაგრამ მასში
მონაწილეობაზე აცხადებს უარს ანდა ამის დასტურად ტოვებს საპროცესო სხდომას , ამას
ითვალისწინებს სსსკ-ის 232-ე მუხლი.
იმისათვის, რომ სასამართლომ გამოიტანოს დაუსწრებელი გადწყვიტილება , მან უნდა
შეაფასოს სარჩელში მითითებული და მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო
დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები. თუ ასეთი შეფასებისას აღმოჩნდება , რომ ეს
გარემოებანი იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლო
გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ . მაგრამ
თუ აღმოჩნდა, რომ მოპასუხის გამუცხადებლობის გამო მტკიცებულებად ჩათვლილი
გარემოებები იურიდიულად გაუმართავია და მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს , მაშინ
სასამართლოც ვერ დააკმაყოფილებს სარჩელს და მან უნდა გამოიტანოს ჩვეულებრივი
გადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმის შესახებ.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება მხოლოდ მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში
მიიღება და არის მის წინააღმდეგ, ვინაიდან გამოცხადებული მოსარჩელის წინააღმდეგ
ასეთი გადაწყვეტილების გამოტანა არის დაუშვებელი კანონის მიხედვით .
თუ მოპასუხემ შეიტანა შესაგებელი, მაშინ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღება
სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთი მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში .
დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ესაა გამოუცხადებელი მხარის წინააღმდეგ გამოტანილი
გადაწყვეტილება, რომელიც ემყარება მხოლოდ გამოუცხადებლობას ან შესაგებლის
წარუდგენლობას და არა საქმის მასალებს, შესაბამისად მისი შინაარსი ყალიბდება
დასაბუთების გარეშე.
კანონის მიხედვით, მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსარჩელეს ექმნება
უპირატესობა, რაც გამოიხატება მისი სარჩელის და მასში აღნიშნული გარემოებების
დამტკიცებაში.
სასამართლო გადაწყვეტილება ცხადდება ყოველთვის საჯაროდ . სასამართლო
დაუსწრებელ გადაწყვეტილებას აცხადებს სსსკ-ის 257-ე მუხლით დადგენილი წესით .
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანიდან 5 დღის განმავლობაში მხარეს ეგზავნება
დაუსრწრებელი გადაწყვეტილების ასლი.

You might also like