You are on page 1of 17

ფინანსური აღრიცხვა

II
ხატია ვაშაყმაძე
ლექცია 1
ხატია ვაშაყმაძე

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


 MA in Economics at ISET

Mail: k.vashakmadze@iset.ge
შეფასება
ფორმა კომპონენტები ზღვარი
ქეისის ანალიზი
შუალედური 20 ქულა
21 ქულა
შეფასება შუალედური შეფასება I, II
50 ქულა
დასკვნითი დასკვნითი შეფასება
10 ქულა
შეფასება 30 ქულა
51
ჯამი 100 ქულა
ქულა
წიგნი

წიგნი F7, ფინანსური აღრიცხვა, ACCA


ძირითადი საშუალებები (თავი 8)

 ძირითადი საშუალებები ისეთ მატერიალური


აქტივებია, რომლებიც საწარმოს მფლობელობაში
იმყოფება ერთ საანგარიშგებო პერიოდზე მეტი ხნით
გამოყენებისთვის, საქონლის საწარმოებლად ან
მომსახულების მისაწოდებლად, იჯარით გასაცემად ან
ადმინისტრაციული მიზნებისთვის.
ძირითადი საშუალების აღიარება

ძირითადი საშუალება უნდა აღიარდეს აქტივად, თუ:

 მოსალოდნელია, რომ საწარმო მომავალში ამ აქტივის


გამოყენებით მიიღებს ეკონომიკურ სარგებელს; და
 საწარმოსათვის შესაძლებელია აქტივის
თვითღირებულების საიმედოდ შეფასება:
ძირითადი საშუალების შეფასება
ძირითადი საშუალება თავდაპირველად უნდა შეფასდეს
თვითღირებულებით. ძირითადი საშუალებების
თვითღირებულება მოიცავს:

 ნებისმიერ დანახარჯს, რომელიც დაკავშირებულია


აქტივის სამუშაო მდგომარეობაში მოყვანასთან;
 კაპიტალური დანახარჯები, როგორიცაა ძირითადი
საშუალებებისათვის ადგილის მომზადების, მიწოდების,
დამონტაჟების დანახარჯები;

მიმდინარე დანახარჯები გაწევისთანავე ჩამოიწერება (მაგ.


საერთო ზედნადები ხარჯები)
შემდგომი ხარჯები

აქტივის აღიარების შემდეგ გაწეული ხარჯები აღიარდება


თვითღირებულებაში და კაპიტალიზდება მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ ეს დანახარჯები ზრდის იმ ეკონომიკურ
სარგებელს, რომლის მიღებაც ივარაუდებოდა აქტივიდან
თავდაპირველი აღიარების დროს.

ყველა სხვა შემდგომი დანახარჯი უნდა აღიარდეს


მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში.
შემდგომი ხარჯები

აქტივის აღიარების შემდეგ გაწეული ხარჯები აღიარდება


თვითღირებულებაში და კაპიტალიზდება მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ ეს დანახარჯები ზრდის იმ ეკონომიკურ
სარგებელს, რომლის მიღებაც ივარაუდებოდა აქტივიდან
თავდაპირველი აღიარების დროს.

ყველა სხვა შემდგომი დანახარჯი უნდა აღიარდეს


მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში.
ძირითადი საშუალებების ცვეთა

 ცვეთადი ღირებულება არის აქტივის


თვითღირებულება, ან ფინანსურ ანგარიშგებაში აქტივის
ღირებულების შესაფასებლად გამოყენებული სხვა
თანხა, სალიკვიდაციო ღირებულების გამოკლებით;

 ცვეთა არის აქტივის ცვეთადი ღირებულების


მოხმარებული ნაწილის სისტემატური განაწილება, მისი
მომსახურების ვადის განმავლობაში.
ცვეთის დარიცხვის დაწყება

 ცვეთის დარიცხვა საწარმომ უნდა დაიწყოს იმ


თარიღიდან, როცა აქტივი უკვე მზადაა
გამოსაყენებლად;

 ეს თარიღი შესაძლოა წინ უსწრებდეს აქტივის


ფაქტობრივი გამოყენების თარიღს;

 ცვეთის დარიცხვა გრძელდება, თუნდაც აქტივი


მოცდენილი იყოს.
ცვეთის დარიცხვის მეთოდები
გამოყენებული ცვეთის მეთოდი, სამართლიანად უნდა
ასახავდეს იმ მოდელს, რომლის მიხედვითაც საწარმო
მოიხმარს აქტივიდან მიღებულ ეკონომიკურ სარგებელს.
არსებობს ცვეთის დარიცხვის შემდეგი მეთოდები:

 წრფივი;
 შემცირებადი ნაშთის და
 მანქანა/საათებზე დამყარებული.
ცვეთის დარიცხვის მეთოდის შეცვლა

ცვეთის ერთი მეთოდის შეცვლა მეორეთი:

 დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ახალი


მეთოდი უფრო სამართლიანად წარმოაჩენს საწარმოს
საქმიანობის შედეგებსა და მის ფინანსურ
მდგომარეობას;

 არ წარმოადგენს სააღრიცხვო პოლიტიკის შეცვლას;

 ეს არის სააღრიცხვო შეფასების შეცვლა.


სასარგებლო მოსახურების ვადისა და
სალიკვიდაციო ღირებულების გადახედვა

ყოველი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს საწარმომ


უნდა განიხილოს აქტივების სასარგებლო მომსახურების
ვადები და სალიკვიდაციო ღირებულებები და შეასწოროს,
თუ მოსალოდნელი სააღრიცხვო შეფასებები
მნიშვნელოვნად განსხვავდება ადრინდელი შეფასებისგან.
განცალკევებული კომპონენტები

 აქტივს, რომელიც შეიძლება განხილულ იქნეს


განცალკევებული ელემენტებისგან შემდგარ ერთ
დამოუკიდებელ აქტივად, რთული აქტივი ეწოდება.
მაგ. თვითმფრინავი და მისი ძრავი.

 რთული აქტივის თითოეულ განცალკევებულ ნაწილს


ცვეთა ცალ-ცალკე უნდა დაერიცხოს მათი
სასარგებლო მომსახურების ვადის განმავლობაში.
ტექდათვალიერებისა და კაპიტალური
რემონტის დანახარჯები
 ტექდათვალიერებისა და კაპიტალური რემონტის
დანახარჯები, გაწევისთანავე ხარჯებად აღიარდება;

 თუმცა, თუ აქტივი ბასს 16-ით განსაზღვრულ


განცალკევების წესებს აკმაყოფილებს, მაშინ
განხორციელდება ამ დანახარჯების, როგორც
გრძელვადიანი აქტივის, კაპიტალიზაცია.

 ამ შემთხვევაში ცვეთის დარიცხვა ხდება მათი


სასარგებლო მომსახურების ვადის განმავლობაში.
მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like