You are on page 1of 1

III ჯგუფი

ცდა 1. კატალიზას მოქმედება წყალბადის ზეჟანგზე

ეს ცდა საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ ფერმენტ კატალიზას მოქმედება


წყალბადის ზეჟანგზე და პირობები, რომლებშიც ის ფუნქციონირებს; გამოვავლინოთ
ფერმენტ კატალაზას მოქმედება მცენარეულ და ცხოველურ ქსოვილებში.აგრეთვე
შევადაროთ ნატურალურ და მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით დაზიანებულ
ქსოვილებშ ფერმენტული აქტივობა.

წყალბადის ზეჟანგი შხამიანი ნივთიერებაა, რომელიც უჯრედშ წარმოიქმნება მისი


ცხოველქმედების პროცესში. რიგი ტოქსიკური ნივთიერებების უვნებელყოფის პროცესში
მონაწილეობისას მას შეუძლია თვითმოწამლვის გამოწვევა (ცილების კერძოდ კი
ფერმენტების დენატურაცია). H2O2-ს დაგროვებას ხელს უშლის ფერმენტი კატალიზა,
რომელიც გავრცელებულია აერობულ პირობებში არსებობის უნარის მქონე უჯრედებში .
ფერმენტი კატალიზა, რომელიც H2O2-ს წყლად და ჟანგბადად ხლეჩს 2H2O2=2H2O+O2,
უჯრედში დამცავ ფუნქციას ასრულებს.

სამუშაოს შესრულების წესი:

1. სასაგნე მაგიდაზე საპრეპარატო ნემსით გაასწორეთ ელოდეას ფოთოლი და


საფარი მინა დაადეთ. დააკვირდით მიკროპრეპარატს მიკროსკოპით

2. დააწვეთეთ საფარი მინის კიდეზე წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარის ერთი


წვეთი, მეორე მხრიდან კი ფილტრის ქაღალდის საშუალებით წყალი მოაცილეთ .

3. როდესაც ელოდეას ფოთლის უჯრედებს წყალბადის ზეჟანგს ვუმატებთ , შეინიშნება


უჯრედებიდან ჟანგბადის ინტენსიური გამოყოფა.

კითხვები თვითკონტროლისთვის:

2. რომელი ფაქტორები ახდენს გავლენას ფერმენტების მუშაობაზე?

You might also like