You are on page 1of 7

თემა: კალციფიკაცია

სტუდენტი: გაბრიელ ტვილდიანი

ფაკულტეტი: საზოგადოებრივი ჯანდაცვა

კურსი: II ჯგუფი: IV
უჯრედშიდა დაგროვებანი – კალციფიკაცია

უჯრედში სხვადასხვა ნივთიერების ანომალური რაოდენობით დაგროვება


წარმოადგენს მეტაბოლური დარღვევების ერთ–ერთ გამოვლინებას. ამ
ნივთიერებების დაგროვება შეიძლება იყოს შექცევადი ან შეუქცევადი. ზოგჯერ ისინი
არ იწვევენ უჯრედის ფუნქციის შეცვლას, ზოგჯერ კი ძლიერ ტოქსიურია.
ნივთიერებები შეიძლება დაგროვდეს ციტოპლაზმაში (ხშირად ლიზოსომებში) ან
ბირთვში. უჯრედში შეიძლება დაგროვდეს შემდეგი ნივთიერებები :
1) უჯრედის ნორმალური კომპონენტები (წყალი, ლიპიდები, ცილები და
ნახშირწყლები)
2)ნორმალური ან ანომალური ენდოგენური ნივთიერებები;
3) ანომალური ეგზოგენური ნივთიერებები.

უჯრედშიდა დაგროვებების ერთ–ერთი მაგალიათია კალციფიკაცია.


კალციფიკაცია არის კალციუმის მარილების ანომალური დაგროვება ქსოვილში,
რკინის მაგნიუმის და სხვა მინერალურ მარილებთან ერთად. განარჩევენ
დისტროფიულ და მეტასტაზურ კალციფიკაცის.

დისტროფიული კალციფიკაცია

დისტოფიული კალციფიკაცია აღინიშნება ნეკროზის უბანში, სადაც აქტივდებიან


ფოსფატაზები რომლებიც უკავშირებენ კალციუმის იონებს მემბრანის
ფოსფოლიპიდებს.იგი ქსოვილის დაზიანების ან სამედიცინო მოწყობილობის
იმპლანტაციისას. მაკროსკოპულად კალციუმის მარილები ვლინდება თეთრი ან
ყვითელი ფერის მარცვლების, ხშირად მყარი დეპოზიტების სახით.

ჰემატოქსილინ–ეოზინით შეღებვისას კალციფიკატებს აქვს ბაზოფილური,


ამორფული, მარცვლოვანი, ზოგჯერ ბელტების სახე უჯრედში და უჯრედთა შორის
სივრცეში. გარკვეული დროის შემდეგ კალციფიკატის ცენტრში შეიძლება
წარმოიქმნას ჰეტეროტოპული ძვალი. იშვიათად ცალკეული ნეკროზული უჯრედი
წარმოქმნის მარცვლოვან კრისტალებს, რომლებიც იფარება მინერალური
დეპოზიტებით. გარეთა შრეების პროგრესული დამატების შედეგად შეიძლება
წარმოიქმნას შრეობრივი კონფიგურაციები, რომლებსაც პსამომური სხეულები
ეწოდება. პსამომური სხეულები დამახაიათებელია პაპილური კარცინომებისთვის.

დისტროფიული კალციფიკაციის პათოგენეზში საბოლოო გზას წარმოადგენს


კრისტალური კალციუმის ფოსფატის მინერალის წარმოქმნა აპატიტის სახით,
რომელიც ძვლის ჰიდროქსი აპატიტის მსგავსია. ამ პროცესში არჩევენ ორ ფაზას:
1) ინიციაცია, ანუ ნუკლეაცია და 2) გავრცელება. ორივე ფაზა შეიძლება წარიმართოს
როგორც უჯრედის შიგნით, ისე გარეთ. პირველი ფაზა მიმდინარეობს მემბრანასთან
დაკავშირებულ ბუშტუკებში ( დაახლოებით 200 ნმ დიამეტრით). ხრტილში და
ძვალში მათ უწოდებენ მატრიქსის ბუშტუკებს. დისტროფიული კალციფიკაციის
დროს ისინი წარმოიქმნება დეგენერაციული ან დაბერებული უჯრედებისგან.
სავარაუდოა, რომ კალციუმი ამ ბუშტუკებში კონცენტრირდება მჟავე
ფოსფოლიპიდების მიმართ აფინურობის გამო, ხოლო ფოსფატები გროვდება
მემბრანასთან დაკავშირებული ფოსფატაზების მოქმედების შედეგად. უჯრედშიდა
კალციფიკაციის ინიციაცია ხდება მკვდარი ან დეგენერაციული უჯრედების
მიტოქონდრიებში. მეორე ფაზაში წარმოიქმნება კრისტალები, რაც დამოკიდებლია
უჯრედგარე სივრცეში კალციუმის იონების და ფოსფატური ჯგუფების
კონცენტრაციაზე, მინერალური ინჰიბიტორების, კოლაგენის და სხვა ცილების
არსებობაზე. ძვლის მინერალიზაციაში მონაწილეობს ოსტეოპონტინი, ანუ
კალციუმის დამაკავშირებელი მჟავე ფოსფოპროტეინი, რომელიც ხასიათდება
ჰიდროქსიაპატიტისადმი მაღალი აფინურობით და დისტროფიული კალციფიკაციის
დროს დიდი რაოდენობით ვლინდება არტერიებში და თირკმელებში. კოლაგენი
აძლიერებს კრისტალების წარმოქმნის სიჩქარეს.

კალციფიკაცია ხშირია ათერომებში ათეროსკლეროზის გვიან სტადიაზეე, ასევე,


დაბერების პროცესში და გულის სარქველების დაზიანებისას.ის შეიძლება
განვითარდეს თირკმლის მილაკებში, ხრტილებში, ღვიძლში, პანკრეასში და ა.შ.

პანკრეასი ღვიძლი
აორტის სარქველი

მეტასტაზური კალციფიკაცია

მეტასტაზური კალციფიკაცია ვითარდება ნორმალურ ქსოვილებში


ჰიპერკალცემიის დროს. ის გამოწვეულია კალციუმის დეპოებიდან ჭარბი
რაოდენობით მობილიზაციითა, ან მისი ორგანიზმიდან გამოყოფის შემცირების გამო.

განსხვავბით დისტროფიული კალციფიკაციისგან ამ დროს სისხლში კალციუმის


დონე მომატებულია, რის გამოც კალციფიკაცია არა ლოკალურ, არამედ
გენერლიზებულ ხასიათს ატარებს.

კარდიოვასკულარული კალციფიკაცია.სტაფილოსფრად კალციუმის მყარი


დეპოზიტები,მწვანედ უჯრედგარე მატრიქსი.
ჰიპერკალცემიის მიზეზებია:
1) პარათირეოიდული ჰორმონის ჰიპერსეკრეცია, შედეგად ძვლის რეზორბციით.
მაგალითად, ჰიპერპარათირეოიდიზმი ფარისებრახლო ჯირკვლის სიმსივნეების
დროს.

2)ძვლოვანი ქსოვილის დესტრუქცია. მაგალითად, ძვლის ტვინის პირველადი


სიმსივნეების (მრავლობითი მიელომა, ლეიკემია) დროს, ძვალში მეტასტაზების
(მაგალითად, სარძევე ჯირკვლის კარცინომის) არსებობისას.

3) D ვიტამინთან დაკავშირებული დარღვევების დროს, როგორიცაა D ვიტამინით


ინტოქსიკაცია, სარკოიდოზი ( მაკროფაგები ააქტივებენ D ვიტამინის წინამორბედს),
ბავშვთა იდიოპათიური ჰიპერკალცემია, რომელიც ხასიათდება D ვიტამინის მიმართ
ანომალური მგრძნობელობით.

4) თირკმლის უკმარისობა, რომელიც იწვევს ფოსფატების შეკავებას და მეორად


ჰიპერპარათირეოიდიზმს.
იშვიათი მიზეზია ალუმინით მოწამვლა, რომელიც ვითარდება თირკმლის
ქრონიკული დიალიზის დროს.

მეტასტაზური კალციფიკაცია შეიძლება განვითარდეს მრავალ ორგანოში,


ძირითადად აზიანებს ინტერსტიციულ ქსოვილს, სისხლმილებს, თირკმელს,
ფილტვს, გულს, კუჭის ლორწოვანს, ცნს–ს და თვალებს. ამ უბნებში კალციუმის
მარილები მორფოლოგიურად დისტროფიული კალციფიკაციის მსგავსია, ისინი
შეიძლება გამოვლინდეს არაკრისტალური ამორფული დეპოზიტების ან
ჰიდროქსიაპატიტის კრისტალების სახით. მეტასტაზური კალციფიკაცია ყველა
ორგანოში იწყება მიტოქონდრიებში, თირკმლის მილაკების გარდა, სადაც ის იწყება
ბაზალურ მემბრანებში.

გამოყენებული ლიტერატურა:

https://en.wikipedia.org/wiki/Calcification

https://www.slideshare.net/sohelrana370/pathologic-calcification-29050545
https://www.healthline.com/health/calcification#types

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hypercalcemia/symptoms-causes/syc-
20355523

https://www.news-medical.net/health/Calcification-and-the-Kidneys.aspx

ზოგადი პათოლოგიის საფუძვლები_მედიცინის ფაკულტეტისთვის.

You might also like