You are on page 1of 8

ლიმფა ,ანთება და შიდსი

ლეიკოციტების მომწიფება:
 ელენთა
 ნუშურა კვანძები
 ლიმფური კვანძები
 ჭია ნაწლავი
 ლეიკოციტები წარმოიქმნება ძვლის წითელ ტვინში.

ნუშურა კვანძები, ადენოიდები, ტონზილები,


„გლანდები“

ლიმფა
• ლიმფა ლათინურად ნიშნავს წმინდა წყალს, ნამს.
• ლიმფას ჭარბი უჯრედშორისი ნივთიერება ქმნის.
• ლიმფა პლაზმის მსგავსია, მაგრამ უფრო მეტი რაოდენობით
შეიცავს ანტისხეულებს და ლეიკოციტებს. არ შეიცავს
ერითროციტებს!
• ლიმფა დედდება, ფიბრინოგენს შეიცავს.
• ლიმფა, რომელიც ყალიბდება საჭმლის მომნელებელ სისტემაში,
შეიცავს ცხიმებს (ქილომიკრონებში ტრიგლიცერიდებს).
• ლიმფა ვენურ სისტემაში ბრუნდება და მასში აბრუნებს ცილებს და
ჭარბ უჯრედშორის სითხეს.

ლიმფური
ძარღვები:
• არტერიოლების
ბოლოდან
იჟონება:
• ვენულების
ბოლოდან
შეიწოვება (90%)
• ლიმფური
ბოლოდან
შეიწოვება (10%).

ნაწლავებიდან წამოსული
ლიმფა:
• გლუკოზა და ამინომჟავები
შეიწოვება სისხლძარღვებით
• ცხიმი და ცხიმში ხსნადი
ვიტამინები (ADEKF) შეიწოვება
ლიმფური ძარღვებით.

რა ამოძრავებს ლიმფას?
• ლიმფურ სისტემაში ძალიან დაბალი წნევაა, მაგრამ სითხე მაინც
მოძრაობს:
1. პერისტალზით (გლუვი კუნთების შეკუმშვით);
2. სარქვლებით (ჯიბისებრი, ნამგლისებრი, ნახევარმთვარისებრი )
3. ჩონჩხის კუნთების შეკუმშვით.
• არტერიების პულსაციით.
• დღეში მოძრაობს 4-5 ლიტრი ლიმფა. ის რომ არ მოძრაობდეს,
ადამიანი 24 საათში მოკვდებოდა შეშუპებისგან.

ლიმფური ძარღვები
• აქვს სარვლები
• ჯიბისებრი ანუ ნამგლისებრი
• იგივე ნახევარმთვარისებრი
• ამოძრავებს ჩონჩხის კუნთები

ლიმფური ძარღვები:
• გულმკერდის ლიმფური სადინარი
• მარჯვენა ლიმფური სადინარი
• ლიმფა ჩაედინება დიდ წრეში.
• ლიმფა ჩაედინება ლავიწქვეშა ვენაში!

ლიმფური კვანძები
• ფუნქცია: მიკრობების და სიმსივნური
უჯრედების განადგურება;
ფაგოციტოზი და ანტისხეულების
წარმოქმნა.
• ზრდასრულ ადამიანში 450 ლიმფური
კვანძია და მათი დიდი ნაწილი
მუცლის ღრუშია. ზომა 10 მმ.
• ლიმფური ჯირკვალი არ არის სწორი! ჯირკვალი წარმოქმნის ჰორმონს.
შესაბამისად, სწორია ლიმფური კვანძი!

ელენთა
• ვითარდება
მეზოდერმისგან.
• ფუნქციებია:
1. დაძველებული ერითროციტების დაშლა
2. დაძველებული თრომბოციტების დაშლა
3. ერითროციტების დამარაგება (დეპო)
4. თრომბოციტების დამარაგება (დეპო)-1/3
5. ლიმფოციტების დამარაგება (დეპო)
6. რკინის მეტაბოლიზმი
7. ანტისხეულების წარმოქმნა

ელენთა სისხლის დეპოა!


• ელენთა ერითროციტების 30%-ია დამარაგებული, დაახლოებით 240 მლ
• დამარაგებულია ლიმფოციტების 25%.

ელენთა
• მუცლის ღრუს კენტი ორგანოა
• მდებარეობს მარცხენა ზედა კვადრანტში
• დიაფრაგმის ქვემოთ, მე-9 და მე-11 ნეკნებს შორის
• არის კუჭის უკან და პანკრეასს ეხება
• იწონის 200 გრამს

დაიმახსოვრე !
• ერითროციტები წარმოიქმნება ძვლის წითელ ტვინში (ანუ ყველა ძვალში) და
იშლება ღვიძლსა და ელენთაში.

ელენთის გადიდება - სპლენომეგალია


• თალასემიის დროს გადიდებული ელენთა
• დიდდება ლეიკემიების დროს, ლიმფომების დროს, ლეიშმანიოზის დროს,
მონონუკლეოზის დროს.

ელენთის ამოღებისას რა ხდება?


• ელენთის ამოღებისას მეხსიერების B ლიმფოციტების რაოდენობა მკვეთრად
მცირდება!
• ადამიანს ეზრდება კაფსულიანი ბაქტერიებით დაინფიცირების რისკი.
• 6-ჯერ იზრდება ფილტვების ანთების განვითარების რისკი.
• ადამიანთა 10%-ს დამატებითი ელენთა აქვს.

ვისაც ელენთა არ აქვს?


• სჭირდებათ ვაქცინაცია
• ხშირად აქვთ ინფექციები
ბაქტერიებს რა შლის?
• ნერწყვი (ლიზოციმი)
• კუჭის წვენი (მარილმჟავით, ლიზოციმით)
• ნაღველი (ტუტე გარემოთი, ლიზოციმით)
• ცრემლი (ლიზოციმი)
• ლიზოციმი შლის ბაქტრიების (+) კედელს
• ოსმოსური დაშლა (წყლით)

შიდსი (აივ ინფექცია)


• შიდსი- შეძენილი იმუნოდეფიციტური სინდრომი
• აივ (HIV)- ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი
• შიდსი არის აივ-ინფექციის ბოლო სტადია, რომლის დროსაც CD4 T
ლიმფოციტების რაოდენობა 1 წვეთში 200-ზე ნაკლებია.
• აივ-ით ადამიანი ინფიცირდება: სისხლის გადასხმისას (90%), მშობიარობისას
(25%), საერთო ნემსით (0.67%), სქესობრივი გზით (3%). სხვა გზები: ფეხმძიმობა,
რძით კვება.
• ყველაზე ხშირი გზა გადადებისა არის სქესობრივი.
არ ვრცელდება ნერწყვით, ოფლით, ფეკალიებით, ცხვირის სეკრეტით, წყლით,
საკვებით, მწერებით, ცურვით, საერთო ტუალეტით, ტატუს-პირსინგის გაკეთებით.
გენეტიკური არ არის

პირველი ნიშნები:
• 2-4 კვირაში ვლინდება გრიპის ან მონონუკლეოზის ნიშნებით
• 40-90%-ში ახასიათებს: სიცხე, გადიდებული ლიმფური კვანძები, ყელის
ტკივილი, გამონაყარი, წყლულებით პირის ღრუში ან გენიტალიებზე.
• 20 წლის შემდეგ იწყება შიდსი

You might also like