You are on page 1of 1

I ჯგუფი

ცდა 1. კატალიზას მოქმედება წყალბადის ზეჟანგზე

ეს ცდა საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ ფერმენტ კატალიზას მოქმედება


წყალბადის ზეჟანგზე და პირობები, რომლებშიც ის ფუნქციონირებს; გამოვავლინოთ
ფერმენტ კატალაზას მოქმედება მცენარეულ და ცხოველურ ქსოვილებში.აგრეთვე
შევადაროთ ნატურალურ და მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით დაზიანებულ
ქსოვილებშ ფერმენტული აქტივობა.

წყალბადის ზეჟანგი შხამიანი ნივთიერებაა, რომელიც უჯრედშ წარმოიქმნება მისი


ცხოველქმედების პროცესში. რიგი ტოქსიკური ნივთიერებების უვნებელყოფის პროცესში
მონაწილეობისას მას შეუძლია თვითმოწამლვის გამოწვევა (ცილების კერძოდ კი
ფერმენტების დენატურაცია). H2O2-ს დაგროვებას ხელს უშლის ფერმენტი კატალიზა,
რომელიც გავრცელებულია აერობულ პირობებში არსებობის უნარის მქონე უჯრედებში .
ფერმენტი კატალიზა, რომელიც H2O2-ს წყლად და ჟანგბადად ხლეჩს 2H2O2=2H2O+O2,
უჯრედში დამცავ ფუნქციას ასრულებს.

სამუშაოს შესრულების წესი:

1. აიღეთ 2 სინჯარა, ჩაასხით თითოეულში 2 მლ წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარი

2. პეტრის ფინჯნიდან პინცეტის აიღეთ უმი ხორცის ნაჭერი და ჩაუშვით პირველ


სინჯარაში. (გამოიყოფა გაზის ბუშტუკები)

3. მეორე სინჯარაში უმი კარტოფილის ნაჭერი ჩაუშვით.(დავინახავთ როგორ


გამოიყოფა გაზის ბუშტუკები.

შეავსეთ ცხრილი:
1.

ობიექტი მოვლენები , რომლებსაც დაკვირვებათა


სინჯარაში ვაკვირდებით განმარტება

უმი ხორცი

უმი კარტოფილი

2. რომელი ფაქტორები ახდენს გავლენას ფერმენტების მუშაობაზე?

You might also like