You are on page 1of 4

I კვირა

1) 6000 ლარი გაცემულია სესხად ოთხი წლის ვადით, წლიური მარტივი 7%-იანი
განაკვეთით. განსაზღვრეთ ოთხი წლის განმავლობაში დაგროვილი გადასახდელი
თანხა.
2) მეწარმემ აიღო ორ წლიანი სესხი წლიური 29% მარტივი საპროცენტო განაკვეთით.
რამდენჯერ აღემატება ბოლოს გადასახდელი თანხა გაცემულ კრედიტს.
3) 3000 ლარი გაცემულია სესხად 5 წლის ვადით, წლიური რთული 12%-იანი
განაკვეთით. განსაზღვრეთ ოთხი წლის განმავლობაში დაგროვილი გადასახდელი
თანხა.
4) მეწარმემ აიღო ორ წლიანი სესხი წლიური 14% რთული საპროცენტო განაკვეთით.
რამდენჯერ აღემატება ბოლოს გადასახდელი თანხა გაცემულ კრედიტს.
5) ანის X ბანკმა გაუგზავნა შეთავაზება, რომ გაეხსნა დეპოზიტი 100 ლარით 5 წლის
ვადით. X ბანკი ანის პირდება, რომ 5 წლის ბოლოს ის მიიღებს 175 ლარს. თუ
დაგროვება ხდება მარტივი პროცენტით ყოველკვარტლურად, რა პროცენტით მისცეს
გიორგის დეპოზიტი?
6) ვთქვათ გიორგის აქვს 4000 ლარი მან ბანკიდან მიიღო შეთავაზება, რომ თუ ის 4
წლით გახსნიდა დანაზოგს, ის ამ დანაზოგზე მიიღებდა მარტივ წლიურ 12% ყოველი
წლის ბოლოს. გიროგის მეგობარმა ურჩია, რომ 4 წლით თანხის შეტანას ჯობდა
ყოველ წელს ხელახლა გაეხსნა დეპოზიტი წლიური 12% საპროცენტო განაკვეთით
წლის ბოლო დარიცხვით.
რომელი ვარიანტია უკეთესი თუ გიორგის მიზანი არის 2 წლის შემდეგ შესაძლებელი
ვარიანტებიდან მაქსიმალური რაოდენობის თანხა ქონდეს.
7) ანის უნდა დეპოზიტის გახსნა, მაგრამ არ იცის რომელი ბანკი აირჩიოს. X-ბანკი ანის
სთავაზობს წლიურ მარტივ 16% საპროცენტო განაკვეთს, ხოლო Y- ბანკი სთავაზობს
წლიურ მარტივ 16% საპროცენტო განაკვეთს მაგრამ პროცენტის დარიცხვა ხდება
ყოველთვიურად. რომელ ბანკში უნდა გახსნას ლევანიმ ანგარიში თუ უნდა
მაქსიმალური თანხა მიიღოს. (პასუხი დაასაბუთეთ)
8) ნიკას უნდა დეპოზიტის გახსნა, მაგრამ არ იცის რომელი ვარიანტი აირჩიოს.
ერთი ვარიანტია გახსნას დეპოზიტი მარტივი წლიური 16% საპროცენტო განაკვეთით,
ხოლო მეორეა გახსნას დეპოზიტი რთული წლიური 15% საპროცენტო განაკვეთით
თუ პროცენტის დარიცხვა ხდება ყოველთვიურად. რომელი დეპოზიტის პირობები
უნდა აირჩიოს ლევანიმ, თუ ის აპირებს დეპოზიტის გახსნას მხოლოდ ორი წლის
ვადით. (პასუხი დაასაბუთეთ)
9) ბანკმა 45 დღით წლიური მარტივი 10% საპროცენტო განაკვეთით გაასესხა თანხა,
დაბრუნებული თანხა ბანკმა იმ დღესვე ხელახლა გაასესხა 90 დღით 9% მარტივი
წლიური საპროცენტო განაკვეთით. თუ ბანკმა საბოლოოდ მიიღო 5000 ლარი, რა
თანხა გაუსესხებია მას დასაწყისში?
10) ბანკმა ერთი წლით წლიური რთული 10% საპროცენტო განაკვეთით გაასესხა თანხა,
დაბრუნებული თანხა ბანკმა იმ დღესვე ხელახლა გაასესხა 2 წლით 9% მარტივი
წლიური საპროცენტო განაკვეთით და პროცენტის დარიცხვა ხდებოდა
ყოველკვარტლურად. თუ ბანკმა საბოლოოდ მიიღო 5000 ლარი, რა თანხა გაუსესხებია
მას დასაწყისში?

II კვირა

1. იპოვეთ ეფექტური განაკვეთი, თუ ნომინალური განაკვეთია 20% და რთული


პროცენტების დარიცხვა ხდება ყოველი თვის ბოლოს.

2. იპოვეთ ნომინალური განაკვეთი, თუ ეფექტური განაკვეთია 15% და რთულ


პროცენტების დარიცხვა ხდება ყოველი თვის ბოლოს.

3. ოთხ თვეში სამომხმარებლო კალათა გაძვირდა 480 ლარიდან 690 ლარამდე.


იპოვეთ ინფლაციის ტემპი საშუალოდ თვეში.

4. წლის განმავლობაში ინფლაციის საშუალო თვიური ტემპია 9%. იპოვეთ


ინფლაციის ინდექსი და ტემპი კვარტალში.

5. იპოვეთ რეალური შემოსავლიანობა წლიური რთული საპროცენტო


განაკვეთის სახით, თუ ნომინალური განაკვეთია წლიური 24%-ია და
ინფლაციის მოსალოდნელი ტემპია 10% წელიწადში.

6. კლიენტმა განათავსა 4 ათასი ლარი ბანკში წლიური 15% მარტივი


საპროცენტო განაკვეთით. რა თანხა ექნება მას 2წლის და 7 თვის შემდეგ?

7. მეწარმემ აიღო სამწლიანი სესხი წლიური 24% მარტივი საპროცენტო


განაკვეთით. რამდენჯერ აღემატება ვადის ბოლოს გადასახდელი თანხა
გაცემულ კრედიტს?

8. იპოვეთ პროცენტების დარიცხვის დღეების რაოდენობა (ზუსტად და


მიახლოებით), თუ თანხა განთავსებული იყო დეპოზიტზე: 20 იანვრიდანიმავე
წლის 7 მაისამდე; როგორ შეიცვლება შედეგები, თუ წელიწადი იქნება
ნაკიანი?

9. მეხუთე წლის ბოლოს დაგროვებული თანხაა 15000 ლარი. იპოვეთ მისი


დღევანდელი ღირებულება, თუ დარიცხვა ხდებოდა ყოველი 4 თვის ბოლოს
წლიური 18% სარგებლით.
10. იპოვეთ 3 000 ლარის დღევანდელი ღირებულება, თუ ეს თანხა
მიღებული იქნება 2 წლის და 4 თვის შემდეგ. თანხის განთავსება შეიძლება
ბანკში წლიური რთული 18% - ით.

11. იპოვეთ 20 000 ლარის დღევანდელი ღირებულება, თუ ეს თანხა


მიღებული იქნა 3 წლის და 6 თვის წინ. თანხის განთავსება შეიძლება ბანკში
წლიური რთული 12% - ით.

12. სესხის გაცემისას ბანკი ცდილობს მიიღოს რეალური წლიური


სარგებელი რთული 20%. წლიური რთული რა საპროცენტო განაკვეთით
უნდა გასცეს მან სესხი, თუ ინფლაციის მოსალოდნელი ტემპია 12 %
წელიწადში?

13. საწყისი თანხაა 2000 ლარი. ინფლაციის წლიური ტემპია 10%,


სარგებლის წლიური რთული ნომინალური განაკვეთია 14%. იპოვეთ 4 წლის
ბოლოს რეალურად დაგროვებული ჯამი (მსყიდველობითი უნარის
მიხედვით ).

14. საწყისი თანხაა 2000 ლარი. სარგებლის წლიური რთული ნომინალური


განაკვეთია 22%. იპოვეთ 2 წლის ბოლოს რეალურად დაგროვებული ჯამი
(მსყიდველობითი უნარის მიხედვით ), თუ ამ ხნის განმავლობაში ფასები
გაიზარდა 1,2-ჯერ.

15. საწყისი თანხაა 1000 ლარი. ინფლაციის საშუალო თვიური ტემპია 2%,
სარგებლის წლიური მარტივი ნომინალური განაკვეთია 42%. იპოვეთ 4 თვის
ბოლოს რეალურად დაგროვებული ჯამი (მსყიდველობითი უნარის
მიხედვით).

16. საწყისი თანხაა 1000 ლარი. სარგებლის წლიური მარტივი ნომინალური


განაკვეთია 42%. იპოვეთ 100 დღის ბოლოს რეალურად დაგროვებული ჯამი
(მსყიდველობითი უნარის მიხედვით), თუ ამ ხნის განმავლობაში ფასები
გაიზარდა 1,02-ჯერ. გამოიყენეთ ჩვეულებრივი პროცენტი.

17. 3000 ლარი შეტანილ იქნა ბანკში 2 წლით წლიური რთული 13%
სარგებლით. იპოვეთ, დაგროვებული ჯამი, თუ პროცენტების დარიცხვა
ხდება ყოველი კვარტლის ბოლოს. როგორ შეიცვლება შედეგი, თუ დარიცხვა
მოხდება ყოველი თვის ბოლოს?
18. საწყისი თანხაა 40000 ლარი. ინფლაციის წლიური ტემპია 7%,
წლიური რთული ნომინალური განაკვეთია 10%. იპოვეთ 5 წლის ბოლოს
რეალურად დაგროვებული ჯამი (მსყიდველობის უნარის მიხედვით) და
რეალური წლიური საპროცენტო განაკვეთი.
19. საწყისი თანხაა 7000 ლარი. ინფლაციამ 2 წლის განმავლობაში
შეადგინა 10%-ს, წლიური რთული ნომინალური განაკვეთია 13%. იპოვეთ 2
წლის ბოლოს რეალურად დაგროვებული ჯამი (მსყიდველობის უნარის
მიხედვით) და რეალური წლიური საპროცენტო განაკვეთი.
20. საწყისი თანხაა 6000 ლარი. 4 წლის განმავლობაში ფასები გაიზარდა
1,2-ჯერ, წლიური რთული ნომინალური განაკვეთია 15%. იპოვეთ 4 წლის
ბოლოს რეალურად დაგროვებული ჯამი (მსყიდველობის უნარის მიხედვით)
და რეალური წლიური საპროცენტო განაკვეთი.

You might also like