You are on page 1of 2

სახელი, გვარი -

1. ინფორმაციის ღირებულებითი გაზომვა ხდება:

ა) შეფასება და კალკულაციის მეთოდით

ბ) დოკუმენტაცია და ინვენტარიზაციის მეთოდით

გ) ანგარიშთა სისტემის და ორადი ჩაწერის მეთოდით

დ) ა და გ

2. საწარმომ ავანსის სახით დებიტორისაგან მიიღო მომსახურების საკომპენსაციო ანაზღაურება 11, 000
ლარი. აღნიშნული სამეურნეო ოპერაციით გამოწვეული ცვლილებები აისახება ბალანსის მუხლებში
შემდეგი მიმართულებით:

ა) ცვლილებები განხორციელდება აქტივებში, კაპიტალსა და ვალდებულებებში, ზრდის მიმართულებით

ბ) ცვლილებები აისახება აქტივებში

გ) ცვლილებები განხორციელდება აქტივებში, კაპიტალსა და ვალდებულებებში, შემცირების მიმართულებით

დ) სწორია ა&გ ცვლილებები

3. ბასს-ის შესაბამისად მოგებისა და ზარალის ანგარიშგება ემყარება ............... პრინციპს, რომლის


თანახმადაც მოცემული პერიოდის შემოსავლებს უპირისპირდება ამ შემოსავლების მიღებასთან
დაკავშირებული ხარჯები. ეს პრინციპია:

ა) უწყვეტობა

ბ) რეალიზაცია

გ)ორმხრივობა

დ) შესაბამისობის

4. საწარმოს საქმიანობის შედეგი განისაზღვრება შემოსავლებისა და ხარჯების დაპირისპირების გზით.


შემოსავლების ამსახველი ანგარიშები აქტიური ანგარიშებია რომლის ზრდა იწვევს:

ა) აქტივების შემცირებას

ბ) კაპიტალის ზრდას

გ)კაპიტალის და ვალდებულების შემცირებას

დ) აქტივების შემცირებას
ე) ბ და გ

5. ბუღალტრული აღრიცხვის ერთ-ერთი ელემენტია ბალანსი, რომელიც ემყარება ..........................


საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს. ეს პრინციპია:

ა) ორმხრივობა

ბ) უწყვეტობა

გ) მყარი ფულადი ერთეული

დ) რეალიზაცია

პრაქტიკული

2017 წლის 10 ნოემბერს ფიზიკურმა პირებმა ანდრეა პონტმა და გარი კეხილმა მოახდინეს კომპანია შპს ჩელსი
რედ ფანი-ს (შემდეგში კომპანია) რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრის მომსახურების საფასური
იყო 500 ლარი. მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდში კომპანიამ განახორციელა შემდეგი სამეურნეო ოპერაციები:

- 2017 წლის 11 ნოემბერს კომპანიის დამფუძნებლებმა საკუთარი კაპიტალის შევსების მიზნით კომპანიის
საბანკო ანგარიშზე შეიტანეს 7,000 ლარი.
- 2017 წლის 12 ნოემბერს კომპანიამ შემდგომი გადახდის პირობით შეიძინა ავტომანქანა 1,700 ლარად.
- 2017 წლის 14 ნოემბერს კომპანიამ შემდგომი გადახდის პირობით შეიძინა კომპიუტერი 100 ლარად.
- 2017 წლის 15 ნოემბერს კომპანიამ მომწოდებლებს გადაუხადა უნაღდო ანგარიშწორებით ავტომანქანის
ღირებულება 700 ლარი და კომპიუტერის ღირებულება 150 ლარი.
- 2017 წლის 21 ნოემბერს კომპანიამ გაუწია პროფესიული მომსახურება შემდგომი გადახდის პირობით შპს
თაუა ბრიჯს. გაწეული მომსახურების ღირებულება იყო 770 ლარი.
- 2017 წლის 25 ნოემბერს კომპანიამ შპს ჩარეცხილებს გადაუხადა წინასწარ (ავანსად) 500 ლარი.
- 2017 წლის 28 ნოემბერს შპს ტაკიმასხარებმა კომპანიას ჩაურიცხეს ავანსად - წინასწარ 10,000 ლარი.

დავალება№ 1

თითოეული სამეურნეო ოპერაციის მიხდვით გამოწვეული ცვლილებები ასახეთ შესაბამისი ბუღალტრული


ბალანსის ელემენტებში.

1 - ცვლილებები აქტივებში

2 - ცვლილებები კაპიტალსა და ვალდებულებებში

3 - ცვლილებები აქტივებში, კაპიტალსა და ვალდებულებებში ზრდის მიმართულებით

4 - ცვლილებები აქტივებში, კაპიტალსა და ვალდებულებებში

დავალება№ 2 - ორადი ჩაწერის პრინციპის მიხედვით ასახეთ თითოეული სამეურნო ოპერაცია (გამოიყენეთ T
ანგარიში)

დავალება№ 3 - 2015 წლის 31 დეკემბრის მდომარეობით მოახდინეთ მოგება და ზარალის ანაგარიშგების და


ბალანსის წარმოება/შედგენა.

You might also like